როგორ მიდის დორტმუნდის “ბორუსია” შეტევაში (ვიდეო)

20 აგვისტოს, ევროპის ლიგის ფლეი-ოფში, ნორვეგიულმა “ოდ გრელანდმა” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო და ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მიდის შეტევაში დორტმუნდის “ბორუსია”.

როგორი გოლი გაუტანეს დორტმუნდის “ბორუსიას” დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

20 აგვისტოს, ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, ნორვეგიულმა “ოდ გრელანდმა” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო.

მატჩის 22-ე წუთზე, ნორვეგიელთა ფეხბურთელმა ესპენ რუუდმა გერმანელთა კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა.

როისმა “იუვენტუსს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

25 ივლისს, დორტმუნდის “ბორუსიასა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში მარკო როისმა მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

“სევილიამ” იმობილე დაიმატა

“სევილიამ” ოფიციალურად დაადასტურა ჩირო იმობილეს ტრანსფერი.

25 წლის იტალიელი ფეხბურთელი ანდალუსიურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის.

იმობილე “სევილიაში” იჯარის წესით მომავალი წლის ზაფხულამდე ითამაშებს. კონტრაქტში ჩაიწერა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მომავალი სეზონის ბოლოს ესპანურ კლუბს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება მიეცემა. ამისთვის “სევილიამ” 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

გასული სეზონი ფეხბურთელმა დორტმუნდის “ბორუსიაში” გაატარა. მან გერმანიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. იმობილეს “ბორუსიასთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

დორტმუნდის “ბორუსიამ” მეტოქე ანგარიშით 17:0 დაამარცხა (ვიდეო)

4 ივლისს, დორტმუნდის “ბორუსია” საქველმოქმედო მატჩში “ოქროს გუნდს” დაუპირისპირდა და მეტოქე ძალიან დიდი ანგარიშით, 17:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ “ოქროს გუნდის” შემადგენლობაში გერმანიის ოლიმპიური ნაკრების წევრები თამაშობდნენ.

იმობილე: „ნაპოლიში თამაში მსურს“

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ „ნაპოლიში“ გადასვლის სურვილი გამოთქვა.

„ბორუსიაში“ გატარებული პერიოდი წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ აქ გამოცდილება მაინც მივიღე. საზღვარგარეთ თამაშის გამოცდილება, განსაკუთრებით კი გერმანიაში, ძალიან მნიშვნელოვანია.

დავბრუნდები თუ არა იტალიაში? არასდროს ვმალავდი, რომ „ნაპოლიში“ თამაში მსურს. ამაზე არაერთხელ მისაუბრია.

თუმცა, არსებობს მოლაპარაკებები და კონტრაქტები, რომელთა განხილვა ღირს. „ნაპოლიში“ ბევრი ძლიერი ფეხბურთელია, აქ დიდი კონკურენციაა“, – განაცხადა იმობილემ.

განვლილ სეზონში იტალიელმა გერმანიის ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა.

იურგენ კლოპის რეაქცია მარიო გიოტცეს გამოუყენებელ პენალტზე (ვიდეო)

28 აპრილს, გერმანიის თასის ფინალში “ბაიერნსა” და “ბორუსიას” შორის გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც თერთმეტმეტრიანი დარტყმები უკეთ დორტმუნდელებმა შეასრულეს.

მასპინძელთა მხრიდან ერთ-ერთი პენალტი მარიო გიოტცემ გაიტანა, თუმცა მან გოლის გატანა ვერ შეძლო. ამ მომენტში კამერებმა კლოპის რეაქცია დააფიქსირეს.

კლოპი და „ბორუსია“ – დიდი ზღაპრის დასასრული

დორტმუნდის „ბორუსიამ“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იურგენ კლოპის წასვლა დაადასტურა, თანაც ეს გადაწყვეტილება თავად მწვრთნელმა მიიღო.

გემრანელ სპეციალისტს „ბორუსიასთან“ კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, რაც აქამდე მისი მხრიდან დიდ გეგმებზე მეტყველებს, თუმცა ახლა მან სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც პირველ რიგში, პატივისცემას იმსახურებს. თანაც, სად არის იმის გარანტია, რომ იურგენი დორტმუნდში არ გაახსენდებათ და რამდენიმე წლის შემდეგ ისევ არ მიიწვევენ? კლოპის აზრით, კლუბი მან იმიტომ დატოვა, რომ მის დონეს აღარ აკმაყოფილებდა.

სხვა მხვრივ, ისტორიას არაერთი მიზეზი ახსოვს, რომელზეც მწვრთნელები წასვლისას საჯაროდ არ საუბრობდნენ. იურგენმა ყველას მადლობა გადაუხადა, მაგრამ საეჭვოა, როცა ადამიანი, რომელმაც კლუბი ფეხზე დააყენა და საშალო დონის გუნდისგან გერმანიის ორგზის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ჩამოაყალიბა, ამბობს, რომ მის დონეს აღარ აკმაყოფილებს. ეგრედ წოდებული „დონე“ „ბორუსიაში“ სწორედ მან ჩამოაყალიბა. დორტმუნდში გატარებულ შვიდ წელიწადში კლოპს გუნდთან ერთად როგორც რთული, ისე წარმატებული პერიოდი აქვს გადატანილი.

მიმდინარე სეზონმა დაადასტურა, რომ ახლანდელ გუნდს ზაფხულში ახალი სტრატეგიის შემუშავება სჭირდება, რადგან მისი საჩემპიონი მარაგი ამოიწურა და მას „ახალი ხილი“ სჭირდება. კლოპს, შეგვიძლია, ადამიანური თვალსაზრისითაც გავუგოთ – მუდმივი ტრავმები და ლიდერების დაკარგვა მის საქმიანობაზე ყოველდღე მოქმედებდა. არაერთი მიზეზის გამო მან დორტმუნდში გუნდის სწორად მართვის საშუალება დაკარგა.

როგორი იქნება იურგენს შემდეგი ნაბიჯი? კარგი იქნებოდა, თუ ის გვარდიოლას მსგავსად ერთი წლის განმავლობაში დაისვენებდა, თუმცა ასეთ სპეციალისტზე დიდი მოთხოვნა იქნება და, სავარაუდოდ, მას არც არავინ დაასცენებს. კლოპის გათავისუფლების სიახლის გაგების შემდეგ, შესაძლოა, ის კლუბებიც კი გააქტიურდნენ, რომლებიც მწვრთნელის შეცვლას არ გეგმავდნენ. ვინ იცის, იქნებ კლოპი „რეალმა“ ან „ბარსელონამაც“ კი მიიწვიონ.

მოკლედ, მისი მიზნის გაგება ადვილია: მას თავისი მაღალი კლასის დამტკიცება სურს, დორტმუნდში შეზღუდული რესურსებით კი ეს ვერ გამოვიდა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი პირიქითაა – „ბორუსია“ მისი დონის კლუბი აღარ არის და მას გაცილებით დიდი გუნდის მართლაც შეუძლია. ერთ-ერთი კარგი ვარიანტი კლოპისთვის „მანჩესტერ სიტი“ იქნებოდა, რომელმაც ბოლო-ბოლო ფინანსებსა და წარმატებებს შორის ბალანსი უნდა იპოვოს და ტურნირების მოგება დაიწყოს. ბუკმეკერები იურგენს სწორედ მანუელ პელეგრინის ადგილას სვამენ.

რაც შეეხება თავად „ბორუსიას“, კლუბი ცნობილ სპეციალისტს არ მოიყვანს. ფეხბურთელების მსგავსად, აქ მწვრთნელების აღზრდაც უყვართ. შესაძლო კანდიდატებს შორის ამჟამად ტომას ტუხელი სახელდება. სხვათაშორის, 41 წლის სპეციალისტის მსგავსად, კლოპი ასევე „მაინცს“ თავკაცობდა და დორტმუნდში სწორედ ასე მოხვდა. ტუხელი, რომლის თავკაცობითაც „მაინცი“ ბუნდესლიგის მეხუთე ადგილზეც კი იმყოფებოდა, გაცილებით დიდი მიზნების მქონე კლუბში სიამოვნებით იმუშავებდა. ახალი გამოწვევების დრო დადგა – ტუხელი უკეთესი პესპექტივისთვის მზად უნდა იყოს, კლოპი კი სამშობლოს უნდა გასცდეს. „ბორუსიას“ მან ყველაფერი მისცა, რისი მიცემაც შეეძლო, სერ ალექს ფერგიუსონებად კი მხოლოდ ერთხეულები იბადებიან, რომელთა შორისაც გერმანელი ნამდვილად არაა.

კლოპის მოღვაწეობა დორტმუნდში ჯერ არ დასრულებულა. „ბორუსიას“ გერმანიის თასის მოგებით და ევროპის ლიგაზე გასვლით იურგენისთვის საჩუქრის გაკეთება ჯერ კიდევ შეუძლია…

ოფიციალურად: “დორტმუნდს” თომას ტუხელი ჩაიბარებს

დორტმუნდის “ბორუსიას” 41 წლის გერმანელი სპეციალისტი თომას ტუხელი ჩაიბარებს. ამ ინფორმაციას გერმანული კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.

მხარეებს შორის სამწლიან კონტრაქტს მოეწერა ხელი, რომელიც ძალაში 2015 წლის პირველ ივლისს შევა.

თომას ტუხელი 2009-დან 2014 წლამდე “მაინცს” თავკაცობდა.

როგორც მოგეხსენებათ, იურგენ კლოპმა სეზონის ბოლოს “ბორუსიას” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის კლუბს 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა. კლოპმა გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი (2010/11, 2011/12), დაისკაუთრა ქვეყნის თასი (2011/12), გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (2012/13).

 

კლოპი: “შესაძლოა, ერთი წელი დავისვენო”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი აცხადებს, რომ შესაძლოა, მან ერთი მწვრთნელი დაისვენოს.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის სპეციალისტი სეზონის დასრულების შემდეგ დორტმუნდელთა თავკაცი აღარ იქნება.

“ჯერ-ჯერობით, ფიქრისათვის დრო არ მაქვს. არ არის გამორცხული, ნებისმიერი რამ მოხდეს. შესაძლოა, მე და ჩემმა სამწვრთნელო შტაბმა ერთი წელი დავისვენოთ”, – თქვა კლოპმა.

მარკო როისმა იურგენ კლოპს მადლობა გადაუხადა

დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელი მარკო როისი იურგენ კლოპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს, კლოპმა დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ის დორტმუნდს დატოვებს. თუ სად გააგრძელებს გერმანელი სპეციალიტი მუშაობას, ეს ჯერ უცნობია.

“მადლობა იმ სამი წლისათვის, რომელიც შენთან ერთად გავატარე. შენგან ბევრი რამ ვისწავლე. მადლობელი ვარ, რომ ყოველთვის, კარგსა თუ ცუდ დროს, ჩემს გვერდით იყავი”, – წერს როისი Instagram-ში.

იურგენ კლოპი დორტმუნდის “ბორუსიას” ტოვებს

ცოტა ხნის, წინ დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანებლებმა და იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც კლოპმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ის კლუბს დატოვებს.

“დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ეს კლუბი ასი პროცენტით მართალ მწვრთნელს იმსახურებს. ნამდვილად არ დავღლილვარ და ამ ეტაპზე, არც სხვა რომელიმე კლუბთან მაქვს კონტაქტი”, – განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტი დორტმუნდის “ბორუსიას” შვიდი წლის განმავლობაში წვრთნიდა.