რედისონ ბლუ ივერიაში გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა საქართველოსთან მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
– გუშინ ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაგვხვდა, რაც სასიამოვნო იყო. ჩვენს ქვეყნებს თბილი საფეხბურთო ურთიერთობა აქვთ. ჩემი ქალაქის, ფრაიბურგის გუნდში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი წარმატებით თამაშობდა.
შარშანდელი ჩავარდნის შედმეგ ჩვენთვის სამი ქულის მოპოვება მნიშვნელოვანია, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ. ვიცით, რომ საქართველოს დაცვაში დიდი პოტენციალი აქვს, რაზეც საფრანგეთთან და ესპანეთთან ჩატარებული მატჩები მეტყველებს. მოახლოებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი შეტევაზე იქნება ორიენტირებული. არ აქვს მნიშვნელობა რადმენ გოლს გავიტანთ, მთავარი გამარჯვებაა. უნდა გავითავლისწინოთ ისიც, რომ სტადიონზე მაყურებლის მხრიდან მასპინძლებს დიდი მხარდაჭერა ექნებათ.
– ბასტიან შვაინშტაიგერს შეხვედრაში რა როლი ექნება?
– შვაინშტაიგერს შეტევაში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება. მოახლოებულ მატჩში თავდამსხმას დიდი მნიშვენლობა აქვს.
– მუნდიალის შედმეგ ლამი, მერტეზაკერი და კლოზე ნაკრებიდან წავიდნენ. შეძლეთ თუ არა მათი სრულფასოვნად ჩანაცვლება?
– ვერ ვიტყვი, რომ საკალიფიკაციო ეტაპის არც თუ ისე კარგი დასაწყისის მიზეზი ეს იყო. მწვრთნელის ცხოვრებაში ფეხბურთელების წასვლა ბუნებრივი მოლვენაა. ვეტერანებმა ადგილი ახალგაზრდა მოთამაშეებს უნდა დაუთმონ.
– რა შეიცვალა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ? რატო ვეღარ აჩვენებს გერმანიის ნაკრები იმ დამაჯერებელ თამაშს?
– საქმე იმაშია, რომ ასეთი დიდი ტურნირებისთვის გუნდი დიდხანს ემზადება. დაგვეტყი მნიშვნელოვანი მოთამაშეების წასვლა. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა შესარჩევი ჯგუფის მოგებაა.