“ატლეტიკოში” სჯერათ, რომ დიეგო კოსტა და კოკე დარჩებიან

მადრიდის “ატლეტიკოს” სპორტულმა დირექტორმა ხოსე ლუის კამინერომ განაცხადა, რომ დიეგო კოსტა და კოკე კლუბს არ დატოვებენ. კოსტა, რომელიც ამ ეტაპზე პრიმერას საუკეთესო ბომბარდირია “არსენალის”, “ჩელსის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ასევე საუბრობენ, რომ ამ კლუბებს კოკეც აინტერესებთ.

“დიეგო კოსტას კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად სატრანსფერო თანხა 38 მილიონ ევროს უდრის. ამის შესახებ ინგლისურმა ტოპ-კლუბებმაც იციან. ამ ეტაპზე კოსტა კოსტა წასვლაზე არ ფიქრობს. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენთან დარჩება. რაც შეეხება კოკეს, მის მიმართ “მანჩესტერის” ინტერესი არ მიკვირს. ძალიან მოუმატა და მისი ესპანეთის ნაკრებში მოხვედრაც სავსებით ლოგიკურია. დარწმუნებული ვარ, კოკე ჩვენთან დიდი ხნით დარჩება” – განაცხადა კამინერომ.

დიეგო კოსტამ, შესაძლოა, ლევანდოვსკის ადგილი დაიკავოს

დორტმუნდის „ბორუსიაში“ თავდამხმელი რობერტ ლევანდოვსკი, შესაძლოა, „ატლეტიკოს“ ფორვარდმა დიეგო კოსტამ შეცვალოს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის ნაკრების წევრი უკვე იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის „ბაიერნთან“ გააფორმებს კონტრაქტს, რომლის რიგებსაც უკვე 2014 წლის ზაფხულში შეურთდება.

თავისი შეტევების ლიდერის დაკარგვის ანაზღაურებას კი დორტმუნდელთა ხელმძღვანელები სწორედ დიეგო კოსტას გადაბირებით შეეცდებიან. არაოფიცალური ინფორმაციით, „ბორუსიას“ წარმომადგენლები სამხრეთ ამერიკელს, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ ესპანეთს ნაკრების მაისურით თამაშის სურვილი გამთქვა, უკვე დაუკავშირდნენ და ამჟამად მისგან პასუხს ელიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

“ატლეტიკო” დიეგო კოსტას გაყიდვაზე დაფიქრდა

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა, დიეგო კოსტამ შესაძლოა სეზონის ბოლო თავისი კლუბი დატოვოს. ესპანური პრესის ცნობით, 25 წლის შემტევის ბედი აპრილის ბოლომდე გაირკვევა.

კოსტას სატრანსფერო ღირებულება 38 მილიონი ევროა. ესპანელით “ბორუსია”, “არსენალი” და “ჩელსი” არიან დაინტერესებულნი. მის შემცვლელად კი “ატლეტიკო”, ბირმინგემის “ასტონ ვილას” ფორვარდს კრისტიან ბენტეკეს განიხილავს.

მიმდინარე სეზონში დიეგო კოსტას ანგარიშზე 19 გოლი და ერთი საგოლე პასია.

„არსენალს“ დიეგო კოსტას შეძენა სურს

ლონდონის „არსენალი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელით დიეგო კოსტათი აინტერესდა.

როგორც ცნობილია, „მეთოფეთა“ სკაუტები მიმდინარე კვირას ესპანეთში გაფრინდებიან, რათა მადრიდული კლუბის ფორვარდის თამაშს მიადევნონ თვალყური.

მიმდინარე წლის ზაფხულში დიეგომ დედაქალაქურ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2018 წლამდე იმოქმედებს. გარდა ამისა, ხელშეკრულების მიხედვით, იმ კლუბს, რომელიც დიეგოს შეძენას ისურვებს, 38 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ასე რომ, ლონდონელებს კოსტას დასამატებლად ბევრის გაკეთება მოუწევთ.

მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 16 მატჩში კსოტამ 17 გოლი გაიტანა. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში კი დიეგოს მონაგარმა ოთხი გოლი შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დიეგო კოსტამ ვარჯიში დაიწო

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ ვარჯიში განაახლა.

შეგახსენებთ, რომ მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო წარმოშობით ბრაზილიელმა ესპანეთის ნაკრების ორი ამხანაგური მატჩი გამოტოვა.

ესპანური პრესის ცნობით, კოსტა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს შეუდგა. ცნობილია, რომ უახლოეს დღეებში25  წლის ფორვარდი საერთო ჯგუფთანაც დაიწყებს ვარჯიშს.

დიდი ალბათობით, დიეგო მადრიდელებს უკვე „ხეტაფესთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის შემდეგი ტურის შეხვედრაში დაეხმარება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ოფიციალურად: დიეგო კოსტამ ესპანეთი აირჩია

მიუხედავად იმისა, რომ დიეგო კოსტამ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით ორ არაოფიციალურ მატჩში ითამაშა, მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ესპანეთს ფეხბურთის ფედერაციის წინადადება მიიღო.

როგორც ცნობილი გახდა, 25 წლის მოთამაშემ ოფიციალურ წერის მოაწერა ხელი, რომელშიც დაადასტურა, რომ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის სასარგებლოდ ბრაზილიის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა.

სავარაუდოდ, „ფურია როხაში“ დიეგოს დებიუტო ნოემბრის თვეში შდგება, როდესაც ესპანელები ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

დიეგო კოსტას ლამაზი გოლი „აუსტრიის“ კარში

ვენის „აუსტრიასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ მორიგი ლამაზი გოლის გატანა მოახერხა.

დიეგო კოსტას ლამაზი გოლი ვენის “აუსტრიას” კარში

22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ვენის “აუსტრიამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო და ანგარიშით 0:3 დამარცხდა. აღნისნულ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი დიეგო კოსტამაც გაიტანა.

დიეგო კოსტამ ბავშვი წააქცია – ბავშვმა მას შუა თითი უჩვენა

მიმდინარე კვირაში, მადრიდის “ატლეტიკოს” ერთ-ერთ ვარჯიშზე ძალიან სახალისო რამ მოხდა.

მადრიდელთა ნახევარმცველმა, დიეგო კოსტამ გადაწყვიტა, რომ მის გვერდზე მყოფ პატარა ბიჭუნასთვის ბურთი წაერთმია, რასაც მოყვა ის, რომ ბიჭუნა მინდორზე დაეცა. კოსტას ვალში არც თავად პატარა ბავშვი დარჩენია – მან ფეხბურთელს შუა თითი უჩვენა.

სკოლარი დიეგო კოსტას დათანხმებას ცდილობს

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი იმედს გამოთქვამს, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი დიეგო კოსტა „სელესაოში“ თამაშის გადაწყვეტილებას მიიღებს და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელს როგორც ესპანეთის, ასევე ბრაზილიის მოქალაქეობა აქვს. მას ბრაზილიის ნაკრების ფორმით ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, „სელესაოს“ რიგებში მხოლოდ ორი ამხანაგური შეხვედრა აქვს ჩატარებული. აქედან გამომდინარე, ფიფამ დიეგო კოსტას არჩევანის საშუალება მისცა. ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„იმისთვის, რომ სამუნდიალო განაცხადი დავასახელო, დრო მაისამდე მაქვს. დიეგო კოსტას მამასთან ამ თემაზე უკვე ვისაუბრე“, – ციტირებს სკოლარის სიტყვებს ფრანგული Le10Sport-ი.

ბექა დოგრაშვილი

დიეგო კოსტა: „იმედია, კიდევ ბევრ გოლს გავიტან“

„სევილიასთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ თავის შედეგიანობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ შეხვედრაში კოსტამ დუბლი შეასრულა, თუმცა, მანამდე, მან პენალტის გამოყენება ვერ მოახერხა.

„პენალტებს ვიტან ხოლმე. კარგია, რომ შემდეგ გოლის გატანის შესაძლებლობები მაინც მომეცა და დუბლის შესრულებაც მოვახერხე. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ, გოლის ავტორს კი ნაკლები მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა კოსტამ.

„გარკვეული რაოდენობის გოლის გატანაზე არ ვფიქრობ. ახლა ყველაფრით ვარ კმაყოფილი. ჩემთვის ამ ეტაპზე მთავარი მხოლოდ წინსვლაა. იმედი მაქვს, მეტოქეთა კარის აღებას კიდევ არაერთხელ შევძლებ“, – დაასრულა სამხრეთ ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დიეგო კოსტამ ბრაზილიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის არჩევანი გააკეთა

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ ესპანეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

24 წლის ფეხბურთელს როგორც ესპანეთის, ასევე ბრაზილიის მოქალაქეობა აქვს. მას ბრაზილიის ნაკრების ფორმით ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, “სელესაოს” რიგებში მხოლოდ ორი ამხანაგური შეხვედრა აქვს ჩატარებული. აქედან გამომდინარე, ფიფამ დიეგო კოსტას არჩევანის საშუალება მისცა.

მანამდე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას მიმართა, დიეგო კოსტასთვის “ფურია როხაში” თამაშის ნებართვა მიეცა.

დიეგომ ესპანეთის ნაკრებში თამაშის სურვილი სიტყვიერად უკვე გამოხატა.

ბექა დოგრაშვილი