“შალკე” ბუნდესლიგიდან გავარდა

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში ბილეფილდის “არმინიამ” გელზენკირხენის “შალკე” ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

სატურნირო ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზე მყოფმა “შალკემ” გერმანიის რანგით უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსიც დაკარგა. გუნდს გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე 13 ქულა აქვს და მის წინ მყოფ “კიოლნს” 13 პუნქტით ჩამორჩება.

“შალკემ” გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში უკანასკნელად 1991 წელს ითამაშა.

ვის უგულშემატკივრებს მანუელ ნოიერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში?

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მეკარე, მანუელ ნოიერი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს ჯგუფრ ეტაპში გამოეთიშა, ფინალურ მატჩზე გააკეთა მცირე კომენტარი.

“კვირას ნეიტრალური გულშემატკივარი ვიქნები. ორივე გუნდს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებთანაც სასიამოვნო კავშირი მაქვს.

რაკიტიჩთან მუდმივი კონტაქტი მქონდა “შალკეში” თამაშის დროს. კორენტინ ტოლისო კი ჩემი თანაგუნდელია მიუნხენის “ბაიერნში”. ორივე მათგანს წარმატებებს ვუსურვებ,” – ვკითხულობთ ნოიერის წერილში.

გერმანიაში იოაჰიმ ლიოვს სრულ ნდობას უცხადებენ

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სენსაციის შემდეგ, რომელიც გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა შემოგვთავაზა (ჯგუფში ჩარჩენით), ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კითხვას გაეცა პასუხი – გაათავისუფლებენ თუ არა იოაჰიმ ლიოვს “ბუნდესნაკრების” თავკაცის პოსტიდან.

გერმანულ ტაბლოიდ Bild-ს თუ დავუჯერებთ, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავარდნის მიუხედავად, გერმანიაში ლიოვს სრულ ნდობას უცხადებენ. ასე რომ, გერმანელებს უახლოეს მოამვალში კვლავ 58 წლის სპეციალისტი გაწვრთნის.

ლიოვს გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ მას მიზნად 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგება დაუსახა.

კემპბელი: “ვინმემ ამიხსნას, რატომ არ წაიყვანეს სანე მსოფლიო ჩემპიონატზე”

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მცველი სოლ კემპბელი მსოფლიო ჩემპიონატიდან გერმანიის ნაკრების გამოვარდნას გამოეხმაურა. როგორც იცით, ყველასათვის გასაკვირად, “ბუნდესნაკრებმა” ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისასაც, იოაჰიმ ლიოვს ყველაზე მეტად ლეროი სანეს განაცხადს მიღმა დატოვებისთვის აკრიტიკებდნენ.

“ვინმე ამიხსნის, რატომ არ მოხვდა ლეროი სანე გერმანიის ნაკრების განაცხადში, როდესაც მან უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე რომელიმე სხვა გერმანელმა ფეხბურთელმა?” – ვკითხულობთ კემპბელის წერილში.

კროოსი: “კორეას 90 წუთის მანძილზე გოლს თუ ვერ გაუტან, გავარდნას იმსახურებ”

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად “ბუნდესნაკრები” მუნდიალის ჯგუფში ჩარჩა.

“არავის ეგონა, რომ დღეს ჩვენ ასპარეზობას გამოვეთიშებოდით. ნორმალურია, სწრაფად დასკვნების გამოტანას რომ არ ვცდილობთ. გვინდა რომ მომხდარი კარგად გავაანალიზოთ.

დიახ, ვაანალიზებ, რომ გამოვვარდით. ტურნირის მსველობისას ვხვდებოდით, რომ საუკეთესო ფორმაში ვერ ვიყავით. ბოლო თამაშებმა ეს ნამდვილად დაამტკიცა.

კორეას 90 წუთის მანძილზე გოლს თუ ვერ გაუტან, გავარდნას იმსახურებ. რა თქმა უნდა, უკეთესია, როდესაც კარგად თამაშობ, მაგრამ რთულია ტურნირის მოგება ასეთი ზეწოლის ფონზე,” – აცხადებს კროოსი.

ლიოვი: “გერმანიის ნაკრები მომდევნო ეტაპზე გასვლას არ იმსახურებდა”

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სენსაცია გერმანიამ გამოაცხო – ისტორიაში პირველად, “ბუნდესნაკრები” მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა. ამის შემდეგ იოაჰიმ ლიოვმა პრესასთან ისაუბრა.

“არც მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ვიმსახურებდით და არც ჯგუფური ეტაპის დაძლევას. ჩვენ გუფში ჩავრჩით არა იმიტომ, რომ მოგება არ გვინდოდა, არამედ იმიტომ, რომ გოლის გატანის ნორმალური შანსიც კი არ გვქონია. გუნდს გამარჯვება უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო.

2006 წლის ჩემპიონატში ოთხეულში მოვხვდით, ფინალი, შემდეგ მოვიგეთ კიდეც. მაგრამ წელს ამ თამაშით მხოლოდ ამას ვიმსახურებდით. ჯგუფში ჩარჩენა ძალიან იმედგამაცრუებელია, მაგრამ უნდა შევეგუოთ.

და სად მივდივართ ამის შემდეგ? აქიდან უნდა წავიდეთ. ამ მომენტში არაფრის თქმას არ აქვს აზრი ჩემი მხრიდან, მაგრამ ამაზე მომავალში ბევრს და მშვიდად ვისაუბრებთ,” -აცხადებს ლიოვი.

შოკი: გერმანია მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა! (ვიდეო)

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში სამხრეთ კორეა გერმანიას დაუპირისპირდა.

მთელი შეხვედრის მანძილზე ევროპელები უპირატესობას ფლობდნენ ბურთის ფლობის მხრივ, თუმცა ვერ ქმნიდნენ საგოლე მომენტებს. საბოლოოდ, მატჩის ბედი ორმა გატანილმა გოლმა გადაწყვიტა: ჯერ მეორე ნახევრის მეორე დამატებით წუთზე კიმ იანგ-გვონმა შეაგდო, ხოლო ოთხ წუთში ჰეუნგ-მინ სონმა შეაგდო. საბოლოოდ, 2-0 აზიელთა სასარგებლოდ. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩენილიყო.

იოახიმ ლიოვის შეგირდებმა სამი ქულით ბოლო ადგილი დაიკავეს ჯგუფში. ხოლო, სამხრეთ კორეას ასევე სამი ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზე გავიდა. მერვედფინალში ასპარეზობის უფლება შვედეთმა და მექსიკამ მოიპოვეს: პირველმა მეორეს ანგარიშით, 3:0 მოუგო.

 

გერმანიამ შვედეთი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში გერმანია შვედეთს დაუპირისპირდა.

ანგარიში 32-ე წუთზე ოლა ტოივონენმა გახსნა. მან მანუელ ნოიერს თავზე გადაუგდო ბურთი და ულამაზესი გოლი გაიტანა. სკანდინავიელთა დაწინაურების შემდეგ, გერმანელები უფრო გააქტიურდნენ. ამან მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოიღო შედეგი, როცა 48-ე წუთზე საჯარიმოში მყოფმა მარკო როისმა ახლოდან დაურტყა მეკარეს და ანგარიში გაათანაბრა. საგულისხმოა, რომ 82-ე წუთზე ჟერომ ბოატენგს მოუწია მოედნის დატოვება მეორე გაფრთხილების მიღების გამო. თუმცა, ამან იოახიმ ლიოვის შეგირდები არ გატეხა: მეხუთე დამატებით წუთზე შვედთა საჯარიმოს მისადგომთან ჯარიმა დაინიშნა. ტონი კროოსისა და მარკო როისის გათამაშების შემდეგ, პირველმა მათგანმა ულამაზესად ჩაახვია ბურთი კარში და გამარჯვების გოლი შეაგდო. საბოლოოდ, გერმანია 2-1 იმარჯვა.

ამ მოგების შემდეგ ნახსენები გუნდი სამი ქულით მეორე ადგილზეა. ხოლო, შვედეთსაც ზუსტად ამდენივე ქულა და ბურთების იგივე მაჩვენებელი (+1) აქვს და მესამე საფეხურზე იმყოფება.

 

 

მიულერი: “იმედია, სოჭის ზღვა და მთები გამარჯვებაში დაგვეხმარება”

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე შვედეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ტურინირის გახსნითი მატჩი “ბუნდესნაკრებმა” მექსიკასთან დათმო (0:1).

“ვატუტინკის” ბაზაზე ძალიან კარგი სიტუაცია იყო. ახლა სოჭში ვიმყოფებით და იმედი გვაქვს, რომ ზღვისა და მთების ლამაზი ხედი გამარჯვებაში დაგვეხმარება. თუმცა დღეს ბევრი არ გვივარჯიშია, რადგანაც ფეხბურთელებს ძალების აღდგენა სჭირდებოდათ.

მექსიკასთან მატჩი ძალიან რთული გამოდგა და მომავლისთვის სასარგებლო იქნება, თუ ამ შეცდომებს გავაანალიზებთ. ახლა თითოეულ ჩვენგანს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოვალეობა აკისრია.

სხვაზე გადაბრალება არაფერს მოგვცემს, ერთად უნდა ვიმუშავოთ შეცდომების გამოსწორებაზე. მოტივაცია აუცილებელი ფაქტორია და ვფიქრობ, რომ საკმარისად მოტივირებულები ვართ,” -აცხადებს მიულერი.

პირველი სენსაციაც გამოცხვა: მექსიკამ გერმანიას მოუგო (ვიდეო)

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, F ჯგუფში, პირველი ტურის შეხვედრაში გერმანია მექსიკას დაუპირირსპირდა.

მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა. 35-ე წუთზე მექსიკა კონტრშეტევაზე წავიდა, ხავიერ ერნანდესმა ირვინგ ლოზანოს გადააწოდა ბურთი, რომელმაც საჯარიმოში მეტოქის ფეხბურთელი მოატყუა და მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გაიტანა გოლი. მეორე ნახევარში გერმანიას გასატანი ჰქონდა და, ლოგიკურად, პირველ ნომრად თამაშობდა. თუმცა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა ვერცერთი შანსი ვერ გამოიყენა და დაპირისპირებაც საბოლოოდ, 0-1 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ მექსიკა სამი ქულით პირველზეა. ხოლო, გერმანია, ჯერჯერობით, ნული ქულით ბოლოზე. ხვალ, 18 ივნისს, ამ ჯგუფში შვედეთი სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება. ეს თამაში 16:00 საათზე დაიწყება.

 

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” დუგლას კოშტა გამოისყიდა

ტურინის “იუვენტუსმა” დუგლას კოშტა მიუნხენის “ბაიერნისგან” სრულად გამოისყიდა. ამ ინფორმაციას იტალიელები ადასტურებენ.

“ბებერმა ქალბატონმა” “რეკორდმაისტერს” ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაუხადა. კოშტა ტურინში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება. მისი ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არაა საჯარო.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მოთამაშე “გერმიოს” აღზრდილია. ის შემდეგ დონეცკის “შახტარში” თამაშობდა, საიდანა მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდა. გერმანელებმა კოშტა გასულ ზაფხულში “იუვეში” გაანათხოვრეს. მან სერია ა-ს 31 შეხვედრაში ოთხი გოლი შეაგდო.

სუპერკომპიუტერმა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ 18-მა გამორჩეულმა ანალიტიკოსმა დაახლოებით 10 000-ზე მეტი სიმულაციის განხორციელების საფუძველზე საკმაოდ საინტერესო პროგნოზი გააკეთეს.

სუპრეკომპიუტერმა თითოეული მონაწილე ქვეყნის შანსები პროცენტულად გამოთვალა, რომლის თანახმადაც, ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი გერმანიის ნაკრებია. “ბუნდესნაკრებს” ბრაზილიის, ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები მოჰყვებიან.