კარიკატურა: დიეგო კოშტამ, პრობლემების დასავიწყებლად, სმა დაიწყო (ფოტო)

დიეგო კოშტას ანტონიო კონტესთან კონფლიქტი აქვს. იწერება, რომ დაპირისპირება “ჩელსის” თავდამსხმელის ჩინურ შემოთავაზებასა და მის მიერ მოგონებულ ტრავმას უკავშირდება. იტალიელმა სპეციალისტმა კოშტა “ლესტერ სიტისთან” გასამართი მატჩისთვის განაცხადშიც კი არ შეიყვანა.

ომარ მომანის აზრით, დიეგომ, საკუთარ პრობლემებზე ფიქრით, სმა დაიწყო.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (14 იანვარი)

ოფიციალურად: ჯაბა ჯიღაური სკოპიეს “ვარდარის” ფეხბურთელია

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ თბილისის “დინამოს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ჯაბა ჯიღაური სკოპიეს “ვარდარში” ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას მაკედონიური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ჩინელები ხამეს როდრიგესს მიუახლოვდნენ

“ტიანძინ ციუანძიანის”-ის პრეზიდენტი, შუ იუჰიუ მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი ვარსკვლავის, ხამეს როდრიგესის აგენტთან ერთად, ჩინეთში დააფიქსირეს. არაა გამორიცხული, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ვარსკვლავების გზას გაჰყვეს და კარიერას ფული ამჯობინოს.

კონტეს მორატა მოუნდა

Calciomercato იტყობინება, რომ ანტონიო კონტემ უკვე დაიწყო დიეგო კოშტას შემცვლელის ძებნა. შესაძლოა, კოშტა სულაც არ წავიდეს და კონტემ ალვაროთი, უბრალოდ, შეტევა კიდევ უფრო გააძლიეროს, მაგრამ ფაქტია, რომ ანტონიოსა და “ბლანკოსის” თავდამსხმელს შორის უკვე შედგა კონტაქტი. (Calciomercato)

“ვესტ ჰემი” სიგურდსონისა და ბატშუაის გადაბირებას აპირებს

“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები დიმიტრი პაიეს ტრანსფერისგან მიღებული თანხის დახარჯვას “სუონსი სიტისა” ფლეიმეიკერის, გილფი სიგურდსონისა და “ჩელსის” ფორვარდის, მიში ბატშუაის ტრანსფერებში აპირებს. ლონდონურ კლუბს ამ ფეხბურთელების შეძენა დაახლოებით 20 მილიონი უნდა დაუჯდეს. (Daily Express)

“ლივერპულის” ფორვარდი ამერიკისკენ მიიწევს

მერსესაიდული “ლივერპულის” ფორვარდი, ბრუკს ლენონი ამერიკულ MLS-ში გადადის. როგორც მერსესაიდული გამოცემები იუწყებიან, ლენონი, რომელიც აშშ-ს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს, “რეალ სოლტ ლეიკში” სეზონის ბოლომდე, არენდის წესით ითამაშებს. (Liverpool Echo)

“პარის სენ-ჟერმენს” დეპაის გადაბირება უნდა

ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი შემტევის, მემფის დეპაის გადაბირებით არიან დაინტერესებულები. როგორც იცით, დეპაის გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვეს “ლიონისა” და “ევერტონის” ხელმძღვანელებმა, მაგრამ პარიზელების ბიუჯეტის ფონზე, ამ კლუბებს მათთვის კონკურენციის გაწევა ნამდვილად გაუჭირდებათ. (The Sun)

მოსალოდნელი ტრანსფერები (14.01.2017)

კონტეს მორატა მოუნდა

უკანასნელ პერიოდში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელსა და დიეგო კოშტას შორის კონფლიქტია. ამან ეჭვქვეშ დააყენა “არისტოკრატების” თავდამსხმელის ლონდონური მომავალი.

Calciomercato იტყობინება, რომ იტალიელმა სპეციალისტმა უკვე დაიწყო სხვა ფორვარდის ძებნა. შესაძლოა, კოშტა სულაც არ წავიდეს და კონტემ ალვაროთი, უბრალოდ, შეტევა კიდევ უფრო გააძლიეროს. ფაქტია, რომ ანტონიოსა და “ბლანკოსის” თავდამსხმელს შორის უკვე შედგა კონტაქტი.

მორატა “იუვენტუსიდან” გასულ ზაფხულს დაბრუნდა “რეალში”. იგი ნამდვილად არაა ძრითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი. პრიმერა დივიზიონში 24 წლის ფეხბურთელმა 12 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლიც გაიტანა.

ტრანსფერის განხორციელებას ისიც ართულებს, რომ “თეთრებს” სატრანსფერო ბანი აქვთ და ამ ზამთარში, თუ მორატას გაუშევებენ, მის შემცვლელს ვერ დაიმატებენ.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, მით უმეტეს, თუ გუდნდიდან კოშტა წავა.

ედენ აზარი: “უპირატესობა გვაქვს, თუმცა ყველაფერია მოსალოდნელი”

ლონდონის “ჩელსი” მიმდინარე სეზონში საოცრად გამოიყურება. ანტონიო კონტეს შეგირდებმა პრემიერ ლიგაში მიჯრით 13 მატჩი მოიგეს, თუმცა ბოლოს თანაქალაქელ “ტოტენჰემთან” დამარცხდნენ და მეორეადგილოსან “ლივერპულთან” ხუთქულიანი უპირატესობა აქვთ.

გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და გაანცხადა, რომ, მიუხედავად ცხრილში კომფორტული სიტუაციისა, “ჩელსის” მოდუნების უფლება არ აქვს.

“ყველამ კარგად იცის, თუ რაოდენ რთულია პრემირ ლიგაში ასპარეზობა. აქ ნებისმიერ დროს, არავინ იცის, რა მოხდება.”

“ამ მომენტში ცხრილში პირველი ადგილზე ვართ და საკმაო უპირატესობაც გვაქვს. თუმცა, ის გუნდები, რომლებიც ჩვენ მოგვდევენ, მოდუნებას არ აპირებენ. ისინი ძლიერები არიან და შეეცდებიან, რაც შეიძლება, მალე აღმოფხვრან ჩამორჩენა.”

“თუმცა , მოდუნებას არც “ჩელსი” აპირებს. ვგრძნობთ უპირატესობას და, მასთან ერთად, თავდაჯერებულობას. ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ მომდევნო შეხვედრებში,” – განაცხადა ბელგიელმა შემტევმა.

“ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დე ვრეისთვის იბრძოლებენ

პრემიერ ლიგის გუნდები, ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის ხაზის გაძლიერებას შეეცდებიან. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინგლისური კლუბების ერთ-ერთ მთავარი სამიზნე რომის “ლაციოს” ფეხბურთელი, სტეფან დე ვრეი იქნება.

ჰოლანდიელმა მცველმა ამ სეზონში სერია ა-ში 12 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა. ერთი სიტყვით, იგი სტაბილურად ასპარეზობს და სათამაშო დროც ეძლევა. დე ვრეის გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულზე ეწურება, თუმცა ვრცელდება ხმები, რომ “ლაციო” 24 წლის სპორტსმენს ახალ ხელშეკრულებას უმზადებს.

ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი გამოწვევაა პრემიერ ლიგაში თამაში. შესაბამისად, მიუხედავად ზემოთ ნახსენებისა, სტეფანი ნამდვილად ვერ იტყვის მყისიერ უარს ინგლისური გრანდების შემოთავაზებაზე.

“ჩელსის” და “მანჩესტერს”, დაახლოებით, 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ ჰოლანდიელის სანაცვლოდ.

Daily Mail: ანტონიო კონტესა და დიეგო კოშტას შორის უთანხმოება ჩამოვარდა

ბრიტანული Daily Mail-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “ლესტერთან” გასამართ მატჩში, ლონდონის “ჩელსის” ესპანელი ფორვარდი, დიეგო კოშტა ვერ დაეხმარება.

წყაროს ცნობით, ესპანელ შემტევსა და იტალიელ ანტონიო კონტეს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. როგორც ცნობილი ხდება, ანტონიო კონტე კატეგორიულად არ ეთანხმება კოშტას მოსაზრებას, რომლის თანახმადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდი საფრთხის ქვეშ დგას.

“ატლეტიკოს” ყოფილმა ფეხბურთელმა “ჩელსის” სამედიცინო შტაბს განუცხადა, რომ მას ძველი ტრავმების რეციდივი აქვს, თუმცა ლონდონელი ექიმები ამ აზრს არ იზიარებენ.

შედეგად, კოშტა გუნდს გამოეყო და “ლესტერშირელებთან” მისი თამაშიც გამოირიცხა. მისი ლონდონური მომავალი კი ბურუსმა მოიცვა.

როგორი იქნება “ჩელსის” განახლებული სტადიონი (ფოტოები)

ლონდონის “ჩელსის” სტადიონის, “სტემფორდ ბრიჯის” რეკონსტრუქციის გეგმა ოფიციალურად დამტკიცდა. შედეგად, 2021/22 წლების სეზონს “არისტოკრატები” განახლებულ სტადიონზე ჩაატარებენ, რომელთა ტევადობაც 41 600 იქნება.

სტადიონის რეკონსტრუქცია რომან აბრამოვიჩს 500 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

ტიბო კურტუას ბრწყინვალე გოლი ვარჯიშზე (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსის” მეკარემ, ტიბო კურტუამ სოციალურ ქსელ Instagram-ში ვიდეო ატვირთა, რომელშიც მის მიერ ვარჯიშზე გატანილი ლამაზი გოლია აღბეჭდილი.

ზამთრის მთავარი ტრანსფერები

სულ რამდენიმე დღეა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და უკვე განხორციელდა გამორჩეული ტრანსფერები.

რაიან ბაბელი, “დეპორტივო” – “ბეშიქთაში”, უფასოდ 

30 წლის ჰოლანდიელი, რომელიც ამსტერდამის “აიაქსში” ძალიან პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა. იგი დედაქალაქური კლუბის შემდეგ, “ლივერპულშიც” იყო, სადაც ბოლომდე იმედები ვერ გაამართლა. ბაბელმა ძალიან ბევრი იმოგზაურა. იგი არაბთა გაერთიანებული ემირატების ჩემპიონატშიც კი თამაშობდა. გასულ ზაფხულზე ჰოლანდიელმა მცირეხნიანი კონტრაქტი გააფორმა ესპანურ “დეპორტივოსთან”, სადაც 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა. სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ ბაბელი უფასოდ გადავიდა თურქულ “ბეშიქთაშში”.

იაგო ფალკე, “რომა” – “ტორინო”, 6 მილიონი ევრო

ფალკე 2015 წლის ზაფხულიდან “რომას” ეკუთვნოდა. პირველი, არც ისე წარმატებული სეზონის შემდეგ, 27 წლის ესპანელი ფეხბურთელი რომაელებმა “ტორინოში” გაანათხოვრეს, სადაც სერია ა-ში ჩატარებულ 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. სუპერშედეგიანი ფალკე ზამთარში “ტორინომ” 6 მილიონად იყიდა.

ტიმოტე კოლოჯეიჩაკი, “სევილია” – მიუნხენგლადბახის “ბორუსია”, – 7.5 მილიონი ევრო

როგორც ცნობილი ჟურნალისტი, მაიკლ იოხინი იტყოდა, როგორც იქნა, ფრანგმა მცველმა იპოვა ისეთი გუნდი, რომლის სახელწოდებაც მის გვარზე დიდია. კოლოჯეიჩაკმა ეს ტრანსფერი ტვიტერზე დაადასტურა.

ტომას რინკონი, “ჯენოა” – “იუვენტუსი”, 8 მილიონი ევრო

ვენესუელელი, რომელიც “იუვემ” იყიდა ვიტსელის მაგივრად.

ადემოლა ლუკმანი, “ჩარლტონი” – “ევერტონი”, 7.5 მილიონი ფუნტიდან 11 მილიონ ფუნტამდე

კიდევ ერთი ახალგაზრდა ინგლისელი ტალანტი. 18 წლის ადემოლა წელიწად-ნახევრის მანძილზე “ჩარლტონში” გამოდიოდა. ამ ზამთარში კი, ყველა გრანდს “ევერტონმა” აჯობა და ლუკმანი არც ისე იაფად შეიძინა.

კარლოს ტევესი, “ბოკა ხუნიორსი” – “შანხაი შენჰუა”, 10.5 მლიონი ევრო

როგორც არგენტინის პრეზიდენტმა თქვა, კარლიტოს განტვირთვა სჭირდება. ტევესმა დასასვენებლად შესანიშნავი ადგილი იპოვა ჩინეთის სახით, სადაც იგი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

უილფრიდ ნდიდი, “გენკი” – “ლესტერი”, 17.6 მილიონი ევრო

კიდევ ერთი მცდელობა “ლესტერ სიტისა”, რომ გუნდში ახალი კანტე მიიყვანონ.

რიხედლი ბაზური, “აიაქსი” – “ვოლფსბურგი”, 12 მილიონი ევრო

20 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, რომელიც დიდ ტალანტს ფლობს. მისით რამდენიმე პრემიერლიგური გრანდი ინტერესდებოდა, თუმცა ახალგაზრდა სპორტსმენმა ბუნდესლიგა აირჩია.

ლეონარდო პავოლეტი, “ჯენოა” – “ნაპოლი”, 18 მილიონი ევრო

კიდევ ერთი მცდელობა “ნაპოლის” მხრიდან, რომ იყიდონ ახალი გინსალო იგუაინი.

აქსელ ვიტსელი, “ზენიტი” – “ტიანცზინ ციუანცზიანი”, 20 მილიონი ევრო

“იუვე” სთავაზობდა, თუმცა მისთვის სხვა რამეა პრიორიტეტული.

იულიან დრაზქსლერი, “ვოლფსბურგი” – “პსჟ”, 40 მილიონი ევრო

იმედია, დრაქსლერი პარიზულ კლუბში მაინც აჩვენებს იმას, რასაც მისგან დიდი ხანია ელიან.

ოსკარი, “ჩელსი” – “შანხაი ტელეისი”, 60 მილიონი ევრო

კიდევე ერთი ფეხბურთელი, რომლისთვისაც კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა.

ოფიციალურად: ჯონ ობი მიკელმა “ჩელსი” ჩინურ კლუბში გაცვალა

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა, ჯონ ობი მიკელმა კარიერის გასაგრძელებლად ჩინური კლუბი, “ტიანჟინ ტედა” აირჩია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლონდონელებმა ნიგერიელი ჰავბეკი ჩინეთში უფასოდ გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ მის კონტრაქტს ვადა ზაფხულში ეწურებოდა.

29 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს ჩინური კლუბების გარდა “ვალნესიისა” და “მარსელის” ხელმძღვანელებიც იჩენდნენ, თუმცა მან ჩინეთში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება, სადაც ის ხელფასის სახით კვირაში 140 000 ფუნტს მიიღებს.

კარიკატურა: ფუტკარმა ალიმ კონტეს შეუჩერებელ მონსტრს უკბინა (ფოტო)

გუშინ პრემიერ ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემი” თანქალაქელ “ჩელსის” დაუპირისპირდა. “სპურსებმა” მეტოქე დელე ალის დუბლით დაამარცხეს და მისი 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს.

ალის მოქმედება ომარ მომანიმ ასე დაინახა

 

დიეგო კოშტა პედროს გაუბრაზდა (ვიდეო)

5 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “ჩელსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის პირველ ნახევარში, ერთ-ერთ ეპიზოდში დიეგო კოშტამ და პედრომ ერთმანეთს ვერ გაუგეს, რის შემდეგაც კოშტამ თანაგუნდელს უსაყვედურა.

იხილეთ ვიდეო