ალეგრი: „ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევეცდებით“

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იტალიის თასის ფინალური შეხვედრის მოგების შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„ორივე გუნდმა კარგად ითამაშა. ორ მომენტში „ლაციოს“ არ გაუმართლა, რასაც ჩვენზე ვერ ვიტყვით. ერთ-ერთი გოლის ეპიზოდში ფორტუნა ჩვენს მხარეს იყო.

ფეხბურთი სხვადასხვა შემთხვევისგან შედგება. მეტოქის რამდენიმე მომენტამდე გოლის გატანა ჩვენც შეგვეძლო.

პირველ ნახევარში რომაელები აგრესიულად მოქმედებდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით.

უნდა აღვნიშნო, რომ სერია ა-სა და „კოპა იტალიას“ მოგება ადვილი არ ყოფილა. ახლა მესამე ტურნირის მოგებასაც შევეცდებით“, – განაცხადა „ბიანკონერის“ დამრიგებელმა.

იხილეთ ასევე: ალეგრი: “იუვენტუსი” ზებრა კი არა, ვეფხვია”

ტურამი: „ბუფონის დონის ადამიანების გამო ჩემი გული ორად იყოფა“

ტურინის „იუვენტუსის“ ექს-ნახევარმცველმა ლილიან ტურამმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალში მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის როლის შესახებ ისაუბრა.

„ბუფონი „ბარსელონასთან“ თავს 200%-თ გამოიჩენს. მას ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან სურს. ჯანლუიჯი ფანტასტიკური მეკარეა, რომელიც კვლავ ტოპ დონეზე დაბრუნდა. მას რწმენა არასდროს დაუკარგავს. იმედია, ის ჩემპიონთა ლიგას მაინც მოიგებს.

ასეთი ადამიანების გამო ჩემი გუნდი ორად იყოფა, რადგან, როგორც „იუვენტუსში“, ასევე „ბარსელონაში“, ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს. წინ ძალიან კარგი მატჩი გველის“, – ციტირებს ტურამს „მუნდო დეპორტივო“.

„ყველაფერს ფულით ვერ იყიდი“

ლეგენდარული ფეხბურთელის იოჰან კრუიფის თქმით, ტურინის „იუვენტუსმა“ დაამტკიცა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მაღალი თანხები ხარჯვა წარმატების გარანტიას ყოველთვის არ იძლება.

„იუვენტუსმა“ თავისი მაგალითით დაამტკიცა, რომ წარმატების ყიდვა არ შეიძლება.

საქმე წარმატების ფორმულაშია. ტურინში სტადიონი ყოველთვის სავსეა. გუნდის თამაშზე ესეც მოქმედებს.

„იუვენტუსი“ იტალიაში ერთ-ერთი პირველი გუნდია, რომელმაც სხვა სტილით ითამაშა. ტურინელები მიხვდნენ, რომ იტალიური ფეხბურთის სტილი მიმზიდველი ყოველთვის არაა“, – განაცხადა კრუიფმა.



ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი მსაჯის ვინაობა ცნობილია

უეფა-მ 6 ივნისს, ბერლინში, „იუვენტუსსა“ და „ბარსელონას“ შორის ჩასატარებელი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი მსაჯი დანიშნა. როგორც ცნობილია, ტურნირის მთავარ შეხვედრას თურქი ჩუნეიტ ჩაკირი გაუძღვება.

38 წლის ჩაკირი საერთაშორისო დონეზე 2006 წლიდან მუშაობს. ჯამში მან უეფა-ს ეგიდით ჩატარებლ 70 შეხვედრაში იმსაჯა.

მიმდინარე სეზონში ჩაკირიმ ჩემპიონთა ლიგის ოთხ შეხვედრაში იმუშავა.





„ბარსელონას“ ფინალის თითქმის 20 ათასი ბილეთი გადაეცა

კატალონიის „ბარსელონას“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე თითქმის 20 ათასი ბილეთი გამოეყო.

19500 ბილეთიდან 13294 კლუბის წევრთა შორის განაწილდება, 3323 ბილეთი კი – დანარჩენ გულშემატკივართა შორის.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ შეხვედრა 6 ივნისს, ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ გაიმართება. ცნობისთვის, სტადიონი 74228 მაყურებელს იტევს.



ევროთასების ხუთი გაკვეთილი

ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში ფინალისტები გამოვლინდნენ. გთავაზობთ ნახევარფინალური მატჩების ყველაზე მნიშვნელოვან დასკვნებს.

 

დნიპროს იდეალური დღე

იტალიურმა გუნდმა კიევში მოლოდინისამებრ შემტევი, აგრესიული ფეხბურთი ითამაშა და პირველ ტაიმში გოლის გატანასთან საკმაოდ ახლოსაც იყო, თუმცა დენის ბოიკომ ნეაპოლში ჩატარებული მატჩის მსგავსად კიევის ოლიმპიურ სტადიონზეც შესანიშნავდ ითამაშა და მეტოქეს კარის აღების საშუალება არ მისცა.

აშკარა იყო ბენიტესის შეცდომაც. ესპანელმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობა უბრალოდ ვერ გამოიცნო.დაკარგულები იყვნენ კალიეხონი და გაბიადინი, ხოლო შეცვლაზე შესული დრის მერტენსი სასტარტოში მყოფ ლორენცო ინსინიეზე გაცილებით აქტიური აღმოჩნდა.

იტალიაში გატანილი გოლი “დნიპროს” მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევდა, თუმცა მირონ მარკევიჩის შეგირდები მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე არ ფიქორბდნენ და კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშს, რაც გამოუვიდათ კიდეც. გატანილი გოლის შემდეგ კი უკრაინელთა მთავარი მიზანი დროის გაყვანა იყო, რაც შესრულდა კიდეც.

ნათელია, რომ “დნიპროს” გავარდნა მოულოდნელი შედეგი არ იქნებოდა, თუმცა უკრაინული გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად წარიმართა: მსაჯის შეცდომა, “ნაპოლის” პრობლემები, ბოიკოს კარგი თამაში, სელეზნიოვის პირველი გოლები ტურნირზე…

 

იუვენტუსი უკანასკნელი 12 წლის საუკეთესო სეზონს ატარებს

ანტონიო კონტე ამბობდა, რომ ახალ დონეზე გასასვლელად და ევროპაში წარმატების მისაღწევად გუნდს შესაბამისი კლასის მოთამაშეები სჭირდება. კარლოს ტევესმა ბებერ ქალბატონს ვერ უშველა. აი ალვარო მორატას შეძენით კი ტურინელებმა მიზანში მოარტყეს. თუმცა, სიტუაციაზე თავად კონტეს წასვლამაც იმოქმედა.

“რეალთან” მატჩის წინ “იუვეს” მხოლოდ თავგადაკრულ ფანებს თუ სჯეროდად საბოლოო წარმატების. სტუმრად წაგების შედმეგაც კი კარლო ანჩელოტის გუნდი წყვილში აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა “იუვენტუსმა” მადრიდში ბოლომდე იბრძოლა და ბერლინის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა.

“იუვე” ევროპული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა და ეს საკმაოდ ეფექტურადაც გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებამ კლუბს უკვე 80 მილიონი ევრო მოუტანა. აშკაა, რომ ბებერი ქალბატონი უკანასკნელი 12 წლის მანძილზე საუკეთესო სეზონს ატარებს.

 

მსოფლიოს საუკეთესო შეტევის ხაზი

მესი – სუარესი – ნეიმარი. მიუნხენში “ბარსელონამ” ორი საგოლე შეტევა განახორციელა, რომლებშიც უშუალო მონაწილეობა კლუბის სამივე შემტევმა მიიღო. არგენტინელი იწყებდა, ურუგვაელი აგრძელებდა, ბრაზილიელი კი ამ საქმეს შედეგიანი დამაგვირგვინებელი დარტყმით ასრულებდა. მიმდინარე სეზონში შესანიშნავი ტრიოს ანგარიშზე 115 გოლია. ასეთი შედეგი მსოფლიოს არც ერთი გუნდის შეტევის ხაზს არ აქვს.

“რეალისა” და “ბარსელონას” მარადიულ დაპირისპირებაში კატალონიელები ახლა ყველა ფრონზე დამაჯერებლად იგებენ. სანამ მადრიდში გარეთ ბეილის ცუდი ფორმის მიზეზებზე საუბრობენ, ბარსელონელი ფანები ლუის სუარესის და ნეიმარის კლუბის ლეგენდების სიაში დამატებას განიხილავენ.

 

ბაიერნს ღირსეულად წაგება შეუძლია

“ბარსელონასთნ” 0:3-ს შემდეგ საპასუხო შეხვედრა უბრალო ფორმალობაა… ეს არ არის “პორტუ”, რომელსაც გერმანიაში 6:1-ს მოუგებ. ასე რომ, მიუნხენელთა ქამბექზე საუბარი არც ყოფილა.

“ბაიერნის”, რომელიც კვლავ რიბერისა და რობენის გარეშე თამაშობდა, მთავარი მიზანი ასპარეზობის ღირსეულად დასრულება იყო, რაც საბოლოოდ მიუნხენელებმა შეასრულეს კიდეც.

მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს, შემდეგ ორი გოლი გაუშვეს, თუმცა არ გატყდნენ და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით მოახერხეს თამაშის მოგება. გერმანელები ისე თამაშობდნენ, თითქოს ფინალში ასპარეზობის შანსი ჰქონდათ და ესპანეთში განცდილი მარცხი უბრალოდ არ ახსოვდათ.

თუმცა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ხსენებულ შეხვედრაში “ბარსელონა” თავს არ იკლავდა და ძალებს სეზონის დარჩენილი, უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ზოგავდა.

 

სევილიამ ფიორეტინას ფსიქოლოგიურად აჯობა

ესპანეთში “სევილიამ” და “ფიორენტინამ” კარის ჩარჩოში 5-5 დარტყმა შეასრულეს, თუმცა შეხვედრა ფლორენციელთა მარცხით, 0:3 დასრულდა. ვინჩენცო მონტელა, რა თქმა უნდა, ამბობდა, რომ განმეორებით მატჩში მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებდა, თუმცა შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს მისი შეგირდები პირველი მატჩის შემდეგ საბოლოო შედეგს უბრალოდ შეგუებულები იყვნენ.

“ფიორენტინას” მიერ მორიგი გაცუდებული პენალტი კი შეხვედრის საერთო სურათში შესანიშნავად ჯდება – ტოტალური წარუამტებლობა. დაცვაში დაშვებულმა ორმა უხეშმა შეცდომამ და ნომინალური ფორავრდების არყოფნამ კი საბოლოო შედეგზე იქონია გავლენა. მართალია, მარიო გომესი მიმდიანრე სეზონში განსაკუთრებულს ვერაფერს აკეთებს, თუმცა მის გარეშე ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა.

“სევილია” არტემიო ფრანკიზე მეტოქეს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა და საკუთარ საქმეს ასრულებდა. უნაი ემერის გუნდს ნახევარ საათში ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა. ანდალუსიელები ზედიზედ მეორედ ითამაშებენ ევროპის ლიგის ფინალში და ხუანდე რამოსის დროინდელი შედეგის, თასის ორჯერ მოგების განმეორებას ეცდებიან.

 

 

 

 

UEFA-ს ნახევარფინალური განმეორებითი მატჩების სიმბოლური გუნდი

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩების განმეორებითი შეხვედრები, სადაც გაირკვა ორი ფინალისტის ვინაობა: “ბარსელონა” ფინალში “იუვენტუსს” დაუპირისპირდება.

uefas

ლუის ენრიკე მე-11 მწვრთნელია, რომელმაც სადებიუტო სეზონში გუნდი ლიგის ფინალში გაიყვანა

კატალონიური “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმძიმესი სტარტის, საშინელი შემოდგომის, ლეო მესისთან კონფლიქტისა და ათასი ქარტეხილის გმირულად გამოვლის შემდეგ, ლუის ენრიკე დიად მწვრთნელთა შორის დასაკმვიდრებლად პირველ ნაბიჯებს დგამს.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის “ბაიერნის” დამარცხებამ ენრიკე თავის სადებიუტო სეზონში უდიდეს წარმატებასთან მიაახლოვა.

“ბარსას” მესაჭე გახდა მე-11 მწვრთნელი ისტორიაში, რომელმაც თავისი გუნდი სადებიუტო სეზონშივე გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ადრე, მსგავსი წარმატებისთვის მიუღწევიათ იუპ ჰაინკესს(“რეალი”, 1997/98), ოტმარ ჰიტცფელს(“ბაიერნი”; 1998/1999), ექტორ კუპერს(1999/2000), კლაუს ტოპმიოლერს(“ლევერკუზენი”; 2001/2002), რაფაელ ბენიტესს(“ლივერპული”; 2004/2005), ავრაამ გრანტს(“ჩელსი”; 2007-2008), ხოსეპ გვარდიოლა(“ბარსელონა”; 2008/2009), ლუის ვან გაალს(“ბაიერნი”; 2009/2010), რობერტო დი მატეოს(“ჩელსი”; 2011/2012) და კარლო ანჩელოტის(“რეალი”; 2013/2014)

ტიერი ანრიმ „რეალი“ – „იუვენტუსის“ შედეგი შეაფასა

„სქაი სპორტსის“ ექსპერტმა, საფრანგეთის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა ტიერი ნარიმ „რეალი“ – „იუვენტუსის“ განმეორებითი შეხვედრა შეაფასა.

„იუვენტუსი“ უფრო გუნდურ ფეხბურთს თამაშობდა.

მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდის შემადგენლობაში გამოდიან უფრო ძლიერი ფეხბურთელები. ასეთ შეხვედრებში, პირველ რიგში, ერთიანობაა საჭირო“, – განაცხადა ანრიმ, რომელიც 1999 წელს ტურინულ კლუბში თამაშობდა.

ტიერი ანრიმ ჩიჩარიტო გააკრიტიკა





ფიფამ და უეფამ ესპანური გუნდები შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთოს

ფიფა და უეფა მიიჩნევენ, რომ ესპანეთის ხელისუფლება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის საქმეებში უხეშად ერევა, რის გამოც, შესაძლოა, ესპანური გუნდები საერთაშორისო ტურნირებს ჩამოაშორონ.

ფიფასა და უეფას კანონებით, მესამე პირს ეკრძალება ნაციონალური ფედერაციის საქმეებში ჩარევა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია არ ეთანხმება ახალ კანონს, რომელიც სპორტული ღობისძიებების ტელე-ჩვენების უფლებების გაყიდვას ეხება. სწორედ ამასთან დაკავშირებით, 16 მაისს, ესპანეთში ყველა შიდა ტურნირის მატჩები შეიძლება ჩაიშალოს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ქვეყნის ხელისუფლებასთან უთანხმოების გაო იძულებულია ასეთ რადიკალურ ზომებზე წავიდეს და ჯერჯერობით, ამ ვითარებიდან გამოსავალი არ ჩანს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამო იტალიის თასის ფინალის თარიღი შეცვლილია

„იუვენტუსსა“ და „ლაციოს“ შორის იტალიის თასის ფინალური შეხვედრის თარიღი შეცვლილია.

ცნობისთვის, თავდაპირველად მატჩი 7 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ „შავ-თეთრები“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, „კოპა იტალიას“ მიმდინარე სეზონის გადამწყვეტი თამაში ოც მაისს შედგება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ექვს ივნისს გაიმართება.



დიმა ობოლაძის კურიოზული ხუმრობა, რომელიც ვერავინ შეამჩნია

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, ტურინის “იუვენტუსმა” ორრაუნდიან დაპირისპირებაში მადრიდის “რეალი” ტურნირიდან დაიფრინა, 3:2.

განმეორებითი მატჩის მიწურულს, როდესაც “რეალი” მძლავრად უტევდა, ტონი კროოსს ერთ-ერთი დარტყმა ძალიან სუსტი გამოუვიდა, რასაც დიმა ობოლაძის მყისიერი ხუმრობა მოჰყვა.

“კროოსმა ისე ნელა დაურტყა ბუფონს მთელი თავისი კარიერა გააახსენდა სანამ ბურთი მიუვიდა”.