28 ივნისს, ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში მსაჯმა ჰალკს გოლი არ ჩაუთვალა.
ჭდე: ბრაზილია
ჩილელი ჟურნალისტი ჩილელთა გოლის შემდეგ
28 ივნისს ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, ჩილელთა მიერ გატანილმა გოლმა ჩილელი ჟურნალისტი ძალიან გაახარა.
ბრაზილია – ჩილე 1:1 (პენ. 3:2)
დაძაბული გამოდგა ბრაზილიაში მიმდიანრე მუნდიალის პირველი 1/8-ფინალური მატჩი მასპინძლების და ჩილეს ეროვნულ ნაკრებებს შორის.
ანგარიში მე-18 წუთზე დავიდ ლუისმა გახსნა. ჩილელებმა 32-ე წუთზე სანჩესის გოლით მოახერხეს გათანაბრება. აღნიშნული შედეგი დარჩენილ დროში არ შეცვლილა.
უშედეგო დამატებითი დროის შემდეგ მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც უფრო ზუსტები ბრაზილიელები აღმოჩნდნენ და 1/4-ფინალის საგზურიც მოიპოვეს.
პრევიუ: ბრაზილია – ჩილე
პლეი-ოფის პირველ მატჩი მასპინძლები ჩილეს გუნდს დაუპირისპირდებიან.
ჩილეს ბრაზილიასთან საკამოდ ცუდი სტატისტიკა აქვს. უკანასკნელად ჩილელებმა სელესაოს დამარცხება 14 წლის წინ მოახერხეს. სამპაოლის თავკაცობით ჩილე ბრაზილიას ორჯერ შეხვდა. ერთი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, მეორე შეხვედრაში კი ბრაზილიელებმა 2:1 იმარჯვეს.
მასპინძლებს ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ ბევრს აკრიტიკებდნენ. განსაკუთრებით სასტარტო ორი ტურის შემდეგ. მიუხედავად ამისა, სელესაო ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.
ჩილემ ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ ბევრი კომპლიმენტი დაიმსახურა. ჩილეს ნაკრებმა კარგად ორგანზებული, ტექნიკური ფეხბურთი ითამაშა და გულშემატკივრის დიდი სიმპათია დაიმსახურა.
სკოლარის გუნდში ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. შემადგენლობის მხრივ მთავარი კითხვა ფერნანდინიოს ეხება, რომელმაც შესაძლოა ძირითადში პაულინიო შეცვალოს.
სამპაოლის გუნდში კითხვის ნიშნის ქვეშ არის გარი მედელის თამაში, რაც ჩილესთვის დიდი დანაკლისი იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბრაზილია: ჟულიო სეზარი – ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო – ფერნანდინიო, ლუის გუსტავო, ოსკარი – ჰალკი, ფრედი, ნეიმარი.
ჩილე: ბრავო – ხარა, მედელი, სილვა – ისლა, არანგისი, დიასი, მენა – ვიდალი – ვარგასი, სანჩესი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:
უსაინ ბოლტი თუ უბრალოდ ბიჭი: საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე შეჭრილი გულშემატკივარი
ბრაზილიაში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე ახალგაზრდა ადამიანი შეიჭრა, რომელმაც საუცხოო სისწრაფე განავითარა.
ბრაზილიელთა სათადარიგო მეკარის გასაოცარი სეივი
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბრაზილიის ნაკრების სათადარიგო მეკარის მშვენიეირ სეივია ნაჩვენები.
ნეიმარის უსიამოვნო ტრავმა ვარჯიშზე
ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა ნეიმარმა გუნდის ვარჯიშზე უსიამოვნო ტრავმა მიიღო, თუმცა საბოლოოდ, სერიოზული არაფერი ყოფილა და მან ვარჯიში ისევ განაგრძო.
დაუჯერებელი ამბავი: 15 წლის ბრაზილიელი, რომელიც რონალდუს ოთახში შეიპარა
იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე კრიშტიანო რონალდუს დასაცავად განსაკუთრებული ზომებია მიღებული, მართლაც დაუჯერებელი რამ მოხდა.
ბრაზილიური Globo იტყობინება, რომ 15 წლის ბრაზილიელმა ბიჭმა იაგო ლეალმა პორტუგალიის ნაკრების სასტუმროში პოლიციელების მოტყუება და შემდეგ რონალდუს ოთახში შეღწევა მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი “რეალის” ფეხბურთელის ოთახში აივნიდან მოხვდა.
როდესაც რონალდუ თავის ოთახში დაბრუნდა, ბიჭი მის ლოგინზე იწვა. პორტუგალიელმა ბრაზილიელს უთხრა, რომ ამ ამბავს პოლიციელებს არ შეატყობინებდა. უფრო მეტიც, კრიშტიანომ იაგო ლეალი თავისი ოთახიდან ისე გააპარა, რომ ეს ამბავი არავის გაუგია. სწორედ ამ დროს, ბიჭმა პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს ფოტო გადაუღო.
პატარა ბიჭუნამ სკოლარის ავტოგრაფი არ ისურვა
საკმაოდ სახალისო რამ მოხდა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე. საქმე იმაში გახლავთ, რომ პატარა ბიჭუნამ ლუიშ ფელიპე სკოლარის ავტოგრაფი არ ისურვა.
არგენტინელმა ფანებმა 50 წლის ბრაზილიელი ბრაზილიაში ცემეს
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ცემენ არგენტინელი ფანები 50 წლის ბრაზილიელ გულშემატკივარს ბრაზილიაში.
საუკეთესო ეპიზოდები რონალდოს მონაწილეობით (ვიდეო)
წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელის რონალდოს საუკეთესო ეპიზოდებია ასახული.
მასპინძლების საუკეთესო მატჩი
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ბრაზილიამ კამერუნი გაანადგურა.
მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან მძლავრად შეუტის და მეტოქის გატეხვა მატჩის დებიუტშივე სცადეს. თუმცა, ამ გეგმამ არ გაამართლა და მალევე ინიციატივას აფრიკელები დაეუფლნენ. განსაკუთრებით მწვავედ კამერუნი ბრაზილიელთა დაცვის მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ, სადაც დანი ალვეში დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა.
თუმცა, მე-17 წუთზე ანგარიში ბრაზილიელებმა გახსნას. ლუის გუსტავოს კარგი თამასის შემდეგ შედეგიანი დარტყმა ნეიმარმა განახორციელა.
26-ე წუთზე ბრაზილიელთა დაცვა კიდევ ერთხელ ჩავარდა. მარცხენა ფლანგზე ნიომი დანი ალვეშს გასცდა და უმეთვალყურეოდ დარჩენილ მატიპს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
მასპინძლებს წინ გასასვლელად 10 წუთი დასჭირდათ. მარსელოს აქტიურობის შემდეგ ბურთი ნეიმარს მიუვიდა, რომელმაც მეტოქე ჩამოიშორა და იტანჯის კარში კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა.
მეორე ტაიმის ოთხი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ბრაზილიელებმა ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება შესძლეს. დავიდ ლუისის ჩაწოდებას საჯარიმოში ფრედი გამოეხმაურა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია.
ბრაზილიელთა გამარჯვებაში წვლილი შეცვლაზე შემოსულმა ფერნანდინიომაც შეიტანა. 84-ე წუთზე ოსკარი-ფრედი-ფერნანდინიოს სწრაფი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა.
ბრაზილიელებმა მუნდილაზე ჯერჯერობით თავისი საუკეთესო მატჩი აჩვენეს და პლეი-ოფში პირველი ადგილიდან გავიდნენ. კამერუნი კი სალხში ბრუნდება.
გოლები: ნეიმარი 17′ (0:1); მატიპი 26′ (1:1); ნეიმარი 35′ (1:2); ფრედი 49′ (1:3); ფერნანდინიო 84′ (1:4)