ინგლისური კლუბები ბენზემასთვის იბრძვიან

მადრიდელებს ფრანგი თავდამსხმელის გაყიდვა უახლოეს ზაფხულში სურთ.

ბრიტანული გამოცემა, Daily Star იტყობინება, რომ კარიმ ბენზემას ტრანსფერისთვის “მანჩესტერ იუნაიტედი”, “არსენალი” და “ლივერპული” იბრძვიან.

“სამეფო გუნდი” 9-იანში 40 მილიონ ფუნტს ითხოვს. რა თქმა უნდა, ეს თანხა არ შეაშინებს “მანჩესტერ იუნაიტედს” და “არსენალს”, რადგან ეს ორი გუნდი მზადაა, მომავალი სეზონიდან “ჩელსის” ჩემპიონობისთვის კონკურენცია გაუწიოს. ვნახოთ, რა გამოუვათ მერსისაიდელებს.

კარიმი “ბერნაბეუზე” მეექსვე სეზონს ატარებს. მიმდინარე წელს, 28 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

როგორი იქნება “არსენალის” სავარაუდო შემადგენლობა მომავალი სეზონისთვის?

ინგლისურმა გამოცემა METRO-მ შემოგვთავაზა სავარაუდო შემადგენლობა, რომელიც “არსენალს” მომავალ სეზონში ეყოლება.

ჟურნალისტების ცნობით, ლონდონური გუნდი ზაფხულში “პორტუს” შემტევს, ჯექსონ მარტინესს დაიმატებს, რომელთაც ოლივიერ ჟირუს შემცვლელად, ან კონკურენტად მიიჩნევენ. კოლუმბიელს ამ სეზონში 40 მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი. იგი 25 მილიონი ფუნტი ღირს.

ნახევარდაცვის ხაზის გასაძლიერებად “მეზარბაზნეები” 25 წლის მორგან შნეიდერლინს მოისაზრებენ. ფრანგს ლონდონურ გრანდს ყველაზე მეტად უკავშირებენ. მისი ფასი, როგორც ჯექსონ მარტინესის, 25 მილიონ ფუნტამდე მერყეობს.

დაცვის ცენტრში პრობლემების გადაჭრა არსენ ვენგერმა ჰოლანდიელი მცველით, ვან დაიკი ვირჯილით გადაწყვიტა, რომელიც “არსენალს” ათი მილიონი ფუნტი დაუჯდება.

და ბოლოს, “მეთოფეების” მთავარი მიზანი მათი კონკურენტი გუნდის სათადარიგოთა მეკარის შეძენაა. პიტერ ჩეხს კვლავ შეუძლია რამდენიმე წელი მაღალ დონეზე თამაში, ხოლო ტიბო კურტუას კონკურენციას ვერ უწევს. ჟოზე მოურინიოს კომენტარის მიუხედავად, პიტერს კონკურენტ გუნდში არ გავუშვებო, არაფერია გადაწყვეტილი.

ARS4

ვენგერი: “არ ვფიქრობ, რომ უოლკოტს “არსენალის” დატოვება სურს”

“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა თეო უოლკოტის მომავალზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ თეოს “მეთოფეებთან” მიმდინარე ხელშეკრულების ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან.

“ის ჩვენი გუნდის ნაწილია. თეოს ბევრი მატჩი აქვს ჩვენი კლუბის მაისურით ჩატარებული, არაა მიზეზი, რის გამოც წასვლა უნდოდეს,”-განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

“თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით და ის წავა, არავინ იტყვის, რომ უოლკოტი “არსენალის” ერთგული არაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა დარჩეს”.

“თავდამსხმელს საუკეთესო წლები 26-32 წლის ასაკში აქვს. ამიტომ, მან ეს დრო უნდ გამოიყენოს საუკეთესოდ”.

ვენგერი: “უოლკოტის დარჩენა მსურს”

“არსენალის” მწვრთნელი, არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ თეო უოლკოტი გუნდს არ დატოვებს.

უოლკოტს “არსენალთან” კონტრაქტის ვადა 2016 წელს ეწურება. თუ ინგლისელი არ გაახანგრძლივებს, შეიძლება მას ლონდონის დატოვება უფასოდ მოუწიოს.

“არ ვფიქრობ, რომ უოლკოტს მხოლოდ იმიტომ ვტოვებთ, რომ მას აქ სურს. როგორც თეოს, ისე ჩვენც გვინდა, მისი “არსენალში” თამაში,”-განუცხადა ვენგერმა Goal.Com-ს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, მხარეებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკება ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ინგლისელი ამჟამად კვირაში 135,000 ფუნტს იღებს.

აფრიკელ მილიარდერს „არსენალის“ ყიდვა სურს

აფრიკელმა მილიარდერმა ალიკო დანგოტემ განაცხადა, რომ ლონდონის „არსენალის“ შეძენა სურს, რის შესახებაც „ბლუმბერგი“ იტყობინება.

„ვიმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ გუნდს სათანადო ფასად ვიყიდი. მისი შეძენა ახლაც შემიძლია, თუმცა არა ამ სასაცილო ფასად. ჩემი სტრატეგია კარგად ვიცი.

ვენგერმა კლუბის მართვის გეგმა უნდა შეცვალოს, მას ახალი კურსი ესაჭიროება“, – განაცხადა დანგოტემ.

55 წლის ნიგერიელი მილიარდერის ქონება 15,7 მილიარდ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ დანგოტე, რომელიც ლონდონური კლუბის გულშემატკივარია, „არსენალის“ ყიდვას 2010 წელსაც ცდილობდა. მას შემდეგ მისი ქონება შვიდჯერ გაიზარდა.

მესუთ იოზილმა “ჰალ სიტისთან” მატჩში ბრწყინვალე პასი გააკეთა (ვიდეო)

4 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ჰალ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორი პასი გაუკეთა მესუთ იოზილმა თანაგუნდელს.

ვენგერი: „იოზილი ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ყალიბდება“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ნახევარმცველი მესუთ იოზილი შეაქო, რომელიც გუნდის გულშემატკივართა ვერსიით, აპრილის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

„ვფიქრობ, გუნდის რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ სეზონის მეორე ნახევარში უკეთესად თამაში დაიწყო. ერთ-ერთ მათგანი იოზილიცაა. ნელ-ნელა ის გუნდის ლიდერად ყალიბდება, რომელიც თამაშს გააკონტროლებს“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ჯეკ უილშირმა პელეს ინტერვიუ ჩამოართვა (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა ჟურნალისტის ამპლუა მოირგო და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ, ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ პელეს ინტერვიუ ჩამოართვა.

— რომელია თქვენი კარიერის ყველაზე საამაყო ეპიზოდი?
— ღმერთს მადლობას ვუხდი ბევრი საამაყო მომენტისთვის. გამოვყოფდი შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც ჩემთვის პირველი იყო. მაშინ 17 წლის ვიყავი, ბრაზილიის ნაკრებმა ტურნირი მოიგო. აღსანიშნავია ჩემი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატიც, როდესაც იტალია დავამარცხეთ, 1970 წელს.

— ვინ იყო თქვენი ბავშვობის გმირი?
— ჩემი ბავშვობის გმირი მამაჩემი იყო. ის “სან პაულუს” ცენტრალური თავდამსხმელი გახლდათ.

— რა გრძნობაა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება?
— პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი 17 წლის ასაკში, შვედეთში ვითამაშე. ეს ჩემთვის ოცნება იყო. მაშინ პასუხისმგებლობა არ მქონდა, ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფერი მშვენიერი იყო, მაგრამ ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე, 1970 წელს, უკვე გამოცდილი მოთამაშე გახლდით და გაცილებით რთული იყო, რადგან უდიდესი წნეხის ქვეშ ვიყავით, ბრაზილიაში პოლიტიკური პრობლემა იყო. მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მოგვეგო. ძალიან რთული იყო.

— რატომ აირჩიეთ 10-ნომრიანი მაისური?
— ეს სრული შემთხვევითობა იყო. როდესაც “სანტოსში” დებიუტი მქონდა, ჩვენი მეათე ნომერი ტრავმირებული იყო და ის მე შევცვალე. 16-17 წლის ვიყავი. გამიმართლა, რადგან ეს იღბლიანი ნომერი აღმოჩნდა. ამისთვის ღმერთს მადლობას ვეუბნები.

 

ვენგერი მოურინიოზე: „მწვრთნელებმა კოლეგებს პატივი უნდა სცენ“

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი „ჩელსის“ თავკაცის ჟოზე მოურინიოს სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც მის გუნდთან უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ „მეთოფეებს“ ტიტული ათი წლის განმავლობაში არ მოუგიათ.

„მწვრთნელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კოლეგების პატივისცემაა. ამ მხვრივ დასახვეწი მწვრთნელები არსებობენ.

ზოგჯერ სხვა მწვრთნელებთან შელაპარაკება იწყება. სიტუაცია მაშინ იძაბება, როდესაც ერთმანეთს პირადად ხვდებით.

თუმცა, ვფიქრობ, დრო ყველაფრის მკურნალია. ერთმანეთს პატივი მაქსმალურად უნდა ვცეთ“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ვენგერი: “ვფიქრობ, დებიუში “ჰალთან” ვერ ითამაშებს”

მანჩინი: “პოდოლსკი არსენალში დაბრუნდება”

“ინტერის” მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი დარწმუნებულია, რომ ლუკას პოდოლსკი, რომელიც “ნერაძურიმ” “არსენალიდან” ინათხოვრა, კვლავ ლონდონში დაბრუნდება.

“იტალიაში ყველას ერთი ჩვევა აქვს – შედეგს სწრაფად ვერ აჩვენებენ,”-გააკრიტიკა მანჩინიმ გერმანელი და ხედრან შაქირი.

“ასეთი სიტუაცია აქვს ლუკას პოდოლსკის. მან შეიცვალა სათამაშო ქვეყანა, მაგრამ ნამდვილი პროფესიონალია. მიუხედავად იმისა, რომ მას და შაქირს ერთნაირი სიტუაცია აქვთ, იგი იჯარითაა გადმოსული და “არსენალში” დაბრუნდება.

მიმდინარე სეზონში, პოდოლსკიმ “ინტერის” მაისურით 7 მატჩი ჩაატარა და აქედან სასტარტოში არცერთიდან დაუწყია.

“არსენალი” და “ჩელსი” ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ემირეითსზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “არსენალმა” თანაქალაქელი “ჩელსი” მიიღო. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, თუმცა მოსაწყენი არ ყოფილა, გამარჯვებისთვის ორივე გუნდმა გაიბრძოლა.

პირველ ტაიმში გუნდები თანაბრად მოქმედებდნენ: “არსენალი” მოკლე გადაცემებით ცდილობდა ფონს გასვლას, “ჩელსი” კი კონტრშეტევებზე გადადიოდა. მეორე ნახევარში მოედნის სხვადასხვა მონაკვეთში მრვალად ვიხილეთ ორთაბრძოლა, თუმცა გოლის ხილვის შესაძლებლობა არ მოგვეცა.

“ჩელსი” 77 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერბს. “არსენალს” 67 ქულით მესამე ადგილი უკავია და ერთი მატჩით ნაკრები აქვს ჩატარებული.

ინგლისის პრემიერლიგა
34-ე ტური
“არსენალი” — “ჩელსი” 0:0 (0:0)

გაფრთხილებები: კოკლენი 34′, რემსი 89′, კასორლა 90+3′, ნაჩო მონრეალი 90+5′ — ფაბრეგასი 23′, ვილიანი 68′, ივანოვიჩი 72′.

პროგნოზისტთა კონკურსი (“არსენალი” — “ჩელსი”)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა 37-ე საკონკურსო კვირის მეოთხე მატჩის კითხვები, რომელიც “არსენალსა” და “ჩელსის” შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “არსენალი” – “ჩელსი” 

სპეციალური ჯგუფი სპორტისა და აზარტის მოყვარულებისთვის