სპალეტი შესაძლოა “პარმასთან” მატჩის შემდეგ გაათავისუფლონ

მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის გუნდში მუშაობა, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე არც კი ჩაამთავრებინონ. იტალიელმა სპეციალისტმა შექმნილი მდგომარეობა “ნერაძურის” გენერალურ დირექტორ ჯუზეპე მაროტასთან ერთად “ბოლონიასთან” განცდილი საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ განიხილა.

ANSA-ს ცნობით, ლუჩანო სპალეტის ბედი იტალიის სერია А-ს 23-ე ტურში “პარმას” წინააღმდეგ გასამართ მატჩზეა დამოკიდებული, რომელიც 9 თებერვალს ჩატარდება. იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლების შემთხვევაში, მის ყველაზე რეალურ შესაძლო შემცვლელად ანტონიო კონტე სახელდება, რომელიც მაროტასთან ერთად ტურინის “იუვენტუსში” მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი მილანის “ინტერში” 2017 წლის ზაფხულიდან მუშაობს. მისი დანიშვნიდან ერთ თვეში გუნდმა საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი – ჩემპიონთა საერთაშორისო თასი მოიგო. “ნერაძურიმ” სერია A-ს გასული გათამაშება მეოთხე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა გუნდი ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც მისი მეტოქე ვენის “რაპიდი” იქნება.

დევიდ ბექჰემი ინგლისური კლუბის დირექტორი გახდა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “სტელფორდ სიტის” დირექტორად ლეგენდარული ბრიტანელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის დანიშვნა დაამტკიცა. აღნიშნული კლუბი ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

43 წლის ბექჰემი “სტელფორდის” აქციათა ათი პროცენტის მფლობელი გახდა. ის ძმებ ნევილებთან, რაიან გიგზთან, პოლ სქოულზთან და ნიკი ბატთან ერთად კლუბის თანამფლობელი გახდა. მათ საერთო ჯამში “სტელფორდის” აქციათა 60 პროცენტი ეკუთვნით. დანარჩენი 40 პროცენტის მფლობელი სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი ამერიკული “ინტერ მაიამის” მფლობელიც გახლავთ, რომელიც MLS-ში ასპარეზობას 2020 წლიდან დაიწყებს.

ფანები დევიდ ბექჰემის იმიჯით შეძრწუნებულნი არიან (ფოტო)

ცნობილი რეჟისორი გაი რიჩი ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელ დევიდ ბექჰემს საკუთარ ფილმში იღებს.

ბექჰემი ფილმში “მეფე არტური” თათლითი მეთაურის როლს შეასრულებს.

ბექჰემმა სოციალურ ქსელში ატვირთა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ გამოიყურება იგი ამ როლში.

“სახეზე რა მოგივიდა?! კბილებს ყოველდღე არ იხეხავ? საშინლად გამოიყურები”, – ასეთი რეაქცია ჰქონდათ ამ ფოტოს შემხედვარე ფანებს.

მეფე არტურის როლს ჩარლი ჰენემი შეასრულებს. გარდა ამისა, ფილმში მონაწილეობენ ჯუდ ლოუ, ანაბელ უოლისი და სხვები. ფილმი “მეფე არტური” კონოეკრანებზე 2017 წელს უნდა გამოვიდეს.

ბექჰემი შესაძლოა, “რეალში” დაბრუნდეს

მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი შესაძლოა, “სამეფო კლუბში” დაბრუნდეს და ადმინისტრაციული საქმიანობა დაიწყოს.

“რეალი” ინგლისელს ელჩის პოზიციას სთავაზობს, რაც სხვადასხვა ღონისძიებებზე კლუბის წარდგენას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი “რეალის” ღირსებას 2003-დან 2007 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გადავიდა. ინგლისელმა ფეხბურთელმა “სამეფო კლუბის” რიგებში 155 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

დევიდ ბექჰემი: “მატჩმა, საერთო ჯამში, ბევრი დადებითი ემოცია დაგვიტოვა”

ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. “სამმა ლომმა” გამარჯვება 92-ე წუთზე ვასილი ბერეზუცკის მიერ გატანილი გოლის წყალობით გაუშვა ხელიდან. მატჩის შესახებ ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა დევიდ ბექჰემმა ისაუბრა.

“ახალგაზრდული გუნდი გვყავს, შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ. ბოლო წუთზე გოლის გაშვება გულდასაწყვეტია, მაგრამ მატჩმა, საერთო ჯამში, ბევრი დადებითი ემოცია დაგვიტოვა. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა თავი მაღლა უნდა ასწიონ და მომდევნო შეხვედრისთვის მოემზადონ. დღეს გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით, თუმცა უკვე დროა, მომდევნო შეხვედრისთვის მომზადება დავიწყოთ”, – აღნიშნა ბექჰემმა.

ბექჰემს პროფესიონალური კარიერის განახლების სურვილი აქვს

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბექჰემი გამოტყდა, რომ პროფესიონალური კარიერის განახლება სურს. 40 წლის ინგლისელმა განაცხადა, რომ აშშ-ში ცხოვრების შემთხვევაში, “ლოს ანჯელეს გალაქსის” ერთი სეზონით დაუბრუნდებოდა.

“ფეხბურთი მენატრება. ვფიქრობ, რომ დაბრუნება შემიძლია. ლოს ანჯელესში რომ ვცხოვრობდე, “გალაქსიში” ერთი წლით ვითამაშებდი. სერიოზულად ვამბობ, რომ კარიერის განახლება კარგი იქნებოდა, თუმცა ლონდონში ვცხოვრობ და ჩემი შვილები აქ დადიან სკოლაში. ისინი აქ ბედნიერები არიან”, – ბექჰემის კომენტარი GQ-მ გამოაქვეყნა.

 

როგორ ამზადებს ბექჰემი ბლინს (ვიდეო)

ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა დევიდ ბექჰემმა თავისი კულინარიული უნარები გამოავლინა. ინგლისელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ როგორ აცხობს იგი ბლინს.

A video posted by David Beckham (@davidbeckham) on

ბექჰემი: “იმედია, მოურინიო პრემიერლიგაში მალე დაბრუნდება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ინგლისის პრემიერლიგაში მალე დაბრუნდება.

“ჩემი მხრიდან უპატივცემულობა იქნება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” მოურინიოს შესაძლო მისვლაზე ლაპარაკი დავიწყო, რადგან გუნდს ჰყავს მწვრთნელი.

რაც შეეხება თავად მოურინიოს, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. მან გასულ სეზონში პრემიერლიგა თითქმის ამ შემადგენლობით მოიგო, ამიტომ წლევანდელ გათამაშებაში გუნდის ასეთი კრახი გასაკვირია. იმედი მაქვს, რომ მოურინიო მალე დაბრუნდება პრემიერლიგაში, რადგან ინგლისელ გულშემატკივარს იგი უყვარს, ფანებს მოსწონთ მისი ხასიათი”, – ბექჰემის კომენტარი A bola-მ გამოაქვეყნა.

 

ბექჰემი: “რონალდუ “რეალში” ბედნიერია, მაგრამ არასდროს თქვა არასდროს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა კრიშტიანუ რონალდუს ინგლისში შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ რონალდუ აქაურ ფანებს უყვარდათ. იგი არამარტო ნიჭიერი ფეხბურთელი, არამედ შრომისმოყვარეც გახლავთ. ხალხი ამას აფასებს.

როდესაც რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” პირველად გამოჩნდა, მას აქტიურად აკრიტიკებდნენ, მაგრამ არა კლუბის ფანები. რონალდუ განსაკუთრებულად თამაშობს. იგი ბევრს შრომობს, რაც ზოგიერთს უკვირს. სწორედ ეს სძენს მას ასეთ განსაკუთრებულობას.

რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” დიდებული პერიოდი გაატარა, წარმატებებს მიაღწია და შემდეგ მსოფლიოს კიდევ ერთ უდიდეს კლუბში, მადრიდის “რეალში” გადავიდა. ვფიქრობ, იგი მადრიდში ბედნიერია, მაგრამ არასდროს თქვა არასდროს. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში”, – ბექჰემის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

ბექჰემის საქველმოქმედო მატჩს კანავარო, ნესტა, ფერდინანდი და სხვები გამოაკლდნენ

დევიდ ბექჰემის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო მატჩს ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდა.

შეხვედრაში მონაწილეობას ფაბიო კანავარო, ალესანდრო ნესტა, მასიმო ამბროზინი, რიო ფერდინანდი და ენდი კოული ვერ მიიღებენ. ისინი თავდაპირველ განაცხადში იყვნენ შეყვანილნი, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო მატჩს დააკლდებიან.

ბექჰემის მიერ ორგანიზებული შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე”, შაბათს გაიმართება. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული გუნდი მსოფლიოს ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც ისეთი ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული, როგორებიც არიან ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ და რონალდინიო. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ერთიან გუნდს ალექს ფერგიუსონი უთავკაცებს, მსოფლიოს ნაკრებს კი – კარლო ანჩელოტი.

 

ბექჰემს რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნება სურს

ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ნახევარმცველ დევიდ ბექჰემს სურს, რომ მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “მალმიოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0) რონალდუმ თავის კარიერაში მე-500 და 501-ე გოლი გაიტანა.

“საოცარია, რომ რონალდუმ ასე სწრაფად მიაღწია ამდენს. ვულოცავ. ეს განსაკუთრებული შედეგია. “რეალი” უეჭველად ამაყობს მისით.

რონალდუსა და მესის დარი ფეხბურთელები ბევრს შრომობენ, რათა ასეთი შედეგები აჩვენონ. სწორედ ამას ვეუბნები ჩემს და სხვათა შვილებს. ეს მოთამაშეები იმიტომ არიან ასეთი კარგები, რომ ბევრს მუშაობენ.

როგორც “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანს, მინდა, რომ რონალდუ “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნდეს. ეს საოცარი იქნება, იგი “მანჩესტერში” წარმატებული ფეხბურთელი იყო, თუმცა ახლა “რეალში” თამაშობს და ალბათ, იქ ყველაფრით კმაყოფილია. ქომაგებს იგი უყვართ”, – განაცხადა ბექჰემმა რადიოსადგურ talkSPORT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

ჯერარდი: “გაიგეთ, რომ მე არ ვარ ბექჰემი”

ამერიკული “ლოს ანჯელეს გალაქსის” ახალწვეულმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ არ ღირს მისი დევიდ ბექჰემთან შედარება, რომელიც თავის დროზე ასევე კალიფორნიული გუნდის ღირსებას იცავდა.

“მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, რომ მე არ ვარ ბექჰემი. მე არც ისე კარგი შესახედაობის ვარ, როგორც დევიდია და ალბათ, არც იმდენად გავლენიანი გახლავართ, როგორც ბექჰემია, თუმცა მინდა მჯეროდეს, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ჩვენ ერთ დონეზე ვდგავართ.
სანამ აქ გადმოვიდოდი, MLS-ი სიღრმისეულად შევისწავლე. “გალაქსის” მატჩებს ვიწერდი და მეორე დილით ვუყურებდი, YouTube-ზე ვიდეოებსაც ვადევნებდი თვალყურს, ვაკვირდებოდი, როგორ თამაშობენ ფეხბურთელები”, – საუბრობს ჯერარდი ESPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

Gerrard

“ყველაზე იოლი არჩევანი “ლივერპულში” კიდევ ერთი წლით დარჩენა იქნებოდა, – აგრძელებს ინგლისელი ფეხბურთელი. – კომფორტულად ვიქნებოდი, ჩემს სახელს გამოვიყენებდი ახალი მოთამაშეების მოსაზიდად ან კარიერას დავასრულებდი, თუმცა საკუთარი თავისთვის ახალი გამოწვევის დასახვა მსურდა. ვფიქრობ, ამ ასაკში დიდი გამოწვევა და შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა. ერთი სული მაქვს, მოედანზე როდის გავალ”, – აღნიშნა ჯერარდმა .