დორტმუნდის “ბორუსიამ” სეზონის საუკეთესო კონტრ-შეტევა განახორციელა (ვიდეო)

12 აპრილს, გერმანიის მესამე ლიგაში, დორტმუნდის “ბორუსიას” 23-წლამდე ფეხბურთელთა გუნდმა საკუთარ მოედანზე “უნტერჰაჩინგი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის 78-ე წუთზე, მსაჯმა მოედნიდან დორტმუნდელთა კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა და მეკარე ზლატან ალომეროვიჩი გააძევა. კარში ჩადგომა შეცვლალზე შემოსულ კარის დარაჯს, ჰენდრიკ ბონმას მოუწია, რომელმაც თერთმეტმეტრიანი მოიგერია, შემდეგ კი მასპინძელთა კონტრ-შეტევა ტამო ჰარდერმა გოლით დაასრულა.

Unfassbares Spiel unserer Amateure heute! 0:0 bis zur 82. Minute: Alomerovic sieht Rot nach Notbremse, Elfer für Unterhaching.Und dann passiert das … Endstand 1:0 für den BVB!//Unbelievable play at our U23-match today! 0:0 after 82 minutes: Goalie Alomerovic has been sent off, penalty for Unterhaching. And then it happened … final score 1:0 BVB!

Posted by Borussia Dortmund on Sunday, 12 April 2015

იურგენ კლოპი მარიო გიოტცეს გაეხუმრა (ვიდეო)

4 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგაში, დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე მიუნხენის “ბაიერნი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ბავარიელთა სათადარიგო შემადგენლობაში იყო დორტმუნდელთა ყოფილი ფეხბურთელი მარიო გიოტცე, რომელიც რობენთან და ტიაგო ალკანტარასთან ერთად “ბორუსიას” ფან-კლუბის ტრიბუნასთან აპირებდა გახურებას. თუმცა, შემდეგ მათ გახურება სხვა მხარეს მოუხდათ. დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კი თავისი გუნდის ყოფილ წევრს გაეხუმრა.

მარკო როისს ეგონა, რომ მანუელ ნოიერს გოლი გაუტანა (ვიდეო)

4 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგაში, დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე მიუნხენის “ბაიერნი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას, მარკო როისმა მანუელ ნოიერის კარის დალაშქვრა საჯარიმო დარტყმით სცადა, თუმცა ბავარიელთა კარის დარაჯმა ბურთის მოგერიება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ როისი უკვე გოლს აღნიშნავდა, როცა მიხვდა, რომ ბურთი მეტოქის კარში არ შესულა.

მანუელ ნოიერის ბრწყინვალე სეივი დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

4 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგაში, დორტმუნდის “ბორუსიასა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართულ მატჩში (0:1), მანუელ ნოიერმა ბრწყინვალე სეივი განახორციელა.

ობამეიანგმა და როისმა გოლი ორიგინალურად აღნიშნეს (ვიდეო)

28 თებერვალს, გერმანიის ბუნდესლიგაში, დორტმუნდის “ბორუსიასა” და “შალკეს” შორის გამართულ მატჩში 78-ე წუთზე ანგარიში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გახსნა. გატანილის გოლი თავად ობამეიანგმა და მარკო როისმა ორიგინალურად აღნიშნეს.

როისი: „შალკესთან“ წაგების უფლება არ გვაქვს“

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა მარკო როისმა „შალკესთან“ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ბოლო დროის „შალკე“ სოლიდურად გამოიყურება. გუნდი დაცვიდან კარგად თამაშობს და მისი სტილი დაწვრილებით უნდა შევისწავლოთ. მატჩის წინ ვთქვი, რომ შანსები თანაბარია.

იმ მეტოქეს ვხვდებით, რომელთანაც წაგების უფლება არ გვაქვს. ეს დერბია, რომელშიც ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. გულშემატკივართათვის ეს შეხვედრა ბევრს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, შედეგების გაუმჯობესება გვჭირდება. სეზონის პირველი ნახევარი ცუდი არ იყო, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა. ბოლო მატჩები აჩვენებენ, რომ ჩვენ საკუთარი ფორმა ვიპოვეთ“, – თვლის როისი.

ცნობისთვის, „ბორუსია“ – „შალკეს“ მატჩი შაბათს, თბილისის დროით, 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

პირლო: “დორტმუნდელებს გოლი არ უნდა გავატანინოთ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ დორტმუნდის “ბორუსიასთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსიას” მიიღებს.

“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მატჩი ისე მოვიგოთ, რომ მეტოქეს გოლი არ გავატანინოთ. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ჩემპიონატში დორტმუნდელები სასურველ პოზიციას ვერ იკავებენ, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაშობენ. ახლა მთლიანად მათ წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვფიქრობთ”, – ამბობს პირლო.

„ბორუსიას“ გენერალური მენეჯერი: „ბაიერნი“ ჩვენზე 50 წლით წინაა“

დორტმუნდის „ბორუსიას“ გენერალური მენეჯერის ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ თავისი კლუბი მიუნხენის „ბაიერნს“ შეადარა.

„ბაიერნის“ წარმატებას უახლოეს ოც წელიწადშიც კი ვერ გავიმეორებთ. მიუნხენელებეი ჩვენზე 50 წლით წინ არიან.

თუმცა, ზედიზედ ორჯერ ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის ვიყავით და თუ ყველაფერი კარგად იქნება, შესაძლოა, ამას შემდეგ თვეშიც მვიაღწიოთ“, – განაცხადა ვატცკემ.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი – რა გააკეთა ჰუმელსმა “ლევერკუზენთან” მატჩში

31 იანვარს, გერმანიის ჩემპიონატში ლევერკუზენის “ბაიერსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში (0:0) მატს ჰუმელსმა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

“დორტმუნდი” და “შალკე” დაჯარიმდნენ

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის სპორტულმა სასამართლომ დორტმუნდის “ბორუსიასა” და გელზენკირხენის “შალკეს” დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

“ბორუსიას” ხელმძღვანელობას 50 ათასი ევროს გადახდა იმიტომ მოუწევს, რომ გერმანიის ბუნდესლიგის ეგიდით “ჰამბურგის” წინააღმდეგ გამართულ საშინაო მატჩში სტუმართა გუნდის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოახდინეს.

“შალკე” იდენტური დარღვევის გამო 60 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

 

დორტმუნდის “ბორუსიამ” ქართველებს შობა-ახალი წელი ქართულად მიულოცა

რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით, დორტმუნდის “ბორუსიამ” ყველა ქართველს შობა-ახალი წელი ქართულ ენაზე მიულოცა.

“Мы желаем всем российским болельщикам BVB счастливого Рождества!
//
დორტმუნდის ბორუსიას” ყველა ქართველ გულშემატკივარს გილოცავთ შობა-ახალ წელს.
//
Zelimo svim srbima BVB-ovcima Sretan Bozic”

cats

ფერნანდო ტორესმა მარკო როისს მიბაძა

3 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ლევანტეს” შორის გამართულ შეხვედრას (3:1) ფერნანდო ტორესიც დაესწრო, რომელსაც ახალი ვარცხნილობა აქვს.

a184ff80-9367-11e4-87e8-2fd08b03c084_Tablet-two-510-pics-copy

 

fc5c7d50-9364-11e4-974e-0d0946b0ca18_000_DV1933997