გერმანული ტაბლოიდი, Bild ავრცელებს ინფორმაციას “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულის, ჰენრიკ მხითარიანის სამომავლო ხელფასთან დაკავშირებით.
სომეხი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” თამაშისათვის წელიწადში 12.5 მილიონ ევროს (10.5 მილიონი ფუნტი) მიიღებს, რაც კვირაში 201,000 ფუნტს უდრის.
დამატებით, მხითარიანი 8 მილიონ ევროს მიიღებს დათანხმებისათვის.
Bild-მა ისიც გაარკვია, თუ რამდენის გადახდა დასჭირდა ინგლისურ გრანდს სომეხი ფეხბურთელის გადასაბირებლად – დორტმუნდის “ბორუსია” 42 მილიონ ევროს მიიღებს.