“სიონმა” “სამტრედია” ჯაბა დვალის გოლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის ბოლო მატჩში სამტრედიის “სამტრედიამ” ბოლნისის “სიონი” “მიხეილ მესხზე” მიიღო.

საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე ნახევარში, მისი დაწყებიდან სამ წუთში “ბოლნისლებმა” მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩააგდეს, ომარ მიმგინეიშვილი ცუდად გამოვიდა და ბურთი არასწორად მოიგერია, რის შემდეგაც იგი ჯაბა დვალს მიუვიდა და შეხვედრის ერთადერთი გოლიც გაიტანა. საგულისხმოა, რომ 61-ე წუთზე ივან ფატიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. შესაბამისად, “სიონმა” ანგარიშით, 1-0 იმარჯვა.

ამ სამი ქულის მოპოვების შემდეგ “სიონი” მერვე პოზიციაზეა. “სამტრედიას” ასევე სამი ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციას სჯერდება.

ეროვნული ლიგა: ფოთის “კოლხეთი” მეორე მატჩშიც განადგურდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრები შედგა. ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” ფოთის “კოლხეთმა” თბილისის “საბურთალო” მიიღო.

მატჩში ანგარიში მეოცე წუთზე გაიხსნა: ლაშა გოგონაიამ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და მეგრელები წინ გაიყვანა. მათ პირველი ტაიმი მოიგეს. მეორე ნახევარში, 47-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ თორნიკე გორგიაშვილს გაატანინა. შვიდ წუთში კოხრეიძემ დიასამიძის პასით თავად შეაგდო. ამას მოჰყვა, 76-ე წუთზე რეხვიაშვილის მიერ მესამე გატანილი გოლი. 88-ეზე კი ტატანაშვილმა პენალტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში, 1-4 დააფიქსირა.

ამ მარცხის შემდეგ “კოლხეთი” ნული ქულით ბოლო პოზიციაზეა. ხოლო, “საბურთალოს” ექვსი ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს.

 

საქართველოს ნაკრების ორი ამხანაგური მარტში: ჩატარების ადგილი და დრო ცნობილია!

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო ამხანაგურ მატჩებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი 24 მარტს ლიტვის ეროვნულ გუნდს შეხვდება.
27 მარტს ქართველი ფეხბურთელები ესტონეთს დაუპირისპირდებიან. ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებისთვის თამაშებზე დასწრება თავისუფალია. მარტში დაგეგმილი საერთაშორისო ამხანაგური მატჩები, უეფას ერთა ლიგის მოსამზადელი ეტაპია. საქართველოს მონაწილეობით, უეფას ერთა ლიგის მატჩები მიმდინარე წლის 6 სექტემბერს იწყება.

Gff.Ge

საქართველოს 15-წლამდე ნაკრები “ბასაზე” ოთხდღიან შეკრებას გაივლის

საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა ოთხდღიანი შეკრება მოაწყო სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“. მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაური ნაკრების კანდიდატებს ერთ ამხანაგურ მატჩშიც დააკვირდება – 15-წლამდელები თბილისის „დინამოს“ 16-წლამდე გუნდს შეხვდებიან. თამაში „დინამოს“ აკადემიაში 28 თებერვალს, 16 საათზე გაიმართება.
მეკარეები: ნიკა შურღაია (დინამო თბ), დავით ასათიანი (ტორპედო);

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), ლუკა ფერცულიანი (სფფ აკადემია), გიორგი უბილავა (დინამო თბ), საბა ბეჭვაია (სფფ აკადემია), თეიმურაზ ვაზაგაშვილი (საბურთალო), სანდრო გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გრიგალაშვილი (სფფ აკადემია), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბ);

ნახევარმცველები: ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბ), შალვა პატაშური (სფფ აკადემია), ნიკა უგრეხელიძე (ოლიმპიკი), მიხეილ ავალიანი (ლოკომოტივი), გიორგი შეყლაშვილი (ჩიხურა), ლუკა მაყიშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გვიშიანი (საბურთალო);

თავდამსხმელები: საბა ბოგვერაძე (ლოკომოტივი), გიორგი თვალავაძე (35-ე სკოლა).

Gff.Ge

ბრატისლავაში უეფას 42-ე კონგრესი მიმდინარეობს

სლოვაკეთის დედაქალაქში უეფას 42-ე კონგრესი მიმდინარეობს. კონგრესს, რომელსაც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ყოველწლიურად მართავს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური დელეგაცია- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და ვიცე-პრეზიდენტები ესწრებიან.

კონგრესის მუშაობის დაწყებამდე ოფიციალურ წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა – ალექსანდრე ჩეფერინმა.

მისი თქმით, სწორედ შეკრებილ საზოგადოებს აქვს იმის ძალა, რომ მომავალში ფეხბურთის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, ორგანიზაციის მზაობა, გახადოს ევროპული ფეხბურთი იმდენად მასშტაბური, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

ჩეფერინიმ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა, თუმცა ამასთან აღნიშნა, რომ მომავალში აუცილებელია ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ კიდევ უფრო დიდი მიღწევები დაისახოს მიზნად.

უეფას 41-ე რიგითი ყრილობა გასული წლის 5 აპრილს, ფინეთში, კერძოდ ჰელსინკში გაიმართა.  

Gff.Ge

სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო (ფოტოები)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სამტრედიაში არსებული ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივ თვითმმართელობასთან შეთანხმებით მოედნის ხელოვნური საფარის დემონტაჟი უკვე მოახდინა.

მოედანზე, ადგილობრივი რაიონის თვითმმარველობის ხელშეწყობით, დაგეგმილია დასავლეთის ტრიბუნის აშენება და არსებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. გუნდი “ეროვნული ლიგის” საშინაო მატჩებს თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართავს.

იხილეთ ფოტოები

 

“დინამოს” 19-წლამდე გუნდმა ყაზახეთის 19-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა

დინამოს 19 წლამდე შემადგენლობა განაგრძობს თურქულ შეკრებას. დღეს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელშიც ყაზახეთის 21 წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ნახევარში დინამოელები ფლობდნენ უპირატესობას და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს მეტოქის კართან. თაზო ბაბუნაძე, პაატა კიტეიშვილი და გიორგი ხარშილაძე ამწვავებდნენ თამაშს, თუმცა ბოლო მომენტში სიზუსტე აკლდებოდათ ჩვენი გუნდის შემტევებს. მეორე ნახევარი ვლადიმერ კაკაშვილმა ცვლილებებით განაახლა. სათამაშო უპირატესობა კი მეტწილად მეტოქემ მოიპოვა. ყაზახებმა ორი სახიფათო შეტევაც განახორციელეს, თუმცა ჩვენი გუნდის კიპერმა ორივე შემთხვევაში იმარჯვა. მატჩის 89- ე წუთზე კი ყაზახებმა საჯარიმო დარტყმა შეასრულეს, ბურთს ბოლო წამს მეტოქემ მიმართულება შეუცვალა და 0:1. დინამოელები მომდევნო მატჩს 23 თებერვალს უკრაინული დესნას წინააღმდეგ გამართავენ.

U19 დინამო 0:1 U21 ყაზახეთი

U19 დინამო: მამარდაშვილი (ლ. ხარშილაძე 60), ბ. ხარშილაძე (ა. ბასარია 46), უგრეხელიძე (კალანდაძე 46), გაბიტაშვილი (აზაროვი 46), ნ. ბასარია (გაბელაია), ძოწენიძე (ბერიაშვილი 46), დარცმელია (მექვაბიშვილი 46), პ. კიტეიშვილი (მოისწრაფიშვილი 46), გ. ხარშილაძე (გულდედავა 46), გოგობერიშვილი, ბაბუნაძე (გაბუნია 46)

U21 ყაზახეთი: ტროფიმეცი, კიბირაი, ბატირხანოვი, ორინბასარი, გალბაევი, ჟახაევი, სლამბეკოვი, ჟაგოროვი, ნაჯარიანი, სეითხანოვი, სმირტაევი

Fcdinamo.Ge

ქუთაისის “ტორპედო” ყაზახეთის “კაირათს” დაუპირისპირდება

ქუთაისის “ტორპედო” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. მოგეხსენებათ, გუნდი თურქეთშია და იქ ცდილობს ჩვეული ცონდიციების დაბრუნებას.

უკვე დღეს იმერლები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. გუნდის მეტქოე ყაზახეთის “კაირათი” იქნება. მატჩი ანტალიაში 18:00 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ 8 თებერვალს, “ტორპედო” სამშობლოში დაბრუნდება და სუპერთასისთვის ქუთაისში მოემზადება.

17-წლამდე ნაკრები ავსტრიელ თანატოლებთან დამარცხდა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა შეკრება ავსტრიასთან მეორე ამხანაგური მატჩით დაასრულა. სამწუხაროდ, გიორგი ნემსაძის გუნდს ვერც მეორე შეხვედრაში დაეხმარნენ ტრავმირებული ფეხბურთელები – ცოტნე კაპანაძემ, შოთა ნონიკაშვილმა, ცოტნე ჩოთალიშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა გამოჯანმრთელება ვეღარ მოასწრეს.

ავსტრიელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს, რასაც ჩვენი გუნდიდან გიორგი გულიაშვილმა უპასუხა ზუსტი დარტყმით – 1:2.

სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: კუტალაძე, გელაშვილი, კალანდაძე, აზაროვი, მექვაბიშვილი, აბზიანიძე, შალიკაშვილი, დეკანოსიძე, კვარაცხელია, გულიაშვილი, ჩიხრაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: აშორდია, წაქაძე, გაგუა, ბაქრაძე, ჯანგველაძე, გოგოლაძე.

შეგახსენებთ, რომ 21-27 მარტს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი ელის, რომელსაც პოლონეთი უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები არიან პოლონეთი, ირლანდია და მაკედონია.

Gff.Ge

მარტვილის „მერანმა“ თურქული შეკრება დაასრულა

მარტვილის „მერანმა“ თურქეთში შეკრება დაასრულა. „მერანელები“ საქართველოში ხვალ გამთენიისას იქნებიან, ორი დღე დაისვენებენ და 18 თებერვლიდან უკვე მარტვილში გააგრძელებენ მომზადებას 2018 წლის ჩემპიონატისთვის.

თურქეთში, ქალაქ სიდეში, ჩვენმა გუნდმა ორი კვირა დაჰყო და ხუთი ტესტ-მატჩი გამართა. („დინამო“ (21) კიევი – „მერანი“ 3:1, „შახტარი“ (21) დონეცკი – „მერანი“ 0:2, „დინამო“ ვრანი – „მერანი“ 2:1, მიედზ ლეგნიცა – „მერანი“ 1:0, „ვოლინი“ – „მერანი“ 1:0).

შეკრებაზე, გუნდის მთავარი მწვრთნელის, მიხეილ მახვილაძის განკარგულებაში 22 ფეხბურთელი გახლდათ. “მერანის” თავკაცის თქმით, გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა „მერანმა“ ჩემპიონატის სტარტამდე საკმაოდ ნაყოფიერი სამზადისი გაიარა, რაც აუცილებლად გამოადგება ჭყონდიდის კლუბს ეროვნულ ლიგა 2-ში ღირსეულად ასპარეზობისთვის.

რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება 1 მარტს დაიწყება. „მერანი“ კი თავის მატჩს 3 მარტს გამართავს. მარტვილელები „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ დაუპირისპირდებიან.

მარტვილში გახსნილი თბილისის “დინამოს” აკადემია თავდაპირველად სამ მწვრთნელს მოამზადებს

მარტვილში ახალგახსნილმა საფეხბურთო აკადემიამ უკვე დაიწყო ფუნქციონირება.

“დინამოს” აკადემიის ფილიალისთვის შერჩევები ჩატარდა. ამ კვირას კი დინამოს ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია მარტვილიდან სამ მწვრთნელს მასპინძლობს. უშანგი რუხაია (13 წლამდე გუნდის მწვრთნელი), გიგა ჭუბაბრია (12 წლამდე გუნდის მწვრთნელი) და დათო გეგეჭკორი (მეკარეების მწვრთნელი) ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დინამოს აკადემიაში იცხოვრებენ, ადგილზევე გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს და აიმაღლებენ კვალიფიკაციას.

აქვე გეტვით, რომ მომდევნო კვირას აკადემიას 9, 10 და 11 წლამდე გუნდების მწვრთნელები ეწვევიან და სტაჟირებას გაივლიან.

Fcdinamo.Ge

სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართება

14 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება. საგულისხმოა, რომ ეს სხდომა ხვალ დილით, 11:00 საათზე დაიწყება.

დადგინდა დღის წესრიგიც. იგი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. საქართველოს 2018 წლის XXX ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXIX გათამაშების დებულების დამტკიცება;
2. კლუბების ლიცენზირების საკითხი;
3. ს.კ. „ზესტაფონის“ წერილი;
4. სხვადასხვა.