ბექჰემმა მოიწონა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა ეროვნული გუნდის კაპიტნის პოზიციაზე უეინ რუნის არჩევა მოიწონა. ბექჰემის თქმით, აღნიშნულ საპასუხისმგებლო როლს რუნი იდეალურად შეეფერება.

“დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტნის პოზიციაზე რუნი იდეალური ვარიანტია. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება მოედანზე და დანარჩენი მოთამაშეებისთვის მაგალითიც გახდება. უეინი არასდროს არ იმალება, პრობლემებს არ გაურბის, რაც კაპიტნისთვის მნიშვნელოვანი თვისებაა. ის ყურადღების ცენტრში რჩება არამხოლოდ კარგი მომენტის დროს, არამედ წარუმატებლობის წუთებშიც”, – ბექჰემის სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნიმ კაპიტნად არჩევის შემდეგ პირველი მატჩი ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და “სამმა ლომმა” სწორედ მის მიერ რეალიზებული თერთმეტმეტრიანი დარტყმით მოიგო (1:0).

 

მოოქროვილი დევიდ ბექჰემი

ლოს ანჯელესში Kids’ Choice Awards-ის დაჯილდოვებაზე დევიდ ბექჰემს მოულოდნელად სახალისო რამ მოუწყვეს.

ბექჰემი ჯერარდს სანაკრებო კარიერის გაგრძელებას ურჩევს

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი იმედს გამოთქვამს, რომ სტივენ ჯერარდი ეროვნულ გუნდში თამაშს გააგრძელებს.

„ლივერპულის“ კაპიტანი არ მალავს, რომ უახლოეს პერიოდში საერთაშორისო კარიერის დასრულებას აპირებს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯერარდი უკვე 36 წლის იქნება.

გარდა ამისა, მერსისააიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი პირადად არის დაინტერესებული, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა საერთაშორისო კარიერა დაასრულოს, რათა სრული კონცენტრაცია კლუბზე გააკეთოს.

დევიდ ბექჰემს განსხვავებული მოსაზრება აქვს.

„ინგლისის ნაკრებში რამდენიმე წლის განმავლობაში ვთამაშობდი, ვიყავი გუნდის კაპიტანიც. ეს პერიოდი ამ დრომდე მენატრება. ინგლისის ნაკრები ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე სხვა რაღაცები.

კარგი იქნება, თუ სტივენი ნაკრებში თამაშს გააგრძელებს. მსოფლიოს ჩემპიონატმა იმედგაცრუება მოგვიტანა, კაპიტანი ყოველთვის საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას. ამ ამპლუაში გარკვეულ ვალდებულებას გრძნობ, ცდილობ, რომ გუნდი წამოაყენო, სტივენი ყოველთვის იყო ნამდვილი ლიდერის განსახიერება.

ახალგაზრდა მოთამაშეები უნდა უყურებდნენ წარმატებულ ადამიანებს. ვფიქრობ, სტივენი შესანიშნავი კაპიტანია. მას არ სჭირდება ჩემი რჩევები, თუმცა მაინც ვეტყოდი: „სანამ შეგიძლია, ითამაშე ნაკრებში“, – განაცხადა ბექჰემმა.

 

ბექჰემს რუნიში ეჭვი არ ეპარება

დევიდ ბექემმა განაცხადა, რომ უეინ რუნი ყველანაირ კრიტიკას უპასუხებს ბრაზილიაში თამაშით.

“ყოველთვის, როდესაც ის მინდორზე გამოდის ნამდვილ კლასს გვიჩვენებს. გასული სეზონი ცუდად დასრულდა “მანჩესტერ იუნაიტედითვის”, მაგრამ რუნიმ ეს სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა. დარწმუნებულები იყავით იმაში, რომ როდესაც უეინი ინგლისის ეროვნული გუნდის მაისურს იცვამს ის ძალიან ამაყი ხდება.”

“რაც შეეხება ჩვენი გუნდის პერსპექტივებს, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც მინდორზე გადაწყვეტილების მიღების არ ეშინია. ეს ბიჭები მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში თამაშობენ და მათგან სიურპრიზებს ნამდვილად უნდა ველოდოთ.”

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

ბექჰემი, ზიდანი, ბეილი და მოურა „ადიდასის“ ახალ რეკლამაში

სპორტული ეკიპირების ცნობილმა მწარმოებელმა „ადიდასმა“ მომხმარებელს ახალი რეკლამა შესთავაზა, რომელშიც მონაწილეობა ყოფილმა და ამჟამინდელმა ფეხბურთელებმა მიიღეს.

კერძოდ, ვიდეორგოლში მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი გარეთ ბეილი და „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ლუკას მოურა გადაიღეს. მათთან ერთად რეკლამაში მონაწილეობა დევიდ ბექჰემმა და ზინედინ ზიდანმაც მიიღეს.

აქვე წარმოგიდგენთ აღნიშნულ ვიდეორგოლს:

დევიდ ბექჰემი ქართული კომპანიის რეკლამაში გადაიღეს

დევიდ ბექჰემი, რობერტო ბაჯო და პიერ ლუიჯი კოლინა „ელიტ ელექტრონიქსის“ რეკლამის მთავარი გმირები გახდნენ. კომპანია მუდნიალთან დაკავშირებულ გათამაშებას მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებით უწევს პროპაგანდას.

ვიდეოებს ვებ-გვერდი www.marketer.ge ავრცელებს

ბექჰემი: „ვან გაალი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან მუშაობდა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გაალი დანიშვნას გამოეხმაურა.

„ვან გაალს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი „აიაქსის“ ახალგაზრდულ სისტემაში იმყოფებოდა და მას ყველა ასაკის მოთამაშესთან აქვს ნამუშავარი. „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეს ძალიან გამოადგება.

ლუი ჩინებული მწვრთნელია, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან მუშაობდა“, – განაცხადა ბექჰემმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დევიდ და რომეო ბექჰემების რეაქცია რუნის გოლზე

22 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ვესტ ჰემს” შორის გამართულ მატჩში, უეინ რუნის მიერ გატანილი ბრწყინვალე გოლის შემდეგ, კამერებამ ტრიბუნაზე მყოფი დევიდ და რომეო ბექჰემების რეაქცია დააფიქსირეს.

bbeeeqs

რომელ ფეხბურთელს ჰყავს ცხოვრების ყველაზე ლამაზი მეგზური?

მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება და ფეხბურთელთა მიმართ ინტერესი ისეთი ადამიანების მხრიდანაც იზრდება, რომლებსაც ფეხბურთი სულ არ აღელვებთ, უფრო მეტად კი სპორტსმენთა პირადი ცხოვრება აინტერესებთ.  FreeBetNegotiator-მა ღია გამოკითხვა მოაწყო, რომლის მიზანიც იმის გარკვევა იყო, თუ რომელი ფეხბურთელის ოჯახს მიიჩნევს ხალხი ყველაზე ლამაზად.

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პირველ ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ – ირინა შეიკის წყვილი გავიდა. მეორე პოზიცია წილად ხვდა დევიდ ბექჰემისა და ვიქტორია ადამსის ოჯახს. პირველმა წყვილმა ხმათა 18 პროცენტი მიიღო, მეორემ კი – 14.  მესამე ადგილზე ლეო მესისა და ანტონელა როკუზოს ოჯახი გავიდა, მეოთხე პოზიცია სტივენ ჯერარდისა და ალექს კურანის წყვილს მიაკუთვნეს, მეხუთე ადგილი წილად ხვდა ჟერარ პიკე – შაკირას წყვილს.

დაერქმევა ბექჰემის ახალ გუნდს „მაიამი მეტროსექსუალსი“?

Fanebi.com-ის მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების, მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა ოფიციალურად განაცხადა, MLS-ში საფეხბურთო კლუბს შევქმნი, რომელიც მაიამის წარმომადგნელი იქნებაო. თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, თუ სად ითამაშებს მისი გუნდი, როდის შეუერთდება ლიგას და რა ერქმევა მას. საბუქმეიქერო კანტორებმა უკვე დაიწყეს ამ საკითხებზე მარჩიელობა და ფეხბურთის გულშემატკივრებს სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობენ, მათ შორის საკმაოდ უცნაურსაც.

ერთ-ერთი უცხოური საბუქმეიქერო კანტორის ვარიანტები და კოეფიციენტები ასე გამოიყურება:

„მაიამი ბექჰემ იუნაიტედი“ — 3-1
„მაიამი ტროპიკსი“ — 6-1
„მაიამი ფუჟენი“ — 7-1
„მაიამი მატადორსი“ — 12-1
„მაიამი გატოსი“ — 16-1
„მაიამი მეტროსექსუალსი“ — 20-1
„მაიამი მაესტროსი“ — 22-1
„მაიამჩესტერ იუნაიტედი“ — 1000-1

 

ბექჰემმა ბრაზილიის ნაკრები მოინახულა (ფოტომასალა)

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ეწვია, რომელიც მაიამიში არის დაბინავებული. 17 ნოემბერს ბრაზილიელი ფეხბურთელები ჰონდურასის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

ბრაზილიის ნაკრების ოფიციალური ვებ-გვერი იტყობინება, რომ ბექჰემს „სელესაოს“ სამწვრთნელო შტაბთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა. ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მოქმედ ბრაზილიელ ფეხბურთელებთან ფოტოებიც გადაიღო.

დევიდ ბექჰემის ევოლუცია ერთ GIF ანიმაციაში

ინტერნეტ-სივრცეში საკმაოდ ორიგინალური GIF ანიმაცია გავრცელდა, რომელში დევიდ ბექჰემის, სხვადასხვა ასაკში გადაღებული ფოტოებია თავმოყრილი.