იბრაჰიმოვიჩს ძმა გარდაეცვალა

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთში გაემგზავრა, ამის მიზეზი კი მეტად სამწუხარო ამბავი გახლავთ. 32 წლის ფეხბურთელს დიდხნიანი ავადმყოფობის შემდეგ ძმა გარდაეცვალა.

“ევროსპორტის” ინფორმაციით, ზლატანი სამშობლოში მეუღლესთან და შვილებთან ერთად გაემგზავრა, ხოლო როდის დაბრუნდება პარიზში, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.

იბრაჰიმოვიჩმა მოურინიოს ინტერვიუს მიცემა შეაწყვეტინა

როგორც იცით, 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენი” დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:0 დაამარცხა, რის შემდეგაც ნახევარფინალში გავიდა.

მატჩის შემდეგ, როდესაც ჟოზე მოურინიო “ჩელსის” ოფიციალურ არხს ინტერვიუს აძლევდა, ზლატან იბრაჰიმოვიც გამოჩნდა, რომელმაც პორტუგალიელ სპეციალისტს წარმატება უსურვა.

“მოდი ჩემს სახლში და განახებ, ვარ თუ არა გეი” – ზლატან იბრაჰიმოვიჩის საუკეთესო გამონათქვამები

როგორც ყველასათვისაა ცნობილი, ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. ხშირად, შვედი მოთამაშე ისეთ განცხადებებს აკეთებს, როგორსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ივიწყებენ.

“ანშო ჰოთ-დოგზე გავუშვი”

Paris St Germain v Barcelona - UEFA Champions League Quarter Final

ერთხელ, როდესაც ზლატანის გუნდს “ლივერპულის” წინააღმდეგ თამაში უწევდა, საინტერესო რამ მოხდა. მთელი მატჩის განმავლობაში, შვედ მოთამაშეს შვეიცარიელი მცველი სტეფან ანშო მეურვეობდა.

იბრაჰიმოვიჩი ამბობს: “თავიდან, ბურთი მარცხნივ წავიღე. შემდეგ მარჯვნივ. ბოლოს, ისევ მარცხნივ, ხოლო ის ჰოთ-დოგზე გავუშვი.”

“ვენგერი ჩემს დარწმუნებას არ ცდილობდა”

ყველამ იცის, რომ 2000 წელს, იბრაჰიმოვიჩს ლონდონის “არსენალში” გადასვლა შეეძლო. “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ზლატანს სინჯების გავლა სთხოვა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ეს იუარა.

“არსენ ვენგერმა “არსენალის” 9-ნომრიანი მაისური გადმომცა, რომელზედაც ჩემი გვარი იყო დაწერილი. აღტაცებული ვიყავი და მაისურში გამოწყობილი ფოტოებს ვიღებდი. ველოდი, ვენგერი შეეცდებოდა, რომ მის გუნდში დავეტოვებინე. თუმცა, ის საერთოდ არაფერს ცდილობდა”, – აღნიშნავს იბრაჰიმოვიჩი.

“შენი დაც გამოიყოლე”

FC Barcelona Training Session & Press Conference

როდესაც იბრაჰიმოვიჩი “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, პრესაში მის სექსუალურ ორიენტაციაზე ბევრი რამ იწერებოდა. ერთხელ, მას ჟურნალისტმა ქალბატონმა ჰკითხა, იყო თუ არა ის გეი. ზლატანმა კი ასე უპასუხა: “მოდი ჩემს სახლში და განახებ, ვარ თუ არა გეი. შენი დაც გამოიყოლე.”

“შენს ცოლს ჰკითხე”

Zlatan Ibrahimovic Signs For Paris Saint-Germain

ერთხელ, პრესკონფერენციაზე, ზლატანს ჟურნალისტმა ჰკითხა: “რატომ გაქვთ სახეზე ნაკაწრები?”. შვედმა კი უპასაუხა: “არ ვიცი… თქვენს ცოლს ჰკიხეთ…”

დიტო ჭიჭინაძე 

ლავესი: “იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ “ჩელსის” დამარცხება მის გარეშეც შეგვიძლია”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” შემტევი ეზიკელ ლავესი აცხადებს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ პარიზელებს “ჩელსის” დამარცხება მის გარეშეც შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსი” და “პარი სენ-ჟერმენი” ერთმანეთს დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

“მე რომ მკითხოთ, ზლატანი მსოფლიოში საუკეთესოა. რა თქმა უნდა, ის ლონდონში დაგვაკლდება, მაგრამ ვფიქრობ, “ჩელსის” დამარცხება მის გარეშეც შეგვიძლია”, – ამბობს ლავესი.

ბექჰემი “ბარსელონაში” და კიდევ ექვსი დიდი შესაძლო ტრანსფერი, რომელთა შესახებ არ იცით

Bleacher Report-მა გულშემატკივრებს ის შესაძლო დიდი ტრანსფერები გაახსენა, რომლებიც დიდი შანსი იყო, განხორციელებულიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ მოხერხდა.

დევიდ ბექჰემი – “ბარსელონა”

beckham_

2003 წელს, როცა სერ ალექს ფერგიუსონმა ბექჰემის “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაშვება მოინდომა, ფეხბურთელის შეძენის სურვილი “ბარსელონამაც” გამოთქვა. Guardian-ის ცნობით, კატალონიურ გრანდს ნახევარმცველში 25 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადა.

საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა. ჟოან ლაპორტას მალე “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღო და ის გულშემატკივრების მოხიბვლას სუპერვარსკვლავების შეძენით ცდილობდა. ბექჰემმა კი თქვა: “მე პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებ”. რამდენიმე კვირის შემდეგ, ის მადრიდის “რეალს” შეუერთდა.

სტივენ ჯერარდი – “ჩელსი”

gerrard

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში “ევერტონის” გულშემატკივარი იყო, სტივენი, ცხრა წლის ასაკში, “ლივერპულში” მოხვდა.

2004 წელს, Daily Mail-ი იუწყებოდა, რომ ჯერარდი “ჩელსიში” გადასასვლელად მზად იყო. ლონდონელები “ლივერპულს” 30 მილიონ ფუნტს უხდიდნენ. საბოლოოდ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერი იმის გამო ჩაიშალა, რომ “ლივერპულის” გაბრაზებული ფანები ჯერარდის ოჯახზე ზეწოლას ახდენდნენ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – “არსენალი”

zlatan ibrahimovic fotboll

ზლატანს ჰოლანდიის, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის საუკეთესო კლუბებში თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ მას ინგლისის პრემიერ ლიგაში არასოდეს უთამაშია.

ბევრმა არ იცის, რომ როცა იბრაჰიმოვიჩი 16 წლის ასაკში, “მალმიოს” ღირსებას იცავდა, ლონდონის “არსენალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. შვედი თავდამსხმელი “არსენალის” ბაზასაც ესტუმრა და კლუბის მაისურში გამოწყობილმა ფოტოც გადაიღო.

არსენ ვენგერს იბრაჰიმოვიჩის სინჯებზე ყოფნა გადაეწყვიტა, რაც თავად ახალგაზრდა ფეხბურთელს არ მოეწონა და მან ლონდონი დატოვა.

დიეგო მარადონა – “შეფილ იუნაიტედი”

diego-maradona_1116639c

ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელსაც “შეფილდის” ფორმა მოურგია, მსახიობი შონ ბინია. თუმცა, დიეგო მარადონა, რომ “შეფილდში” გადასულიყო, მაშინ სიტუაცია სხვაგვარად იქნებოდა.

Daily Mail-ის ცნობით, 1978 წელს, როცა დიეგო 17 წლის ასაკში, “არგენტინოს ხუნიორსის” ღირსებას იცავდა, “შეფილდ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ჰარი ჰასლემს ის ძალიან მოეწონა. თუმცა, ტრანსფერი მაინც არ შედგა, ხოლო ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ინგლისელებმა არგენტინულ კლუბს 200 000 ფუნტი ვერ გადაუხადეს.

საბოლოოდ, “შეფილდმა” მალე, 176 000 ფუნტის სანაცვლოდ, “რივერ პლეიტიდან” ალექს საბელა შეიძინა, რომელმაც 76 მატჩში, 8 გოლის გატანა მოახერხა.

ზინედინ ზიდანი – “ბლექბერნი”

zinedine-zidane-real-madrid-champions-league-goal-transfer

1995 წელს, “ბლექბერნი” ზიდანის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო. გუნდის მთავარ მწვრთნელ კენი დაგლიშს “ბორდოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მოსწონდა, ამიტომ მან თავისი კლუბის ხელმძღვანებლებს მოთამაშის შეძენა სთხოვა. მაშინ, “ბლექბერნს” საკმაოდ შეძლებული პრეზიდენტი ჰყავდა, რომელმაც განაცხადა:“რატომ უნდა ვიყიდოთ ზინედინ ზიდანი, როცა ჩვენ ტიმ შერვუდი გვყავს?”

ცნობისთვის, 2008 წელს, “ბლექბერნს” რობერტ ლევანდოსვკიც უნდა შეეძინა. პოლონელი თავდამსხმელი ინგლისში ჩასასვლელად მზად იყო, სადაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებდა. თუმცა, ვულკანის ფერფლის ამოფრქვევის გამო, ის დიდ ბრიტანეთში ვეღარ ჩაფრინდა და უკან დაბრუნდა.

რობინიო – “ჩელსი”

robinho_1365464c

თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ 2008 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, რობინიო ლონდონის “ჩელსის” შეუერთდებოდა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მადრიდის “რეალის” დატოვების სურვილი არაერთხელ გამოთქვა, “სამეფო კლუბი” კი მის გასაშვებად მზად იყო.

2008 წელს, “ჩელსის” ლუიშ ფელიპე სკოლარი თავკაცობდა. რობინიომ კი თქვა: “ჩემი ოცნება, ლუიშ ფელიპე სკოლარისთან ერთად მუშაობაა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია”.

თუმცა, “მანჩესტერ სიტის” მფლობელმა შეიხებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რობინიო მათ გუნდში გადასულიყო. “სიტიმ” ბრაზილიელ ფეხბურთელში 32.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

ალან შირერი – “მანჩესტერ იუნაიტედი”

article-2015219-000B7D4900000258-566_634x436

ლეგენდარული ინგლისელი თავდამსხმელი სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღების სფეროში 1992 წელს მოექცა. მაშინ, ალანი “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემით დაინტერესებული იყო. თუმცა, მითხრეს, რომ სამი-ოთხი კვირა უნდა მომეცადა, რადგან მათ ამ დროის განმავლობაში, ფული უნდა მოეგროვებინათ. ჩემი აზრით კი, თუ მათ ჩემი შეძენა მართლაც ძალიან სურდათ, ბევრს აღარ მალოდინებდნენ”, – განაცხადა შირერმა.

საბოლოოდ, ალანმა “ბლექბერნში” გადასვლა არჩია, სადაც პრემიერ ლიგის მოგება მოახერხა. შირერმა კლუბში ჩატარებულ 138 მატჩში, 112 გოლის გატანა მოახერხა.

BBC იუწყებოდა, რომ 1996 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედმა” შირერის შეძენის სურვილი კვლავაც გამოთქვა, მაგრამ მოთამაშემ მშობლიურ გუნდში, “ნიუკასლში” გადასვლა არჩია.

დიტო ჭიჭინაძე 

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მსოფლიოში

რამდენიმე დღის წინ France Football-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელები წელიწადში, კლუბისგან მიღებული ხელფასის გარდა, ფულს სასპონსორო, სარეკლამო და სხვა ხელშეკრულებებითაც გამოიმუშავებენ.

ათეული კი ასე გამოიყურება:

10. ფრენკ რიბერი (“ბაიერნი”) – 16.5 მილიონი ევრო

9. ედენ აზარი (“ჩელსი”) – 16.8 მილიონი ევრო

8. ტიაგო სილვა (“პსჟ”) – 17 მილიონი ევრო

7. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 19.7 მილიონი ევრო

6. რადამელ ფალკაო (“მონაკო”) – 21.2 მილიონი ევრო

5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) – 23.5 მილიონი ევრო

4. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 24 მილიონი ევრო

3. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 29 მილიონი ევრო

2. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 39.5 მილიონი ევრო

1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 41 მილიონი ევრო

10 ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი

საფეხბურთო პორტალმა Goal.Com-მა ათი ყველაზე მდიდარი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

10. ტიერი ანრი – 57 მილიონი ევრო

10

9. ჯანლუიჯი ბუფონი – 63 მილიონი ევრო

9

8. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 69 მილიონი ევრო

8

7. რონალდინიო – 78 მილიონი ევრო

7

6. ნეიმარი – 80 მილიონი ევრო

6

5. კაკა – 82 მილიონი ევრო

5

4. უეინ რუნი – 84 მილიონი ევრო

4

3. სამუელ ეტოო – 85 მილიონი ევრო

3

2. ლიონელ მესი – 146 მილიონი ევრო

2

1. კრიშტიანო რონალდუ – 148 მილიონი ევრო

1

იბრაჰიმოვიჩი: “საფრანგეთის ჩემპიონატში ჯერ ყველაფერი არ გადაწყვეტილა”

“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა.

შეგახსენებთ, რომ “პსჟ” ცხრილში უახლოეს მდევარ “მონაკოს” რვა ქულით უსწრებს, ხოლო ჩემპიონატის დასრულებამდე ათი ტურია დარჩენილი.

“აშკარაა, რომ კარგ სეზონს ვატარებთ. მშვენიერი გუნდი გვყავს და შედეგიც სახეზეა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე ვიმყოფებით, საფრანგეთის ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად, ყველაფერი გადაწყვეტილი არაა”, – ამბობს იბრა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი გულშემატკივრების გაოცებას აგრძელებს

8 მარტს, საფრანგეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში, “ბასტიამ” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

გარდა იმისა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გოლის გატანა მოახერხა, მან ეზიკელ ლავესის ორი საგოლე პასი გაუკეთა, მათგან ერთ-ერთი კი ნამდვილად გამორჩეული იყო.

იბრაჰიმოვიჩი: “პრემიერლიგის გუნდების დაცვას გავანადგურებდი”

პსჟ-ს შვედმა ფორვარდმა ინგლისურ Mirror Online-თან საუბარში საკმაოდ ხმამარალი განცხადება გააკეთა.

“ინგლისში ძალიან ძლიერი ლიგაა, რომელშიც 3-4 გუნდი ევროპის წამყვანი კლუბების რიცხვს მიეკუთვნებიან.
მაგრამ, ინგლისში ასპარეზობის შემთხვევაში პრემიერლიგის გუნდების დაცვას გავანადგურებდი” – განაცხადა 32 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ულამაზესი გოლი “ლევერკუზენის” კარში

18 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ლევერკუზენსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

როგორ ავარჯიშებს ზლატანი თანაგუნდელებს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ავარჯიშებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანაგუნდელს.