ჩაკვეტაძე, ასენსიო, ბეილი – უეფამ ერთა ლიგის საუკეთესო გოლები დაასახელა (ვიდეო)

უეფამ ერთა ლიგის საწყისი ორი ტურის ათი საუკეთესო გოლი დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესოებს შორის მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძის მიერ ყაზახეთის ნაკრების კარში გატანილი გოლი.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც უეფას ოფიციალურმა არხმა გამოაქვეყნა:

უეფას ერთა ლიგის კალენდარში ცვლილებაა (ფოტო)

უეფამ ერთა ლიგის კალენდარში ცვლილება შეიტანა. ერთა ლიგის გათამაშების მეხუთე ტურის შეხვედრის ჩატარების თარიღი შეიცვალა. ანდორასა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი ნაცვლად 16 ნოემბრისა, ერთი დღით ადრე, 15 ნოემბერს შედგება. რაც ნიშნავს,რომ ერთა ლიგის დ დივიზიონის პირველი ჯგუფის ბოლოსწინა ტურის ორივე შეხვედრა ერთ დღეს გაიმართება.

გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების კალენდარს ერთა ლიგის გათამაშებაზე.

Gff.Ge

უეფას ერთა ლიგა: საქართველოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

2019 წლის სექტემბერში სტარტს აიღებს ერთა ლიგის ტურნირი. ამის შესახებ ბევრი დაიწერა, თუმცა, მოდით, კიდევ ერთხელ მარტივად გავეცნოთ მის სტრუქტურას:

  • ტურნირში მონაწილეობს 55 გუნდი.
  • გუნდები ოთხ კალათში არიან განაწილებულნი (UEFA-ს რეიტინგის მიხედვით): A ლიგა (12 გუნდი), B ლიგა (12 გუნდი), C ლიგა (15 გუნდი), D ლიგა (16 გუნდი).
  • A (12)-სა და B (12) ლიგებიდან იქნება სამი ოთხგუნდიანი ჯგუფი. C (15) ლიგიდან იქმნება სამი ოთხგუნდიანი და ერთიც სამგუნდიანი ჯგუფი. ხოლო, D (16) ლიგიდან – ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფური  ეტაპი 2019 წლის სექტემბერ-ნოემბერში გაიმართება.
  • ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ოთხივე ლიგის თითოეული ჯგუფიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. ერთი ლიგის ოთხი წარმატებული გუნდი ივნისში ოთხთა ტურირში ერთმანეთს დაუპირირსპირდება და ერთ გამარჯვებულს გამოავლენს. საბოლოოდ, კი ოთხი ლიგიდან (A, B, C, D) მოგებული ოთხი ნაკრები ავტომატურად მოხვდება 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
  • “ევრო 2020”-ზე მონაწილე 20 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპით გამოვლინდება.
  • ჯგუფის გამარჯვებული (ევროპის ჩემპიონატზე ვერმოხვედრის შემთხვევაშიც) დაწინაურდება და ის შემდეგ ერთა ლიგაზე ერთით მაღალ ლიგაში იასპარეზებს.

საგულისხმოა, რომ UEFA 2017 წლის 15 ნოემბრის რეიტინგით იხელმძღვანელებს. ძალიან დიდი ალბათობით, დღეს არსებული განახლებული რეიტინგი აღარ შეიცვლება. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, ოთხივე ლიგის წევრი ქვეყნები.

A ლიგა: გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, ინგლისი, შვეიცარია, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ისლანდია, ბოსნია-ჰერცოგოვინა.

B ლიგა: ირლანდია, რუსეთი, ავსტრია, შვედეთი, სლოვაკეთი, უელსი, უკრაინა, ჰოლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, ჩეხეთი, თურქეთი, უნგრეთი.

C ლიგა: საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვენია, ისრაელი, სერბეთი, დანია, ბულგარეთი, ალბანეთი, შოტლანდია, მონტენეგრო, ნორვეგია, ლიტვა, აზერბაიჯანი, კვიპროსი, სომხეთი.

ლიგა: ესტონეთი, ფინეთი, ბელორუსი, საქართველო, ფარერები, ლატვია, მაკედონია, ყაზახეთი, მოლდოვა, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, კოსოვო, მალტა, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი.

როგორც ვხედავთ, ჩვენი ქვეყანა ბოლო ლიგაშია. აქ ნამდვილად ვერ ვხედავთ ძლიერ ან ბევრ საშუალო დონის ნაკრებს. შესაბამისად, რა ჯგუფშც არ უნდა მოვხვდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში გვექნება პირველი ადგილის დაკავებისა და შემდეგ ოთხთა ტურნირზე გამარჯვების შანსი.

ერთა ლიგა 2018 წელს დაიწყება

უეფა-ს ხელმძღვანელებმა ახალი ტურნირის ერთა ლიგის ფორმატი დაამტკიცეს, რომელიც 2018 წლის სექტემბერს დაიწყება.

უეფა-ს 54 წევრი, რეიტინგის მიხედვით, ოთხ დივიზიონად დაიყოფა. А და B დივიზიონის გუნდებს ოთხ ჯგუფებად გაყოფენ, რომლებშიც სამ-სამი გუნდი ითამაშებს. С დივიზიონი ორ ჯგუფად გაიყოფა, ხოლო D დივიზიონი ოთხ ჯგუფად, რომელშიც ოთხ-ოთხი გუნდი ითამაშებს.

ყოველი დივიზიონის ოთხი გამარჯვებული კლასით აიმაღლებს ან ფინალურ ტურნირზე გავა, ხოლო ოთხი ყველაზე ცუდი გუნდი 2020 წლის ტურნირზე დაბალ დივიზიონში გადაინაცვლებს.

2019 წელს А ჯგუფის ოთხი გამარჯვებული პლეიოფის სისტემით ითამაშებს (ნახევარფინალი და ფინალი). ნაკრებები, რომლებიც ევროპის კვალიფიკაციაში პირველ და მეორე ადგილებს დაიკავებენ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ საგზურს მიიღებენ. გარდა ამისა, ოთხი გუნდი ევროპის პირველობის საგზურს პლეიოფის მატჩებში გაითამაშებს.

უეფას ახალი პროექტი – ამხანაგურ მატჩებს სანაკრებო ტურნირი ჩაანაცვლებს?

უეფაში ერთა ლიგის პროექტს განიხილავენ. ეს არის ახალი ტურნირი, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ამხანაგური მატჩები.

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ფიქრობენ, რომ ამ პროექტით გულშემატკივრებს იმ მატჩებისადმი ინტერესს გაუზრდიან, რომლებსაც სატურნირო მნიშვნელობა არ აქვთ. ჩემპიონატს ერთა (ერების) ლიგა დაერქმევა.

„ევროსპორტის“ თანახმად, ნაკრებები, ფიფას რეიტინგის მიხედვით, ხუთ ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფის გამარჯვებული ფულად პრემიას მიიღებს. მომდევნო ეტაპზე ძლიერი გუნდები ერთად განითესებიან, ჯგუფებში დაბალ პოზიციებზე გასული ნაკრებები კი ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას. ტურნირის ჩატარებას ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აპირებენ, თუმცა პროექტი 2016 წლამდე ვერ განხორციელდება.

ტურნირი დღეს რომ იწყებოდეს, გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდებოდნენ:

ჯგუფი A: ესპანეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, ჰოლანდია, ხორვატია, პორტუგალია, საბერძნეთი.

ჯგუფი B: შვეიცარია, რუსეთი, ინგლისი, ბოსნია/ჰერცოგოვინა, შვედეთი, დანია, საფრანგეთი, უკრაინა.

ჯგუფი C: მონტენეგრო, სლოვენია, უნგრეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, სერბეთი, ალბანეთი, ავსტრია, თურქეთი, უელსი, ისლანდია, სომხეთი, ფინეთი, ირლანდია, სლოვაკეთი.

ჯგუფი D: შოტლანდია, ბულგარეთი, პოლონეთი, ისრაელი, მაკედონია, ბელორუსი, ჩრდილოეთ ირლანდია, ესტონეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, ყაზახეთი, კვიპროსი.

ჯგუფი E: მალტა, ლიხტენშტეინი, ფარერის კუნძულები, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი.

ბექა დოგრაშვილი