მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ამ ზაფხულში თანაქალაქელი “ატლეტიკოს” ცენტრალური მცველი, ხოსე მარია ხიმენესი დაიმატოს.
23 წლის ურუგვაელის მიმართ ზინედინ ზიდანმა ინტერესი ზუსტად ორი წლის წინაც გამოხატა. თუმცა, მან შემდეგ თავი შეიკავა, რადგან ფეხბურთელის შეძენა ნაადრევი ეჩვენა. ახლა კი, როგორც ესპანური მედია წერს, “ბლანკოსის” თავკაცობა კმაყოფილია ფეხბურთელის ხასიათით, შემართებით, ასევე, მისი სიჩქარით. შესაბამისად, “თეთრები” მცველში გამოსასყიდ თანხას, 60 მილიონ ევროს იხდიან.
შეგახსენებთ, რომ ხიმენესი 2013 წლიდან გამოდის “ატლეტიკოში”. მან ბოლო სეზონში, ლა ლიგაში 23 შეხვედრა ჩაატარა, რომლიდანაც 17-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში და ერთი გოლის გატანაც მოახერხა.
საინტერესოა, რას უპასუხებს “როხიბლანკო” მეტოქის შემოთავაზებას.