“იუვენტუსი” – “ბარსელონა” – მოწევა აკრძალულია

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის დროს სტადიონის ტერიოტრიაზე მოწევა აკრძალული იქნება.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 5 ივნის ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე შედგება.

აღსანიშანვია, რომ სტადიონზე ჩვეულებრივ სიგარეტთან ერთად ელექტრო სიგარეტის გამოყენებაც არ ინქება ნებადართული.

მესიმ „ფეიქსბუზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ დაწერა

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოახლეობული ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა. თავისი „ფეისქბუქის“ ოფიციალურ გვერდზე არგენტინელმა დაწერა, რომ „იუვენტუსთან“ შეხვედრას მოულოდნელად ელის.

„ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 48 საათი დარჩა. მას მოუთმენლად ველი“, – დაწერა მესიმ.

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობთ ჩემპიონთა ლიგის ფინალს?

როგორც იცით, 6 ივნისს, ბერლინში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის.

ჩვენი საიტი ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩემპიონთა ლიგის ფინალებზე საინტერესო გამოკითხვას გთავაზობთ.

რას ურჩევს ვან ბასტენი „იუვენტუსს“ „ბარსელონასთან“ მატჩში?

„მილანის“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა მარკო ვან ბასტენმა ტურინის „იუვენტუსს“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალისთვის რამდენიმე რჩევა მისცა.

„იუვენტუსისთვის“ ყველაზე მთავარი ინეისტასა და მესის შეჩერებაა. კატალონიელთა სხვა მოთამაშეებიც ძლიერები არიან, მაგრამ ამ დუეტს მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. ტურინელებმა ამ ორი მოთამაშის წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ითამაშოს, მეტოქისთვის თავისუფალი სივრცის მიცემა არ შეიძლება. თუ „იუვეს“ ეს გამოუვა, მაშინ მოგებასაც შეძლებს. დაცვაში საიმედო თამაშის წყალობით, გამარჯვება შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

ნეიმარი: „ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, თმას ქერად შევიღებავთ“

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ნეიმარი გულშემატკვირებს დაპირდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, თმას ქერად შეიღებავს.

„თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, მეგობრებთან ერთად თმას ქერად შევიღებავთ.

„იუვენტუსს“ ვიცნობთ. ეს ჩინებული გუნდია, ფინალში ის შემთხვევით არ გასულა. წინ რთული მატჩი გველის, რომელშიც ჩვენი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

ნეიმარი: “ჩემს სტილს არ შევიცვლი იმის გამო, რომ ეს ვიღაცას აღიზიანებს”

ინიესტა: „მცირე დისკომფორტი მაწუხებს“

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ანდრეს ინეისტამ „იუვენტუსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის მცირე კომენტარი გააკეთა.

„მცირე დისკომფორტს ვგრძნობ, თუმცა ფინალის გამოტოვება აზრადაც არ მომსვლია“, – განაცხადა ინიესტამ.

შეგახსენებთ, რომ ბილბაოს „ატლეტიკთან“ ესპანეთის თასის ფინალურ მატჩში გამოცდილმა შუახაზელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი ფინალში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

კიელინი: „სუარესს სიამოვნებით ჩავეხუტები“

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საუბრისას „ბარსელონას“ თავდამსხმელის ლუის სუარესის თემასაც შეეხო.

„სუარესს სიამოვნებით ჩავეხუტები, ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს. მის მიმართ პრეტენზიები არ გამაჩნია. იმედია, იგივე მისი მხრიდანაც იქნება.

მხოლოდ იამზე ვფიქრობ, თუ როგორ მოვახერხებ მის შეჩერებას“, – განაცხადა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალია – ურუგვაის მატჩის დროს სამხრეთ ამერიკელმა იტალიელს უკბინა, რის გამოც შემდგომ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

მარკინიოსი: „ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ახალ დონეზე ავალთ“

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველის მარკინიოსის აზრით, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, მისი გუნდი ტოპ კლუბებს შორის იქნება.

„ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან რთულია, ამისთვის გამოცდილებაა საჭირო, თუმცა ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ.

ის, რომ შიდა ასპარეზზე 3-4 ტიტული მოვიგეთ, კარგი მიღწევაა, თუმცა უკეთეს დონეზე ასასვლელად, უფრო მეტი უნდა მოვიგოთ.

პსჟ-ს მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ამ ტურნირში გამარჯვება ყველაზე რთულია. ამავდროულად სხვა ტიტულებზე უარის თქმა არ გვსურს“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი ესპანური კლუბი ითამაშებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშებაში ხუთი ესპანური კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში “სევილიამ” უკრაინული “დნიპრო” ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

როგორც მოგეხსენებათ, ახალი სეზონიდან ევროპის ლიგის გამარჯვებულ გუნდს ავტომატურად ენიჭება ჩემპიონთა ლიგის საგზური. აქედან გამომდინარე, მართალია, “სევილია” ესპანეთის პრიმერადივიზიონში მეხუთე ადგილზე გავიდა, თუმცა ევროპის ლიგის მოგებისთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც ითამაშებს.

ესპანეთიდან “სევილიას” გარდა ჩემპიონთა ლიგას ჯგუფური ეტაპიდან შეუერთდებიან “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი” და “ატლეტიკო”. “ვალენსია” ტურნირზე პლეიოფიდან ჩაერთვება.

 

ცსკა-ს პრეზიდენტი: „ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად მოვიგებთ“

მოსკოვის ცსკა-ს პრეზიდენტის ევგენი გინერის აზრით, არმიელები ერთ მშვენიერ დღეს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ.

„ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანი – ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიზანს მივაღწევთ, თუმცა ვერ გეტყვით, ეს რამდენად სწრაფად გამოგვივა. ჩვენი მოთამაშეები თასს აუცილებლად აწევენ, რითაც გულშემატკივრებსა და მთელ ქვეყანას გაახარებენ“, – განაცხადა გინერმა.

ჩემპიონთა ლიგაზე “დილას” მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე უკვე ცნობილი იყო, რომ ჩემპიონი გორის “დილაა”. მაშასადამე, შიდა ქართლელებს ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევთ ასპარეზობა.

უჩა სოსიაშვილის კლუბის კოეფიციენტი 4,875-ია და განუთესავია. “დილა” მეორე ეტაპზე განთესილ გუნდს დაუპირისპირდება.

როგორც იცით, ჯერ-ჯერობით ყველა ქვეყნის ჩემპიონატი არაა დასრულებული, ამიტომაც გორელთა სავარაუდო მეტოქეების მცირე ჩამონათვალს შემოგთავაზებთ.

“სელტიკი” (შოტლანდია), “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი), “ბატე” (ბელარუსი), “აპოელი” (კვიპროსი), ზაგრების “დინამო”(ხორვატია), “მარიბორი” (სლოვენია), “მალმიო” (შვედეთი), “თ-ა მაქაბი” (ისრაელი), “პარტიზანი” (სერბეთი), “ყარაბაღი” (აზერბაიჯანი), “ჰიკი” (ფინეთი), “მიოლდე” (ნორვეგია), “შკენდერბიუ” (ალბანეთი), “ვენტსპილსი” (ლატვია), “ვიდეოტონი” (უნგრეთი).

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა 22 ივნისს გაიმართება. მატჩები 14 და 15 ივლისს ჩატარდება, განმეორებითი კი – 21 და 22 ივლისს.

არველაძეს ჩემპიონთა ლიგის გუნდი იწვევს

როგორც იცით, საქართველოს ნაკრების ექს-შემტევი, შოთა არველაძე “ქასიმფაშადან” წამოსვლის შემდეგ უმუშევარია.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ სპეციალისტს გუნდის გაწვრთნას ისრაელის ჩემპიონები სთავაზობენ. შოთას წინადადებით “მაკაბის” სპორტულმა დირექტორმა, ხორდი კრუიფმა მიმართა.

იმ შემთხვევაში, თუ არველაძე წინადადებას დათანხმდება, ის მომავალ სეზონში “მაკაბს” ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს.