გვარდიოლა საულზე: “მისთვისვე აჯობებს, თუ მესის არ შეადარებენ”

მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (1-0), ერთადერთი გოლის ავტორზე, საულ ნიგესზე ისაუბრა.

“საულს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მე მის შესაძლებლობებს დიდ პატივს ვცემ. თუმცა, მისთვისვე აჯობებს, თუ მას ლეო მესის არ შეადარებენ.

რაც შეეხება ორმატჩიან დაპირისპირებას, კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ ვის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. ის, რაც საულმა გააკეთა შეიძლება შემდეგშიც მოხდეს.

მართალია გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ერთ გოლს მაინც ვიმსახურებდით. რა თქმა უნდა, თავის გამართლებას არ ვაპირებ.”

“რეალი” – ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი “ქალაქელთათვის”?

ფეხბურთის გულშემატკივართა აზრები 10 დღის წინ ორად გაიყო, მაშინ, როცა ცნობილი გახდა, რომ მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდებოდა.

მართლია, ზინედინ ზიდანმა მოკლე დროში ისეთი გუნდის შექმნა მოახერხა, რომლისაც უნდა გეშინოდეს, თუმცა სწორედ ეს გუნდი, ამავდროულად მეტოქეს მრავალ სახიფათო მომენტს აქმნევინებს საკუთარ კართან.

რომელი უფრო ხელსაყრელია, იმის იმედზე ყოფნა, რომ მადრიდელთა ნაჩუქარ შანსებს გამოიყენებ, თუ “ატლეტიკოს” მცველების მიერ აშენებული ეშელონების გარშემო ამაო სიარული? ან “ბაიერნის” წინააღმდეგ თამაში, რომელიც პეპ გვარდიოლას წყალობით საკმაოდ ორგანიზებული და ამავდროულად მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა კონცენტრირებული?

შეიძლება ბანალური იყოს, მაგრამ ეს მართლაც ასეა: ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ადვილი მატჩები არ არსებობს. გთავაზობთ “რელათან” დაპირისპირების დადებით და უარყოფით მხარეებს …

5

სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ “რეალს” ჩემპიონთა ლიგაზე (მიმდინარე სეზონში) უმართლებს. 1/16-ფინალურ ეტაპზე მათ “რომას” საკმაოდ ბევრი საჩუქარი გაუკეთეს, იმაზე გაცილებით მეტი, რაც პირველ მატჩში მოპოვებულ ჰანდიკაპს (2-0) ყოველგვარ აზრს დაუკარგავდა. სალაჰს იმ მომენტების ნახევარი მაინც რომ გამოეყენებინა, მადრიდელები დიდ გასაჭირში ჩავარდებოდნენ.

დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო მეოთხედფინალში, “ვოლფსბურგთან” გამართულ მატჩში. კრიშტიანო რონალდუს ბრწყინვალე თამაშისა და ჰეთ-ტრიკის გაუფერულება გერმანელებს საკმაოდ ადვილად შეეძლოთ, თუმცა “მგლებს” უბრალოდ იღბალმა უმტყუვნა.

გავიხსენოთ “პარის სენ-ჟერმენთან” გამართული მატჩიც (1-0), პარიზელებმა ნავასის კარის მიმართულებით 15 დარტყმა განახორციელეს.

ასე რომ, “სიტის” მთავარი მიზანი გოლის გატანა იქნება, რისი შესრულებაც დიდი ალბათობით არ გაუჭირდებათ. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო კვირეების მანძილზე, პელეგრინის შეგირდების კონტრ-იერიშები ნამდვილად მომაკვდინებელ იარაღად იქცა ინგლისური გრანდისათვის.

new+sparkle

“ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეუძლებელია შენი მეტოქე სუსტი იყოს, თუმცა არსებობს ძლიერი და შედარებით სუსტი მეტოქეებიც. ამ შემთხვევაში მათი სტილიდან გამომდინარე, ჩვენ ცოტათი გაგვიმართლა.” – განაცხადა “სიტის” მარჯვენა მცველმა, პაბლო საბალეტამ.

“ორივე გუნდი ერთი სტილის ფეხბურთს თამაშობს, ორივე გუნდს შეტევაზე აქვს აქცენტი გაკეთებული. ასე რომ, ნამდვილად გახსნილი თამაშები გველის. მთავარია გოლები არ გავუშვათ.

მადრიდელებს შეტევა უყვართ, თუმცა ამ დროს ისინი საკმაოდ დიდ სივრცეს ტოვებენ. “რომას” რამოდენიმე 100%-იანი შანსი ჰქონდა … მაგრამ ჩვენ საკმარისი ძალა გაგვაჩნია, რათა მადრიდელები შევაწუხოთ.” – დაამატა მან.

new+sparkle

შეიძლება გამართლების ბრალია, თუმცა ფაქტია, რომ “რეალს” ჯერ შინ გოლი არ გაუშვია (ჩემპიონთა ლიგაზე). ამასთანავე სწორედ “რეალის” კარში განხორციელდა ყველაზე ცოტა, 93 დარტყმა. ამ მხრივ მეორე პოზიციაზე “ბაიერნია” (100 დარტყმა), “სიტი” – 109 , “ატლეტიკო” – 111.

ამ ყველაფერში კი უდიდესი ღვაწლი კეილორ ნავასს მიუძღვის, რომელმაც 78 დარტყმიდან, 91.3%-ის მოგერიება მოახერხა. მეოთხედფინალებამდე მას ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ არ ჰქონდა გოლი გაშვებული.

new+sparkle

მას შემდეგ, რაც კევინ დე ბრუინი საქმეში დაბრუნდა, “სიტის” შეტევითმა მხარემ სრული ტრანსფორმაცია განიცადა. მან გასაოცარი ურთიერთობა დაამყარა სერხიო აგუეროსთან და ამ ორმა სწრაფმა ფეხბურთელმა სწრაფი კონტრ-იერიშების უდიდესი ძალა შექმნა.

მიმდინარე სეზონში ამ ორმა ფეხბურთელმა 33 გოლი გაიტანა, გამოიმუშავა 11 ასისტი და შექმნა 118 შანსი პრემიერ ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში ერთად. ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ დე ბრუინმა 3 გოლის გატანა მოახერხა (მათ შორის ორი “პარის სენ-ჟერმენის” კარში გაიტანა) და ერთი ასისტიც ჩაიწერა აქტივში.

შეიძლება “რეალი” შინ კარგად გამოიყურებოდეს, თუმცა გასვლაზე ზიდანის შეგირდებს ძალიან უჭირთ. გავიხსენოთ პარიზში ფრედ დასრულებული მატჩი, “შახტართან” 4-3 და “ვოლფსბურგთან” გერმანიაში განცდილი მარცხი. რაც ინგლისელებს იმედს აძლევთ.

new+sparkle

აგუეროსა და დე ბრუინის მსგავსად ფორმაში იმყოფება კრიშტიანო რონალდუც. დასვენებული პორტუგალიელი აუცილებლად ეცდება თავისივე რეკორდის დამხობას და ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ რამოდენიმე გოლის გატანას.

“სიტიმ” ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში 18 გოლის გატნა შესძლო, რონალდუმ – 16-ის.

რონალდუმ, ბენზემამ და ბეილმა წლევანდელ სეზონში ერთად 92 გოლის გატანა შეძლეს.

მართალია “სიტის” დაცვა “პარის სენ-ჟერმენთან” განმეორებით მატჩში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა BBC-ს შეჩერება ადვილი ნამდვილად არ იქნება.

new+sparkle

“სიტის” “ატლეტი” რომ მოხვედროდა ეს ბევრ გულშემატკივარს გაახარებდა. დიეგო სიმეონეს გუნდმა მხოლოდ 14 გოლის გატანა შესძლო (“სიტიზე” ნაკლების), არადა 2-ჯერ მოუწია ყაზახურ “ასტანასთან” თამაში (ერთი უგოლო ფრედ დასრულდა).

მადრიდელებმა ძალიან ცუდი თამაში აჩვენს “პსვ-სთანაც” – 180 წუთის განმავლობაში ერთი გოლიც ვერ გაიტანეს და საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანეს.

გარდა ამისა, “ატლეტიკოს” არც BBC ჰყავს, არც ლევანდოვსკი, არც დუგლას კოშტა, არც მიულერი და არც კუმანი. ისინი მხოლოდ ანტონი გრიზმანის, კარასკოსა და ტორესის იმედზე არიან.

თუმცა, ორმატჩიანი დაპირისპირების დროს ამ ყველაფერს აზრი ეკარგება. რაც ჩოლოს გუნდმა “ბარსასთანაც” დაამტკიცა. თუ მესიმ, ნეიმარმა და სუარესმა ვერ მოახერხეს “როხიბლანკოს” გატეხვა, მაშინ რას გახდებოდა “სიტი”?

დაცვითი კუთხით სიმეონეს გუნდი ევროპაში საუკეთესოა, უბადლო.

new+sparkle

“ბაიერნი” თავისუფლად შეიძლება გამოვარდნილიყო 1/16-ფინალური ეტაპიდან. 2-0 “იუვენტუსის” წინააღმდეგ ნამდვილი კატასტროფის ტოლფასი უნდა ყოფილიყო ნებისმიერი გუნდისთვის, თუმცა არა “ბაიერნისთვის” – “ალიანც არენაზე” პეპის ბიჭებმა სასწაული მოახდინეს.

ლუის ენრიკე: “ფეხი მეტჯერ აღარ დაგვიცდება”

“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს სჯერა, რომ “ბარსელონა” დარჩენილ 3 ტურში სათანადოდ შესძლებს ასპარეზობას და ესპანეთის ჩემპიონის სტატუსსაც მოიპოვებს.

“ერთი საშინაო და ორი საგარეო მატჩი დაგვრჩა. პოზიტიურად ვართ განწყობილნი. ჰანდიკაპი აღარ გვაქვს, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

მჯერა, რომ ფეხი მეტჯერ აღარ დაგვიცდება. იმედი მაქვს, რომ ასე იქნება, რადგანაც მინდა, რომ ჩემპიონები გავხდეთ. ისღა დაგვრჩენია მთლიანად მომავალ მატჩებზე ვიყოთ კონცენტრირებულნი.” – განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში 3 ტურია დარჩენილი. სხვაობა პირველსა და მესამე ადგილოსანს შორის 1 ქულაა. ასე რომ ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნდება.

გოდინმა შესაძლოა “ბაიერნთან” ვერ ითამაშოს

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი, დიეგო გოდინი ტრავმირებულია. მადრიდელთა დაცვის ბურჯმა მარჯვენა მუხლის ქვედა მყესი დაიზიანა, რის გამოც შესაძლოა, რომ მან “ბაიერნთნ” გასამართი ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი ეტაპი გამოტოვოს.

ურუგვაელი ფეხბურთელი ბასკურ “ატლეტიკთან” გამართული მატჩის პირველივე ტაიმში დაზიანდა, რის გამოც სიმეონეს მისი შეცვლა მოუწია.

“დიეგო გოდინმა კუნთი დაიზიანა, დაზიანება I-II დონის არის.” – ვკითხულობთ კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ცენტრალური მცველი “როხიბლანკოს” ვერც “მალაგასთან” გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება, რომელიც შაბათს, 23 აპრილს გაიმართება.

კამინერო: “ატლეტიკო” ლა ლიგის მოგებას იმსახურებს”

მადრიდის “ატლეტიკოს” სპორტული დირექტორი, ხოსე ლუის კამენირო თვლის, რომ “ვისენტე კალდერონის” ბინადრები წლევანდელ სეზონში საკმარისად კარგად გამოიყურებოდნენ, რომ ესპანეთის ტიტული დაემსახურებინათ.

“წინ კიდევ 4 მატჩია დარჩენილი და ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ოთხივე უნდა მოვიგოთ. შემდეგ კი ყველაფერი “ბარსელონაზე” იქნება დამოკიდებული.

ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ვიმედოვნოთ, რომ ეს ლიგის მოგებისთვის საკმარისი იქნება. საკმაოდ გრძელი სეზონი გამოდგა. ლა ლიგის მოგება ნამდვილად დავიმსახურეთ ასეთი გრძელი სეზონის გამო.”

ჩემპიონთა ლიგაზე საუბრისას მან განაცხადა: “ჩვენ ძალიან ამბიციურები ვართ და გვინდა ყველა იმ ტურნირის მოგება, რომელშიც ვმონაწილეობთ.

ნახევარფინალში გასულ თითოეულ გუნდს შეუძლია იმდენის გაკეთება, რომ ფინალურ ეტაპზე გავიდეს. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ელოდება “ბაიერნი” ამ მატჩებს. მაგრამ ვეცდებით, რომ ყველაფერი ჩვენებურად გავაკეთოთ.”

“ნიცას” 29 წლის წლის ფეხბურთელით “ლივერპული” და “პსჟ” არიან დაინტერესებულნი

ინგლისური “ლივერპულისა” და ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ჰატემ ბენ არფას გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. ამ ინფორმაციას RMC ავრცელებს.

29 წლის ფეხბურთელი მართლაც რომ შესანიშნავ სეზონს ატარებს საფრანგეთში – მან წლევანდელ სეზონში 16 გოლისა და 4 ასისტის ჩაწერა მოახერხა აქტივში (30 მატჩში).

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბენ არფას, რომლის გადაბირებაც მიმდინარე სეზონის ბოლოს უფასოდ იქნება შესაძლებელი, ყიდვით “მილანი” და “ატლეტიკოც” იყო დაინტერესებული.

ბრძოლა ესპანეთის ჩემპიონობისთვის – ანალიზი

მას შემდეგ, რაც კატალნიურმა “ბარსელონამ” ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია საშინაო ჩემპიონატში, ესპანურ ლა ლიგაში ინტრიგა კვლავ დაბრუნდა.

სულ რაღაც ერთი თვის წინ, ვინმესთვის რომ გეთქვა, რომ “ბარსელონა” ჩემპიონი მაისში გახდებოდა, დაგცინებდნენ და შენს მოსაზრებას სულელურს უწოდებდნენ.

არსაიდან, ესპანეთში კვლავ დაბრუნდა ინტრიგა, ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რამეთუ მადრიდული გრანდები მშიერი მტაცებლების მსგავსად ელოდებიან “ბარსელონას” ფეხის დაცდენას.

ელ კლასიკო 32

“ვალენსიასთან”, შინ გასამართი მატჩი საუკეთესო შესაძლებლობა იყო კატალონიელთათვის, რათა ყველასათვის დაევიწყებინათ და გადაეფარათ შუა კვირაში მომხდარი კრახი, თუმცა “ვალენსიას” ჭკვიანური თამაშიდან გამომდინარე, გამარჯვება სწორედ “ღამურებს” დარჩათ. 1-2.

როგორი მნიშვნელობა აქვს დარჩენილ მატჩებს ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში? გთავაზობთ მოვლენათა შესაძლო განვითარებას, მაშინ როცა ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი …

ამჟამინდელი მდგომარეობა

 

პოზიცია გუნდი მატჩი გოლების სხვაობა ქულა
1 ბარსელონა 33 59 76
2 ატლეტიკო 33 41 76
3 რეალი 33 68 75

ყველაფერი 20 მარტს, “ვილიარეალთან” გამართულ შეხვედრაში დაიწყო.5976მე-2ატლეტიკო3341კატალონიელები 45 წუთის შემდეგ ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, თითქოს 3 ქულა მათი იყო.

თუმცა, ლუის ენრიკეს ბიჭებმა აღნიშნული უპირატესობა წყალს გაატანეს და იგივე შედეგი გაიმეორეს, რაც სახლში დაფიქსირდა.

რასაც მოჰყვა მადრიდელებთან, “ელ კლასიკოში” განცდილი მარცხი, რამაც კატალონიელთა ფსიქიკა სრულიად შეარყია – დასრულდა რა მათი 39-მატჩიანი წაუგებელი სერია.

saaaaaaaaaa

შემდეგი კი გახლდათ “ანოეტაზე” განცდილი მარცხი, რომელიც მეოთხე იყო მიმდინარე სეზონში (ლა ლიგაში). “რეალ სოსიედადთან” განცდილ მარცხს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა და “ვალენსიასთან” მარცხი მოჰყვა.

გვიან თებერვალში, მადრიდელების მიერ “ელ კლასიკოში” მოპოვებულმა გამარჯვებამ “რეალს” ახალი, უწყვეტი ენერგიის წყარო აპოვნინა. “რეალს” ლა ლიგაში ზედიზედ 7 მატჩი აქვს მოგებული. ზიდანის ბიჭებმა ამ 7 მატჩში 27 გოლის გატანა შეძლეს – მაშინ როცა ფრანგი სპეციალისტი “მადრიდისტებს” ჩემპიონთა ლიგის ქამბექით ანებივრებდა.

“ატლეტიკო” კი ამ დროის მანძილზე მაქსიმუმს აკეთებდა, რითიც ყველას დაუმტკიცა, რომ მთავარი მებრძოლი სულია. დიეგო სიმეონეს გუნდმა ბოლო 8 მატჩიდან 7-ის მოგება მოახერხეს და ამასთანავე უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვეს “ბარსას” წინააღმდეგ – გამოაგდეს რა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირიდან.

დარჩენილი მატჩები

ბარსელონა ატლეტიკო რეალი
დეპორტივო (გ) – 13th ატლეტიკი(გ) – 5th ვილიარეალი(ს) – 4th
ხიხონი (ს) – 18th მალაგა (ს) – 8th რაიო ვალენკანო (გ) – 16th
ბეტისი (გ) – 14th რაიო ვალენკანო (ს) – 16th რეალ სოსიედადი (გ) – 10th
ესპანიოლი (ს) – 15th ლევანტე (გ) – 19th ვალენსია (ს) – 12th
გრანადა (გ) – 17th სელტა (ს) – 6th დეპორტივო (გ) – 13th

სინამდვილეში, თუ “ბარსელონა” ტიტულს წააგებს, ეს მხოლოდ მათი დიდი შეცდომის ბრალი იქნება, რამეთუ ამ სიტუაციაშიც კი, ისინი მთავარი ფავორიტები არიან. ფურცელზე, ყველაფრის მოგება შეიძლება.

გალისიაში, ოთხშაბათს, “დეპორტივოსთან” გასამართი მატჩი, რომელიც მე-13 პოზიციაზე იმყოფება, კატალონიელთათვის ყველაზე რთული მატჩია დარჩენილთა შორის.

“ბარსას” კიდევ ერთი ისეთი მეტოქე ჰყავს, რომელთანაც ფრთხილი თამაშია საჭირო – “ესპანიოლი”, რომელსაც ისინი 8 მაისს დაუპირისპირდებიან, შინ.

ელ კლასიკო 32

უნდა ვაღიაროთ, რომ მადრიდულ გრანდებს გაცილებით უფრო რთული კალენდარი აქვთ.

“ლოს ბლანკოსს” რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, როცა ოთხშაბათს შინ “ვილიარეალს” მიიღებენ, რომელთა ნერვებიც მეტალისგან არის დამზადებული, რასაც მეზობელ “რაიო ვალენკანოსთან” და “ბარსას” კოშმართან, “სოსიედადთან” გასამართი მატჩი მოსდევს. და ბოლოს, სეზონს ისინი “დეპორტივოსთან” მატჩით დაასრულებენ, ძნელი სათქმელია, რამდენად მოტივირებულები იქნებიან ისინი ამ დროისათვის.

მას შემდეგ, რაც სიმეონეს “ატლეტიკო” ურთულესს მატჩს ჩაატარებს ბასკური “ბილბაოს” წინააღმდეგ, მათ “მალაგასთან” მატჩში მოუწევთ მასპინძლის როლის თამაში. ამასთანავე მათ “ბაიერნთან” შეხვედრებზეც უნდა იზრუნონ. მებრძოლ გუნდს ურთულესი კალენდარი აქვს. ბოლო მატჩი, “სელტასთან” ადვილი არ უნდა გამოდგეს, მაგრამ თუ სიმეონეს გამარჯვება დასჭირდება, ამას აუცილებლად მიაღწევს.

ურთიერთშეხვედრების წესი

როგორც იცით, იმ შემთხვევაში, თუ რამოდენიმე გუნდს ერთნაირი რაოდენობის ქულები დაუგროვდება, ზემდგომ პოზიციაზე გადავა ის გუნდი, რომელსაც ურთიერთდაპირისპირებებში უპირატესობა აქვს.

“ბარსას” ამ მხრივ უდიდესი უპირატესობა აქვს თავის მეტოქეებთან შედარებით, რომელიც შესაძლოა სეზონის ბოლოს გამოადგეს კიდეც.

თუ “ბარსელონასა” და “რეალს”, ან “ატლეტიკოს” ერთნაირი ქულები დაუგროვდებათ, გამარჯვებული ურთიერთშეხვედრების წესის თანახმად “ბლაუგრანა” გამოვა.

მარველი

პრემიერ ლიგისაგან განსხვავებით, სადაც ყურადღება გოლების სხვაობას ექცევა, ლა ლიგაში ორ გუნდს შორის გამართულ დაპირისპირებებში ანგარიშის ჯამს ექცევა.

მიუხედავად იმისა, რომ “რეალმა” “ელ კლასიკოს” მოგება მოახერხა (1-2), პირველ მატჩში განცდილი მარცხი უფრო მნიშვნელოვნად ითვლება, რადგანაც კატალონიელებმა 4 გოლი გაიტანეს. 4-2.

“ატლეტიკომ” კი ორივე მატჩი წააგო “ბარსელონასთან”. 4-2. რაც შეეხება “რეალსა” და “ატლეტიკოს”, თუ ისინი ერთნაირ ქულათა რაოდენობას მოაგროვებენ, გამარჯვებული “ატლეტიკო” გამოვა. 1-0 + 1-1 – 2-1.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეები ყველაფერს აკეთებენ, გამარჯვება მაინც “ბარსელონას” უნდა დარჩეს. ეს მათთვის ლა ლიგის მე-6 ტიტული იქნება მე-8 სეზონში. მათი კალენდარი საკმაოდ ადვილი ჩანს.

სამაგიეროდ, ორივე მადრიდულ გრანდს შეუძლია სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევით გამოაცოცხლოს. რთული კალენდარი.

ამისდა მიუხედავად, “ბარსა” ძალზედ არეული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი შემტევი ტრიო მწყობრშია, მათი მოქმედებები მოსაწონად ნამდვილად არ ჩაითვლება – რაც “ვალენსიათანაც” გამოჩნდა.

მარველი

“ატლეტიკო” ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, სიმეონე კი კვლავ ეცდება ჩვენს გაკვირვებას.

ჩვენს გაკვირვებას შეეცდება ზინედინ ზიდანიც, რომლის მთავარი იარაღიც, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუს სახელით ვიცნობთ, სრულ მწყობრშია.

რას ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი …

“პარის სენ-ჟერმენი” მარკო როისისა და ანტონი გრიზმანის გადაბირებას აპირებს

როგორც იცით, პარიზულ გრანდს ზაფხულში ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ედინსონ კავანი აპირებს. ფრანგული გრანდის ხელმძღვანელები კი მათ ჩანაცვლებას ანტონი გრიზმანისა და მარკო როისის გადაბირებით აპირებენ. ამ ინფორმაციას Telefoot ავრცელებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იწურება, მაშინ როცა იმედგაცრუებული კავანი თავისივე ნებით აპირებს საფრანგეთიდან წასვლას.

პარიზელები თავდაპირველად შვედისა და ურუგვაელის დუეტის ჩანაცვლებას ნეიმარითა და რობერტ ლევანდოვსკით აპირებდნენ, თუმცა “ბარსელონამ” და “ბაიერნმა” თავიანთი ვარსკვლავების გაყიდვაზე უარი განაცხადეს.

Telefoot-ის ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგი თავდამსხმელის გადასაბირებლად “პსჟ-ს” 80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. რაც შეეხება მარკო როისს, მისი გადაბირება ნამდვილად რთული იქნება, რამეთუ მას გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

დანი ალვეშმა მეგობარი გოგოს პარიკითა და ხმით ჩემპიონთა ლიგიდან “ბარსას” გავარდნაზე ისაუბრა

“ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამ დანი ალვეში ფსიქოლოგიურად გატეხა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თავისი მეგობარი გოგოს, ჟოანა სანზის პარიკი და ხმა გამოიყენა, რათა აეხსნა, თუ რატომ გამოვარდა მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან.

“მოგესალმებათ ჟოანა სანზი, მინდა ჩემს საყვარელს სიყვარული გავუზიარო, რომელიც ძალიან მოწყენილია.

საყვარელო, ეს მხოლოდ თამაშია, ფეხბურთი. არაფერი ხდება. ცხოვრება ასეთია. შენ ამაზე მეტს იმსახურებ, მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ.”

ვის თვლიან ბუკმეკერები ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად, “ბარსას” გამოვარდნის შემდეგ?

როგორც იცით, “ბარსელონამ”, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, ტურნირი დატოვა, რაც დიეგო სიმეონეს “ატლეტიკოს” დამსახურებაა, რომელმაც კატალონიელები საერთო ჯამში 3-2 დაამარცხა.

ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად 4 გრანდი იბრძვის: მიუნხენის “ბაიერნი” (გერმანია), “მანჩესტერ სიტი” (ინგლისი), მადრიდის “რეალი” (ესპანეთი” და მადრიდის “ატლეტიკო” (ესპანეთი).

უცხოელი ბუკმეკერები ლიგის მოგების ფავორიტად “ბაიერნს” თვლიან, რომელსაც 2.5 კოეფიციენტს აძლევენ. შეგახსენებთ, რომ ბავარიელებმა ნახევარფინალში მოხვედრისათვის “ბენფიკა” დაამარცხეს, 3-2. ზინედინ ზიდანის გუნდზე “დადების” შემთხვევაში კი, მომხარებელი 3.5-ჯერ მეტ თანხას მიიღებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბუკმეკერების აზრით, “ატლეტიკოს” (4.0) უფრო მეტი შანსი აქვს ლიგის მოგების, ვიდრე “მანჩესტერ სიტის”, რომელსაც 7.5 კოეფიციენტს აძლევენ.

“რეალი” ხიმენესის სანაცვლოდ 60 მილიონის გადახდას აპირებს

მადრიდული “ატლეტიკოს” მცველი, ხიმენესი მადრიდის “რეალის” ინტერესთა სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას ესპანური რადიოსადგური Cadena SER ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “რეალი” კარგა ხანია, რაც 21 წლის ურუგვაელ ფეხბურთელს აკვირდება. კლუბის ხელმძღვანელობა ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონის გადახდაც ღირს. სწორედ 60 მილიონი ევროა მის გამოსასყიდ თანხად მითითებული კონტრაქტში.

ხიმენესმა, რომელიც “რეალის” გარდა კიდევ რამოდენიმე ევროპული გრანდის სამიზნედ არის ქცეული, ლა ლიგის წლევანდელ სეზონში 24-ჯერ დაიცვა “როხიბლანკოს” კარი – გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა.

პიკე: “ჩვენთვის მთავარი ჩემპიონთა ლიგაა”

“რეალ სოსიედადთან” განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, “ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამჟამად მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩემპიონთა ლიგა არის.

“გოლი დასაწყისშივე გავუშვით, რამაც დიდი ზიანი მოგვაყენა. პირველ ნახევარში კარგად ვერ ვითამაშეთ, მეორე ტაიმში კი ყველაფერი გართულდა. არცერთ კლუბს არ შეუძლია ყველაფერის უნაკლოდ გაკეთება.

მთავარი მატჩი ოთხშაბათს გველის. ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე მოგვიწევს თამაში.” – განაცხადა ესპანელმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩი “ბარსელონამ” მოიგო, ანგარიშით 2-1. თუმცა “ატლეტიკოს” კვლავ აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები.