ჯაბა კანკავა მოედნიდან გააძევეს (ვიდეო)

28 ნოემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში “რეიმსმა” საკუთარ მოედანზე “რენი” მიიღო.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ჯაბა კანკავა, რომელიც მეორე ნახევარში მოედნიდან გააძევეს. ქართველმა ფეხბურთელმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო. პირველად ის მსაჯმა 35-ე წუთზე გააფრთხილა, მეორედ კი 65-ე წუთზე.

“ლორიენის” მეკარე მატჩის პირველივე წუთზე მოედნიდან გააძევეს (ვიდეო)

23 აგვისტოს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “ლორიენმა” საკუთარ მოედანზე “სენტ-ეტიენი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველივე წუთზე, მსაჯმა მოედნიდან მასპინძელთა მეკარე ლეკომტე გააძევა.

რის გამო მიიღო მარუან ფელაინიმ წითელი ბარათი “ჰალ სიტისთან” მატჩში (ვიდეო)

24 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ჰალ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.

მატჩის 77-ე წუთზე, მანჩესტერელთა ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ უხეშობისათვის წითელი ბარათი მიიღო.

მსაჯმა 2 წამში მოედნიდან ოთხი ფეხბურთელი გააძევა (ვიდეო)

23 მარტს, ბრაზილიაში, “ფლამენგოსა” და “ვასკო და გამას” შორის გამართულ მატჩში (2:1), ერთ-ერთ ეპიზოდში მოედანზე სიტუაცია და იძაბა, რის გამოც მსაჯმა 2 წამში წითელი ბარათი ოთხ ფეხბურთელს უჩვენა.

ჩინელმა ფეხბურთელმა მარადონას მიბაძა და მოედნიდან გააძევეს (ვიდეო)

3 მარტს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, “შანდონგ ლუნენგსა” და “ჯეონბუკ მოტორსს” შორის გამართულ მატჩში, მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელმა გოლის გატანა ხელით სცადა, რის შემდეგაც მოედნიდან გააძევეს.

“ჩიტადელასთან” მატჩში მსაჯმა “კატანიას” ოთხ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა

24 დეკემბერს, იტალიის სერია B-ში, “ჩიტადელამ” საკუთარ მოედანზე “კატანია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში ხუთი გოლი გავიდა, ყველაზე დიდი ყურადღება იმან მიიპყრო, რომ მსაჯმა “კატანიას” ოთხ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.

პირველად, მოედნის დატოვება ფაბიან რინაუდოს მოუწია, რომელმაც 51-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ამის შემდეგ, 88-ე წუთზე მიხალ ჩრაპეკის ჯერი დადგა. დაახლოებით ერთ წუთში, მსაჯმა წითელი ბარათი სათადარიგოთა სკამზე მყოფ სებასტიან ლეტოსაც უჩვენა, ყველაზე ბოლოს კი მოედნიდან ნიკოლას სპოლი გააძევეს.

Screen-Shot-2014-12-25-at-10.02.10-AM

გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას:

არაფრის გამო მიღებული წითელი ბარათი (ვიდეო)

10 ნოემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე მარსელის “ოლიმპიკი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, 78-ე წუთზე, მსაჯმა მოედნიდან სტუმართა გუნდის მოთამაშე ჯანელი იმბულა გააძევა.

ყველაზე უცნაური წითელი ბარათი მსოფლიოში

ჰონდურასში, ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის შეხვედრაში მსაჯმა მეკარეს წითელი ბარათი უცნაური მიზეზის გამო უჩვენა.

რონალდუ 8-0 მესი

ესპანეთის ჩემპიონატის XXII ტურში ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩის (1:1) 75-ე წუთზე „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან გააძევეს. ეს პორტუგალიელის საკლუბო კარიერაში რიგით მერვე გაძევებაა, როცა მისი უშუალო კონკურენტი ლიონელ მესი მოედნიდან არასდროს გაუძევებიათ. რონალდუს „რეალის“ შემადგენლობაში 4 წითელი ბარათი აქვს მიღებული, ამდენჯერვე გააძევეს ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობის პერიოდში.

მას ბილბაომდე წითელი ბარათი ესპანეთის სამეფო თასის გასული სეზონის ფინალურ მატჩში, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩი უჩვენეს. მაშინ პორტუგალიელი ფეხბურთელი გაბიმ „მოცელა“ უკნიდან, რონალდუმ კი ვერ მოითმინდა და სამაგიერო ოპონენტს ფეხის სახეში გარტყმით გადაუხადა.

დავუბრუნდეთ „ატლეტიკთან“ რონალდუს გაძევებას. როგორც გუშინ გაუწყეთ, გასახდელისკენ მიმავალმა კრიშტიანუმ გზად შეურაცხმყოფელი ჟესტი გააკეთა. ამის გამო, შესაძლოა, პორტუგალიელი ფეხბურთელი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ, თუმცა არც მადრიდის „რეალი“ აპირებს, ასე მშვიდად შეეგუოს თავისი ლიდერის გასამართლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სამეფო კლუბმა“ რონალდუს შესაძლო დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა და სამი არგუმენტიც მოიყვანა:

1. „რეალი“ ამტკიცებს, რომ ბურთი თამაშში იყო, როდესაც მთავარმა არბიტრმა აისა გამესმა რონალდუს წითელი ბარათი უჩვენა;
2. რონალდუსა და იტურასპეს შორის კონტაქტს არ შეიძლება, რომ „დარტყმა“ დაერქვას, როგორც ეს მატჩის არბიტრმა აღნიშნა თავის მოხსენებაში;
3. „რეალი“ თვლის, რომ გასახდელისკენ მიმავალ რონალდუს შეურაცხმყოფელი ჟესტი დამხმარე არბიტრის მისამართით არ უჩვენებია, მაგრამ მსაჯის მოხსენებაში ეს პირიქით არის აღნიშნული.

საბოლოო ვერდიქტი ხვალ გახდება ცნობილი.

კიდევ ერთხელ გთავაზობთ ამ მომენტის ამსახველ ვიდეომასალას.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ესპანეთის ჩემპიონატის XXII ტურში ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩის (1:1) 75-ე წუთზე „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ბასკთა მცველ კარლოს გუპრეგის სახეში ხელი გაარტყა, რის გამოც პორტუგალიელი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს.

გასახდელისკენ მიმავალმა რონალდუმ გზად დამხმარე არბიტრს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა. ამის გამო, შესაძლოა, პორტუგალიელი ფეხბურთელი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

„მატჩის 75-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუ მეტოქე გუნდის ფეხბურთელისთვის სახეში ხელის გარტყმისთვის გაძევებულ იქნა. მოედნის დატოვებამდე რონალდუმ ლოყაზე რამდენჯერმე ხელი გაირტყა, ეს ჟესტი მან დამხმარე მსაჯს უჩვენა“, – ნათქვამია მთავარი არბიტრის მოხსენებაში.

დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, „სამეფო კლუბის“ ლიდერი გამოტოვებს „ვილიარეალთან“, „ელჩესთან“ და „ხეტაფესთან“ გასამართ მატჩებს.

ბექა დოგრაშვილი

კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან გააძევეს

ესპანეთის ჩემპიონატის XXII ტურში ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩის 75-ე წუთზე „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ბასკთა მცველ კარლოს გუპრეგის სახეში ხელი გაარტყა, რის გამოც პორტუგალიელი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს. ცნობისთვის, რონალდუმ დღეს საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ თავდამსხმელს „რეალის“ შემადგენლობაში 4 წითელი ბარათი აქვს მიღებული, ამდენჯერვე გააძევეს ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობის პერიოდში, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ასეთი რამ არ მომხდარა.

დავამატებთ, რომ რონალდუ „ვილიარეალთან“ გასამართ მატჩს გამოტოვებს, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია გაუხანგრძლივონ.

ბექა დოგრაშვილი

გოლის აღნიშვნის გამო გაძევებული ფეხბურთელი

9 ნოემბერს, ინგლისის ჩემპიონშიპში, “ჰადესფილდმა” საკუთარ მოედანზე “ბირმინგემი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, სტუმართა ფეხბურთელმა, კაილ ბარტლიმ დუბლის გაფორმება მოახერხა. 81-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ კი, ის მოედნინად მეორედ მიღებული ყვითელი ბარათის შემდეგ გააძევეს.