დავიდ ლუისი: “ბრანდაოს საქციელი სრულიად მიუღებელია”

“პარი სენ-ჟერმენის” მცველმა დავიდ ლუისმა “ბასტიას” თავდამსხმელ ბრანდაოსა და პარიზული გუნდის ნახევარმცველ ტიაგო მოტას შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის შემდეგ ბრანდაომ მოტას სახეში თავი ჩაარტყა და შემდეგ თავს გაქცევით უშველა. დარტყმის შემდეგ იტალიელ ფეხბურთელს ცხვირი გაუტყდა.

“ჩვენ სერიოზული მისია გვაკისრია: ჩვენ, ფეხბურთელებმა კარგი მაგალითი უნდა ვაჩვენოთ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ვფიქრობ, ბევრი ბავშვი გვბაძავს, სურთ, რომ ჩვენნაირები იყონ და ჩვენს თითოეულ ქმედებას ყურადღებით აკვირდებიან.

ბრანდაოს მოქმედება ფეხბურთს სცდება. ხანდახან მოედანზე უფრო დაუცველი ხარ რაღაცებისგან, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია და ნორმალურია. ცუდია, როდესაც მოედნის გარეთ ვინმეს ელოდები. ეს სრულიად მიუღებელია”, – ციტირებს დავიდ ლუისის სიტყვებს Goal.com-ი.

 

პსჟ-ს პრეზიდენტი: „დავიდ ლუისი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია“

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ დავიდ ლუისის შეძენაზე ისაუბრა.

„ძალიან მიხარია, რომ დავიდი შემოგვიერთდა. ყველასთვის ცნობილია, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველია.

დავიდს შეუძლია, მიზნის მიღწევაში დაგვეხმაროს. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ტურნირების მოგება გვსურს“, – განაცხადა ალ-ჰელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელის სანაცვლოდ პარიზელებმა 50 მილიონი ევრო გადაიხადეს.

“პარი სენ-ჟერმენმა” დავიდ ლუისი წარადგინა

“პარი სენ-ჟერმენმა” კლუბის ახალწვეული დავიდ ლუისი წარადგინა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც პარიზულ გუნდში ლონდონის “ჩელსიდან” გადავიდა, 32-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

დავიდ ლუისის სანაცვლოდ “პარი სენ-ჟერმენმა” 50 მილიონო ფუნტ სტერლინგი გაიღო.

 

მოურინიო: “დავიდ ლუისის წასვლის შემდეგ ჩელსი უფრო ძლიერი გახდა”

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ დავიდ ლუისის “პსჟ”-ში გადაბარგების შემდეგ მისი გუნდი უფრო ძლიერი გახდა.

“გასულ წელს ლუისი ძირითადის მყარი მოთამაშე არ ყოფილა. ცენტრალური მცველების პოზიციაზე მთელი სეზონი ჯონ ტერი და გარი კეჰილი ასპარეზობდნენ.

ლუისმა “ჩელსისთვის” ბევრი სასარგებლო გააკეთა. ის ძალიან კარგი ადამიანია. თუმცა, საფეხბურთო თვალსაზრისთ ჩვენი შემადგენლობა შარშანდელზე ძლიერი გახდა” – განაცხადა მოურინიომ.

იბრაჰიმოვიჩი: “დავიდ ლუისს პსჟ-სთან შეგუება არ გაუჭირდება”

“პსჟ”-ს ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დავიდ ლუისის ტრანსფერზე ისაუბრა.

“ლუისის ტრასნფერი ძალიან დადებითი მომენტია. მას მთელი კლუბი და გულშემატკივრები ელიან.

ჩვენს კოლექტივთან შეგუება ადვილია და ვფიქრობთ, რომ ეს არც დავიდ ლუისს გაუჭირდება. ადაპტაციაც მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

ეჭვიც არ მეპარება, რომ ის პროფესიონალია და ახალ კლუბში ვარჯიშის დაწყებას მოუთმენლად ელის” – განაცხადა ირაჰიმოვიჩმა.

 

დანი ალვეშმა დავიდ ლუისს დასცინა

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა დანი ალვეშმა სოციალურ ქსელ “ინსტაგრამში” ფოტო ატვირთა, რომელშიც ის დავიდ ლუისს ჰგავს.

ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში

რაც დრო გადის, კლუბები თავიანთი შემადგენლობების გასაძლიერებლად მით უფრო მეტ თანხას ხარჯავენ.

FTBPRO-მ ფეხბურთის ისტორიაში ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი დაასახელა.

* თანხები მოცემული ფუნტ სტერლინგის სახით

10. დავიდ ლუისი – 50 მილიონი
“ჩელსიდან” “პარი სენ-ჟერმენში”

9. ფერნანდო ტორესი – 50 მილიონი
“ლივერპულიდან” “ჩელსიში”

8. რადამელ ფალკაო – 51 მილიონი
“ატლეტიკოდან” “მონაკოში”

7. ედინსონ კავანი – 55 მილიონი
“ნაპოლიდან” “პარი სენ-ჟერმენში”

6. კაკა – 56 მილიონი
“მილანიდან” “რეალში”

5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 59 მილიონი
“ინტერიდან” “ბარსელონაში”

4. ხამეს როდრიგესი – 63 მილიონი
“მონაკოდან” “რეალში”

3. ლუის სუარესი – 75 მილიონი
“ლივერპულიდან” “ბარსელონაში”

2. კრიშტიანო რონალდუ – 80 მილიონი
“მანჩესტერ იუნაიტედიდან” “რეალში”

1. გარეტ ბეილი – 86 მილიონი
“ტოტენჰემიდან” “რეალში”

ემოციური წერილი დავიდ ლუისს

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდთან გამანადგურებელი ანაგრიშით 1:7 დამარცხდა და თასის მოგების შანსი მოისპო. ამის შემდეგ „სელესაოსა“ და ლუიშ ფელიპე სკოლარის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა, თუმცა იყო მანუგეშებელი სიტყვებიც.

მატჩის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების ახალგაზრდა გულშემატკივარმა დავიდ ლუისს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში გუნდს კაპიტნობდა, ემოციური წერილი მისწერა:

„გამარჯობა, დავიდ ლუის!

მე ანა ლუზი მქვია.

„მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ყველა მატჩი ვნახე და ძალიან მომწონს შენი თამაში.

კარგად ითამაშე და ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო, ამიტომ არ უნდა იყო დაღონებული. დიდებულად იკაპიტნე.

ხან წაგებ, ხან მოიგებ, მთავარი ისაა, რომ ბედნიერი იყო. ასეთია ცხოვრება.

დავიდ ლუის, შენ ჩემი ჩემპიონი ხარ!“

როგორ ააცილა დავიდ ლუისმა ბურთს ფეხი

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა კადრი, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ააცილა დავიდ ლუისმა ბურთ ფეხი გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში.

მოურინიო: “ბოდიშს მხოლოდ დავიდ ლუისი არ უნდა იხდიდეს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დავიდ ლუისის კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოდიშს მხოლოდ ის არ უნდა იხდიდეს.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ბრაზილიის ნაკრები გერმანიის ნაკრებთან გამანადგურებელი ანგარიშით 1:7 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, დავიდ ლუისმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

“ცხადია, ბრაზილიის ნაკრებმა ცუდად ითამაშა და ეს მარცხი მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ბრალი არ არის. დაუშვა თუ არა დავიდ ლუისმა შეცდომები? დიახ, მან, ფერნანდინიოს, მარსელოს, დანტეს და სხვა თანაგუნდელების მსგავსად ბევრი შეცდომა დაუშვა. ჩემი აზრით, ბოდიშს მხოლოდ დავიდ ლუისი არ უნდა იხდიდეს”, – ამბობს მოურინიო.

დავიდ ლუისმა ბოდიში მოიხადა

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 7:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ „სელესაოს“ მცველმა დავიდ ლუისმა ბოდიში მოიხადა.

„ბრაზილიელი ერის წინაშე ბოდიშს ვიხდით. გვინდოდა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის სიხარული მოგვეტანა. გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ბრაზილიელი ხალხი ბედნიერი იყოს, თუნდაც ფეხბურთის დახმარებით.

გერმანიის ნაკრებმა გვაჯობა. მეტოქე უკეთ მომზადებული შეხვდა მატჩს, უკეთაც ითამაშა. ერთხელ ვაჩვენეთ სისუსტე, გერმანელებმა ეს შენიშნეს და მსგავსი კომბინაციებით გაგვიტანეს გოლები.

ჩვენი ოცნება დაიმსხვრა. ძალზედ სამწუხარო დღეა, თუმცა დღეს დიდი გაკვეთილი მივიღეთ. შეცდომებზე სწავლობენ“, – აღნიშნა დავიდ ლუისმა.

 

დავიდ ლუისმა მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა

ბრაზილიის ნაკრების მცველი დავიდ ლუისი გერმანიასთან გამანადგურებელი მატჩის შემდეგ ინტერვიუს დროს ცრემლები ვერ შეიკავა. ფეხბურთელმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

“ჩვენ ბრაზილიელების გახარება გვინდოდა, თუმცა ვერ მოვახერხეთ, რის გამოც მათ ბოდიშს ვუხდით. ყველა ხვდებოდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თანამემამულეების გაბედნიერება… გერმანია ჩვენზე უკეთესი იყო. საშინელი დღე იყო, თუმცა ის ბევრ რამეს მასწავლის. მე არასდროს არ დავნებდები” – განაცხადა დავიდ ლუისმა.