“ლივერპულისთვის” სატრანსფერო პერიოდი არ დასრულებულა

“ლივერპული” ამ დრომდე ფიქრობს გუნდის შეტევითი ხაზის გაძლიერებაზე. კერძოდ, ბრიტანული პრესის ცნობით, მერსისაიდულ გუნდს არჩევანი “მონაკოს” თავდამსხმელ რადამელ ფალკაოზე აქვს შეჩერებული.

ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად “წითლები” სამუელ ეტოოს განიხილავენ. კამერუნელი ფეხბურთელი მზად არის, “ენფილდზე” გადავიდეს, თუმცა “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი არჩევანის გაკეთებას არ ჩქარობს. “ენფილდროუდელთა” კიდევ ერთი ალტერნატიული ვარიანტი “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ედინსონ კავანია.

მერსისაიდული გუნდის თავკაცი არ გამორიცხავს, რომ კიდევ ერთი-ორი მოთამაშე დაიმატოს.

“გუნდი კიდევ უნდა განვავითაროთ. გასულ პრემიერლიგის მოგებისთვის ვიბრძოდით, თუმცა მხოლოდ 12-13 ფეხბურთელი გვყავდა, ამიტომ ამ ზაფხულს უნდა გავძლიერდეთ.
შესაძლოა, ერთი-ორი ფეხბურთელი კიდევ დავიმატოთ. იანვარში არავინ შეგვიძენია, ამიტომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია”, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

 

როჯერსი: “ლოვრენი სწორედ ისაა, ვისაც კარაგერის წასვლის შემდეგ ვეძებდით”

დორტმუნდის “ბორუსიასთან” გამართული ამხანაგური მატჩის (4:0) შემდეგ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა გუნდის ახალწვეულები ხავიერ მანკილიო და დეიან ლოვრენი შეაქო. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა გოლის გატანაც შეძლო.

“დეიანი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ჯეიმი კარაგერის წასვლის შემდეგ სწორედ ასეთ ფეხბურთელს ვეძებდით. ლოვრენი მოედანზე დომინირებდა, მეტოქეს ხვდებოდა და თამაშს კარგად კითხულობდა, შეტევაშიც ერთვებოდა. ის ორვე ფეხს კარგად ხმარობს.
ახალგაზრდა მანკილიომაც კარგად წარმოაჩინა თავი. ის კლასიკური მცველია. მეტოქის მიერ ნებისმიერი მოწოდებული ბურთის მოგერიება შეუძლია, შეტევაში ჩასართავადაც დიდი ენერგია აქვს. ვიმედოვნებ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი-ორი შენაძენი კიდევ გვექნება”, – როჯერსის სიტყვები Goal.com-მა გამოქვეყნა.

 

როჯერსი: “ბალოტელი ლივერპულში არ იქნება”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა მერსისაიდულ კლუბში მარიო ბალოტელის ტრასნფერი გამორიცხა.

“ბალოტელიზე საკმაოდ ბევრი კითხვა ისმის. ჩემი აზრით,  მარიო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. “ლივერპულში” ის არ იქნება. ის ამჯამად “მილანის” ფეხბურთელია” – განაცხადა როჯერსმა.

სტარიჯი ტრავმირებულია

“ლივერპულის” ფორვარდმა დანიელ სტარიჯმა აშშ-ში მიმდინარე მოსამზადებელ შეკრებაზე ტრავმა მიიღო.

მერსისაიდელების მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ სტარიჯმა შეკრება დატოვა და სამკურნალოდ ინგლისში გაემგზავრა.

როჯერსი იმედოვნებს, რომ ფორვარდი მწყობრში 10 აგვისტოს დორტმუნდის “ბორუსიასთან” გასამართი მატჩისთვის იქნება.

 

როჯერსი: “ახალწვეულები ლივერპული კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ”

“ლივერპულის” მტავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა აშშ-ში “მანჩესტერ სიტისთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საკუთარი გუნდის ახალწვეულებზე ისაუბრა.

“გასაძლიერებელი რამდენიმე პოზიცია დაგვრჩა. კონკრეტული მოთამაშეები გარკვეული მიზნებით მოვიწვიეთ. მათი უმრავლესობა გუნდს საკმაოდ ადვილად შეეწყო. თუმცა, ადაპტაცია გარკვეულ დროს მაინც წაიღებს. ახალწვეულები “ლივერპული” კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ

“სიტისთან” მატჩში ჩვენ საფირმო ნიშანი, ხასიათი გამოვავლინეთ. ჩვენი გუნდი სეზონისწინა მატჩებშიც კიკონკურენტუნარიანია” – განაცხადა როჯერსმა.

როჯერსი: „კარგია, რომ ჯერარდი ნაკრებიდან წავიდა… სუარესს ჩვენთვის არ უღალატია“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი იმედოვნებს, რომ სტივენ ჯერარდის სანაკრებო კარიერის დასრულება კლუბზე დადებითად იმოქმედებს. მერსისაიდული გუნდის თავკაცის თქმით, საერთაშორისო კარიერის დასრულება ჯერარდს საშუალებას მისცემს, რომ მთელი სეზონი საღსალამათად გაატაროს.

„ჯერარდი ინგლისის ნაკრებისთვის შესანიშნავი კაპიტანი იყო, თუმცა ჩემი აზრით, სანაკრებო კარიერის დასრულება ისევ სტივენისთვის იქნება სახეირო. საერთაშორისო კარიერის დასრულებამ დადებითად უნდა იმოქმედოს მის თამაშზე „ლივერპულში“. ვფიქრობ, მომდევნო სეზონს ის უფრო საღსალამათად ჩაატარებს“, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს „სქაი სპორტსი“.

„ლივერპულის“ თავკაცმა გუნდიდან ლუის სუარესის წასვლის შესახებაც ისაუბრა. როჯერსმა სინანული გამოთქვა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ გუნდი პროგრესირებას განაგრძობს.

„ლუისს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. მას არც ჩემთვის და არც კლუბისთვის არ უღალატია, ლუისმა ყველაფერი გააკეთა „ლივერპულისთვის“. სამწუხაროა, რომ დაგვტოვა, თუმცა გუნდი მის გარეშეც გააგრძელებს წინსვლა-განვითარებას“, – აღნიშნა როჯერსმა.

 

ლივერპული რეკორდულ თანხას დახარჯავს

“ლივერპული” უკვე ოთხი ახალწვეულით გაძლიერდა, თუმცა “წითლები” ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. ლუის სუარესის ტრანსფერის შემდეგ ინგლისური კლუბის ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდური თანხით შეივსო.

ამ დროისათვის “ლივერპულმა” 57 მილიონი ევრო უკვე დახარჯა, თუმცა ახალი ფორვარდის დამატების შემდეგ, შესაძლოა, თანხამ 100 მილიონს გადააჭარბოს.

“სუარესის ტრანსფერი ჩვენთვის სასურველი მოთამაშეების დამატების საშუალებას გვაძლევვს” – განაცხადა ბრენდან როჯერსმა.

როჯერსმა „ლივერპულთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

„ლივერპულის“ ოფიციალური საიტი ადასტურებს, რომ ბრენდან როჯერსმა კლუბთან ახალ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„ეს ჩემთვის დიდი პატივია. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდებულ კლუბში მუშაობის შესაძლებლობა მაქვს“, – განაცხადა მერსესაიდელთა თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ 2013/14 წლების სეზონში „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა.

ალექსანდრე მატევოსოვი

როჯერსი: „მოუთმენლად ველი ვან გალთან შეხვედრას“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი თვლის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ კლუბის თავკაცის პოსტზე ლუი ვან გალის დანიშვნით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, მერსისაიდული გუნდის დამრიგებელმა დევიდ მოიესის გათავისუფლების გამო სინანული გამოთქვა.

„პირველ რიგში, სამწუხაროა, რომ მოიესს შანსი არ მიეცა. მისი წასვლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ გამოცდილი სპეციალისტი სჭირდებოდა. ვან გალი ამ პოსტისთვის იდეალური ვარიანტია. მრავალი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი მის მუშაობას. ის ყოველთვის აღწევდა წარმატებას. აქვს საკუთარი ხედვა და გაგება, თუ როგორ უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა. ვან გალს ახალგაზრდებთან მუშაობაც ეხერხება. ჰოლანდიელის სტატუსი კლუბის ისტორიას შეესაბამება. მოუთმენლად ველი ვან გალთან შეხვედრას“, – განაცხადა ბრენდან როჯერსმა რადიოსადგურ „თოქსპორტის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ლუი ვან გალი „მანჩესტერ იუნაიტედს“ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს.

ბექა დოგრაშვილი

ბრენდან როჯერსი: “შეტევის გასაძლიერებლად 2-3 მოთამაშეს დავიმატებთ”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

“მხოლოდ ორი მეკარე გვყავს, ამიტომ ერთი გოლკიპერის შეძენას ვაპირებთ. ასევე, ვეძებთ 2-3 შემტევ მოთამაშეს.

ლივერპულს “მშიერი”, ამბიციური ფეხბურთელები სჭირდება. მოთამაშეები, რომლებსაც პროსესიონალური კუთხით გაზრდა უნდათ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ახალგაზრდებზე გავაკეთებთ აქცენტს.

დამწყებ მოთამაშეს ყოველთვის სჭირდება გამოცდილი პარტნიორი” – განაცხადა როჯერსმა.

ბრენდან როჯერსმა გლენ ჯონსონის შვილს სახეში ბურთი გაარტყა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა კადრები, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მოახვედრა ბრენდან როჯერსმა სახეში ბურთი გლენ ჯონსონის ვაჟს.

როჯერსი: „ამ დრომდე შოკში ვარ“

„ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ბოლო ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც „ნიუკასლ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართავს. მერსისაიდულ გუნდს ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა ძალიან მცირე. ამისთვის, პირველ რიგში, „მანჩესტერ სიტი“ შინ უნდა დამარცხდეს „ვესტ ჰემთან“ და თავად „ლივერპულმა“ „ნიუკასლი“ უნდა დაამარცხოს.

მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი საკუთარ ფეხბურთელებს სეზონის დასასრულს ულოცავს და აცხადებს, რომ „წითლები“ მომავალ წელს უფრო მაღალი შედეგისთვის იბრძოლებენ. როჯერსის თქმით, ის ჯერ კიდევ არ გამოსულა წინა ტურში „კრისტალ პალასისგან“ მიღებული შოკიდან. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის მიმდინარეობისას „ლივერპული“ ანგარიშით 3:0 იგებდა, თუმცა შეხვედრის ბოლო 10 წუთში 3 გოლი გაუშვა და მეტოქეს 3:3 დაუზავდა.

„ჩემს მოთამაშეებს სეზონის მიწურულს ვულოცავ. მათ „ლივერპული“ მსოფლიო დონეზე დააბრუნეს. ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალ სეზონში უფრო მაღალ შედეგს ველით. სამჯერ ვუყურე „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩს და ამ დრომდე ვერ გამოვსულვარ შოკიდან“, – როჯერსის სიტყვებს „ბი ბი სი“ აქვეყნებს.

აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგის 38-ე ტურის ათივე შეხვედრა ერთ დროს დაიწყება — 11 მაისს, 18:00 საათზე.

ბექა დოგრაშვილი