ბეილი „ბარსელონასთან“ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, გარეთ ბეილი „ბარსელონასთან“ მატჩში პირველივე წუთებიდან ითამაშებს.

„ამჟამად ბეილი თავს კარგად გრძნობს და მოედანზე გამოსასვლელად მზადაა. გამოვა თუ არა იგი პირველივე წუთებიდან? ამას არ გამოვრიცხავ. რაც შეეხება მის სათამაშო პოზიციას, ამის შესახებ თუ ჰკითხავთ, მაშინ გიპასუხებთ, რომ მარჯვენა ფლანგზე ურჩევნია თამაში. ვფიქრობ, აქცენტს იგი სწორედ ფლანგებიდან შეტევაზე გააკეთებს“, – განაცხადა „ბლანკოსის“ თავკაცმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ნეიმარი: „იმედია, სადებიუტო „ელ კლასიკო“ კარგი გამოდგება“

კატალონიის „ბარსელონას“ ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი იმედოვნებს, რომ მისი პირველი „ელ კლასიკო“ კარგი გამოდგება.

„ელ კლასიკო“ ნებისმიერი ფეხბურთელისთვის – უმნიშვნელოვანესია. ჩემთვის ეს პირველი მსგავსი შეხვედრა იქნება და იმედი მაქვს, კარგი დებიუტიც მექნება. რა თქმა უნდა, მოგების სურვილი გვაქვს. ყველაზე მეტად „ბარსელონასა“ და „რეალის“ 2005 წლის მატჩი მახსოვს. მაშინ, რონალდინიომ დუბლის შესრულება მოახერხა“, – განაცხადა ახალგაზრდა სამრეთ ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ინიესტას ხუთწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ

როგორც ჩანს, კატალონიური გრანდის 29 წლის ნახევარმცველი საკუთარი კარიერის დასრულებას სწორედ “ბარსელონაში” აპირებს.

“ბლაუგრანასის” ხელმძღვანელობის განცხადებით, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ მხარეები ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში გააფორმებენ.

კატალონიელებს სჯერათ, რომ ანდრეს ინიესტა ხუთწლიან კონტრაქტზე ხელმოწერას დათანხმდება. მიმდინარე ხელშეკრულება კი 2015 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სანდრო საპანაძე

პიკე მოპოვებული ქულით კმაყოფილია

კატალონიის „ბარსელონას“ მცველი ხერარდ პიკე „მილანთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ფრედ დასრულებული მატჩით კმაყოფილი დარჩა.

„მილანს კარგი ხასიათით ვტოვებთ. ვფიქრობ, ბევრი მართალი არ იყო, როდესაც ამბობდა, რომ სან-სიროზე დიდი ანგარიშით მოვიგებთ. შესაძლოა, ზოგს აღნიშნული შედეგი უიბლო მიაჩნია. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ყველაფერთან ერთად, ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნებაც მოვახერხეთ“, – განუცხადა პიკემ „ბლაუგრანასის“ ოფიციალურ საიტს.

ალექსანდრე მატევოსოვი

სანჩესი: „მილანი“ ყოველთვის ბოლომდე იბრძვის“

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა „მილანთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მოახლოებული შეხვედრის შესახებ გააკეთა კომენტარი.

„სან-სიროზე“ წინა მარცხის შემდეგ, კარგი გაკვეთილი მივიღეთ. „მილანი“ ბრძოლისუნარიანი გუნდია, შესაბამისად, მშვიდად ყოფნის საშუალება არ გვაქვს“, – აცხადებს ჩილელი.

„მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. „ბარსაში“ ამჟამად ბევრი მოთამაშეა. მოედანზე გასასვლელად მზად ვარ, თუმცა, არ ვიცი, მოვხვდები თუ არა გუნდის ძირითად შემადგენლიბაში. ბევრს მაკრიტიკებენ, რის გამოც საკუთარ თავზე ხშირად მიწევს მუშაობა. მიხარია, რომ ნეიმარი ჩემი თანაგუნდელია. მის გვერდით უფრო თავდაჯერებული ვარ“, – დაასრულა სანჩესმა.

ალექსანდე მატევოსოვი

„ბარსელონას“ კურტუას შეძენა სურს

კატალონიის „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მომავალ ზაფხულს მადრიდის „ატლეტიკოში“ იჯარით მოასპარეზე მეკარის ტიბო კურტუას შეძენას შეეცდება.

კატალონიური კლუბი იმედოვნებს, რომ ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელები მომავალში ბელგიელი გოლკიპერის გაყიდვაზე დათანხმდებიან, რადგან, მათი აზრით, ამ ეტაპზე, ტიბოს დამატება მათთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს

იმ შემთხვევაში, თუ კურტუა „ბლაუგრანასში“ გადავა, „ბარსას“ მენეჯერები მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ კარის დარაჯთან მარკ-ანდრე ტერ შტეგეთთან შეთანხმების გაფორმებაზე უარს იტყვიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

“ბარსელონა” 2012 წელს ბეილის გადაბირებას ცდილობდა

ესპანური მედიის თანახმად, ორი სეზონის წინ კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობას გარეთ ბეილის შეძენა სურდა.

როგორც Latdp.cat იტყობინება, 2011 წელს, “ბლაუგრანას” წარმომადგენლები უელსელი მოთამაშის აგენტ ჯონათან ბარნეტს ორჯერ შეხვდნენ. იმ დროს, კატალონიელები ერიკ აბიდალის შემცვლელს ეძებდნენ, რომელიც ტრავმირებული იყო.

მიუხედავად ამისა, ბარნეტმა “ბარსას” განუცხადა, რომ ბეილი, როგორც ფეხბურთელი, მაშინ ინგლისის დასატოვებლად მზად არ იყო და კიდევ ორი წელი მოცდა იყო საჭირო.

ამიტომაც, ბეილის ნაცვლად, “ბარსელონამ” “ვალენსიადან” ხორდი ალბა შეიძინა.

სანდრო საპანაძე

შესაძლოა, ალონსომ „ბარსელონას“ წინაამღდეგ ითამაშოს

El Mundo Deportivo-ს ცნობით, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ჩაბი ალონსო შესაძლოა, დროზე ადრე გამოჯანმრთელდეს. აქამდე ცნობილი იყო, რომ ესპანელი ნახევარმცველი სათამაშოდ მზად მხოლოდ ნოემბრის თვეში იქნებოდა.

ახალი ინფორმაციით, გამოციდლი ფეხბურთელი ვარჯიშს 19 ოქტომბრიდან დაიწყებს. აქედან გამომდინარე, იგი კატალონიის „ბარსელონასთან“ შეხვედრისთვის მოასწრებს მომზადებას. აღნიშნული მატჩი 26 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ალონსოს ჯერჯერობით არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია. აგვისტოს თვეში კი მას ფეხის ოპერაცია ჩაუტარდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სუნიგა ”ბარსელონაში”?

შესაძლოა, ”ნაპოლის” კოლუმბიელი ნახევარმცველი კამილო სუნიგა უახლოეს მომავალში კატალონიის ”ბარსელონას” მაისურით ვიხილოთ.

27 წლის ფეხბურთელი ნეაპოლიტანური კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გახანგძლივების თაობაზე ჯერ კიდევ ვერ შეუთანმდა. მოქმედი ხელშეკრულება კი 2014 წლის ივნისამდე მოქმედებს.

”ორშაბათს, მოთამაშე და კლუბის მენეჯერები ერმანეთს შეხვდებიან და ყველა დეტალს დაწვრილებით განიხილავენ. თუ კამილო ”ნაპოლიში” არ დარჩება, მაშინ იგი ”ბარსელონაში” გადავა. ამის ალბათობას ”ბლაუგრანასიდან” დანი ალვეშის შესაძლო წასვლაც ზრდის. არ ვიცი, დაინტერესებულია თუ არა მის შეძენაში ტურინის ”იუვენტუსი”, თუმცა იგი ”ბარსას” ფერების დაცვაზე ოცნებობს, რის შესახებაც სუნიგამ კომენტარი ჯერ კიდევ კოლუმბიაში ყოფნისას გააკეთა”, – განუცხადა Radio Caracol-ს SportItalia-ს ჟურნალისტმა კარლოს ალემანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბეკე: ”მესიმ გვარდილას შეურაცხყოფა მიაყენა”

”ნიუ-იორკ რედ ბულის” ყოფილმა თავკაცმა ჰანს ბეკერმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა. შვედმა სპეციალისტმა ისაუბრა 2009/10 წლის სეზონის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტზე, რომელიც, მისი თქმით, ”ბარსელონას” ლიდერს ლიონელ მესისა და მისი გუნდის ყოფილ თავკაცს ხოსეპ გვარდიოლას შორის მოხდა.

”ეს ვარსკლავები ღვთის საუკეთესო შვილები არ არიან. ერთ-ერთი მატჩის დაწყებამდე სამი საათით ადრე, მოთამაშეები სასადილოდ დასხდნენ, რის დროსაც მესიმ კოლა ისურვა. ბუნებრივია, გვარდიოლამ მას ამაზე უარი უთხრა, რადგან თამაშების წინ კოკა-კოლის დალევა რეკომინდირებული ნამდვილად არ არის. უკმაყოფილო მესი კი ადგა და რამოდენიმე წუთში ბოთლით დაბრუნდა, რომლიდანაც კოკა-კოლა გვარდიოლას თანდასწრებით დალია. ალბათ ხვდებით, თუ რამდენად შეურაცხყოფილი დარჩა გვარდიოლა არგენტინელის ამ საქციელით. მოვხდები თუ არა ცილისწამებისთვის სასამართლო დარბაზში? ჩემს ნაცნობებს შორის ბევრი იურისტი არის”, – განაცხადა ბაკემ TV4-ს ეთერში.

პრესის ვარაუდით, შვედმა მწვრთვნელმა აღნიშნული ისტორია ტიერი ანრისგან ან რაფაელ მარკესისგან გაიგო, რომლებიც 2009/10 წლების სეზონში ”ბარსაში” თამაშობდნენ, რის შემდეგაც, ნიუ-იორკში გადაბარგდნენ, სადაც სწორედ ბაკეს ხელმძღვანელობით თამაშობდნენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

სანჩესი: ”მწვრთვნელს და თანაგუნდელებს ჩემი იმედი აქვთ”

გასულ სეზონთან შედარებით, მიმდინარე სეზონში, ”ბარსელონას” ჩილელ შემტევს ალექსის სანჩესს ტრავმები არ აწუხებს, რისი წყალობითაც მას ”ბლაუგრანასის” მაისურით თამაშის შესაძლებლობა მიეცა.

”ვგრძნობ, რომ მწვრთვნელს ჩემი სჯერა. იგივეს ჩემს თანაგუნდელებზე ვიტყოდი. ეს ყველაფერი მატჩების დროს ძალიან მეხმარება. ამავე დროს, სათქმელია, რომ რამდენიმე კომპონენტში მოსამატებელი მაქვს. საუკეთესო ფორმისგან ჯერ შორს ვარ”, – თვლის სამხრეთ ამერიკელი.

ცნობისთვის, პრიმერა დივიზონის მიმდინარე გათამაშებაში ალექსისმა სამი მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანაც მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი