არეულობა “ვესტ ჰემისა” და “ჩელსის” მატჩის დროს და დაშავებული 8 წლის გოგონა

ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელიც სამშაბათს “ვესტ ჰემსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩს თავის 8 წლის გოგონასთან ერთად ესწრებოდა აცხადებს, რომ მათი მიმართულებით მონეტები ისროლეს, რომლებიც გოგონას მოხვდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით სკოტლანდ იარდმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც შვიდი გულშემატკივარია დაკავებული, რომელიც გუშინ ყოფილ “ოლიმპიურ სტადიონზე” გამართულ მატჩს ესწრებოდა.

“ჩელსის” გულშემატკივარის თქმით, მისი გოგონას მიმართულებით უცნობმა პირებმა 7 მონეტა ისროლეს, რომელთა ნაწილიც მის შვილს მოხვდა. ისინი ამ მონეტების შენახვასა და საქმის სასამართლოში განხილვას აპრებენ.

Calciomercato: ოსკარი “იუვენტუსის” რადარზე დაბრუნდა

Calciomercato-ს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს კვლავ სურთ “არისტოკრატთა” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ოსკარის გადაბირება.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ოსკარს ძალიან ბევრი გამოცემა აკავშირებდა ტურინულ კლუბთან, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემ ისე ჩაიარა, რომ ოსკარს “სტემფორდ ბრიჯი” ერთხელაც არ დაუტოვებია.

ამასთანავე ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ტურინელები 25 წლის ნახევარმცველს სასტარტო შემადგენლობაში ადგილს სთავაზობენ, რაც მას ლონდონში ნამდვილად აკლია. შესაძლოა, ტრანსფერში გადამწყვეტი როლი სწორედ ამ ფაქტორმა ითამაშოს.

რაიან გიგზმა “მანჩესტერის” ფეხბურთელები გააკრიტიკა: “ასე არ იქცევიან!”

რაიან გიგზმა “მანჩესტერ იუნაიტედის” იმ ფეხბურთელებს უსაყვედურა, რომლებმაც “ჩელსისთან” განადგურების (4-0) შემდეგ მოედანი ლაღად, სიცილით დატოვეს და მეტოქეებთან მაისურებიც გაცვალეს.

“შესაძლოა საფეხბურთო მატჩში დაგჯაბნონ, დაგამარცხონ, მაგრამ თუ ასე გამარცხებენ შემდეგ მათთან მაისურები არ უნდა გაცვალო, ასეთი რამ ნამდვილად არ მომწონს.” – განაცხადა გიგზმა, რომელმაც 29 წელი გაატარა “იუნაიტედში”.

888888888888888888

“თუ 4-0-ით დაგამარცხებენ, მეტოქეს უნდა მიულოცო, გულშემატკივრებს მადლობა უნდა გადაუხადო მხარდაჭერისთვის და მაშინვე გახვიდე მოედნიდან – ნაცვლად მოედანზე სეირნობისა, მაისურების გაცვლისა და სიცილისა.”

გარი ნევილმა ყველაფერი პოლ პოგბასა და ანდერ ერერას გადააბრალა

გარი ნევილმა “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში (4-0) პოლ პოგბასა და ანდერ ერერას თამაშს სამარცხვინო უწოდა. ნევილის თქმით, ნახევარმცველთა ეს დუელი ყველაზე ცუდად გამოიყურებოდა.

“პოგბასა და ანდერ ერერასგან ასეთი თამაშის ჩვენება უბრალოდ სამარცხვინოა.” – განაცხადა “ვალენსიას” ყოფილმა მწვრთნელმა Sky Sports-თან საუბრისას.

“კანტემ მათ შორის უბრალოდ შეისეირნა, არადა მათ საკუთარი ნახევარის დაცვა ევალებათ, ისინი ნახევარმცველები არიან. კანტემ მათი ბარიერი ადვილად გაიარა, ისევე როგორც აზარდმა. პირველი გოლი ერთი დიდი ხუმრობა იყო.

ბოლო წლების მანძილზე “მანჩესტერ იუნაიტედმა” 180 მილიონი ფუნტის ღირებულების ნახევარმცველები იყიდა, თუმცა ჯერაც არ ვიცი, ნახევარმცველთა რომელი წყვილი იყო საუკეთესო.”

ანტონიო კონტემ ჟოზე მოურინიოს უპასუხა

ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული მატჩის (4-0) შეფასებისას, ლონდონელთა იტალიელ თავკაცს, ანტონიო კონტეს ჟოზე მოურინიოს ნათქვამზეც სთხოვეს კომენტარის გაკეთება.

“მესმოდა, თუ როგორ გულშემატკივრობდნენ “მანჩესტერის” ფანები თავიანთ გუნდს, რასაც ისინი ყოველთვის აკეთებენ და იგივე მოვთხვოვე ჩემი გუნდის ფანებსაც. აპლოდისმენტებს დღევანდელი მატჩისთვის “ჩელსის” თითოეული ფეხბურთელი იმსახურებდა, ეს საჭირო იყო.

რაც შეეხება ჩემსა და მოურინიოს შორის არსებულ პირად საუბარს, ვთვლი, რომ ის რაც პირადია, ასევე უნდა დარჩეს. მე ჟოზეს დიდ პატივს ვცემ, ის დიდებული სპეციალისტია, რომელმაც აქ ძალიან ბევრი რამ მოიგო.”

მოურინიო: “მომდევნო 3 მატჩიდან მხოლოდ 9 ქულა დაგვაკმაყოფილებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ “ჩელსისთან” განადგურების შემდეგ (4-0) პრესასთან ამ მარცხის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.

“თუ გუნდს რაიმე სტრატეგია გააჩნია და მატჩიდან რაიმე შედეგის მიღება უნდა, მაშინ ისეთი გოლი არ უნდა გაუშვას, როგორიც ჩვენ გაგვიტანეს.

პირველი გოლის გაშვების შემდეგ, ჩვენ შეტევაზე ვფიქრობდით, საგოლე მომენტის შექმნა არაერთხელ ვცადეთ. მეორე და მესამე გოლი ხომ კონტრ-იერიშების მეშვეობით გაგვიტანეს.

ქულების თვალსაზრისით, ამ მატჩიტან ნული ქულა ავიღეთ, სამი ქულა დავკარგეთ. ახლა კი პირველ ადგილამდე 6 ქულა გვაშორებს, 4 ქულა ოთხეულამდე. ასე რომ მატჩების მოგება უნდა დავიწყოთ, რაც არც ისე ადვილია.

ბოლო 3 მატჩიდან მხოლოდ 2 ქულა ავიღეთ, რაც იძულებულს გვხდის, მომდევნო 3 მატჩიდან 9-ვე ქულისთვის ვიბრძოლოთ.”

“ჩელსი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”: მოურინიომ 6 ცვლილება განახორციელა

ჟოზე მოურინიომ ყოფილ კლუბთან გასამართი მატჩის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” სასტარტო თერთმეტეულში 6 ცვლილება განახორციელა.

“წითელ ეშმაკთა” დამრიგებელმა სასტარტოში გაამწესა ანტონიო ვალენსია, დეილი ბლინდი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, მარკუს რეშფორდი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თუმცა პორტუგალიელმა ძირითადში მხითარიანის ადგილი კვლავ ვერ მოძებნა.

გამომდინარე იქიდან, რომ “მანჩესტერელთა” კაპიტანი, უეინ რუნი ტრავმირებულია, პოლ პოგბას უფრო მეტად მოუწევს შეტევით მონახაზებში თავის როლის თამაში. ის ზლატანის უკან ითამაშებს.

რაც შეეხება “ჩელსის” სკიპერ ჯონ ტერის, როგორც ჩანს, ის ჯერ სათანადოდ მზად არაა მოედანზე გამოსასვლელად. დაცვის ცენტრში მის ნაცვლად დავიდ ლუისი და ტიმ კეჰილი ითამაშებენ.


“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი, კეჰილი, მოზესი; კანტე, მატიჩი, ალონსო; პედრო, აზარი, დიეგო კოშტა.

სათადარიგოთა სკამი: ბეგოვიჩი, აინა, ტერი, ჩალობაჰი, ოსკარი, უილიანი, ბატშუაი.

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, ბაილი, სმოლინგი; ერერა, ფეილაინი, ლინგარდი, პოგბა; რეშფორდი, იბრაჰიმოვიჩი.

სათადარიგოთა სკამი: როხო, მატა, მარსიალი, კერიკი, იანგი, რომერო, დარმიანი.


ზამთარში “რეალის” მთავარი სამიზნე ტიბო კურტუა იქნება

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი მეკარის, ტიბო კურტუას გადაბირება მადრიდის “რეალმა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარ სამიზნედ დაისახა. ამ ინფორმაციას ესპანური Don Balon ავრცელებს.

როგორც იცით, ბოლო დროს “ლოს ბლანკოსს” “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელ მეკარესთან, დავიდ დე ხეასთანაც აკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ზამთარში ამ ტრანსფერის განხორციელების შანსები ნულის ტოლია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბელგიელ ფეხბურთელს მადრიდის “რეალის” მეტოქის, “ატლეტიკოს” ბანაკში 3 სეზონი აქვს გატარებული, რაც შესაძლოა, ამ ტრანსფერის შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს.

მოურინიო აბრამოვიჩზე: “მეგობრები არასდროს ვყოფილვართ”

ბრიტანულ Sky Sports-თან საუბრისას, “ჩელსის” ყოფილმა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ამჟამინდელმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც მას რომან აბრამოვიჩთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია.

“აბრამოვიჩი კლუბის მფლობელი იყო, მე მას დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა არასდროს გვქონია. მე მწვრთნელი ვიყავი და ისიც ამიტომ მცემდა პატივს.

ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ.

მის სახლში თუ მივიდოდი, მხოლოდ სამსახურეობრივი საქმის გამო. რაიმე პირადული არასდროს გაგვიზიარებია ერთმანეთისათის. მეგობრები არ ვყოფილვართ, ალბათ იმიტომ რომ ერთმანეთის მიმართ ზედმეტად დიდ პატივისცემას ვამჟღავნებდით.” – განაცხადა პორტუგალიელმა.

“ჩელსი” – “მანჩესტერი”: გუნდების კომბინირებული სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

23 ოქტომბერს პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართება. ერთ-ერთ მათგანში ლონდონის “ჩელსი” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.

Goal.Com-ი გუნდების საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელებისგან შემდგარ კომბინირებულ სიმბოლურ ნაკრებს გვთავაზობს.

დე ხეა; ალონსო, ბლინდი, ბაილი; აზარი, ერერა, კანტე, მოზესი; კოშტა, მატა, რეშფორდი.

 

 

 

Daily Mirror: პეპეს თვალი კარისკენ უჭირავს, “ჩელსი” საქმის კურსშია

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მცველი კონტრაქტის გახანგრძლივების ვარიანტთან ერთად კლუბის დატოვების შესაძლებლობებსაც განიხილავს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mirror ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “ბლანკოსის” ვეტერანი მცველის გადაბირებით ანტონიო კონტეს “ჩელსია” დაინტერესებული, რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს დავიდ ლუისი დაიმატა.

როგორც იცით, იტალიელი სპეციალისტი ლეონარდო ბონუჩის გადაბირებასაც ცდილობდა, თუმცა მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ.

ასე რომ, თუ კეპლერ პეპე კონტრაქტის გახანგრძლივებას ვერ მოახერხებს, დიდი ალბათობით ის ესპანეთის დედაქალაქს ინგლისის დედაქალაქში გაცვლის.

talkSPORT: “ინტერმა” მაურო იკარდის შემცვლელი ლონდონში იპოვა

talkSPORT-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მილანური “ინტერი” ზამთარში მიში ბატშუაის გადაბირებას აპირებს, რომელსაც სავარაუდოდ მაურო იკარდის მოვალეობების შესრულება დაევალება.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ბოლო დროს ისეთ ფორმაში ვეღარ არის, გუნდის ლიდერობა რომ იტვირთოს, ამიტომაც იტალიური კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს მისი შემცვლელის ძიება.

ამასთანავე, მილანური გრანდის ერთ-ერთ ლიდერს ცუდი ურთიერთობა აქვთ “ნერაძურის” ქომაგებთან, რომლებმაც მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანერიც კი გამოკიდეს (ამ საქმესთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე – ლინკი. ).