აწმყო მომავლის წინააღმდეგ – კობი ბრაიანტისა და მაიკლ ჯორდანის პირველი შეტაკება

წარმოგიდგენთ 2002 წელს გამოცემული წიგნის „NBA-ში კობი ბრაიანტის სწავლის“ ერთ-ერთი პატარა ნაწილის თარგმანს, რომელშიც „შავი მამბას“ მაიკლ ჯორდანთან პირველ შეხვედრაა აღწერილი.

თავისი კარიერის განმავლობაში მაიკლ ჯორდანს თამაში ახალგაზრდა მოთამაშეების არაერთ თაობასთან მოუწია. ყოველი ამ მოთამაშის მოსვლასთან დაკავშირებით პრესა და გულშემატკივრები ბევრს საუბროდნენ, ისინი მუდმივად „ახალ მაიკლ ჯორდანს“ ეძებდნენ. საბოლოოდ, ეს სიტუაცია იმდენად სასაცილო გახდა, რომ ერთ ჩვეულებრივ შოუდ იქცა.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია შექმნის დღიდანვე, პირველ რიგში, ბიზნესია. მაიკლის ლიგაში მოსვლამდე ყველას აინტერესებდა, თუ ვინ იქნებოდა შემდეგი ვარსკვლავი. ჯორდანის კარიერის ბოლოს ეს კითხვა უფრო გახშირდა.

1990 წლების დასაწყისში სამხრეთ კალიფორნიელ ჰაროლდ მაინერს „პატარა ჯორდანს“ ეძახდნენ. სამწუხაროდ, ამ კალათბურთელმა დაიჯერა, რომ მაიკლ ჯორდანის დონის კალათბურთელი გახდებოდა. „დეტროიტში“ პირველი სეზონის შემდეგ მაიკლის სახელს გრანტ ჰილსაც უკავშირებდნენ, თუმცა იგი უფრო სკოტი პიპენს ჰგავდა. ჰილის შემდეგ, 1996 წელს, ყურადღების ცენტრში ჯერი სტეკჰაუსი მოექცა, 1997 წლის დეკემბერში კი კობი ბრაიანტის ჯერი დადგა.

„ასეთი რამ ყოველწლიურად ხდება. შემდეგ სეზონში მსგავს სიტუაციაში სხვა კალათბურთელი მოექცევა. ეს მხოლოდ შოუს ნაწილია“, – აცხადებდა გრანტ ჰილი.

ამჯერად, ჯორდანმა საკუთარი თავი ბრაიანტს თავად შეადარა. შესაბამისად, ლოგიკური კითხვა გაჩნდა – რამდენად გაუძლებს კობი მაიკლთან დუელს? მაშინ ამ საუბრებმა „ჩიკაგოს“ გულშემატკივრები დააწყნარა. პიპენის გარეშე, რომელმაც 1997/98 წლების სეზონი ოპერაციისა და ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო ვერ დაიწყო, გუნდს შეტევაში სწრაფი გადასვლა აკლდა, რომელიც სკოტისა და დაცვის კარგი თამაშის გამო რთული იყო. შედეგად, „ჩიკაგომ“ სეზონის პირველი ექვსი კვირა ძალიან არასტაბილურად ჩაატარა და ქულებს დიდი გაჭირვებით აგროვებდა.

„ლეიკერსთან“ მატჩში „ჩიკაგომ“ საკმაოდ კარგად ითამაშა. პიპენის გარეშე გუნდს ლიგის მოგებისთვის ბრძოლა არ შეეძლო, თუმცა იმ შეხვედრამ მაყურებლებს დაანახა, რომ „ხარები“ ძლიერ მეტოქეებად რჩებოდნენ. ამაში კალიფორნიელები თამაშის დასაწყისში დარწმუნდნენ. ვან ექსელმა მოგვიანებით აღიარა, რომ ჯორდანს თვალებზე ეტყობოდა, რამდენად არ ეთანხმებოდა მატჩის წინ გავრცელებულ პროგნოზებს. „ბულზი“ თამაშის ტემპს აკონტროლებდა, მეტოქეს სწრაფად შეტევაში გადასვლის საშუალებას არ აძლევდა. დამატებით გულშემატკივრებს ჯორდანისა და ბრაიანტის საინტერესო დუელის ნახვის საშუალებაც ჰქონდათ.

მატჩის სტატისტიკა

„მაიკლს ასეთ სიტუაციები ძალიან უყვარს. ბრაიანტი ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეა, რომელმაც მომავალში, შესაძლოა, მისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, მაიკლი ახლა მას არაფერს დაუთმობს. მაშინ მოედანზე იგი ამის დასამტკიცებლად გავიდა“, – რონ ჰარპერი, რომელსაც 1980-იანი წლების ბოლოს ჯორდანის შესაძლო შემცვლელებს შორის მოიაზრებდნენ, სანამ მუხლის ტრავმამ მას თამაშის მანერა არ შეაცვლევინა.

მიუხედავად იმისა, რომ ის შეხვედრა „ჩიკაგომ“ 21 ქულით მოიგო, მასწავლებლისა და მოსწავლის დაპირისპირება მეტად საინტერესო გამოდგა – ჯორდანმა 36 ქულა დააგროვა, ხოლო ბრაიანტმა იმ მომენტისთვის საუკეთესო კარიერულ მაჩვენებელს – 33 ქულას მიაღწია. ორივე კალათბურთელი ბრწყინვალე მომენტებით, პოზიციური თამაშითა და დანკებით გამოირჩა.

„ახალგაზრდობისას ენერგიას მეც ასე ვხარჯავდი. სასიამოვნოა, კობისნაირი ბიჭების წინააღმდეგ თამაში. სასიამოვნოა, რომ მისი გაჩერება დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე შევძელი.

სიტუაცია შექმნილი საუბრების გამო ცოტა რთული იყო. ამ ატმოსფეროზე თვალის დახუჭება და კობისთან ერთი-ერთზე თამაშზე უარის თქმა რთული იყო. იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც მომეჩვენა, რომ ყველაფერი ამისკენ მიდიოდა, მაგრამ თავის შეკავება მოვახერხე. ყოველი მომენტის შემდეგ მისთვის პასუხის გაცემა და ბურთის კალათში ჩაგდება მინდოდა. ეს ნორმალურია. ასეთ შემთხვევებში, თვითდისციპლინაა საჭირო, რათა გუნდური თამაში ინდივიდუალურ თამაშში არ გადავიდეს. პრიორიტეტების შესახებ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს“, – იხსენებს ჯორდანი.

მაიკლმა იმ შეხვედრაში კალიფორნიელთა თამაშზეც ისაუბრა:

„ვფიქრობ, მსგავსი გამოწვევისთვის მზად ვარ, რადგან ამ თამაშის შესახებ ყველაფერი ვიცი. რაც შეეხება დაცვას, შევეგუე იმ ფაქტს, რომ მსგავსი მანერის კალათბურთელის წინააღმდეგ ვთამაშობდი“, – აღიარა მაიკლმა.

ერთადერთი მინუსი, რომელიც ჯორდანმა ბრაიანტის თამაშში აღნიშნა, მისი დაცვაში დაშვებული შეცდომებია.

„მაიკლის წინააღმდეგ თამაში მხიარული იყო. მე მხოლოდ გამოწვევა მივიღე. მე მის წინააღმდეგ დაცვაში საიმედოდ თამაში ყოველთვის მინდა“.

იმ მატჩში ჯორდანი კობის ჰაერში თამაშითაც აღფრთოვანებული დარჩა: „მე სკოტის ვკითხე კიდეც, ჰაერში ოდესმე ასე კარგად ჩვენც თუ გვითამაშია“.

ამ დუელის გამო მაიკლ უცნაური გრძნობები დაეუფლა: „ვიგრძელი, რომ მათ ადგილას ვიყავი, ვინც ჩემ წინააღმდეგ თამაშობდა. კობიმ კარგად აჩვენა, რომ თამაშზე მოქმედებდა. ქულების დაგროვების ბევრი ვარიანტი იყო. თუმცა, მას ინდივიდუალურ და გუნდურ თამაშს შორის ბალანსის პოვნა მოუწევს, რაც მე მის ასაკში გამომივიდა“.

ალბათ, ეს კალათბურთის ერთ-ერთი რთული ნაწილია. ჯორდანის წინააღმდეგ თამაში, ზოგჯერ, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რადგან ყოველი მომენტი მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა. ეს რთული იყო, პირველ რიგში, მეტოქის დაცვის თამაშის წაკითხვას ვცდილობდი. მათ აშკარად სურდათ, რომ ბურთი რაც შეიძლება სწრაფად მესროლა“, – აღნიშნა კობიმ.

„როგორც ლიგის ახალწვეულს, მას უამრავი სირთულის გადალახვა მოუწია, მაგრამ იგი ყველაფერს გაუმკლავდა. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მის ანგარიშზე მთლიანი სეზონია. მან ადაპტაცია სწრაფად გაიარა და წელს ვერაფრით გააკვირვებ. მის გვერდით ყოფნას და მოედანზე არსებული სიტუაციის ახსნას ყოველთვის ვცდილობ“, – აღნიშნა „ლეიკერსის“ მაშინდელი მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ლერი დრიუმ.

მატჩის ბოლო მეოთხედში კობი მაიკლთან მივიდა და მისი სტატუსის შესახებ ჰკითხა: „იგი ჩემი თამაშით ინტერესდებოდა და მოძრაობების შესახებ მკითხა. ამან ოდნავ შოკში ჩამაგდო, თავი მოხუცად ვიგრძენი. ვუთხარი, რომ სროლის დროს დამატებით მოძრაობებს ვიყენებ, რათა მეტოქის მოძრაობა დავინახო“.

ჯორდანმა თქვა, რომ ბრაიანტისთვის მთავარი სირთულე იმის რეალიზაცია იქნება, რაც მან სხვებისგან ისწავლა. კობიმ თავის ცხოვრებაში მამის როლი აღნიშნა, რომელიც მას ბოლომდე ბრძოლას ასწავლიდა. საინტერესოა, რომ იმ საღამოს ჯო ბრაიანტი ჩიკაგოში სპეციალურად ჩავიდა, რათა შვილის თამაში ენახა. შეხვედრის შემდეგ მან კობის კალათბურთი დადებითად შეაფასა.

234

ჩიკაგოელი ჟურნალისტები კობის ყოფაქცევით გაოგნებულნი დარჩნენ. კამერების წინ მისი სიმშვიდე კარგის ნიშანი იყო. ასევე, იგი ჯორდანთან შედარებებს ყურადღებას არ აქცევდა.

„ამას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ექიმი ჯეი ლიგაში მოვიდა, მას ელჯრინ ბეილორს ადარებდნენ. შემდეგ მაიკლსა და დოკსაც ადარებდნენ. ხალხი შედარებას გააგრძელებს, ეს ბუნებრივია. მე მხოლოდ საკუთარი თამაშის ჩვენებას გავაგრძელებ“.

შესაძლოა, იმ შეხვედრაში კობისთვის დეტალების გაგება მთავარი იყო. მეორე მეოთხედში ჯორდანმა ბრაიანტი მოატყუა და მას თამაშის წესის დარღვევა აიძულა. ეს ვეტერანის მხრიდან ახალბედა კალათბურთელისთვის კარგი გაკვეთილი იყო. თუმცა, ბრაიანტმა მას მაშინვე თავისი სროლით უპასუხა.

„თამაშის აზრი სწორედ ამაში გამოიხატება – როდესაც ვინმე ბურთს ჩაგიგდებთ, ვალდებულნი ხართ, ის თავის ნახევარზე ათამაშოთ. მიუხედავად იმისა, რომ მაიკლი დიდებულია, ის უბრალო კალათბურთელი იყო. როდესაც ის მოედანზეა, რასაკვირველია, მის წინააღმდეგმ მაქსიმალურად კარგად გამოსვლა გინდათ. მთელი გამოწვევა სწორედ ამაში მდგომარეობას, რაც ძალიან მომწონს. მისი მოძრაობების დაჭერა და ზოგჯერ მათი განმეორებაც ვცადე. მას დიდი ცოდნა გააჩნია, რომლითაც არ იბადებიან. NBA-ში უბრალოდ მოხვედრა საკმარისი არ არის, ყველა მოქმედების დაწვრილებით შესწავლა აუცილებელია. თანაც, ამ შემთხვევაში არა ფიზიკული მხარე, არამედ მენტალური მიდგომა იგულისხმება. თუ ნიჭი გაგაჩნიათ, ჩათვალეთ, რომ წარმატებისთვის ყველაფერი გაგაჩნიათ“.

თუ ხსენებული მხარეები არ გაქვთ, მაშინ დიდებული ჯორდანის სიტყვები აუცილებად უნდა გაიხსენოთ: „დარჩით აგრესიულები“. კარიერაში არაერთი სირთულის დროს ბრაიანტს სწორედ ეს სიტყვები ახსენდებოდა…

„ჩიკაგოს“ სიმბოლომ კონკურსის გამარჯვებული წააქცია (ვიდეო)

„ჩიკაგოსა“ და „ინდიანას“ შორის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩის დიდი შესვენების დროს სამქულიანების კონკურსის გამარჯვებულ გულშემატკივარს „ბულზის“ სიმბოლომ, სახელად ბენმა, ორიგინალურად მიულოცა.

დერიკ როუზს მენისკის ოპერაცია ელის

„ჩიკაგო ბულზის“ ლიდერს დერიკ როუზს მარჯვენა მენისკის ოპერაცია ელის, რის შესახებაც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს. მოთამაშის მოედანზე დაბრუნების პერიოდი პროცედურის დასრულების შემდეგ გაირკვევა. თავიდან როუზმა მუხლის ტკვილი იგრძნო, რის შემდგომაც სამედიცინო შემოწმება გაიარა. მსგავსი ტრავმა გამთამაშებელმა 2013 წელსაც მიიღო, რის შემდეგაც სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა.

მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში როუზის საშუალო მონაგარი სათამაშო დროის 31 წუთში 18,4 ქულასა და 5 ასისტს შეადგენს.

გასოლი „ჩიკაგოს“ ისტორიაში მაიკლ ჯორდანის შემდეგ მეორე კალათბურთელია, რომელმაც ზედიზედ 12 დაბლ-დაბლი შეასრულა

„ორლანდო მეჯიკთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ჩიკაგო ბულზის“ ცენტრმა პაუ გასოლმა ზედიზედ მე-12 დაბლ-დაბლი შეასრულა. ამ მაჩვენებლით ბოლო 35 წელიწადში იგი „ხარების“ მოთამაშეებს შორის მეორე ადგილზეა.

დაბლ-დაბლების უფრო ხანგრძლივი სერიით „ჩიკაგოში“ აქამდე მხოლოდ მაიკლ ჯორდანი გამოირჩა, რომლის შედეგმაც 1988/89 წლების სეზონში ზედიზედ 15 დაბლ-დაბლი შეადგინა.

უაითსაიდი „ჩიკაგოს“ ანადგურებს (ვიდეო)

„ჩიკაგო ბულზთან“ გუშინ მოგებულ მატჩში „მაიამი ჰიტის“ ცენტრი ჰასან უაიტსაიდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო – მოთამაშე ტრიპლდაბლით გამოირჩა და თავის ანგარიშზე 14 ქულის გარდა, 13 მოხსნა და 12 ბლოკშოთი მიითვალა.

„ჩიკაგომ“, შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაუშვას

Sheridanhoops.com-ის ინფორმაციით, „ჩიკაგო ბულზის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ, შესაძლოა, თავისი პოსტი დაკარგოს, თუ გუნდში არსებული ატმოსფერო უახლოეს მომავალში არ გამოსწორდება. რამდენიმე წყაროს უწყებით, ტიბოდო გუნდს ვეღარ აკონტროლებს, კალათბურთელთა გარკვეული ნაწილი კი მისი ხასიათით უკმაყოფილოა.

აღსანიშნავია, რომ „ხარების“ ბოლო ვარჯიში დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოთამაშეთა პროტესტის გამო გადაიდო.

„ჩიკაგო“ ნოას კარგავს

„ვაშინგტონთან“ დღევანდელ მატჩში „ჩიკაგოს“ ცენტრმა ხოაკიმ ნოამ მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც 29 წლის მოთამაშემ მატჩის ბოლომდე დასრულება ვერ მოახერხა.

უახლოეს დროში ბიგმენი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც მისი დაბრუნების დაახლოებითი თარიღიც გაირკვევა.

მიმდინარე სეზონში ნოამ 33 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა მონაგარმა 7,6 ქულა, 9,4 მოხსნა და 3,6 გადაცემა შეადგინა.

პაუ გასოლმა შედეგიანობის პირადი მაჩვენებელი გააუმჯობესა (ვიდეო)

„ჩიკაგო ბულზის“ ფორვარდმა პაუ გასოლმა „მილუოკისთან“ ანგარიშით 95:87 მოგებულ მატჩში შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა. ხსენებულ შეხვედრაში მისმა მონაგარმა 46 ქულა შეადგინა.

„ჩიკაგომ“ დანლივი დაკარგა

„ჩიკაგო ბულზის“ ვეტერანი მაიკ დანლივი ფეხის ტრავმის გამო რამდენიმე მატჩს გამოტოვებს. გამოცდილი მოთამაშე „დენვერ ნაგეტსთან“ შეხვედრაში დაშავდა.

დავამატებთ, რომ 34 წლის ფორვარდმა დღეს „ბოსტონ სელტიკსთან“ მატჩში ვერ ითამაშა (109:104).

მიმდინარე სეზონში დანლივიმ 33 მატჩი ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი 9,6 ქულა, 3,8 მოხსნა და 1,7 გადაცემა შეადგინა.

„ნიუ-იორკის“ მორიგი მარცხი და დღის სხვა შედეგები (ვიდეო)

გამღენიისას, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ოთხი მატჩი გაიმართა.

ჩიკაგოში „ბულზმა“ „ნიუ-იორკ ნიქსი“ მიიღო და ანგარიშით 103:97 დაამარცხა. საუკეთესო ნიუ-იორკელთა რიგებში ბატლერი იყო, რომელმაც 35 ქულა დააგროვა. თავის მხვრივ, ყველაზე მეტი ქულა სტუმრების შემადგენლობიდან ჰარდუეი-უმცროსმა დააგროვა (23).

„ჩიკაგო ბულზი“ – „ნიუ-იორკ ნიქსი“ – 103:97 (30:20, 22:25, 21:29, 30:23)

„ჩიკაგო“: ბატლერი (35 ქ. 5 მ. 7 პ. 4 ჩ.), გასოლი (20 ქ. 7 მ. 5 ბ.), ბრუკსი (18 ქ. 5 პ.), მიროტიჩ (13 ქ. 3 ჩ.), ჰაინრიკი (8 ქ.), ნოა (4 ქ. 13 მ.)
„ნიუ-იორკი“: ჰარდუეი-უმცროსი (23 ქ. 5 პ.), სტაუდემაიერი (16 ქ. 6 მ. 4 ბ.), ოლდრიჩი (13 ქ. 10 მ.), მალდერონი (12 ქ.), უირი (8 ქ.)

სხვა მატჩის შედეგები:

„გოლდენ სტეიტი“ – „ოკლაჰომა“ 114:109
„ჰიუსტონი“ – „ნიუ ორლეანი“ 90:99
„საკრამენტო“ – „მილუოკი“ 107:108

ნოას სათამაშო დრო შეიზღუდება

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოახლოებული სეზონის რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში „ჩიკაგო ბულზი“ ფრანგ ბიგმენს ჟოაკიმ ნოას დაასვენებს.

მაისში ნოას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა გუნდის თავკაცი ტომ ტიბოდო თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის სათამაშო დროის შეზღუდვას გეგმავს. „ჩიკაგოში“ იმედოვნებენ, რომ ნოა თავის ძველ ფორმას დაიბრუნეს და მოედანზე საშუალოდ 35 წუთს გაატარებს.

განვლილი სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში ჟოაკიმმა 80 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა მონაგარმა 12,6 ქულა, 11,3 მოხსნა და 5,4 ასისტი შეადგინა.

ლებრონ ჯეიმსი: „ჩიკაგო“ ჩემს გუნდზე უფრო ძლიერია“

„ჩიკაგო ბულზთან“ წინასასეზონო მატჩის წინ „კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა აღიარა, რომ მეტოქე მის გუდნზე უფრო ძლიერია.

„ამჟამად „ჩიკაგო ბულზი“ ჩვენზე ბევრად ძლიერია. ამის მიზეზი, პირველ რიგში, შეთამაშებაა. ამ გუნდში მოთამაშე კალათბურთელები დიდი ხნის განმავლობაში ერთად არიან. ჩვენ კი, კიდევ დიდი გზის გავლა მოგვიწევს“, – ციტირებს ლებრონს ESPN.com-ი.