“რაპიდმა” ავსტრიის თასზე იმარჯვა; ქვილითაიამ სასტარტოდან დაიწყო!

დღეს ავსტრიის თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ერთმანეთს “ლეობენდორფი” და “რაპიდი” დაუპირისპირდნენ. სწორედ ამ უკანასკნელში თამაშობს გიორგი ქვილითაია. საგულისხმოა, რომ ჩვენმა სპორტსმენმა დაპირისპირება ძირითადიდან დაიწყო.

პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში შეხვედრის ერთადერთი გოლი კრისტოფ შოესვენდტერმა გაიტანა და “რაპიდს”, ანგარიშით, 1-0 გაამარჯვებინა.

გიორგიმ მოედანზე 76 წუთი გაატარა.

საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხადა

8

დღეს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ავსტრიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

მატჩი ჩვენებმა დაიწყეს. ქართველები საწყის წუთზევე გადავიდნენ შეტევაში და სწრაფი გოლის გატანა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. პირველი დარტყმა მეტოქეთა ლიდერმა, დავიდ ალაბამ განახორციელა სტანდარტულიდან, მაგრმა მან ბურთი კარს გადააცილა. სულ მალე არნაუტივიჩმა შეიგდო ბურთი საჯარიმოში და მარჯვენა მახვილი კუთხიდან გაისროლა, თუმცა ამ დარტყმასაც შედეგი არ მოჰყოლია.

მე-8 წუთზე ალაბამ ჩააწოდა, ლორია წინ გამოვიდა, ბურთი ქართველ მეკარემდე არ მივიდა – ჰინტერეგერმა თავით დაარტყა და ანგარიში გახსნა.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველები გააქტიურდნენ და უფრო შეუტიეს. მოედნის ცენტრში კაშია გამოირჩეოდა, შეტევაში კი, განსაკუთრებუით, ჯიღაური აქტიურობდა. ჩვენები არც თუ ისე იშვიათად მიდოდნენ ავსტრიელების საჯარიმოსთან, თუმცა კარში დარტყმას ვერ ახერხებდნენ. 26-ე წუთზე იყო ძალიან კარგი შანსი: ბურთი საჯარიმოში ჩავარდა და მეკარსეთან ძალაინ ახლოს მყოფ ამისულაშვილს მიუვიდა, რომელმაც მაღლიდან მარცხენა ფეხით დაარტყა და კარს ოდნავ გადააცილა.

30-ე წუთზე ძალიან ლამაზი მომენტი შექმნეს ქართველებმა: ყაზაიშვილი ფლანგზე გაიქცა, გაჩერდა და ლობჟანიძეს გააყოლა ბურთი, უჩამ შესანიშნავი პასი გაუკეთა საჯარიმოში მყოფ დვალიშვილს, ლადომაც უკან მდგომი ჯიღაური შენიშნა და მას უპასა, ამ უკანასკნელმა კი ახლოდან ორიგინალურად დაარტყა, თუმცა მეკარემ ხელებში აიღო ბურთი. 34-ე წუთზე უჩა ლობჟანიძემ აუტი მოაწოდა, ბურთი პირდაპირ ჩააგდო საჯარიმოში, კაშიამ ანანიძეს გადააწოდა, ჯანომ კი ძალიან ახლოდან დაარტყა, თუმცა ამ დარტყმამაც ვერ გამოიღო შედეგი.

ქართველები გრძნობნდნე, რომ ამდენი შეტევების შემდეგ გოლის გატანის და ანგარიშის გათაბრების ძალა ჰქონდათ; ისინი განუწყვეტლივ უტევდნენ. ამის მიუხედავად გოლი მაინც ავსტრიამ გაიტანა – 42-ეზე არნაუტოვიჩმა ჩააწოდა, იანკომ თავით დაარტყა და ანგარიში ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მასპინძლები სხვაობის შემცირებას, სტუმრები კი, პირიქით, გაზრდას ცდილობდნენ.

56-ეზე არნაუტივიჩი გავიდა ლორიასთან პირისპირ და ძალიან კარგი შანსი ვერ გამოიყენა.

57-ეზე ჯიღაური გაიქცა ფლანგზე, შემდეგ მეტოქეც მოატყუა და დაარტყა, თუმცა ალმერმა ეს ბურთი აიღო. მალე კაშიამაც სცადა ბედი – საჯარიმოში შემოგდებული ბურთი კარისკენ გაუშვა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.

65-ეზე ახლადშემოსულმა სხირტლაძემ ჩააწოდა და ყაზაიშვილმა თავით სცადა გატანა, ბურთი ძელს მოხვდა და გოლი მაინც არ გავიდა. 70-ეზე ჯანომ გაისროლა, მაგრამ ვერც ახლა! ვერც ახლა მოახერხეს ჩვენებმა მეტოქის კარის ბადის შერხევა.

როგორც იქნა შევძელით! 79-ე წუთზე ანანიძემ დაარტყა შორიდან და მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაიტანა. 1-2, უკვე გათანაბრებაზე დავიწყეთ ფიქრი!

ისევ ანანიძე აქტიურობდა და მან კიდევ ერთხელ დაარტყა კარში. ასევე, უნდა გამოვარჩიოთ ჯიღაურისა და ოქრიაშვილის აქტიურობაც. ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, შედეგს არ იღებდა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ეს შეხვედრა დათმო, ანგარიშით, 1-2.


შემადგენლობები

საქართველო: ლორია; ლობჟანიძე (ჭანტურია 83 წთ), ამისულაშვილი (ოქრიაშვილი 76 წთ.), კვერკველია, ნავალოვსკი; დაუშვილი, კაშია; ყაზაიშვილი, ანანიძე, ჯიღაური; დვალიშვილი (სხირტლაძე 63 წთ.).

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი

ავსტრია: ალმერი; სუტნერი, ჰინტერეგერი, დრაგოვიჩი, კლეინი; არნაუტოვიჩი, ალაბა, ბაუმგარტლინგერი, ჰარნიკი (საბიცერი 20 წთ.), იუნუზოვიჩი (შიოფი 67 წთ), იანკო (გრეგორიჩი 76 წთ).

მთავარი მწვრთნელი: მარსელ კოლერი

გაფრთხილებები: დრაგოვიჩი (51 წთ.)


ჯანო ანანიძემ ავსტრიის ნაკრებს ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

ჯანო ანანიძემ ავსტრიის ნაკრების კარში ბრწყინვალე გოლის გატანა მოახერხა და საქართველოს ნაკრები თამაშში დააბრუნა – 2:1.

რიოს ოლიმპიადის მედალოსნები, ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილი ქომაგებთან ერთად იქნებიან

დღეს საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” ავტსრიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს…

ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაზე დასწრებას აპირებენ რიოს ოლიმპიადის მედალოსნები, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი. აღსანიშნავია ერთი რამ: ჩვენი საამაყო სპორტსმენები არა რიგითი გულშემატკივრების როლში მოგვევლინებიან, არამედ ისინი “ქართული სპორტის ქომაგების” რიგებში იქნებიან და იქედან უგულშემატკივრებენ თავიანთ ნაკრებს.

შეგახსენებთ, რომ ნახსენები დაპირისპირება დღეს 20:00 საათზე დაიწყება.

პრევიუ: საქართველო – ავსტრია

4 სექტემბერს სტარტს იღებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი. საქართველოს ნაკრები ახალი იმედებითა და მიზნებით ხვდება ამ საკვალიფიკაციო ეტაპს. ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 5 სექტემბერს გამართავს “დინამო არენაზე”. ქართველების მეტოქე ავსტრია იქნება…

საქართველო – ავსტრია

მოედანი: “დინამო არენა”, თბილისი

დაწყების დრო: 5 სექტემბერი, 20:00

შეხვედრის მთავარი არბიტრი: ალექსეი კულბაკოვი (ბელორუსია)

საქართველოს ნაკრებისთვის გასული ზაფხული წარმატებული აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ რამდენიმე მოთამაშე შედარებით მაღალი დონის ევროპულ გუნდში გადავიდა. მაგალითად, ოთარ კაკაბაძე “ხიმნასტიკში” გადაბარგდა, ვაკო ყაზაიშვილი კი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ვარშავის “ლეგიაში” ითამაშებს. არ უნდა დაგვავიწყდეს აბურჯანიაც, რომელიც ანდალუსიურ “სევილიას” შეუერთდა. კიდევ ერთ სპორტსმენს შეეძლო ქართველი გულშემატკივრების გულის გახარება – ოქრიაშვილი მარსელის “ოლიმპიკთან” ახლოს იყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს ტრანსფერი არ შედგა. ასევე, კაპიტანი ჯაბა კანკავა ლიგა 2-ში მოასპარეზე “რეიმსში” დარჩა. მოკლედ, ნაკრების წევრების ნაწილში არის კარიერული წინსვლა და წარმატებები, ნაწილში კი არის პრობლემები.

გუნდში არის ახალი ფეხბურთელიც. დავით ხოჭოლავა, ამპლუით მცველია და უკრაინის “ჩერნომორეცში” ასპარეზობს.

ჩვენი ნაკრები ამ შეხვედრაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს, მაგრამ ამის გაკეთებას არც ისე ოპტიმალური შემადგენლობით შეეცდება. ვლადიმერ ვაისის კოლექტივს მთავარი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე ვერ დაეხმარება, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და სულ ახლახანს დაასრულა რეაბილიტაციის პროცესი. გარდა ამისა, “სევილიას” მოთამაშემ, გიორგი აბურჯანიამ  ვარჯიშზე დაზიანება მიიღო და ნაკრებს გამოაკლდა. კაპიტანს, ჯაბა კანკავასაც ტრავმა აწუხებს. აქვე გეტყვით, რომ გიორგი პაპუნაშვილი 21 წლამდე ნაკრებში გადაიყვანეს. ჩვენი ახალგაზრდული გუნდი 6 სექტემბერს ხორვატიას უმასპინძლებს და სწორედ იმ მატჩისთვის სჭირდება მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს “დინამოს” შემტევი.

რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდს… ავსტრიის ნაკრებმა ამ ზაფხულზე ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწიელობა და საშინელი შთაბეჭდილება დატოვა: 2 წაგება, 1 ფრე და მეოთხე ადგილი ჯგუფში. ამის შემდეგ გუნდში გარკვეული ცვლიელებები მოხდა. ავსტრიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს: იულიან ბაუმგარტლინგერის სახით.

ავსტრია, ფაქტობრივად, დანაკლისის გარეშე ჩამოვიდა თბილისში. გუნდის ლიდერები სრულ მზადყოფნაში არიან. ნაკრების მთავარი ვარსკვლავი მიუნხენის “ბაიერნის” მოთამაშე, დავიდ ალაბაა, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ მომენტში შექმნას რაღაც საფრთხე ქართველთა კართან. არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა ისეთი სპორტსმენები, როგორებიცაა მარკო არნაუტოვიჩი, იულიან ბაუმგარტლინგერი; ასევე, “ლევერკუზენის” 25 წლის მცველი, დრაგოვიჩი. მოკლედ, ამ გუნდს ყველა რგოლში ჰყავს გამორჩეული მოთამაშე და, ზოგადად, კოლექტივიც შეთამაშებული და შეკრულია.

გუნდების მთავარი მწვრთნელების მატჩისწინა კომენტარები

ვლადიმერ ვაისი: “საკვალიფიკაციო ეტაპი ახლა იწყება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პირველი მატჩი წარმატებით ჩავატაროთ. ჩვენს ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს, ამიტომ ყველა შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.”

Vladim-r-Weiss-700x288

“არიან ტარვმირებულები… კანკავა, მჭედლიძე და აბურჯანია ჩვენთვის დიდ დანაკლისს წარმოადგენს, ეს იგივეა, ავსტრია არნაუტოვიჩისა და ალაბას გარეშე რომ იყოს. კაშია ნამდვილად ითამაშებს, მაგრამ რა პოზიციაზე, ამას ჯერ ვერ გეტყვით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვფიქრობ, პრობლემები სხვა ნაკრებებსაც აქვთ და შესაძლოა, ხვალ ვერც ავსტრიამ ითამაშოს ოპტიმალური შემადგენლობით.”

მარსელ კოლერი: ერთი კვირაა, რაც ჩვენი შეკრება დაიწყო. დავინახე, რა დიდი სიხარულით შეუდგნენ ჩვენი ფეხბურთელები ვარჯიშს. ყველას გვინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ და ციკლი კარგად დავიწყოთ. ხვალ გამოჩნდება, შევძლებთ თუ არა გამარჯვებას.”

marcel koller

“საქართველოს ნაკრები თავდაჯერებულად თამაშობს. დარწმუნებული ვარ, საკუთარი გულშემატკივრების წინ, მეტოქე შეუტევს. წინა საკვალიფიკაციო ციკლში, მათ რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარეს. ვიცით, რომ დაცვასაც და შეტევასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.”

სავარუდო შემადგენლობები

საქართველო: ლორია, ცისკარიძე, ამისულაშვილი, კვერკველია, კაკაბაძე, კაშია, კვეკვესკირი, ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი, დვალიშვილი.

ავსტრია: ალმერი, კლეინი, პრიოდი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგგერი, ალაბა, ბაუმგარტლინგერი, არნაუტოვიჩი, საბიცერი, იუნოზოვიჩი, ჰარნიკი.

 

 

 

 

ლევან მჭედლიძე: “გავავსოთ სტადიონი და ერთად წავიდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე!”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” შემტევმა, ლევან მჭედლიძემ ავსტრიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც ის ტრავმის გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას.

“პირველ რიგში, მინდა მწუხარება გამოვთქვა იმის გამო, რომ ნაკრებს ვერ ვეხმარები – რეაბილიტაციის პროცესი სულ რამდენიმე დღის წინ დავასრულე.

ახლა კი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის იმაზე გადავიდეთ: ეს თამაში, რომელიც სულ რაღაც სამ დღეშია ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისათვის ვისაც უყვარს თუ არ უყვარს ფეხბურთი!

გავავსოთ სტადიონი და დავუდგეთ ბიჭებს გვერდით, რათა ყველანი ერთად წავიდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე!”

ეროვნული ნაკრები ავსტრიასთან სახეცვლილი შემადგენლობით იასპარეზებს

სულ მალე სტარტს აიღებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან 5 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე იასპარეზებს.

საგულისხმოა, რომ ზემოთ ნახსენებ მატჩში ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. უპირველეს ყოვლისა, კოლექტივს ახალი წევრი ჰყავს – საქმე ეხება ოდესის “ჩერნომორეცის” ფეხბურთელს, 23 წლის მცველ დავით ხოჭოლავას. გარდა ამისა,  ვენის “რაპიდის” ფორვარდი, გიორგი ქვილითაია საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას გამოტოვებს. იგი კლუბთან ერთად ვენაშია, თუმცა სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.

ვაისის მიერ შედგენილი გაფართოებული სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარმცველი: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ავსტრიის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ნანი: ” ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მატჩი მოგვეგო”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლუიშ ნანიმ ავსტრიის ნაკრებთან დამთავრებული მატჩის (0:0) შემდეგ განცხადება გააკეთა.

“უნდა მოგვეგო, ამისათვის ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, მაგრამ ბურთს უბრალოდ არ უნდოდა კარში შესვლა.

გუნდმა მართლა კარგად ითამაშა. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. ჩვენ ვდომინირებდით, თანაც ძლიერ გუნდთან გვიწევდა თამაში, რომელმაც ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშა.

სულ ესაა. მგონია, რომ ჩვენი დრო მოვა და რომ ეს მომავალ მატჩში მოხდება. სხვა გზა უბრალოდ არ არის, ეს მართლა უნდა მოხდეს.”

პორტუგალია 0-0 ავსტრია: პორტუგალიელები რთულ სიტუაციაში იმყოფებიან

ახლახან დასრულდა F ჯგუფის მატჩი პორტუგალიისა და ავსტრიის ნაკრებებს შორის, რომლებსაც ფერნანდუ სანტუშის გუნდისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

ამ მატჩში პორტუგალიელებს მხოლოდ მოგება ესაჭიროებოდა, ავსტრიელები კი ფრითაც კმაყოფილები იყვნენ. მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა.

ევრო-2016
F ჯგუფი
პორტუგალია – ავსტრია 0:0 (0:0)

პორტუგალია: რუი პატრისიუ, პეპე, გერერო, კარვალიო, რონალდუ, მოუტინიო, ვიეირა, კარვალიო, გომესი, ნანი, ქუარეჟმა

მთავარი მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში.

ავსტრია: ალმერი, ჰინტრეგერი, ფუხსი, ილსანკერი, არნაუტოვიჩი, ალაბა, ჰარნიკი, ბაუმგარტლინგერი, პრიოდლი, კლეინი, საბიცერი

მთავარი მწვრთნელი: მარსელ კიოლერი.

გოლები:
გაფრთხილებები: ქუარეჟმა 31′, პეპე 40′ – ჰარნიკი 47′, ფუქსი 60′, ჰინტერეგერი 78′
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

პორტუგალია – ავსტრია: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

პორტუგალია – ავსტრია
შეხვედრის ადგილი: პარიზი; “Parc des Princes ”
შეხვედრის დრო: შაბათი, 18 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)


დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 00 წუთზე სტარტს აიღებს ევრო 2016-ის F ჯგუფის ცენტრალური მატჩი, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს პორტუგალიისა და ავსტრიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

პირველი ტურის შემდეგ F ჯგუფში ასეთი სიტუაციაა: პირველ ადგილზე უნგრეთის ნაკრები გუნდი იმყოფება 3 ქულით, რომლებმაც გახსნი მატჩში ყველა გააკვირვეს და ავსტრიელები დაამარცხეს (0:2). მეორე-მესამე ადგილებს კი შესაბამისად ისლანდიისა და პორტუგალიის ნაკრებები იყოფენ, შესაბამისად 1-1 ქულით.

პორტუგალიელებისთვის ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ. ავსტრიელებთან მათ მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებთ.


 

პორტუგალიის ბოლო 5 მატჩი:

13.06.16. ევრო 2016 პორტუგალია ისლანდია 1:1
06.06.16 ამხ. პორტუგალია ესტონეთი 7:0
29.05.16 ამხ. ინგლისი პორტუგალია 1:0
29.05.16 ამხ. პორტუგალია ნორვეგია 3:0
04.06.16 ამხ. პორტუგალია ბელგია 2:1

ავსტრიის ბოლო 5 მატჩი:

13.06.16 ევრო 2016 ავსტრია უნგრეთი 0:2
26.03.16 ამხ. ავსტრია ნიდერლანდები 0:2
29.05.16 ამხ. ავსტრია მალტა 2:1
29.05.16 ამხ. ავსტრია თურქეთი 1:2
04.06.16 ამხ. ავსტრია ალბანეთი 2:1

 

ურთიერთშეხვედრები

11.10.95 – ევროპის ჩემპიონატი: ავსტრია 1:1 პორტუგალია
13.11.94 – ევროპის ჩემპიონატი: პორტუგალია 1:0 ავსტრია


 

6667

ფერნანდუ სანტუში: “ავსტრიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ავსტრია ფიფას რეიტინგის ტოპ-10-ეულში შედის. ბოლო 4-5 წლის მანძილზე ისინი საკმაოდ განვითარდნენ. მათი სათამაშო სტილი საკმაოდ განსხვავდება ისლანდიელთა სტილისაგან.

დავიდ ალაბა, არნაუტოვიჩი, მარკ იანკო, მარტინ ჰარნიკი … მათ საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ. თუმცა საჭირო არ არის, რომ რომელიმე მათგანს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ, მთლიან გუნდს უნდა დავუპირისპირდეთ.”

მარსელ კიოლერი: “არ უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ეს უნგრელებთან გავაკეთეთ. იმ მატჩის შემდეგ ყველაფერი გავაანალიზეთ და დასკვნებიც მივიღეთ. ფაქტია, რომ შანსები უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ. გარდა ამისა ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოველ დეტალს, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

ვიცით, რომ პორტუგალიის ნაკრები მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ არ არის – მათ ბევრი ინდივიდუალისტი ჰყავთ, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდურად დავიცვათ თავი.”


 

პორტუგალია:

– რიკარდო ქუარეშმა გახსნითი მატჩისთვის საკმარისად გამოჯანმრთელებული არ იყო, რომ 90 წუთი ეთამაშა, თუმცა დიდი ალბათობით ის ავსტრიელებთან პირველივე წუთებიდან ითამაშებს. ეს კი სანტუშს 4-3-3-ით თამაშის საშუალებას მისცემს.

– რენატო სანჩესი პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მონაწილეობა ასეთ დიდ ტურნირში მიიღო. ავსტრიასთან ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ დიდია შანსი, რომ მანაც სასტარტოდან დაიწყოს თამაში.

– სკამზე დაჯდომა კი ვიეირინას ემუქრება, რომელმაც ისლანდიელთა მიერ გატანილ გოლში მთავარი როლი ითამაშა.

ავსტრია:

– ავსტრიელებს პორტუგალიასთან მატჩში ალექსანდერ დრაგოვიცი დააკლდებათ, რომელიც უნგრეთთან მატჩში მოედნიდან გააძევეს. მას სავარაუდოდ კევინ ვიმერი ჩაანაცვლებს.

– მარკ იანკომ ზურგის ტრავმის მიუხედავად უნგრელებთან თამაში შეძლო, თუმცა ის მეორე ტაიმში შეცვალეს. პორტუგალიელებთან მისი თამაშის საკითხი საეჭვოა.


 

საინტერესო ფაქტები:

– მიმდინარე ტურნირი ორივე გუნდმა არასასიამოვნოდ დაიწყო – ავსტრიამ 0-2 წააგო უნგრეთთან, პორტუგალიამ 1-1 ითამაშა ისლანდიასთან.

– კრიშტიანუ რონალდუ მზადაა პორტუგალიის მაისურით 128-ე მატჩი ჩაატაროს.

– ავსტრიელთა თავკაცი იძულებული გახდა ორი ცვლილება მოეხდინა ძირითადში – დრაგოვიჩი დისკვალიფიცირებულია, იუნუზოვიჩი კი ტრავმირებული.

– ავსტრიელებს პარიზში უკეთესი შედეგები (4 მოგება, 1 ფრე, 7 მარცხი) აქვთ, ვიდრე პორტუგალიელებს (2 მოგება, 3 ფრე, 9 მარცხი).


 

პორტუგალიელთა სავარაუდო შემადგენლობა: რუი პატრისიო; ვიეირინია, კარვალიო, პეპე, გერეირო; ანდრე გომეში, დანილო, ჟოაო მოუტინიო, ქუარესმა; ნანი, რონალდუ;

portugal

ავსტრიელთა სავარაუდო შემადგენლობა: ალმერი; კლაინი, პრიოდლი, ჰინტერეგერი, ფუქსი; ალაბა, ბაუმგარტლინგერი; ჰარნიკი, საბიცერი, არნაუტოვიჩი; იანკო

cats


 

Fanebi.Com-ის პროგნოზი:
პორტუგალია 2-0 ავსტრია

უნგრეთმა ყველასდა გასაკვირად ავსტრია დაამარცხა

დღეს გაიმართა ევრო 2016-ის F ჯგუფის გახსნითი მატჩი, სადაც ერთმანეთს უნგრეთისა და ავსტრიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ მატჩში ავსტრიელები უდაო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა უნგრელებმა ყველაფერი გააკეთეს, იმისათვის რომ გამარჯვება მოეპოვებინათ და მოიპოვეს კიდეც.

მატჩის პირველი ნახევარი არც ისე სანახაობრივი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირი იყო უხეში ორთაბრძოლები და ნაკლები საგოლე მომენტები. მეორე ტაიმში კი უნგრელების კარგ შეტევას სზალაის გოლი მოჰყვა 62′-ე წუთზე, რის შემდეგაც დრაგოვიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

მატჩის დანარჩენ ნაწილში ავსტრიელები მაქსიმალურად ცდილობდნენ გათანაბრებას, თუმცა ბოლოს გოლი კვლავ მათ კარში გავიდა. თავი სტიბერმა გამოიჩინა.

ევრო-2016
F ჯგუფი
ავსტრია – უნგრეთი 0:2

ავსტრია: ალმერი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, ფუჩსი (კ), არნაუტოვიჩი, ალაბა, იანუზოვიჩი (საბიცერი 59′), ჰარნიკი (შოპფი 76′), ბაუმგარტლინგერი, კლეინი, იანკო (ოკოტიე 65′).

მთავარი მწვრთნელი: მარსელ კოლერი.

უნგრეთი: კირალი, ლანგი, კადარი, ფიოლა, ჯსუდზაკი (კ), ნაგი, სზალაი (პრისკინი 69′), გერა, ნემეთი (პინტერი 89′), კლეინხეისლერი (სტიბერი 80′), გუზმიჩი.

მთავარი მწვრთნელი: ბერნდ შტორკი

გოლი: სზალაი 62′ (0-1), სტიბერი 87′ (0-2)
გაფრთხილება: დრაგოვიჩი 33’& 66′; ნემეთი 80′
მთავარი მსაჯი: კლემან ტიურპინი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასრულდა საქართველოსა და ავსტრიის 19-წლამდელთა ნაკრებთა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩი. ელიტრაუნდში გასასვლელად დღეს ვასილ მაისურაძის გუნდს მინიმუმ არ უნდა წაეგო, იმ პირობით, რომ პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში უელსის 19-წლამდელები ალბანეთთან დამარცხდებოდნენ. საბედნიეროდ, ყველაფერი სწორედ ჩვენი ახალგაზრდების სასარგებლოდ დასრულდა – ავსტრიასთან შეხვედრა ნულოვანი ფრით მორჩა.

პირველ ტაიმში ჩვენს მეტოქეს ანგარიშის გახსნის ორი ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდა. 22-ე წუთზე ლაიმერმა ირაკლი კომახიძეს აჯობა და მეკარე გოშაძესთან პირისპირ გავიდა, რომ არა გოლკიპერის ოსტატობა, ავსტრიელები ანგარიშს გახსნიდნენ. ცოტა ხანში მარცხნიდან ფაბიან გმეიმერმა შეუტია, მაგრამ გოშაძემ ამჯერადაც იყოჩაღა და ბურთი კუთხურზე მპოიგერია. სათქმელია, რომ გოლის გატანის არაერთი შანსი ქართველებსაც ჰქონდათ, თუმცა შეტევების გადამწყვეტ მომენტში ისინი ან დარტყმას ვერ ახერხებდნენ ან დარტყმას პასს ამჯობინებდნენ.

მეორე ნახევარში მეტოქემ ზეწოლას მოუმატა, თუმცა გოშაძის კარის აღება ვერ შეძლო.

რაც შეეხება პარალელურად მიმდინარე შეხვედრას, ჩვენთვის საბედნიეროდ, ის ალბანელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. საბოლოოდ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა, რითაც კონტინენტის ელიტრაუნდში თამაშის უფლება მიიღო.

საქართველო – ავსტრია 0:0

საქართველო: გოშაძე, ართმელაძე, ნადარაია, ბაშელეიშვილი (ალთუნაიშვილი), მამუჩაშვილი, გოშთელიანი, მიქელთაძე (ბიძინაშვილი), ლოჩოშვილი, კომახიძე, კაკიაშვილი, კიკნაძე (გვარაძე)

ავსტრია: გარტლერი, კრაინცი, კაუფმანი, პოში, ლაიმერი, გაში, პავლოვიჩი, მარანდა, გმეინერი (გრაბოვაკი), ინგოლიში, სშლაგერი