აგენტი: კულიბალი “ნაპოლის” დატოვებს

ლონდონის “ჩელსისა” და “ევერტონის” სამიზნის, კალიდუ კულიბალის აგენტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მისი კლიენტი უახლოეს მომავალში ნეაპოლურ კლუბს დატოვებს.

“ყველაფერს აგიხსნით: შაბათს, დიმაროში კლუბის პრეზიდენტს შევხვდი. ჩვენ ბოლო დროს არსებული სიტუაცია განვიხილეთ.” – განაცხადა კულიბალის აგენტმა რადიო CRC-ს ეთერში.

“რაც ვიცი, არის ის, რომ კლუბი ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. კულიბალის კლუბის დატოვება სურს და როგორც ვიცი, ეს არც ხელმძღვანელებისთვის წარმოადგენს პრობლემას.

ასეთი გადაწყვეტილება ფინანსურ მდგომარეობაზე დაყრდნობით მივიღეთ. მინდა ავღნიშნო ისიც, რომ კალიდუ “ნაპოლის” მეტოქეთა ბანაკში გადასვლას არ აპირებს.

“ჩელსი”? ლონდონელებს კვლავ სურთ მისი გადაბირება.”- განაცხადა აგენტმა.

მოურინიო: “შეუძლებელია, “მანჩესტერი” ამაზე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს”

ჟოზე მოურინიოს თქმით, შეუძლებელია მანჩესტერული კლუბი იმაზე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომელშიც ახლა არის. პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, ევროპა ლიგაზე თამაში გუნდს პრემიერ ლიგაში დიდ პრობლემებს შეუქმნის.

“პრემიერლიგა გამონაკლისს არ დაუშვებს. არამგონია, ხუთშაბათს, ევროპა ლიგაზე თამაშის შემდეგ, მათ ორშაბათს თამაშის უფლება მოგვცენ. ჩვენ კვირას მოგვიწევს თამაში, პირველი სწორედ ჩვენი მატჩი იქნება.

ასე რომ, შეუძლებელია, “მანჩესტერი” ამაზე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს. ეს ყველაზე ცუდი სიტუაციაა იმ გუნდისთვის, ვისაც პრემიერ ლიგის მოგება უნდა.

გაცილებით უფრო ადვილად არის ყველაფერი, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობ. გაცილებით უფრო ადვილია ისე თამაში, როგორც “ლივერპული” თამაშობდა ორი წლის წინ და როგორც “ჩელსი” ითამაშებს მომდევნო სეზონში.”

ანტონიო კონტეს “ჩელსისთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა

ლონდონის “ჩელსის” ახალმა თავკაცმა, ანტონიო კონტემ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2016/17 წლების სეზონში მისი გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება.

“მინდა, ჩვენი ფანები იყვნენ ძალიან ამაყები, ისევე როგორც ფეხბურთელები და მწვრთნელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვეულებრივ, ასეთი ცუდი სეზონი მიგვანიშნებს იმაზე, რომ გუნდში ძალიან ბევრი პრობლემაა. თუმცა, ჩემთვის, ისევე როგორც ფეხბურთელებისთვის და კლუბისათვის, წარსული მნიშვნელოვანი არ არის.

ჩვენთვის მხოლოდ აწყმოა მნიშვნელოვანი. ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ამ ცუდი პერიოდის გადალახვა უმნიშვნელოვანესია, რათა ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდეთ, რამეთუ ჩემპიონთა ლიგა “ჩელსის” სახლია.

ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შემდეგ, კი მის მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ.”

ჟოზემ “ჩელსის” გულშემატკივარი უყურადღებოდ დატოვა (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედი” პრე-სეზონის ფარგლებში ჩინეთში იმყოფება. აზიურ ტურზე ყოფნისას, ჟოზე მოურინიომ დრო გულშემატკივრებისთვისაც გამონახა – ის დიდი სიამოვნებით აწერდა ხელს მაისურებს მანამ, სანამ ლონდონის “ჩელსის” ლურჯ მაისურს დაინახავდა.

ანტონიო კონტემ “ჩელსის” თავკაცის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა

ლონდონის “ჩელსის” ახალმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ “არისტოკრატთა” თავკაცის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც მას ბერტნარდ ტრაორეს, რუბენ ლოფტუს-ჩიკისა და ნათანიელ ჩალობაჰის გოლები დაეხმარა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩი სასტარტოდან დაიწყეს დიეგო კოშტამ და ოსკარმა, კონტეს 41-ე წუთამდე მოუწია ლოდინი, რათა მატჩის პირველი გოლი ეხილა, რომლის ავტორიც ტრაორე გახდა, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა დასწრებაზე.

დანარჩენი ორი გოლი კი ბოლო ათ წუთში გავიდა – თავის გამოჩენა ლოფტუს-ჩიკმა და ჩალობაჰმა მოახერხეს. 0-3.

მოურინიო მატას დარჩენის უფლებას მისცემს, მაგრამ სათამაშო დროს შეუმცირებს

ჟოზე მოურინიომ ხუან მატას “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენის უფლება მისცა, თუმცა, ამავდროულად გააფრთხილა, რომ მას მხოლოდ მატჩების მესამედში მოუწევს მონაწილეობის მიღება. ამ ინფორმაციას Daily Mirror ავრცელებს.

როგორც იცით, ესპანელი ნახევარმცველი “წითელ ეშმაკებს” 2014 წლის იანვარში შეუერთდა “ჩელსიდან”, რადგანაც, მას “სტემფორდ ბრიჯზე” საკმარის სათამაშო დროს არ აძლევდნენ.

ბუნებრივია, მოურინიოს “ოლდ ტრაფორდზე” მისვლის შემდეგ, მედია მატას წასვლაზე ალაპარაკდა – ის ესპანურ “ესპანიოლსა” და “ვალენსიას” დაუკავშირეს – თუმცა, როგორც სჩანს, ის მანჩესტერს არ დატოვებს.

“ჩელსი”: კანტე გუნდს გვიან შეუერთდება

სულ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კანტე “ჩელსიში” გადავიდა 30 მილიონ ფუნტად. როგორც გაირკვა, 25 წლის მოთამაშე მონაწიელობას არ მიიღებს ოთხშაბათს გასამართ შეხვედრაში, “ერზე პელეტსის” წინააღმდეგ. ფრანგი კალიფორნიაში შუერთდება “ჩელსის”, სადაც ლონდონელები ქალაქ პასადენაში 28 ივლის “ლივერპულს” დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა “ჩემპიონთა საერთაშორისო თასის” ეგიდით გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ედენი აზარი, სესკ ფაბრეგასი და გარი კეჰილი, ასევე, სწორედ კალიფორნიაში შეუერთდებიან გუნდს.

 

არა “ჩელსის”! “ბარსელონა” მესის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ბოლო დროს ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ ლიონელ მესის მამა შეხვდა რომან აბრამოვიჩს და შვილის “ჩელსიში” გადასვლის საკითხი განიხილა.

ესპანურ გამოცემას, “მუნდო დეპორტივოს” თუ დავუჯერებთ, კატალონიური გუნდი არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ლიდერის გაყიდვას. მეტიც, “ბარსას” მესვურებს უნდათ, რომ ლეოს ახალი, 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ, რომლის მიხედვითაც იგი 2021 წლამდე დარჩება გუნდში. ის თანხა, რომელსაც ერთ კვირაში ანაზღაურების სახით მიიღებს მესი თუ “ბარსელონას” შემოთავაზებას დათანხმდება, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით 29 წლის მოთამაშის ხელფასი კვირაში 336 000 ფუნტს შეადგენს კვირაში. მესის ოფიციალური დოკუმენტები გუნდთან 2018 წლამდე აკავშირებს და იგი 250 მილიონ ევროდაა შეფასებული.

“მანჩესტერ იუნაიტედის” სატრანსფერო სიახლეები: პოლ პოგბა და ხამეს როდრიგესი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი თავკაცი, ჟოზე მოურინიო მომავალ სეზონში საკმაოდ მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას. პორტუგალიელმა სპეციალისტმა უკვე გადმოიბირა ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჰენრიკ მხითარიანი, თუმცა ის ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

გთავაზობთ, იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგებასთან (5-ბალიანი სისტემა) …


1. პოლ პოგბა (“იუვენტუსი”) – 4.7

ინგლისური პრესის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი კარგა ხანია, რაც პოლ პოგბას გადაბირებას ცდილობს. აღნიშნულ მოლაპარაკებებში ის უკვე საკმაოდ დაწინაურდა. დიდი ალბათობით, “იუვენტუსი” 100 მილიონი ფუნტის მიღებას დათანხმდება ფრანგი ვარსკვლავის სანაცვლოდ.

v

მიუხედავად პოლ პოგბას აგენტის, მინო რაიოლას განცხადებისა, რომლის მიხედვითაც “იუვესთან” ფრანგის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს “რეალიც” აწარმოებს და რომ, პოლ პოგბა “მანჩესტერში” გადაბარგებას “რეალში” გადასვლას ამჯობინებს, Sky Sports-ის ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ პოგბას “რეალში” გადასვლა ფაქტიურად გამორიცხულია.

პოლ პოგბა ერთადერთია მოურინიოს იმ ოთხ მთავარ სამიზნეთაგან, რომლის გადაბირებაც “მანჩესტერმა” ვერ მოახერხა. თუმცა, Sky Sports-ი სრულიად დარწმუნებულია, რომ ეს ტრანსფერი განხორციელდება და ქულასაც შესაბამისს ანიჭებს – 4.7.


2. ხამეს როდრიგესი (“რეალ მადრიდი”) – 2.8

v

მართალია, ხამესის “მანჩესტერში” გადასვლის შანსები გაცილებით უფრო ცოტაა, თუმცა ბოლო დროს კოლუმბიელის კოეფიციენტი 1.1-დან 2.8-მდე ავიდა, რაც ნამდვილად ყურადსაღებია.

როგორც იცით, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა “რეალში” ადგილის დამკვიდრება მაინც ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში მას ორი სხვადასხვა მწვრთნელის თავკაცობით მოუწია თამაში.

კოლუმბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჰერნან დარიო გომესი კი მას ისეთ გუნდში გადასვლისაკენ მოუწოდებს, სადაც მას რეგულარულ სათამაშო დროს მისცემენ. დიდია შანსი, რომ ხამესმა ეს რჩევა გაითვალისწინოს.


3. ნემანია მატიჩი (“ჩელსი”) – 1.3

ინგლისურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდში “ჩელსის” ნახევარმცველის, ნემანია მატიჩის მოყვანასაც აპირებს. ჩვენს სიაში ეს ტრანსფერი მესამე პოზიციას იკავებს 1.3 ქულით.

v

ამ ტრანსფერის განხორციელებას წინ ის ფაქტი უდგას, რომ სერბ ფეხბურთელს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. ამ კონტრაქტის გასაბათილებლად კი “წითელ ეშმაკებს” საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევთ.


Untitled-1

კონტემ “ჩელსის” მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრა წააგო (ვიდეო)

დღეს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა ვენის “რაპიდსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის. საგულისხმოა, რომ ეს მატჩი “არისტოკრატების” ახალი მწვრთნელსითვის, ანტონიო კონტესთვის სადებიუტო იყო. საბოლოოდ, შეხვედრა ავსტიულმა გუნდმა, ანგარიშით 2:0 მოიგო. გოლები იოლენტონმა (მე-8 წუთზე) და კორეამ (83-ე წუთზე) გაიტანეს.

გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას…

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (15 ივლისი)

“ლივერპულს” კიდევ ერთი ცენტრალური მცველი სჭირდება

კოლო ტურე – გაუშვეს. მარტინ შკრტელი – გაყიდეს. მამადუ სახო – ტრავმირებულია. ჯო გომესი – ტრავმირებულია. სტივენ კოკერი – “ქპრ-ში” დაბრუნდა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, Daily Mirror ირწმუნება, რომ იურგენ კლოპი სეზონის დაწყებამდე კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს დაიმატებს.

ალარდაისი თუ კლინსმანი?

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სემ ალარდაისის მოსვლის ვარიანტი ყველაზე რეალურია, თუმცა არ ინგლისში არ გამორიცხავენ იურგენ კლინსმანსაც. Indepedent იუწყება, რომ აშშ-ს მთავარი მწვრთნელი ამ პოსტის დასაკავებლად მზადყოფნას გამოთქვამს.

უფორვარდოდ დარჩენილი “სუონსი” გამოსავალს ეძებს

ევრო 2016-ის გმირი ედერი “ლილს” შეუერთდა. ალბერტო პალოში – “ატალანტას”. ბაფეტამბი გომისი კი “მარსელში” აპირებს გადაბარგებას.

ddddddddddddddddddddddddddddd

გიოტცე და შაქირი “დორტმუნდში”?

Daily Mirror გვამცნობს, რომ დორტმუნდის “ბორუსიამ” მხითარიანის, ჰუმელსისა და გიუნდოგანის გაყიდვის შედეგად მიღებული ფულის პროდიქტიულად გამოყენებას აპირებს. ტომას ტუხელი გუნდში მარიო გიოტცესა და ჟერდან შაქირის მოყვანას აპირებს.

დიეგო კოშტა “ატლეტიკოში”?

დიეგო კოშტამ ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ “ატლეტიკო მადრიდში” აპირებს დაბრუნებას. As-ის ცნობით, მადრიდელებისთვის ესპანელი ფორვარდის გადაბირება ყველაზე პრიორიტეტულია.

“ტოტენჰემს” ვეინალდუმი სურს

მართალია, ლონდონელებმა უკვე გადაიბირეს ვინსენტ იანსენი და ვიქტორ ვანიამა, თუმცა ისინი გაჩერებას მაინც არ აპირებენ – “მამლებს” ჯორჯინიო ვეინალდუმის გადაბირება სურთ, რომელიც 25 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.

ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩებს კონტეს “ჩელსი”?

ანტონიოს კონტე პრე-სეზონის მაქსიმალურად გამოყენებას აპირებს. ლონდონური “ჩელსი” 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს 5 განსხვავებულ სასაათო სარტყელში. ექვსიდან 5 მატჩი ავსტრიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩატარდეს, ერთი – რუსეთში.

ანტონიო კონტეს გუნდი იქნება პირველი სტუმარი “ალიანს სტადიონზე”, რომელიც “რაპიდის” საშინაო სტადიონი გახლავთ და “ცსკას” ახალ “მოსკოვის სტადიონზე”.

რაც შეეხება “მილანსა” და ლონდონელებს შორის გასამართ მატჩს, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით ტარდება, ეს იქნება პირველი დიდი ღონისძიება U.S. Bank Stadium-ზე, სადაც 73,000 მაყურებელი ეტევა.


“რაპიდ ვენა” – “ჩელსი” – შაბათი, 16 ივლისი – Allianz Stadion – 20:00

“ვოლფსბერგერი” – “ჩელსი” – ოთხშაბათი, 20 ივლისი – Worthersee Stadion – 22:00

“ჩელსი” – “ლივერპული” – ოთხშაბათი, 28 ივლისი – Rose Bowl – 07:00

“ჩელსი” – “რეალ მადრიდი” – შაბათი, 30 ივლისი – Michigan Stadium – 23:00

“ჩელსი” – “მილანი” – ოთხშაბათი, 4 აგვისტო – U.S. Bank Stadium – 05:00

“ცსკა” – “ჩელსი” – კვირა, 7 აგვისტო – Moscow Stadium – დრო უცნობია


კონტეს პირველი სერიოზული გამოცდა “ლივერპულთან” მატჩში ელის. აღნიშნული შეხვედრა “როუზ ბოულის სტადიონზე” გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სტადიონმა უმასპინძლა 1994 წლის მუნდიალის ფინალს.

ჯონ ტერი, დიეგო კოშტა და ვილიანი თავიდანვე გუნდთან ერთად იქნება. განსხვავებით იმ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც ევრო 2016-ზე ითამაშეს – ისინი 1 კვირით დაისვენებენ. 1-კვირიანი შვებულებით სარგებლობს ხუან კვადრადოც, რომელმაც კოპა ამერიკაზე კოლუმბიის ნაკრებში ითამაშა.

გასულ სეზონში ჟოზემ აღიარა, რომ 3-მატჩიანმა პრე-სეზონმა მის გუნდზე უარყოფითი გავლენა იქონია, რამეთუ გუნდმა შემდეგში მოუმზადებელის შთაბეჭდილება დატოვა. როგორც ჩანს, კონტე მსგავსი შეცდომის დაშვებას არ აპირებს.