ბართომეუ: “მესი შეუდარებელია, ის ყველა არსებულ ჯილდოს იმსახურებს”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბართომეუმ “ბარსელონასა” და “ოლიმპიაკოსს” შორის გამართული მატჩის (3-1) შემდეგ ლეო მესისა და ერნესტო ვალვერდეს მუშაობა შეაფასა.

“მესი? ის შეუდარებელია, მე მას მსოფლიო ფეხბურთში არსებული ყველა პრიზით დავაჯილდოვებდი, ის ამას ისმახურებს. მესიმ ეპოქა შექმნა და დღესაც ინარჩუნებს უმაღლეს დონეს.

რაც შეეხება ერნესტო ვალვერდეს, ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, თუ რა შესაძლებლობები გააჩნდა მას. მან საკმაოდ მოკლე დროში შეაყვარა ფანებს თავი და გუნდიც სწორ გზაზე დააყენა. მან მიზეზი მოგვცა, მიზეზი რწმენისა,” – აცხადებს ბართომეუ.

“ბარსელონა” “ნაპოლის” მცველის ტრანსფერს უმიზნებს

იტალიის “სერია ა”-ში დაწინაურებული “ნაპოლის” მცველს, კალიდუ კულიბალს თვალი კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა დაადგეს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა, Mundo Deportivo ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ბლაუგრანას” უფროსები კულიბალს ხავიერ მაშერანოს პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც შესაძლოა, კლუბი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვოს.

შეგახსენებთ, იმასაც, რომ გასულ ზაფხულს კულიბალის ტრანსფერით რამდენიმე ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული, მათ შორის “ჩელსიც”. თუმცა, “ნეაპოლელები” მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვდნენ, რისი გადახდაც არცერთმა გუნდმა არ ისურვა.

26 წლის სენეგალელი ფეხბურთელი იტალიაში ოთხი წლის წინ გამოჩნდა და საკმაოდ მალე, “ნეაპოლიტანური” კლუბის ძირითადის ფეხბურთელი გახდა.

ვალვერდე: “მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პრესასთან თავისი გუნდის სუპერვარსკვლავზე, ლეო მესიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინელი გოლეადორი ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს.

“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია,” – აცხადებს “ატლეტიკის” ექს-თავკაცი “ოლიმპიაკოსთან”, ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩამდე.

“აუცილებელი არ არის, ამის აღსანიშნავად, ოქროს ბურთი, ან რაიმე სხვა სახის ინდივიდუალური ჯილდო მოიგოს. ეს ჩვენს მოსაზრებას არ ცვლის. ყველამ ძალიან კარგად ვიცით,” – დაამატა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ახალი, 2017/18 წლების სეზონი ბრწყინვალე დაიწყო – ჩატარებულ 12 მატჩში არგენტინელმა ფეხბურთელმა 14 გოლის გატანა შეძლო “ბარსელონას” მაისურით.

ხორხე ვალდანო: “ასენსიო მესის მაგონებს”

ხორხე ვალდანომ AS-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მას მადრიდის “რეალზეც” ჰკითხეს. მოგეხსენებათ, არგენტინელი წარსულში სწორედ “ბლანკოსში” თამაშობდა, შემდეგ კი ხელმძღვანელობაში მუშაობდა.

“რეალს” ლა ლიგაში რთული სიტუაცია აქვს. თუმცა, ცალსახაა, რომ მის ფეხბურთელებს ამ ჩამორჩენის აღმოფხვრის შესაძლებლობა აქვთ. უბრალოდ, ახლა ქულები აღარ უნდა დაკარგონ. მათთვის ნებისმიერი მეტოქე დასაფასებელია.”

“ასენსიო ყველა პოზიციაზე იდეალურად თამაშობს. თუმცა, ის, რაღაც მხრივ, მესის მაგონებს; იმ ლეოს, რომელიც არგენტინის ეროვნული ნაკრებისთვის თამაშობს. როცა ის ბურთს იღებს, რაღაც სახიფათო აუცილებლად ხდება. ის ძალიან მოძრავია და თანაგუნდელებისთვის დიდ დამხმარე ძალას წარმოადგენს,” – აცხადებს ვალდანო.

მარსელინიომ “ვალენსიას” გაჩემპიონების შანსები შეაფასა

“რეალ ბეტისის” განადგურების (6-3) შემდეგ, “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინიომ, რომლის გუნდიც ამ დროისთვის მეორე პოზიციას იკავებს ლა ლიგის სატურნირო ცხრილში, პრესასთან ჩემპიონობის შანსებზე ისაუბრა.

“ბარსელონასა” და “რეალთან” ტიტულის მოგებისთვის ბრძოლა თითქმის წარმოუდგენელია,” – აცხადებს მარსელინიო Cadena Cope-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

“თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გზას არ გადავუხვიოთ და კვლავ დაუმარცხებლად გავაგრძელოთ ასპარეზობა. ბუნებრივია, რომ ამბიციები ჩვენც გაგვაჩნია. ვეცდებით, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გავაკეთოთ.

საერთო ჯამში, გუნდში კარგი ატმოსფეროა და შედეგით კმაყოფილები ვართ. რაც მთავარია, კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ,” – აცხადებს მარსელინიო.

ჟოზე მოურინიო: “შესაძლოა, ოდესმე ვთქვა იმის მიზეზი, თუ რატომ არ დავთანხმდი “ბარსელონას” მწვრთნელობას”

2008-2012 წლები კატალონიის “ბარსელონასა” და პეპ გვარდიოლასთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. საგულისხმოა, რომ ამ ეპოქის დაწყებამდე ფრენკ რაიკაარდის შემცველად ჟოზე მოურინიო განიხილებოდა, თუმცა მაშინ პორტუგალიელმა ესპანელებს უარი განუცხადა.

აღნიშნულზე კომენტარი თავად ჟოზემ გააკეთა.

“შესაძლოა, ერთ დღეს ვთქვა იმ გადაწყვეტილების მიზეზი, რომელიც “ბარსელონას” ხელმძღვანელობის შემოთავაზების შემდეგ მივიღე. ალბათ, ამას მაშინ გავაკეთებ, როცა მოხუცი, ძალიან მოხუცი ვიქნები. ახლა, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ვარ მწვრთნელი ახალი ამბიციებით და სურვილით – მოვიგო ბევრი რამ.”

“დარწმუნებული ვარ, “მანჩესტერ იუნაიტედში” არ დავსარულებ ჩემს სამწვრთნელო კარიერას. ერთ დღეს, ჩემი ვაჟი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, წავიდა, რომ ენახა “პსჟ”-ს თამაში და არა – მანჩესტერის”. რატომ პარიზი? ის, რაღაც მხრივ, განსაკუთრებულია. მაგიურობა, ხარისხი, ახალგაზრდობა… ის ფანტასტიკურია,” – აცხადებს პორტუგალიელი.

“ატლეტიკომ” და “ბარსელონამ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში, მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მადრიდის “ატლეტიკო” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდა. ორივე კლუბისთვის პრინციპული შევხედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა 21-ე წუთზე საულ ნიგესმა იანიკ ფერეირა-კარასკოს პასით მოახერხა.

მეორე ნახევარში, კონკრეტულად 82 წუთზე ლუის სუარესმა სერხი რობერტოს პასით შეაგდო.

საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 1-1 დასრულდა. ამ ფრის შემდეგ მადრიდული გუნდი 16 ქულით მესამეზეა. “ბარსელონას” 22 ქულა აქვს და პირველია.

 

SUN: “მანჩესტერ სიტის” საოცარი შეთავაზება ლიონელ მესის”

პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ  “მანჩესტერ სიტი” ლიონელ მესის სანაცვლოდ “ბარსელონას” 400 მილიონ ევროს გადაუხდიდა, დღეს კი ინგლისური გამოცემა THE SUN კონტრაქტის დეტალებზე ალაპარაკდა.

არგენტინელ ფეხბურთელს “ბარსელონასთან” ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ჯერ-ჯერობით მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან. აქიდან გამომდინარე შესაძლებელია მესიმ კლუბი იანვარში დატოვოს. მისი დამატება კი, რა თქმა უნდა, ყველა კლუბს სურს, მაგრამ განსაკუთრებით “მანჩესტერ სიტი” აქტიურობს. THE SUN-ის ინფორმაციით “სიტი” მზადაა მესის კვირაში 500,000 ფუნტი გადაუხადოს. წინასწარი ანაზღაურების სახით კი, ერთჯერადად 40 მილიონი ფუნტი მისცეს.

მასკერანო “ბარსელონას” ტოვებს?

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ შესაძლოა, მან კლუბთან კონტრაქტი აღარ გაახანგძლივსო.

მასკერანომ TyC Sports-თან ინტერვიუ ჩაწერა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

“კლუბთან კონტრატქი სეზონის ბოლომდე მაკავშირებს, მაგრამ შესაძლებელია, ის აღარ გახანგრძლივდეს, ვნახოთ, რა მოხდება. ჯერ-ჯერობით არავისთან მისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით, ამჟამად “ბარსელონაში” ჩემი ყოფნით ყველა მოხარულია. ბოლო პერიოდში ნაკლები სათამაშო დრო მეძლევა, ამის მიზეზი კი ის არის, რომ გუნდში ჩემზე უკეთესი ორი ცენტრალურიმცველია. ვაპირებ, ვიბრძოლო ჩემი ადგილის მოსაპოვებლად და როდესაც შანსი მომეცემა, ბოლომდე გამოვიყენო ის. რაც შეეხება ჩემს სანაკრებო კარიერას, 2018 წლის მუნდიალზე ბოლოჯერ მოვირგებ არგენტინის ფორმას. მე მსურს, ბრაზილიაში ნაჩვენები შედეგი გავაუმჯობესოთ,” -განაცხადა ხავიერ მასკერანომ.

ფილიპე ლუისი: “პიკეს ფანი ვარ”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა, ფილიპე ლუისმა მხარდაჭერა გამოხატა ჟერარდ პიკეს მიმართ, რომელსაც საკუთარი აზრის გამოხატვის გამო (კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით) ბევრი ესპანელი გულშემატკივარი გადაემტერა.

“პიკეს ფანი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში მის მოსაზრებებს არ ვიზიარებ. პიკე ალბიოლს ჰგავს, მათ არ ეშინიათ საკუთარი აზრის დაფიქსირების და დიდების უკან არ იმალებიან.

ისინი ნამდვილად პატივსაცემი ფეხბურთელები არიან და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში სხვებიც შეძლებენ საკუთარი აზრის ღიად გამოხატვას,” – აცხადებს ესპანელი ფეხბურთელი El Mundo-სთან საუბრისას.

დინი: “საფრანგეთს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია”

საფრანგეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველი, ლიუკა დინი აცხადებს, რომ “დეზებს” თავისუფლად შეუძლიათ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორები გახდნენ.

“ამ გუნდით მუნდიალის მოგება შეგვიძლია. ყველა მოთამაშე ამას ფიქრობს. თავდაჯერებულები და მონდომებულები ვართ. გაგვაჩნია დიდი ამბიცია და საკმაო პოტენციალი იმისთვის, რომ სასურელ მიზანს მივაღწიოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება კონკურენტები. ჩვენს ნაკრებს მთავარ ფავორიტად არ მივიჩნევ.”

“რა თქმა უდნა, შეგვიძლია განვითარება და რუსეთში თასის აღმართვა. სასიამოვნოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დავძლიეთ და პირდაპირ გავედით ამ ტურნირზე. ახლა შეგვიძლია, თავს ოცნების უფლება მივცეთ, თუმცა მთავარი მუდმივი მუშაობაა,” – ამბობს 24 წლის ფრანგი.

ანდრეს ინიესტა ვარჯიშს დაუბრუნდა

ანდრეს ინიესტამ დღეს ლაზარეთი ოფიციალურად დატოვა. იგი ვარჯიშზე გამოჩნდა და მადრიდის “ატლეტიკოსთან” დაპირისპირებისთვის ემზადება, რომელსაც “ბლაგურნა” 14 ოქტომბერს “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გამართავს.

ესპანელმა ნახევარმცვრლმა ლა ლიგის მეშვიდე ტურში, “ლას პალმასთან” ბოლო ექვსი წუთი ითამაშა. როგორც მატჩის შემდეგ გახდა ცნობილი, 33 წლის სპორტსმენს მარცხენა ფეხის ბარძაყზე ჰქონდა დაზიანება. ანდრესს ათი დღით უქმობა მოუწია, რომლის დროსაც ორი სანაკრებო შეხვედრაც გამოტოვა.

გეტყვით, რომ ინიესტამ ამ სეზონში ცხრა საკლუბო დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. მას ჯერ გოლი არ გაუტანია.