19 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ბრაზილიელმა ჰალკმა (“ზენიტი”) დორტმუნდის “ბორუსიას” ულამაზესი გოლი გაუტანა.
ჭდე: ბორუსია
“ბორუსია” – “ზენიტი” (სასტარტო შემადგენლობები)
19 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, “ბორუსია” საკუთარ მოედანზე “ზენიტს” მიიღებს. თამაში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:
“ბორუსია”: ვაედენფელერი, ჰუმელსი, პაპასტატოპულოსი, პიშჩეკი, შმელცერი, კელი, შაჰინი, გროსკოიცი, ლევანდოვსკი, მხითარიანი, ობამეიანგი.
“ზენიტი”: მალაფიევი, კრიშიტო, ლომბარტსი, ჰუბოკანი, ანიუკოვი, შატოვი, ფაიზულინი, ვიტსელი, ჰალკი, დანი, კერჟაკოვი.
კლოპი დააჯარიმეს
დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი არასპორტული საქციელისთვის 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ შორის გამართული მატჩის (1:2) კომპენსირებულ დროში კლოპი ერთ-ერთ არბიტრთან მივიდა და დაუყვირა.
„ბორუსიას“ თავკაცისგან ამგვარი ქმედება პირველი არ გახლავთ. გემახსოვრებათ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაშიც უღრიალა კლოპმა დამხმარე მსაჯს.
ბექა დოგრაშვილი
კვირის კარიკატურები — „რეალი“, „ბარსა“, „ბაიერნი“, „ბორუსია“, იოზილი, პუიოლი
ცნობილი კარიკატურისტის, ომარ მომანის ერთ-ერთი ბოლო კარიკატურა ჟოზე მოურინიოს სიტყვების გამოხმაურებაა. ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ემზადებიან სახელგანთქმული ფეხბურთელები დიდი მატჩებისთვის.
„მადრიდის „რეალში“ მუშაობის პერიოდში, მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე სარკის წინ ჩემი გუნდის ფეხბურთელთა მთელი რიგი დგებოდა. არადა, ამ დროს მსაჯი მათ უკვე უცდიდა.
ახალგაზრდა მოთამაშეები საკუთარ თავზე ძალიან ზრუნავენ. მე 51 წლის ვარ და თუ ბავშვებთან მუშაობა მინდა, მათ უნდა გავუგო კიდეც“, – მოურინიოს სიტყვები Esquire-მა გამოაქვეყნა.
ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველ მესუთ იოზილს ბრიტანელ ჟურნალისტებთან ურთიერთობა აერია (შეიძლება დალაგებული არც არასდროს ჰქონია). გერმანელი ფეხბურთელი მედიის წარმომადგენელთა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
„კრიტიკა არ მადარდებს. სამი კვირის წინათ სრულიად განსხვავებულ რამეს წერდნენ, სამი კვირის შემდეგაც ასე იქნება. ეს მათი მუშაობის ნაწილია“, – აღნიშნა იოზილმა.
სწორედ ამ თემას ეხება მომანის კიდევ ერთი კარიკატურა.
„ბარსელონაში“ გატარებული თითქმის 20-წლიანი პერიოდის შემდეგ, კარლეს პუიოლმა კლუბიდან აბარგება გადაწყვიტა.
„ბოლო ორი ოპერაციის შემდეგ, ჩემთვის რთული იქნებოდა იმ დონეზე დაბრუნება, რომელიც აქ თამაშისთვის არის აუცილებელი. ამიტომ, კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მივიღე“, – აღნიშნა პუიოლმა საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე.
კატალონიური გუნდის ფანები პუიოლს „კედელს“ უწოდებენ და როგორც ჩანს, მისი წასვლის შემდეგ „ბარსელონას“ დაცვის ხაზში საკმაოდ დიდი ხვრელი გაჩნდება. ამ ჰიპოთეზას ეძღვნება მომანის ეს კარიკატურაც.
დორტმუნდის „ბორუსია“ მიუნხენის „ბაიერნის“ ერთგვარ ფილიალად იქცა. ბავარიელებს ფინანსები ბლომად აქვთ და სასურველი მოთამაშის დაბევებაც არ უჭირთ. ჯერ მარიო გიოტცე იყო, შემდეგ რობერტ ლევანდოვსკი, ახლა კი საუბარი ილკაი გიუნდოგანზე მიდგა, რომელსაც „ბაიერნში“ კროოსის შესაძლო შემცვლელად მოიაზრებენ. მოგეხსენებათ, კროოსის მიმართ რამდენიმე წამყვანი კლუბი იჩენს ინტერესს და მიუნხენელები აქედანვე იჭერენ თადარიგს.
„ბაიერნის“ ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ბავარიელები „ბორუსიას“ დარბევაზე უარს არ არც ამჯერად იტყვიან.
„ბორუსიას“ ფეხბურთელების ტრანსფერზე უაზრო გადაწყვეტილება არასდროს არ მიგვიღია. დორტმუნდელებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. „ბორუსიას“ აღმასრულებელ დირექტორს გასულ ზაფხულს შევხვდი და ჩვენს შორის არსებული ყველა ცუდი გრძნობა დავივიწყეთ“, – აღნიშნა რუმენიგემ.
ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com
სებასტიან კელის ულამაზესი გოლი “ფრაიბურგის” კარში
9 მარტს, გერმანიის ჩემპიონატში, “ფრაიბურგსა” და “ბორუსიას” შორის გამართულ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი სებასტიან კელმა გაიტანა.
სუბოტიჩმა ვარჯიში დაიწყო
დორტმუნდის “ბორუსიას” მცველმა ნევენ სუბოტიჩმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის მცველმა დაზიანება ნოემბერში მიიღ, რის შემდეგაც საოპერაციო გახდა.
თავიდან, სუბოტიჩის დაბრუნებას სეზონის ბოლოსკენ ვარაუდობდნენ, თუმცა როგორც გერმანული პრესა იუწყება ფეხბურთელი სავარჯიშო პროცესს უკვე შეუდგა.
“ძალიან მიხარია. 4 თვის შემდეგ ეს ჩემი პირველი ვარჯიშია” – წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
შაჰინი: “ბაიერნი” ბუნდესლიგის ფავორიტი ყოველთვისაა”
დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი, ნური შაჰინი აცხადებს, რომ მიუნხენის “ბაიერნი” გერმანიის ბუნდესლიგაში ყოველთვის ფავორიტია.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ბავარიელებმა გერმანიის ბუნდესლიგის, გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხეს. პეპ გვარდიოლას შეგირდები, ამჟამად, ჩემპიონატში კვლავაც პირველები არიან.
“რა თქმა უნდა, თუ გერმანიის ბუნდესლიგაში მეორე პოზიციას იკავებ, ეს დიდი წარმატებაა. “ბაიერნი” ყოველთვის ტურნირის ფავორიტად ითვლება და სხვა კლუბს ჩემპიონატის მოგების შანსი მაშინ აქვს, როცა ბავარიელები ცუდ ფორმაში არიან”, – ამბობს შაჰინი.
“ბორუსიამ” პეტერბურგში მოიგო
ჩემპიონთა ლიგის 1/8 მატჩში დორტმუნდის “ბორუსიამ” სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი” სტუმრად 4:2 დაამარცხა. უკვე ემხუთე წუთზე სტუმრე 2:0-ს იგებდნენ. გოლები მხიტარიანმა და მარკო როისმა გაიტანეს.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა ერთი გოლის გაქვითვა შესძლეს. 58-ზე შატოვმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა ბორუსიელებმა 3 წუთში სტატუს ქვო ლევანდოვსკის გოლით აღადგინეს.
“ზენიტმა” ინტრიგის დაბრუნება კიდევ ერთხელ შესძლო. ამჯერად გოლი ჰალკმა გაიტანა, თუმცა რუსებს იმედი ლევანოვსკიმ გადაუწურა. პოლონელმა 72-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:4.
ზენიტი 2-4 ბორუსია
გოლები: მხიტარიანი 4′ (0:1); როისი 4′ (0:2); შატოვი 58′ (1:2); ლევანდოვსკი 61′ (1:3); ჰალკი 69 (2:3); ლევანდოვსკი 72 (2:4).
“ზენიტი” – “ბორუსია” (სასტარტო შემადგენლობები)
25 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, თბილისის დროით 21:00 საათზე, დაიწყება მატჩი, რომელშიც “ზენიტი” საკუთარ მოედანზე “ბორუსიას” მიიღებს.
გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:
“ზენიტი”: ლოდიგინი, ანიუკოვი, ლომბარტსი, კრიშიტო, ნეტო, ფაიზულინი, არშავინი, ვიტსელი, შატოვი, ჰალკი, რონდონი.
“ბორუსია”: ვაიდენფელერი, ფრიდრიხი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი, კელი, შაჰინი, მხითარიანი, როისი, გრისკოიცი, ლევანდოვსკი.
კლოპმა რუსი თარჯიმანი გააკრიტიკა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე სანკტ-პეტერბურგის „ზენიტსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის გასამართ მატჩამდე მოწყობილ პრესკონფერენციაზე სახალისო რამ მოხდა. სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის პრესკონფერენციაზე მოწვეული თარჯიმანი, როგორც ჩანს,
ფეხბურთისგან საკმაოდ შორს მდგარი ადამიანი იყო. ამის გამო გერმანელ სპეციალისტს რამდენჯერმე მოუწია კომენტარის გამეორება. ბოლოს კი, კლოპმა თარჯიმანს ასეთი რამ უთხრა:
„იმედი მაქვს, ჩემი ნათქვამის სწორად გადათარგმნა შეგიძლიათ.
აშკარაა, რომ ამ კაცს ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის ცხოვრებაში არ უყურებია“.
თარჯიმანი კლოპს დაეთანხმა.
გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.
კელი: “ზენიტი პროგრესირებს”
“ბორუსიას” ნახევარმცველმა სებასტიან კელმა “ზენიტთან” გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა და რუსული გუნდის პროგრესი აღნიშნა.
“ზენიტს ჯერ კიდევ შესვენება აქვს ჩემპიონატში, მაგრამ ეს ჩვენთვის უპირატესობა არ არის. მოწინააღმდეგე კარგ ფორმაშია და სათამაშოდ მზად არის. “ზენიტს” ბოლო წლებში დიდი პროგრესი აქვს. რთული შეხვედრა გველოდება” – განაცხადა კელმა.
კლოპი: „ჰალკს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ“
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი განახლდება. სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივი „ზენიტი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლებს. გერმანული კლუბის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ზოგადად შეეხო რუსულ ფეხბურთს და თქვა, რომ ის პროგრესირებს.
„ზენიტის“ ყველა მატჩი ვნახეთ, მათ შორის – ისრაელში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრები და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩებიც. ჩვენც და რუსებსაც ძლიერი მეტოქეები გვყავდა, განსაკუთრებით მადრიდის „ატლეტიკოს“ გამოვარჩევდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფარული ფავორიტია. „ზენიტის“ ცალკეული ფეხბურთელები არ მაინტერესებდა, მთლიან გუნდს ვუყურებდი. ჰალკს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ის ბევრ გოლს იტანს.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არ არის იმის გარკვევა, თუ რომელია ყველაზე ძლიერი ლიგა. ეს შეიძლება იყოს ესპანეთიც და ინგლისიც. გერმანიასაც საკმაოდ კარგი ჩემპიონატი აქვს. აქედან გამომდინარე, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილის დაკავება დიდი პატივია. სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსული მწვრთნელები კიდევ უფრო აძლიერებენ ლიგას. რაც შეეხება რუსულ ფეხბურთს, ის ვითარდება, „ზენიტი“ უკვე მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. რობერტ ლევანდოვსკიმ ამ უქმეებზე დაისვენა, თუმცა ივარჯიშა და ვფიქრობ, დამდეგი მატჩისთვის მზად არის“, – კლოპის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მატჩი „ზენიტსა“ და „ბორუსიას“ შორის დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას შოტლანდიელი არბიტრი ვილიამ კოლუმი განსჯის.
ბექა დოგრაშვილი