კარგი სიახლე ირლანდიელებისთვის – იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა კვირას გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა. ევრო 2016-ის მესამე ტურში მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ეროვნული გუნდის კაპიტანი კვირას, მონპელიეში (სადაც “სკუადრა აძურა” არის დაბინავებული) გამართულ ვარჯიშზე არ გამოცხადდა, რის მიზეზადაც მისი ცუდად ყოფნა სახელდება.
ანტონიო კონტეს ამ მატჩში შესაძლოა ანტონიო კანდრევაც დააკლდეს, რომელმაც მთელი გუნდისგან განცალკევებით ითამაშა. შეგახსენებთ, რომ მან შვედეთთან მატჩში (1-0) მარჯვენა ფეხი დაიზიანა.