სიმეონე „ჩელსიში“?

ჟოზე მოურინიოს ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემთხვევაში, „არისტოკრატთა“ თავკაცობის კანდიდატთა შორის, შესაძლოა, მადრიდის „ატლეტიკოს“ დამრიგებელი დიეგო სიმეონე იყოს. თუმცა, საამისოდ ლონდონელებს არგენტინული ფეხბურთის ფედერაციასთან ბრძოლა მოუწევს, რადგან 45 წლის სპეციალისტი ასევე ნაკრების შესაძლო თავკაცად განიხილება, რის შესახებაც „დეილი ექსპრესი“ იტყობინება.

შაბათს პრემიერლიგის მე-12 ტურში „ჩელსიმ“ მიმდინარე ჩემპიონატში მეშვიდედ წააგო. ამჟამად მოურინიოს გუნდი 11 ქულით ცხრილში მე-16 ადგილს იკავებს.

დიეგო სიმეონეს ფინტები “ატლეტიკოს” ვარჯიშზე (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებს მადრიდის “ატლეტიკოს” ვარჯიშზე დიეგო სიმეონე.

სიმეონე: “ჩვენზე ძლიერი მხოლოდ 4 კლუბია”

“ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ მადრიდული კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.

“ატლეტიკო ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტულია. გარდა ამისა სპორტული პრინციპით ჩვენზე ძლიერი მხოლოდ 4 კლუბია. “რეალი”, “ბარსელონა”, “ბაიერნიი” და “ჩელსი”. შემდეგ კი ჩვენ მოვდივართ.  ფინანსური თვალსაზრისით “ატლეტიკო” ტოპ 15-შია” – განაცხადა სიმეონემ.

სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. არგენტინულ ტელეარხ TyC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სიმეონემ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შორის შედარებაც კი არამართებულია.

Simeone

“მესი პირველია. არ არსებობს მასთან ახლოს მყოფი მოთამაშე. შედარება ყოველთვის უთანხმოებას იწვევს. ასეთ დროს ერთი მხარე სამართლიანი არ არის”.

სიმეონეს მესისა და დიეგო მარადონას შედარებაც სთხოვეს.

“მარადონა და მესი სხვადასხვა პერიოდსა და განსხვავებულ პოზიციებზე თამაშობდნენ. მესი უფრო მეტად დამრტყმელია, მარადონა კი მთელი მოედნის მოთამაშე იყო”, – დასძინა სიმეონემ.

“ატლეტიკოს” თავკაცმა ისიც აღნიშნა, რომ სამართლიანი არ არის, არ ჩაითვალოს მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მხოლოდ იმის გამო, რომ მას მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებული არ აქვს.

 

სიმეონე: “ატლეტიკოს” სიძლიერით მხოლოდ ოთხი კლუბი სჯობს”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ TyC Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, ჰქონდა თუ არა სხვა კლუბებისგან შემოთავაზებები.

“ჩემთვის “ატლეტიკო” ყოველთვის პრიორიტეტულია. გარდა ამისა, ბევრი კლუბი არ არის, რომელიც სპორტული თვალსაზრისით გვჯობს. “რეალი”, “ბარსელონა”, “ბაიერნი”, შესაძლოა, “ჩელსიც”, შემდეგ კი ჩვენ ვართ.

ფინანსური თვალსაზრისით “ატლეტიკო” საუკეთესო კლუბთა 15-ეულში შედის”, – განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა სპეციალისტმა “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა.

 

სიმეონემ ტევესის შესახებ ისაუბრა

ადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ თავდამსხმელ კარლოს ტევესზე არ ბრაზდება, რომელმაც მშობლიური „ბოკა ხუნიორსის“ შემადგენლობაში დაბრუნება გადაწყვიტა.

„მასთან არ მისაუბრია, მაგრამ ამით ჩვენი კლუბის სხვა წარმომადგენლები დაკავდნენ. მას „ბოკა ხუნიორსში“ დაბრუნების ვარიანტი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დონის ფეხბურთელი კარიერას იქ ასრულებდეს, სადაც მას ეს სურს. ვიცი, რომ ტევესი არგენტინაში ძალიან უყვართ“, – განაცხადა მადრიდელთა თავკაცმა.

სიმეონე: “კოკეს და გოდინს არ გავყიდით”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა გუნდის სატრანსფერო სიახლეებზე ისაუბრა.

“ჩვენ იძულებულნი ვიყავით, გასული სეზონი დიეგო კოშტას, ტიბო კურტუას, ვილიას, სოსას და ფილიპე ლუისის გარეშე დაგვეწყო. ეს აღარ განმეორდება. იმედი მაქვს, სტაბილურ შემადგენლობას შევინარჩუნებთ და ახალ სეზონს გუნდი კარგ ფორმაში შეხვდება”.

“ვინ არ გაიყიდება? – კოკე და გოდინი, ეს გადაწყვეტილია. ასევე ველით ოლივერ ტორესს, რომელსაც “პორტოში” კარგი სეზონი ჰქონდა”.

“მანჯუკიჩი? – შემიძლია ვთქვა, რომ მისი მუშაობით კმაყოფილი ვარ,”-განაცხადა სიმეონემ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიო მანჯუკიჩი “იუვენტუსში”, ხოლო ჟოაო მირანდა “ინტერში” გადასვლასთან ახლოს არიან.

ვინ თუ არა ტევესი? მადრიდში ალტერნატივებზე ფიქრობენ

მადრიდის “ატლეტიკო” შეტევის ხაზის გაძლიერებაზე ფიქრობს. როგორც მოგეხსენებათ, მადრიდელთა მთავარი სამიზნე “იუვენტუსის” შემტევი კარლოს ტევესია, თუმცა არის ალბათობა, რომ არგენტინელი მადრიდში არ გადავა და “ატლეტიკოს” ხელმძღვანელებიც შესაბამისად ალტერნატიულ ვარიანტებზე ფიქრობენ.

გავრცელებული იფნორმაციით ესპანური გუნდის შეტევის გაძლიერების კანდიდატებია არიან – ჩირო იმობილე, მაუო იკარდი, კარლოს ბაკა და ალექსანდ ლაკაზეტი, თუმცა დიეგო სიმეონეს პრიორიტეტი რა თქმა უნდა ტევესია.

სიმეონემ ტევესისადმი ინტერესი დაადასტურა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კარლოს ტევესისა და „ვილიარეალის“ ფორვარდის ლუსიანო ვიეტოს მიმართ ინტერესი დაადასტურა.

„კარლოსთან არ მისაუბრია, მაგრამ მის აგენტს კლუბის ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ. ჩვენი გუნდისთვის ტევესი ჩინებული გაძლიერება იქნებოდა.

ვიეტო? ის ჩვენი მიზანია და მის ტრანსფერთან ახლოს ვართ. მას ახალ სეზონში ჩვენთან ველი. ვფიქრობ, ამ ფეხბურთელს ექსტრაორდინალური შესაძლებლობები გააჩნია“, – განაცხადა „ატლეტიკოს“ დამრიგებელმა.

სიმეონე: “ყველა ბედნიერი იქნება, თუ “რეალი” “ესპანიოლთან” წააგებს”

“ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონმ “ბარსელონასთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იხუმრა. პრიმერას დასრულებამდე ორი ტურით ადრე კატალონიელები პირველ ადგილზე იმყოფებიან და “რეალს” 4 ქულით უსწრებენ.

“ტორესი მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს. მან მიმდიანრე სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის ბედი უკვე გადაწყვიტა. “ბარსელონა” ძალიან კარგი გუნდია, რომელზეც დიდხანს შემიძლია საუბარი, მაგრამ თავს შევიკავებ.

“რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტი უდიდესი მწვრთნლია. “რეალი” მისი გაშვებით გუნდის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს.

ბედის ირონიით, გასული სეზონის დასკვნითი ნაწილის მსგავსად ჩვენ კვლავ “ბარსელონას” ვეთამაშებით. მაგრამ, ყველა ბედნიერი იქნება, თუ “რეალი” “ესპანიოლთან” წააგებს” – განაცხადა სიმეონემ.

დიეგო სიმეონე და “ატლეტიკოს” ფეხბურთელები ახალ რეკლამაში (ვიდეო)

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა ტურიზმის ხელშესაწყობად რეკლამაში მიიღეს მონაწილეობა.


სიმეონე: “ერთ დღეს “ლაციოსაც” გავწვრთნი”

“ატლეტიკოს” თავკაცმა განაცხადა, რომ იტალიის დედაქალაქში მუშაობაზე უარს არ იტყვის.

“ლაციოში ჩემი კარიერის ბრწყინვალე წლები მაქვს გატარებული. ეს ის ადგილია, სადაც საუკეთესო ოთხი წელი გავატარე,”-განუცხადა ჩოლო სიმეონემ Lazialità-ს.

“მაქვს რამდენიმე მიზანი, რომელსაც არასდროს დავივიწყებ. რომში ფეხბურთელებთან ახლოს ვარ. სკუდეტოს მოგება მსურს. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს “ლაციოსაც” გავწვრთნი”.