„არსენალს“ დიეგო კოსტას შეძენა სურს

ლონდონის „არსენალი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელით დიეგო კოსტათი აინტერესდა.

როგორც ცნობილია, „მეთოფეთა“ სკაუტები მიმდინარე კვირას ესპანეთში გაფრინდებიან, რათა მადრიდული კლუბის ფორვარდის თამაშს მიადევნონ თვალყური.

მიმდინარე წლის ზაფხულში დიეგომ დედაქალაქურ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2018 წლამდე იმოქმედებს. გარდა ამისა, ხელშეკრულების მიხედვით, იმ კლუბს, რომელიც დიეგოს შეძენას ისურვებს, 38 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ასე რომ, ლონდონელებს კოსტას დასამატებლად ბევრის გაკეთება მოუწევთ.

მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 16 მატჩში კსოტამ 17 გოლი გაიტანა. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში კი დიეგოს მონაგარმა ოთხი გოლი შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ბარსელონამ“ ვილია „არსენალში“ არ გაუშვა

„ბარსელონას“ ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ, რომელიც ამჟამად მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავს, აღიარა, რომ ერთ-ერთი სატრანსფერო ფანჯრის დროს მას ლონდონის „არსენალში“ გადასვლა შეეძლო.

„ბარსელონა“ იმიტომ დავტოვე, რომ საკმარისი სათამაშო დრო არ მქონდა. ჯერ კიდევ „ატლეტიკოში“ გადასვლამდე ინგლისიდან საკმაოდ სერიოზული წინადადება მქონდა – კონტრაქტს „არსენალი“ მთავაზობდა. ძალიან კარგი პირობების შემომთავაზეს, რომლებიც, როგორც მე, ასევე კლუბისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო. ამის მიუხადავად, კატალონიელებმა გადაწყვიტეს, რომ მაშინ ჩემი გაშვებისთვის შესაფერისი დრო არ იყო“, – განაცხადა ვილიამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

შესაძლოა, ლამელა „ატლეტიკოში“ გადავიდეს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ არგენტინელი ნახევარმცველი ერიკ ლამელა, შესაძლოა, იჯარის წესით მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდეს.

სამხრეთ ამერიკელს „რომას“ დატოვების შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში ადაპტაცია ჯერჯერობით უჭირს, რის გამოც მისი მადრიდულ კლუბში დროებით გადასვლა გამორიცხული არ არის. თანაც, საკუთარ გუნდში ლამელას ნახვის სურვილი მის თანამემამულე დიეგო სიმეონეს სურს.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემს“ ლამელა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ატლეტიკომ“ რუსეთში 600 კგ. თბილი ტანსაცმელი ჩაიტანა

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩები გაიმართება. მადრიდის „ატლეტიკო“ სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივ „ზენიტს“ დაუპირისპირდება. ესპანელები ცივი ამინდისთვის კარგად მოემზადნენ.

სითბოსმოყვარულმა მადრიდელებმა რუსეთში 600 კგ. თბილი ტანსაცმელი ჩაიტანეს: ქუდები, ხელთათმანები, საბნები, სვიტერები.

აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკოსთვის“ რუსული სიცივე უცხო არ არის: ამ წლის თებერვალში მადრიდელებმა ევროპის ლიგის ტურნირზე, მოსკოვში, ყაზანის „რუბინის“ წინააღმდეგ ითამაშეს. რუსული პრესის ცნობით, იმ მატჩზე ესპანელებმა 700 კგ. თბილი ტანსაცმელი ჩაიტანეს.

მატჩი „ზენიტსა“ და „ატლეტიკოს“ შორის სამშაბათს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

დიეგო კოსტამ ვარჯიში დაიწო

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ ვარჯიში განაახლა.

შეგახსენებთ, რომ მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო წარმოშობით ბრაზილიელმა ესპანეთის ნაკრების ორი ამხანაგური მატჩი გამოტოვა.

ესპანური პრესის ცნობით, კოსტა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს შეუდგა. ცნობილია, რომ უახლოეს დღეებში25  წლის ფორვარდი საერთო ჯგუფთანაც დაიწყებს ვარჯიშს.

დიდი ალბათობით, დიეგო მადრიდელებს უკვე „ხეტაფესთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის შემდეგი ტურის შეხვედრაში დაეხმარება.

ალექსანდრე მატევოსოვი

დავიდ ვილია: „ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ მაქვს“

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის დავიდ ვილიას აზრით, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის ძირითად შემადგენლობაშ მას ადგილი გარანტირებული არ აქვს.
„ნაკრებში კონკურენცია ნებისმიერ პოზიციაზეა. ბოლო დროს გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ვერ ხვდება, რისი მიზეზიც მხოლოდ ის არის, რომ ადგილები უბრალოდ დაკავებულია. მოთამაშეები ერთმანეთს შორის ვიბრძვით, რათა დიდ ტურნირებში მივიღოთ მონაწილეობა“.
„რაც შეეხება მუნდიალს, ჩვენ მისი კიდევ ერთხელ მოგების შანსი გვაქვს“, – განაცხადა ვილიამ.
ალექსანდრე მატევოსოვი

ოფიციალურად: დიეგო კოსტამ ესპანეთი აირჩია

მიუხედავად იმისა, რომ დიეგო კოსტამ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით ორ არაოფიციალურ მატჩში ითამაშა, მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ესპანეთს ფეხბურთის ფედერაციის წინადადება მიიღო.

როგორც ცნობილი გახდა, 25 წლის მოთამაშემ ოფიციალურ წერის მოაწერა ხელი, რომელშიც დაადასტურა, რომ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის სასარგებლოდ ბრაზილიის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა.

სავარაუდოდ, „ფურია როხაში“ დიეგოს დებიუტო ნოემბრის თვეში შდგება, როდესაც ესპანელები ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

დიეგო კოსტას ლამაზი გოლი „აუსტრიის“ კარში

ვენის „აუსტრიასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ მორიგი ლამაზი გოლის გატანა მოახერხა.

„რეალმა“ „მალაგა“ დაამარცხა, „ბარსელონამ“ და „ატლეტიკომ“ ქულები დაკარგეს

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ლიდერებმა თავისი მორიგი მატჩები გამართეს.

მადრიდის „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „მალაგას“ უმაპინძლძა და დი მარიასა და რონალდუს გოლებით ანგარიშთ 2:0 იმარჯვა.

„რეალი“ – „მალაგა“ 2:0
გოლები: დი მარია 46′, რონალდუ 90+1′

„რეალი“: ლოპესი, კარვახალი, რამოსი, მარსელო, ხედირა, ილარამენდი, რონალდუ, ისკო (მოდრიჩი 72′), დი მარია (ხესე 81′), მორატა (ბეილი 76′)

„მალაგა“: კაბალიერო, გამესი, სანჩესი, ვლეინგტონი, ანტუნეში (დარდერი 77′). პორტილიო (სანტა კრუსი 77′), კამაჩო, ტისონე, ელისეუ, სამუ (ანდერსონი 70′), ელ ჰამდაუი

გაფრთხილებები: კარვახალი – ანტუნიეში, გამესი, ელიზეუ, სანჩესი, ველინგტონი

გატანილი გოლების გარეშე დასრულდა „ოსასუნასა“ და კატალონიის „ბარსელონას“ შეხვედრა.

„ოსასუნა“ – „ბარსელონა“ 0:0

„ოსასუნა“: ფერნანდესი, დამია, ლოლო, ლოტიე, ბერტრანი, არიბასი, სისი (ონვუ 4′), სილვა, ლე დას კუევასი (ოიერი 81′), ტორესი, რიერა (პუნიალი 68′)

„ბარსელონა“: ვალდესი, მონტოია, ბარტრა, პუიოლი, ადრიანო, ხავი (მესი 68′), ბუსკეტსი, ინიესტა, პედრო (ტელიო 74′), ფაბრეგასი, ნეიმარი

გაფრთხილებები: ბერტრანი, ტორესი, ონვუ – ფაბრეგასი, ადრიანო

მიმდინარე სეზონში პირველად მადრიდი „ატლეტიკო“ დამარცხდა, რომლის მეტოქეც „ესპანიოლი“ გახლდათ.

„ესპანიოლი“ – „ატლეტიკო“ 1:0
გოლი: კურტუა 54′ (ავტოგოლი)

„ესპანიოლი“: კასილია, ხავი ლოპესი, სიდნეი, მორენო, ფუენტესი, დავიდ ლოპესი (რაულ როდრიგესი 82′) , აბრახამი, სიმაუ, პიცი (სტუანი 72′), ლანსაროტე (ალექსი 70′), სერხიო გარსია

„ატლეტიკო“: კურტუა, ხუანფრანი, ალდერვეირელდი, გოდინი, ფილიპე ლუისი, გაბი (ადრიანი 62′), სუარესი (კრისტიან როდრიგესი 77′), კოკე, რაული გარსია (თურანი 58′), ვილია, კოსტა

გაფრთხილებები: მორენო, ხავი ლოპესი, დავიდ ლოპესი, სერხიო გარსია, აბრაამ გონსალესი – ვილია, კოკე, კრისტიან როდრიგესი, კურტუა

ალექსანდრე მატევოსოვი

სიმეონე: „რეკორდები არ გვაინტერესებს“

ესპანიოლთან მატჩის წინ მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთვნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ მას არანაირი რეკორდები არ აინტერესებს.

„ვიცით, რომ რეკორდები არაფერს წყვეტენ. ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობთ – ხვალინდელი მატჩია. „ესპანიოლი“ – ძალიან რთული მეტოქეა, რომელიც მწვრთვნელის დავალებებს საკმაოდ კარგად ასრულებს. აქედან გამომდინარე, წინ არც თუ ისე ადვილი თამაში გველის“, – განაცხადა ფეხბურთის არგენტინელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ბარსელონას“ კურტუას შეძენა სურს

კატალონიის „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მომავალ ზაფხულს მადრიდის „ატლეტიკოში“ იჯარით მოასპარეზე მეკარის ტიბო კურტუას შეძენას შეეცდება.

კატალონიური კლუბი იმედოვნებს, რომ ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელები მომავალში ბელგიელი გოლკიპერის გაყიდვაზე დათანხმდებიან, რადგან, მათი აზრით, ამ ეტაპზე, ტიბოს დამატება მათთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს

იმ შემთხვევაში, თუ კურტუა „ბლაუგრანასში“ გადავა, „ბარსას“ მენეჯერები მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ კარის დარაჯთან მარკ-ანდრე ტერ შტეგეთთან შეთანხმების გაფორმებაზე უარს იტყვიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

დიეგო კოსტა: „იმედია, კიდევ ბევრ გოლს გავიტან“

„სევილიასთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ თავის შედეგიანობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ შეხვედრაში კოსტამ დუბლი შეასრულა, თუმცა, მანამდე, მან პენალტის გამოყენება ვერ მოახერხა.

„პენალტებს ვიტან ხოლმე. კარგია, რომ შემდეგ გოლის გატანის შესაძლებლობები მაინც მომეცა და დუბლის შესრულებაც მოვახერხე. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ, გოლის ავტორს კი ნაკლები მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა კოსტამ.

„გარკვეული რაოდენობის გოლის გატანაზე არ ვფიქრობ. ახლა ყველაფრით ვარ კმაყოფილი. ჩემთვის ამ ეტაპზე მთავარი მხოლოდ წინსვლაა. იმედი მაქვს, მეტოქეთა კარის აღებას კიდევ არაერთხელ შევძლებ“, – დაასრულა სამხრეთ ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი