მადრიდის “რეალი” ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია! (ვიდეო)

დღეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა: მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, თუმცა ესპანელებმა პირველი ტაიმის შუა ფაზაში უპირატესობა მოიპოვეს, რაც მალე გოლში აისახა: კარვახალის ჩაწოდების შემდეგ კაზემირომ ვარდნაში მოახერხა დარტყმა და ანგარიშის გახსნა.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ბეილი-ისკოს ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. 62-ე წუთზე მატიჩმა შორიდან ძლიერად დაარტყა, ნავასმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე ლუკაკუმ ივარგა და ბელგიელმა ერთი ბურთი გაქვითა.

ამის შემდეგ ინგლისელები ცდილობდნენ გათანაბრებას, “რეალსაც” ჰქონდა მომენტები, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით, 2-1 დასრულდა: მადრიდის “რეალმა” მეოთხედ მოიგო ევროპის სუპერთასი!

ისკო: “მეორე ტაიმში სეზონის საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ”

“რეალის” ფეხბურთელმა, ისკო ალარკონმა ჩემპიონთა ლგიის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ფინალში დიდ გუნდს ვეთამაშეთ, თუმცა მეორე ტაიმში სეზონის საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ და შედეგიც მივიღეთ. არ არსებობს “რეალზე” ძლიერი გუნდი. ჩვენ ვართ კლუბი, რომელიც მსოფლიოში არის საუკეთესო!”

“ყველა თანაგუნდელს, მწვრთნელსა და ფანებს ვულოცავ დღევანდელ ტრიუმფს!” – აცხადებს ისკო.

კაპელო: “ალეგრი ისკოს უნდა უფრთხილდეს”

ფაბიო კაპელო თვლის, რომ მასიმილიანო ალეგრის “იუვენტუსისათვის” ისკოს ძალების სათანადოდ არდაფასება შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს.

“ალეგრი ისკოს უნდა უფრთხილდეს, მას “იუვესთვის” ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია, რადგანაც სწორედ ის ანაწილებს ბურთებს ფლანგებზე.

სერხიო რამოსი კი კუთხურების დროს იქნება განსაკუთრებულად სახიფათო, მან “რეალი” მიმდინარე სეზონშიც არაერთხელ გადაარჩინა. მისგან გოლს ნებისმიერ დროს უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება კეილორ ნავასს, ბოლო დროს მან ძალიან დიდი პროგრესი განიცადა და “რეალი” არაერთხელ გადაურჩენია თავისი სეივებით.

მართალია, “რეალის” ნახევარდაცვა უფრო ძლიერია, მაგრამ “იუვენტუსს” უკეთესი დაცვა ჰყავს, თავდამსხმელები კი თანაბარ დონეზე დგანან.

დღეს მე “იუვეს” ვგულშემატკივრობ, მაგრამ სინამდვილეში შანსები 50-50-ზეა,” – აცხადებს კაპელო.

ისკო: “რონალდუს გვერდით თამაში ძალიან მარტივია”

გუშინ ლა ლიგის გამოტოვებული ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” ვიგოში ადგილობრივი “სელტა” გაანადგურა. დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ. ორივე შემთხვევაში მისი ასისტენტი ისკო იყო.

ესპანელმა ნახევარმცველმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ძალიან მარტივია, გაუგო რონალდუს. მის გვერდზე თამაში დიდ სირთულეს არ წარმოადგენს: მთავარია, კრიშტიანუს საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მიაწოდო, დანარჩენს იგი თავისით გააკეთებს.”

“ის ყოველთვის ამტკიცებს, რომ ყველა ფრონტზე ბოლომდე იბრძვის. სეზონის გადამწყვეტ ფაზაში ვართ და ახლა მთელი გუნდი სწორედ ასე იქცევა.”

“მალაგაში ლა ლიგის მთავარი შეხვედრა გველის. ამ ქალაქთან და სტადიონთან ბევრი მოგონება მაკავშირებს. განსაკუთრებული შემთხვევა იქნება, თუ სწორედ “ლა როსალედაზე” მოვიპოვებ ამ ტიტულს,” – განაცხადა ალარკონმა.

კარიკატურა: ისკო ჩიფსების გამო “ბარსაში” აღარ გადავა (ფოტო)

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, ისკო ალარკონი მეგობრებთან ერთად ერთობა. მის წინ კი “ბარსელონას” პაკეტიანი ჩიფსები დევს. ჟურნალისტებმა ეს დეტალიც ესპანელის “ბარსაში” გადასვლას დაუკავშირეს.

აი, რა გააკეთა შეშინებულმა ზიდანმა…

 

რამოსი ისკოზე საუბრისას: “სხვაგან წასვლას, ჯობს აქ დარჩეს”

მადრიდის “რეალის” ესპანელმა ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმა პრესასთან თავის თანაგუნდელზე, ისკოზე ისაუბრა და მას მადრიდში დარჩენისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ისკოს ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად უკავშირებენ კატალონიურ “ბარსელონას” და დიდია იმის შანსი, რომ ამ უკანასკნელმა “სანტიაგო ბერნაბეუ” მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს.

“იმედი გვაქვს, რომ ისკო ჩვენთან დარჩება. სხვაგან წასვლას ჯობს, “რეალში” დარჩეს. ასე აჯობებს. მჯერა, რომ აქ მას ყველაფერი გამოუვა და ბედნიერებასაც იპოვის.

ისკო ბალანსსა და ბედნიერებას ეძებს. ის გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე არასოდეს იღებს,” – აცხადებს მადრიდელთა კაპიტანი.

ისკო: “გადავალ თუ არა “ბარსელონაში”?”

ისკო ალარკონი მადრიდის “რეალის” ძირითადში ვერა და ვერ დამკვიდრდა. იგი სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის. უკვე რამდენიმე ხანია მის სახელს კატალონიის “ბარსელონას” უკავშირებენ. სხვადასხვა გამოცემაში საუბარია სერიოზულ თანხებზე.

სანაკრებო პაუზის დროს, ესპანელ ფეხბურთელს ჰკითხეს აღნიშნულ საკითხზე. ისკომ ამ ყველაფერს ჭორები უწოდა.

“ხალხს მოუნდა, რომ უსარგებლო ჭორები გაავრცელოს.. მართალი გითხრათ, ამას რატომ აკეთებენ, ვერ ვხვდები.”

“უბრალოდ, ახლა არაფერზე არ ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ მოედანზე გავიდე და მაქსიმალურად დავიხარჯო,” – განაცხადა ისკომ.

“რეალი” ისკოსთვის 6-წლიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები თავისი ესპანელი ნახევარმცველისთვის, ისკო ალარკონისთვის ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, Marca-ს ცნობით, სამეფო კლუბი 24 წლის ჰავბეკს 6-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. ასე რომ, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ისკო “რეალში” 2024 წლამდე დარჩება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, ისკოს ხელფასი წელიწადში 6 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ისკოს საკმაოდ ხშირად აკავშირებენ “ბარსელონასთან” და ამიტომაც ჩქარობენ მადრიდში მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას.

“ბარსელონა” ისკოს 20 მილიონ ევროსა და 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

El Pais-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, კატალონიური “ბარსელონა” მადრიდის “რეალის” ცენტრალური ნახევარმცველის, ისკო ალარკონის გადაბირებით სერიოზულად არის დაინტერესებული .

შეგახსენებთ, რომ ესპანელ ფეხბურთელს “რეალთან” ჯერ კიდევ აკავშირებს კონტრაქტი, რომელიც 2018 წლის ივნისში იწურება.

წყაროს ცნობით, კატალონიელები ისკოს 20 მილიონ ევროს სთავაზობენ ხელფასის სახით, რომელცი 5 წელიწადზე იქნება გადანაწილებული.

როგორც იცით, ისკოს ძალიან უნდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, რისთვისაც საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებაა საჭირო, რასაც ის “რეალში” ნამდვილად ვერ ახერხებს. შესაძლოა, ეს მისი “კამპ ნოუზე” გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც კი გახდეს.

“პარის სენ-ჟერმენი” ისკოს ტრანსფერით ინტერესდება

ფრანგულ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, მადრიდის “რეალის” ესპანელმა ნახევარმცველმა, ისკომ “პსჟ”-ს უფროსთა ყურადღება მიიპყრო.

წყაროს ცნობით, 24 წლის ესპანელი ფეხბურთელის გადაბირების სურვილს თავად უნაი ემერი გამოთქვამს, რომელმაც მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ჩაიბარა პარიზული კლუბი.

ისკოსა და მადრიდულ კლუბს შორის კონტრაქტი არსებობს, რომელიც 2018 წლის ზაფხულში იწურება.

როგორც ცნობილი ხდება, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ნახევარმცველის აგენტი უქვე შეხვდა საფრანგეთის ჩემპიონი კლუბის წარმომადგენლობას.

ზიდანი: “ეს ორი ფეხბურთელი მეტ სათამაშო დროს იმსახურებს”

გუშინ “ლა ლიგის” 24-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “ვილიარეალი” დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით, 3-2 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი გაიტანა ალვარო მორატამ, რომელიც 77-ზე შემოვიდა მოედანზე და ექვს წუთში მოახერხა ანდრეს ფერნანდესის კარის აღება.

ზინედინ ზიდანმა მატჩის შემდგომ ესპანელ თავდამსხმელსა და ისკო ალარკონზე (მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა) ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის ეს ორი წევრი გაცილებით მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ.

“აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მორატამ და ისკომ მეტი სათამაშო დრო უნდა მიიღონ. სწორედ მათ ითამაშეს გადამწყვეტი როლი დღევანდელ შეხვედრაში და საბოლოოდ, თამაში ჩვენს სასარგებლოდ შეცვალეს.”

“ზოგადად, როტაცია აუცილებელია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელი გამოვიყენოთ და ისე მივაღწიოთ წარმატებას.”

“მოედანზე შესვლის წინ ალვაროს ვუთხარი, რომ შეტევის დროს აუცილებლად საჯარიმოში ყოფილიყო და ნებისმიერი შანსის სწორად გამოყენება ეცადა. ხოლო, როდესაც “ვილიარეალი” შეუტევდა, ესპანელს ბრუნო სორიანოს მეურვეობა დავავალე.”

“მან გოლი გაიტანა და ყველა გაგვახარა. მნიშვნელოვანია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ და პირველ ადგილზე დავრჩით,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

Marca-ს გამოკითხვა: ისკო თუ ხამესი?

მადრიდული გამოცემა, Marca საკმაოდ საინტერესო გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

მადრიდის “რეალის” ორ ნახევარმცველს ხამეს როდრიგესსა და ისკო ალარკონს შორის არჩევანი 76,998-მა გულშემატკივარმა გააკეთა. მათ 61.75 პროცენტს ურჩევნია, კლუბი ისკომ დატოვოს.

კერძოდ, მადრიდელთა კოლუმბიელ შემტევს ხმა 47,540-მა გულშემატკივარმა მისცა (61.75 პროცენტი), ხოლო “მალაგას” ექს-ნახევარმცველს 29,458-მა ფანმა მისცა ხმა.