“ბაიერნი” 6:0 “ვერდერი” (გოლები)

დასრულდა გერმანიის ბუნდესლიგის 8-ე ტურის პირველი მატჩი, სადაც ერთმანეთს “ალიანც არენაზე” გერმანიის მოქმედი ჩემპიონი მიუნხენის “ბაიერნი” და ბრემენის “ვერდერი” დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით 6:0 დასრულდა.

გოლები: 20′ 79′ ლამი, 27′ ალონსო, 42′ მიულერი, 45′ 86′ გიოცე.

გასული კვირის ათი საუკეთესო გოლი

გთავაზობთ გასული კვირის ათ საუკეთესო გოლს.

“ვესტ ჰემი” 3-1 “ლივერპული” (გოლები)

რამოდენიმე წუთის წინ დასრულდა, პრემიერ ლიგის მე-5 ტურის ერთ-ერთი მატჩი “ბოლეინ გრაუნდზე”, სადაც ერთმანეთს “ვესთ ჰემ იუნაიტედი” და “ლივერპული” დაუპირისპირდნენ. მატჩი “ჩაქუჩების” გამარჯვებით 3-1 დასრულდა.

გოლები: რიდი2′ .სახო 7′ . სტერლინგი 25′. ამალფიტანო88′

.

“ასტონ ვილა” 0-3 “არსენალი” (გოლები)

რამოდენიმე საათის უკან დასრულდა პრემიერ ლიგის მე-5 ტურის მეორე მატჩი, სადაც ერთმანეთს “ვილა პარკზე” “ასტონ ვილა” და ლონდონის “არსენალი” დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმრების სასარგებლოდ 0:3 დასრულდა.

გოლები: მესუტ იოზილი32′ დენი უელბეკი 34′ ალი სისოკო. 36′ 

“დეპორტივო” 2-8 “რეალი” (გოლები)

რამოდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთის ლა-ლიგის მე-4 ტურის პირველი მატჩი, სადაც ერთმანეთს “დეპორტივო” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდნენ. მატჩი უხვგოლიანი აღმოჩნდა. მადრიდის “რეალმა” გამანადგურებელი ანგარიშით 2:8 სძლია “დეპორტივოს”.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ , მექსიკელმა ახალწვეულმა ხავიერ ერნანდესმა, ბოლო წუთებზე “რეალის” მაისურით პირველი დუბლი შეასრულა.

გოლები: რონალდუ (’29,’41,’78 ) ; ხამესი (’36) ; მედუნიანინი(’51) ბეილი (’66, ’74) ; ტოჩე (’84) ჩიჩარიტო (’88, ’90+2)

გთავაზობთ გოლებს:

რონალდუმ გაიტანა, მაგრამ “რეალმა” წააგო

ფლორენციის “ფიორენტინასა” და მადრიდის “რეალს” შორის პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართული ამხანაგური მატჩი იტალიური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ მე-4 წუთზე გახსნა. 27-ე წუთზე მარიო გომესმა გაათანაბრა, 69-ე წუთზე კი მარკოს ალონსომ “რეალის” კარში მეორე ბურთი გაიტანა და საბოლოო შედეგი 2:1 დაფიქსირდა.

ამხანაგური მატჩი
“ფიორენტინა” — “რეალი” 2:1 (1:1)

ფიორენტინა“: ნეტო, როდრიგესი (ჰეგაზი 86′), ტომოვიჩი (პიჩინი 85′), სავიჩი, მარკოს ალონსო (პასკუალი 85′), პიზარო (ვოლსკი 77′), აკვილანი (ბრილანტე 69′), ბორხა ვალერო (ჯილი 90′), ვარგასი (ლაძარი 85′), გომესი (ილიჩიჩი 68′), ბაბაკარი (ბერნარდეში 77′).
მთავარი მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

რეალი“: ნავასი, არბელოა (ლუკას ვასკესი 76′), მარსელო (ფაბიო კოენტრაუ 46′), ნაჩო, ვარანი (სერხიო რამოსი 74′), ჩაბი ალონსო (კროოსი 46′), ხედირა (მედრანი 75′), ილიარამენდი (ბურგუი 75′), დი მარია, ხამეს როდრიგესი (კარვახალი 46′), რონალდუ (ბენზემა 46′).
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლები: გომესი 27′, მარკოს ალონსო 69′ — რონალდუ 4′.

“ლივერპულმა” დორტმუნდის “ბორუსია” გაანადგურა

“ლივერპულსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის “ენფილდ როუდზე” გამართული ამხანგური მატჩი მერსისააიდული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მე-10 წუთზე დანიელ სტარიჯმა გახსნა. ზუსტად სამ წუთში გოლი გაიტანა “ლივერპულის” ხორვატმა მცველმა დეიან ლოვრენმა, რომელიც მერსისაიდულ გუნდში “საუთჰემპტონიდან” მიმდინარე სატრანსაფერო პერიოდში 23 მილიონ ევროდ გადავიდა.

მეორე ტაიმში “წითლებმა” კიდევ ორი უპასუხო გოლი გაიტანეს: 49-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ გამოიჩინა თავი, 61-ე წუთზე კი გოლი ჯორდან ჰენდერსონმა გაიტანა.

ამხანაგური მატჩი:
“ლივერპული” — “ბორუსია” (დორტმუნდი) 4:0 (2:0)

“ლივერპული”: მინიოლე, მანკილიო (კელი 86′), ჯონსონი (ხოსე ენრიკე 64′), ლოვრენი, შკრტელი, ჯერარდი, კოუტინიო (იბე 72′), ჯანი, ჰენდერსონი, სტერლინგი, სტარიჯი (ლამბერტი 73′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.

“ბორუსია”: ლანგერაკი, გინტერი (კნიშტოკი 83′), შმელცერი, პიშჩეკი (გროსკროიტცი 58′), პაპასტატოპულოსი (სარი 82′), იოიჩი (ამინი 76′), კელი (ბენდერი 47′), კირხი (ჰოფმანი 47′), მხითარიანი (დონგ-ვონ ჯი 65′), რამოსი (იმობილე 47′), ობამეიანგი (ბანდოვსკი 71′).
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

გოლები: სტარიჯი 10′, ლოვრენი 13′, კოუტინიო 49′, ჰენდერსონი 61′.

მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

„ინტერმა“ „რეალს“ პენალტების სერიაში სძლია

Guinness International Champions Cup-ის ფარგლებში მადრიდის „რეალსა“ და მილანის „ინტერს“ შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მე-11 წუთზე გარეტ ბეილმა შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. იტალიელებმა თერთმეტმერიანი დარტყმით გაათანაბრეს. ნემანია ვიდიჩის მიერ გამომუშავებული პენალტი მაურო იკარდიმ გოლად აქცია. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, საყაიმო შედეგის გამო, ძირითადი 90 წუთის შემდეგ პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა. თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში ვალტერ მაცარის გუნდმა ანგარიშით 3:2 იმარჯვა.

ტურნირის ამავე ჯგუფში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „რომა“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

„რეალი“ — „ინტერი“ 1:1 (პენ. 2:3)

„რეალი“: დიეგო ლოპესი (ხესუს კოლადო 46′), კარვახალი, პეპე (მასკარელი 65′), ნაჩო, დიეგო ლორენტე; ილიარამენდი, მედრანი (დერიკი 65′), ისკო; ლუკას ვასკესი, რაულ დე ტომასი (სობრინიო 53′), ბეილი (მარკოს ლორენტე 53′).
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი (კარიზო 63′), რანოკია (ანდრეოლი 63′), ვიდიჩი, ჟუან ჟეზუსი, დამბროზიო, ჯონათანი (ბონაცოლი 90′), კუზმანოვიჩი (მვილა 63′), ობი (კრჰინი 78′), დოდო (ნაგატომო 78′), ბოტა (ლაქსალტი 78′), იკარდი.
მთავარი მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლები: ბეილი 11′ — იკარდი 68′ (პენ).

პენალტების სერია: ისკო (X), ლუკას ვასკესი (O), ნაჩო (O) ილიარამენდი (X), მასკარელი (X) — ვიდიჩი (O), ნაგატომო (X), მვილა (X), ჟუან ჟეზუსი (O), იკარდი (O).

მთავარი მსაჯი: რიკარდო სალაზარი (აშშ).

ჩეხი ფეხბურთელის ხუთი გოლი ერთ მატჩში

15 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პრაღის “სპარტამ” საკუთარ მოედანზე ესტონური “ლევადია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 7:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ჩეხური კლუბის მხირდან ხუთი გოლი გატანა 32 წლის თავდამსხმელმა დევიდ ლაფატამ შეძლო.

„ლივერპულმა“ „ოქროს მატჩი“ მოიგო

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ენფილდზე“ გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ — „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“. შეხვედრის დაწყებამდე წუთიერი დუმილით 1989 წლის 15 აპრილს „ჰილსბროუს“ ტრაგედიაში დაღუპულ გულშემატკივრებს მიაგეს პატივი. ტრადიციულად, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო სუფევდა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მერსისაიდელებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტაიმის პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. შედეგად, „წითლებმა“ მე-6 წუთზე ანგარიშიც გახსნეს. ლუის სუარესმა მახვილგონივრული გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა რაჰიმ სტერლინგი, რომელმაც რამდენიმე მოძრაობით მის წინ მყოფი მცველები და მეკარე ერთდროულად ჩამოიცილა და დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი. მასპინძლები კიდევ უფრო საოცარი აღმაფრენით ათამაშდნენ, „ქალაქელებს“ კი არაფერი გამოსდიოდათ. ამას ისიც დაემატა, რომ სტუმართა ნახევარმცველმა იაია ტურემ მუხლი დაიშავა და მე-19 წუთზე შესაცვლელი შეიქნა. 26-ე წუთზე „ლივერპულის“ შეტევის მარცხენა ფლანგიდან სტივენ ჯერარდის მიერ მოწოდებულ კუთხურს მეტოქის საჯარიმოში მარტინ შკრტელი გამოეხმაურა, რომელმაც თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა — 2:0. ისეთი თამაში მიდიოდა, ვერ გაარჩევდით, „ლივერპული“ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს ხვდებოდა თუ ცხრილის ფსკერზე მყოფ კლუბს. ტაიმის მიწურულს „სიტის“ ფეხბურთელებმა რამდენჯერმე შეუტიეს, თუმცა სახეიროს ვერაფერს გამორჩნენ.

მეორე ტაიმში „მანჩესტერ სიტი“ მოედანზე საოცრად მოტივირებული გამოვიდა. მერსისაიდელთა უწინდელი უპირატესობა შარშანდელი თოვლივით გადნა. სრულ სათამაშო უპირატესობას მანუელ პელეგრინის გუნდი დაეუფლა. სტუმრები აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ, რამაც შედეგიც გამოიღო. 57-ე წუთზე „ქალაქელთა“ შეტევის მარჯვენა ფრთიდან განხორციელებულმა კომბინაციამ მერსისაიდელთა დაცვა თამაშს გამოთიშა, დავიდ სილვამ კი ახლო მანძილიდან ერთი ბურთი გაქვითა. 63-ე წუთზე სტუმრებმა სულაც გაათანაბრეს ანგარიში, როდესაც მარცხენა ფრთიდან დავიდ სილვას მიერ დარტყმული ბურთი გლენ ჯონსონს მოხვდა და სიმონ მინიოლეს კარში შეგორდა. ამის შემდეგ „წითლები“ გონს მოეგნენ. ბუნებრივია, „მანჩესტერ სიტის“ ფრეც ხელს აძლევდა, მერსისაიდელებს კი მხოლოდ 3 ქულა აწყობდათ. ბრენდან როჯერსის გუნდმა 78-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა მაინც მოახერხა, რომელიც ფილიპე კოუტინიოს ანგარიშზეა — 3:2. მატჩის კომპენსირებულ დროში უხეში თამაშისთვის მოედნიდან მასპინძელთა ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი გააძევეს, თუმც ამას დარჩენილ დროში ზეგავლენა არ მოუხდენია.

ამრიგად, „ლივერპულმა“ საჩემპიონო ბრძოლაში უშუალო კონკურენტი დაამარცხა, ჰაერივით საჭირო 3 ქულა მოიპოვა და სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე საჩემპიონო ბერკეტები ხელთ იგდო. მართალია, „სიტის“ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, თუმცა მერსისაიდელები „ქალაქელებს“ 7 ქულით უსწრებენ და თუ „წითლები“ დარჩენილ ოთხივე შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებენ, 24-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს შესწვდებიან. მეორე ადგილი ლონდონის „ჩელსის“ აქვს დაკავებული, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობს.

ინგლისის პრემიერლიგა
34-ე ტური
„ლივერპული“ — „მანჩესტერ სიტი“ 3:2 (2:0)

„ლივერპული“: მინიოლე, ჯონსონი, შკრტელი, სახო, ფლანაგანი, ჯერარდი, ჰენდერსონი, კოუტინიო (მოზესი 89′), სტერლინგი (ლუკას ლეივა 90+5′), სუარესი, სტარიჯი (ალენი 66′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.
„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი, ზაბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში, ფერნანდინიო, იაია ტურე (ხავი გარსია 19′), ნასრი, დავიდ სილვა, ნავასი (მილნერი 50′), ჯეკო (ჯეკო 68′).
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
გოლები: სტერლინგი 6′, შკრტელი 26′.
გაფრთხილებები: სუარესი 5′ — ხავი გარსია 21′, ფერნანდინიო 45+1′, ზაბალეტა 77′.
გაძევება: ჰენდერსონი 90+3′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერი“ და „ბაიერნი“ წყვილის პირველ მატჩში დაზავდნენ

გაიხსნა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპი. „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო. მატჩის პირველი ნახევარი გერმანელთა დიდი უპირატესობით წარიმართა. პირველი 45 წუთის შემდეგ ბურთის ფლობის პროცენტული შეფარდება სტუმართა სასარგებლოდ 27% – 73% -ზე იყო, ბავარიელებს ჰქონდათ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა, თუმცა შეხვედრის პირველ ნახევარში ყველაზე რეალური მომენტი ინგლისელებს მიეცათ, როდესაც დანი უელბეკი მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა. ინგლისელმა თავდამსხმელმა ეფექტურად თამაში მოინდომა და მანუელ ნოიერს ბურთის თავზე გადაგდება დაუპირა, თუმცა ეს უყაირათოდ გააკეთა და გერმანელმა კიპერმაც ადვილად მოახერხა სიტუაციის განმუხტვა. მანამდე იყო არიენ რობენის სახიფათო დარტყმული, რომელიც დავიდ დე ხეამ ლამაზ ნახტომში მოიგერია. კიდევ ერთი საიტერესო ეპიზოდი „წითელი ეშმაკების“ საჯარიმო მოედანზე შეიქმნა, როდესაც მასპინძელთა ჰოლანდიელ მცველ ალექსანდერ ბიუტნერს ბურთი ხელზე მოხვდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა კარლოს ველასკო კარბალიომ ამ მომენტში პენალტი არ დანიშნა. ასე თუ ისე, ტაიმი უგოლოდ მიიწურა, თუმცა ბავარიელთა უპირატესობა აშკარა იყო და დევიდ მოიესსაც სიტუაციის გამოსასწორებლად რაიმე უნდა შეეცვალა.

მეორე ტაიმის სტარტზე ვეტერანი რაიან გიგზის ნაცვლად მოედანზე გაცილებით ენერგიული სინძი კაგავა შემოვიდა, რომელმაც მასპინძელთა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ინგლისელებმა მოედნის შუა ხაზში თამაში გამოასწორეს და ხელთ ინიციატივაც იგდეს. შედეგად, 58-ე წუთზე მათ ერთ-ერთ შეტევას კუთხური, კუთხურს კი გოლი მოჰყვა, რომელიც „ბაიერნის“ საჯარიმო მოედანზე უყურადღებოდ მყოფმა ნემანია ვიდიჩმა თავური დარტყმით გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები კვლავ გააქტიურდნენ და ანგარიშიც მალევე გაათანაბრეს. 66-ე წუთზე შეტევა არიენ რობენმა წამოიწყო, რომელმაც მარჯვენა ფრთაზე რაფინია მოძებნა, ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც შეცვლაზე შემოსულმა მარიო მანჯუკიჩმა თავით ბურთი ბასტიან შვაინშტაიგერს დაუგდო და გერმანელმაც ახლო მანძილიდან დე ხეას აუღებელი დაურტყა — 1:1.

ეს ანგარიში სრულიადაც არ აკმაყოფილებდათ მასპინძლებს. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მოიესმა გარისკა და ბიუტნერის ნაცვლად ეშლი იანგი შეუშვა მოედანზე, მოგვიანებით უელბეკის მაგივრად ხავიერ ერნანდესი გამოვიდა. ამ უკანასკნელმა გუნდისთვის სახეირო ის გააკეთა, რომ ხავი მარტინესს თამაშის წესი დაარღვევინა, რითვისაც ბასკმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო და განმეორებით მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ უკვე შვაინშტაიგერი ეუხეშა უეინ რუნის, რის გამოც გერმანელმა ფეხბურთელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. შესაბამისად, მომდევნო შეხვედრას ისიც გამოტოვებს. ორი ცენტრალური ნახევარმცველის გამოკლებით ხოსეპ გვარდიოლას სერიოზული თავის ტკივილი გაუჩნდა და საინტერესოა, როგორ გაართმევს ამ პრობლემას თავს „ბაიერნი“.

საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ყველაფერი „ალიანს არენაზე“, 9 აპრილს გასამართ შეხვედრაში გადაწყდება.

 

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (პირველი მატჩი)
„მანჩესტერ იუნაიტედი“ — „ბაიერნი“ 1:1 (0:0)

„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ბიუტნერი (იანგი 74′), ჯონსი, კერიკი, ვალენსია, გიგზი (კაგავა 46′), ფელაინი, რუნი, უელბეკი (ერნანდესი 85′).
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
„ბაიერნი“: ნოიერი, ლამი, რაფინია, ბოატენგი, ალბა, რობენი, შვაინშტაიგერი, რიბერი, ხავი მარტინესი, კროოსი (გიოტცე 74′), მიულერი (მანჯუკიჩი 63′).
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გოლები: ვიდიჩი 58′ — შვაინშტაიგერი 66′.
გაფრთხილებები: ვალენსია 15′ — შვაინშტაიგერი 61′, მანჯუკიჩი 82′, ხავი მარტინესი 89′.
გაძევება:  შვაინშტაიგერი 90′.
მთავარი მსაჯი: კარლოს ველაკო კარბალიო (ესპანეთი).

ბექა დოგრაშვილი

ინგლისის პრემიერლიგის თებერვლის საუკეთესო გოლები

გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების თებერვლის თვის ყველაზე ლამაზი გოლების ამსახველ ვიდეოს.