გვარდიოლას ბრაზილიის ნაკრების ჩაბარება სურდა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას 2012 წელს ბრაზილიის ნაკრების ჩაბარება შეეძლო. ამის შესახებ “ბარსელონას” ბრაზილიელმა მცველმა დანიელ ალვესმა ისაუბრა, რომელსაც გვარდიოლა კატალონიურ გუნდში თავკაცობდა. საბოლოო ჯამში, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუიშ ფელიპე სკოლარი შეარჩია.

“პეპმა თქვა, რომ სურდა, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოეგო და ამის მისაღწევად სტრატეგიაც ჰქონდა შემუშავებული. ბრაზილიური ფეხბურთის ჩინოსნებს უცხოელი მწვრთნელის დანიშვნა არ სურდათ, რადგან არ იცოდნენ, როგორ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას ბრაზილია.

გვარდიოლა ამაზე ფიქრობდა. მას მართლაც სურდა ნაკრებში მუშაობა. მზად იყო, ხელფასზეც უარი ეთქვა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, მხოლოდ ბონუსი მიეღო. ჩვენ გვქონდა შანსი, გვყოლოდა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ზედმეტი ფინანსური ხარჯის გარეშე”, – დანი ალვესის კომენტარს ESPN-ის ბრაზილიური ბიურო აქვეყნებს.

 

პარაგვაიმ ბრაზილია კოპა ამერიკის გათამაშებიდან გამოთიშა (ვიდეო)

2015 წლის კოპა ამერიკის ნახევარფინალურ ეტაპზე არგენტინის ნაკრებს პარაგვაის ეროვნული გუნდი შეხვდება.

“ალბიროხამ” მეოთხედფინალურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-15 წუთზე რობინიომ გაიტანა, რომლისთვისაც საერთაშორისო დონეზე ეს 2010 წლის შემდეგ პირველი გატანილი ბურთი გახლავთ. 72-ე წუთზე ბრაზილიელთა მცველმა ტიაგო სილვამ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით ითამაშა და არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პარაგვაელთა თავდამსხმელმა დერლის გონსალესმა პენალტი უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

კოპა ამერიკის რეგლამენტის თანახმად, ძირითადი 90 წუთის საყაიმო შედეგით დასრულების შემთხვევაში, პირდაპირ პენალტების სერია ინიშნება. ნახევარფინალისტის ვინაობის გარკვევა ამჯერადაც თერთმეტმეტრიანი დარტყმების მეშვეობით მოხდა, რომელიც პარაგვაელებმა უკეთ შეასრულეს — 4:3.

ამრიგად, გაირკვა მეორე ნახევარფინალური წყვილიც — არგენტინა-პარაგვაი. ეს მატჩი პირველ ივლისს, ჩვენი დროით შუაღამის 03:30 საათზე დაიწყება. ჩილესა და პერუს ნაკრებებს შორის გასამართი პირველი ნახევარფინალური მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.

ჯეკ უილშირმა პელეს ინტერვიუ ჩამოართვა (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა ჟურნალისტის ამპლუა მოირგო და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ, ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ პელეს ინტერვიუ ჩამოართვა.

— რომელია თქვენი კარიერის ყველაზე საამაყო ეპიზოდი?
— ღმერთს მადლობას ვუხდი ბევრი საამაყო მომენტისთვის. გამოვყოფდი შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც ჩემთვის პირველი იყო. მაშინ 17 წლის ვიყავი, ბრაზილიის ნაკრებმა ტურნირი მოიგო. აღსანიშნავია ჩემი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატიც, როდესაც იტალია დავამარცხეთ, 1970 წელს.

— ვინ იყო თქვენი ბავშვობის გმირი?
— ჩემი ბავშვობის გმირი მამაჩემი იყო. ის “სან პაულუს” ცენტრალური თავდამსხმელი გახლდათ.

— რა გრძნობაა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება?
— პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი 17 წლის ასაკში, შვედეთში ვითამაშე. ეს ჩემთვის ოცნება იყო. მაშინ პასუხისმგებლობა არ მქონდა, ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფერი მშვენიერი იყო, მაგრამ ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე, 1970 წელს, უკვე გამოცდილი მოთამაშე გახლდით და გაცილებით რთული იყო, რადგან უდიდესი წნეხის ქვეშ ვიყავით, ბრაზილიაში პოლიტიკური პრობლემა იყო. მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მოგვეგო. ძალიან რთული იყო.

— რატომ აირჩიეთ 10-ნომრიანი მაისური?
— ეს სრული შემთხვევითობა იყო. როდესაც “სანტოსში” დებიუტი მქონდა, ჩვენი მეათე ნომერი ტრავმირებული იყო და ის მე შევცვალე. 16-17 წლის ვიყავი. გამიმართლა, რადგან ეს იღბლიანი ნომერი აღმოჩნდა. ამისთვის ღმერთს მადლობას ვეუბნები.

 

კაკა ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნებისთვის მზადაა

“ორლანდო სიტის” 33 წლის ნახევარმცველი რიკარდო კაკა წინააღმდეგი არ არის, ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნდეს და წელს გასამართ კოპა ამერიკის ტურნირზე მონაწილეობა მიიღოს.

“თუ დუნგა ფიქრობს, რომ გუნდს გამოვადგები, მე დაბრუნებისთვის მზად ვარ. ვფიქრობ, კვლავ შემიძლია, რომ ნაკრებში ვითამაშო და ჩემი შესაძლებლობებითა და გამოცდილებით დავეხმარო, თუმცა “სელესაოში” გამოძახება ჩემზე არ არის დამოკიდებული”, – ციტირებს კაკას სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა წელს ჩილეში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონის მედალი კოკაინის შესაძენად გაყიდა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პაულო სეზარი (მეტსახელად კაჟუ) გამოტყდა, რომ მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატზე მოგებული ოქროს მედალი კოკაინის შესაძენად გაყიდა. 65 წლის ყოფილმა მოთამაშემ ამის გამო სინანული გამოთქვა. ის 17 წლის განმავლობაში ნარკოდამოკიდებული გახლდათ.

“თავის კონტროლს ვერანაირად ვერ ვახერხებდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რამეს გავაკეთებდი. ეს ჩემთვის დიდი დანაკლისია. მანამდე ეს არავისთვის არ მითქვამს, თუმცა ახლა ყველაფრის სათქმელად მზად ვარ. მაშინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ კოკაინი იყო. მედალს უფრო ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა”, – პაულო სეზარის კომენტარი “გლობომ” გამოაქვეყნა.

კაჟუს ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 57 მატჩში ათი გოლი აქვს გატანილი. ის “სელესაოს” ღირსებას ათი წლის განმავლობაში იცავდა.

 

“ფლამენგოს” თავკაცმა ცენზურა ორიგინალურად გააპროტესტა (ფოტო)

“ფლამენგოს” მთავარმა მწვრთნელმა ვანდერლეი ლუშემბურგომ “ფლუმინენსესთან” ჩასატარებელ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ორიგინალური ფორმით გამოხატა პროტესტი.

ლუშემბურგომ პირზე წებოვანი ლენტი აიკრა, რითაც მწვრთნელთა მიმართ ცენზურა გააპროტესტა. გუნდის თავკაცებსა და ფეხბურთელებს რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატის გაკრიტიკება ეკრძალებათ (ბრაზილიის სპორტის კოდექსის 258-ე მუხლი).

“ფლამენგოს” 62 წლის თავკაცი ტურნირის რეგლამენტის გაკრიტიკებისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

Luxemburgo

ნეიმარმა “ოქროს სამბას” ჯილდო მიიღო (ვიდეო)

“ბარსელონას” თავდამსხმელ ნეიმარს “ოქროს სამბად” წოდებული ჯილდო გადაეცა, რომელსაც ყოველწლიურად ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი ისაკუთრებს.

გამოკითხვაში გულშემატკივრები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. შედეგების მიხედვით, ნეიმარმა დამაჯერებლად გაუსწრო კონკურენტებს.

ცნობისათვის, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გამარჯვებული “პარი სენ-ჟერმენის” მცველი ტიაგო სილვა ხდებოდა.

1. ნეიმარი – 29,20%.
2. მირანდა – 16,39%
3. ფელიპე მელო – 16,01%
4. ვილიანი – 8,86%
5. ლუკას მოურა – 4,47%
6. დავიდ ლუისი – 3,08%
7. ტიაგო სილვა – 2,46%
8. ფილიპე კოუტინიო – 2,40%
9. ოსკარი – 2,15%
10. ფილიპე ლუისი – 2,08%.


ბრაზილიის ნაკრებმა საფრანგეთში გაიმარჯვა (ვიდეო)

საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის პარიზის “სტად დე ფრანსზე” გამართული ამხანაგური მატჩი “სელესაოს” გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა.

ანგარიში “სამფეროვნებმა” 21-ე წუთზე გახსნეს, გოლი რაფაელ ვარანმა გაიტანა. შესვენებამდე ხუთიოდე წუთით ადრე ოსკარმა გაათანაბრა. 57-ე წუთზე “პენტაკამპიონე” ნეიმარის გოლის წყალობით დაწინაურდა. 69-ე წუთზე კი ლუის გუსტავომ საბოლოო წერტილი დასვა — 1:3.

მორიგ ამხანაგურ მატჩს ფრანგები 29 მარტს დანიელებთან ჩაატარებენ. იმავე დღეს ბრაზილიელები ჩილეს გაეჯობრებიან.

ამხანაგური მატჩი:
საფრანგეთი — ბრაზილია 1:3 (1:1)

გოლები: ვარანი 21′ — ოსკარი 40′, ნეიმარი 57′, ლუის გუსტავო 69′.

შვიდი გამორჩეული ბრაზილიელი მადრიდის „რეალის“ ისტორიაში

მადრიდის „რეალის“ ისტორიაში სხვადსხვა დროს არაერთი ქვეყნის წარმომადგენლები თამაშობდნენ. დიდი წვლილი „ბლანკოსის“ წარმატებებში ბრაზილიელმა ფეხბურთელებმაც შეიტანეს. წარმოგიდგენთ „სამეფო კლუბის“ ისტორიაში გამორჩეული ბრაზილიელების შვიდეულს.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთა „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა თასი ორჯერ – 1959 და 1960 წლებში მოიგო

Didi smoking in a bus

რობერტო კარლოსმა მადრიდში 11 წლის განმავლობაში ითამაშა. ამ პერიოდში მან არაერთი ბრწყინვალე გოლი გაიტანა. „რეალთან“ ერთად რობერტომ ესპანეთის ჩემპიონატი ოთხჯერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სამჯერ გახდა

BAYER O4 LEVERKUSEN - REAL MADRID 2:3

სავიომ „სამეფო კლუბთან“ ასევე დიდ წარმატებას მიაღწია. მართალია, ესპანეთის ჩემპიონი იგი მხოლოდ ერთხელ გახდა, სამაგიეროდ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მან სამჯერ მოიგო

Savio of Real Madrid and Indio of Corinthians

რონალდო იმ იშვიათ ფეხბურთელებს შორისაა, რომელთაც „ბარსელონადან“ „რეალში“ გადასვლის შემდეგ პრობლემები არ შეექმნათ

International Soccer Star Ronaldo Announces Retirement

„რეალში“ მიცემული შანსი, როგორც სხვა დანარჩენ კლუბებში, რობინიომ ცუდად გამოიყენა

Real Madrid v Athletic Bilbao

მარსელოს „რეალში“ გადასვლის წინ, ალბათ, ბევრი ვერც იტყოდა, რომ მომავალში იგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველად ჩამოყალიბდებოდა

Real Madrid v Deportivo La Coruna - La Liga

სამწუხაროდ, „მილანიდან“ წასვლის შემდეგ კაკამ „რეალში“ თავის გამოჩენა ვერ მოახერხა

Spanish Cup 2012 - Jan. 25 - Barcelona vs Real Madrid

ნეიმარი ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად დაასახელეს

“ბარსელონას” თავდამსხმელ ნეიმარს “ოქროს სამბად” წოდებული ჯილდო გადაეცა, რომელსაც ყოველწლიურად ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი ისაკუთრებს.

გამოკითხვაში გულშემატკივრები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. შედეგების მიხედვით, ნეიმარმა დამაჯერებლად გაუსწრო კონკურენტებს.

1. ნეიმარი – 29,20%.
2. მირანდა – 16,39%
3. ფელიპე მელო – 16,01%
4. ვილიანი – 8,86%
5. ლუკას მოურა – 4,47%
6. დავიდ ლუისი – 3,08%
7. ტიაგო სილვა – 2,46%
8. ფილიპე კოუტინიო – 2,40%
9. ოსკარი – 2,15%
10. ფილიპე ლუისი – 2,08%.

 

რობერტო კარლოსი: “ფილიპე ლუისი პაოლო მალდინის მაგონებს”

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი და თურქული “სივასპორის” მოქმედი თავკაცი რობერტო კარლოსი დარწმუნებულია, რომ “სელესაოს” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა გუნდს კვლავ დააბრუნებს მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე.

“ბრაზილიურმა პრესამ უნდა შეიგნოს, რომ დუნგას საკუთარი სტილი აქვს. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. საერთოდაც, ვერ გამიგია, რატომ გაათავისუფლეს ის 2010 წელს. ადრე თუ გვიან, ბრაზილიის ნაკრები დაბრუნება და ჩვენ კვლავ გავხდებით მსოფლიოს ჩემპიონები. უახლოესი ტურნირი კოპა ამერიკაა. ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ”, – ციტირებს კარლოსის სიტყვებს Goal.com-ი.

მან ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი მცველის, ფილიპე ლუისის შესახებაც გააკეთა კომენტარი და ის ლეგენდარულ პაოლო მალდინის შეადარა.

“ფილიპე ლუისი ბრწყინვალე ფეხბურთელია. მე ის პაოლო მალდინის მაგონებს, ისეთივე კლასიკურ სტილში თამაშობს, აუჩქარებელი მანერით”, – აღნიშნა რობერტო კარლოსმა.

“სელესაოს” ყოფილმა მცველმა მარსელოზეც ჩამოაგდო სიტყვა:

“მარსელო იმავეს აკეთებს, რასაც თავის დროზე მე ვაკეთებდი. მან დაცვითი უნარებიც გააუმჯობესა. მარსელომ მადრიდის “რეალისთვისაც” ბევრი გააკეთა და ეროვნული გუნდისთვისაც. ჩემი აზრით, ის დღესდღეობით საუკეთესო მარცხენაფლანგელი მცველია”.

 

დუნგას მარსელოს შეტევებში ჩართვა არ მოსწონს

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა თვლის, რომ მადრიდის “რეალში” მოთამაშე მცველი მარსელო შეტევებში ზედმეტად ერთვება, რაც პრობლემებს ქმნის.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე რამდენჯერ ჩაერთო მარსელო შეტევაში? ოცჯერ. რამდენი გოლი გაიტანა ან რამდენი საგოლე გადაცემა გააკეთა? ნული. შეტევაში მისი ჩართვის შემდეგ რამდენჯერ დაზარალდა ბრაზილიის ნაკრები მეტოქის კონტრშეტევებზე? სამჯერ ან ოთხჯერ. მარსელო ზედმეტად შემტევი მცველია.

არ ვამბობ, რომ შემტევი მცველები არ მიყვარს, თუმცა შეტევაში ჩართვა ეფექტიანი უნდა იყოს. მხოლოდ მარსელოს არ ვგულისხმობ. ეს ყველას ეხება. ეფექტიანები უნდა ვიყოთ”, – დუნგას სიტყვებს “გლობო” აქვეყნებს.