ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ სპეციალურად უეფას ოფიციალური ვებ-გვერდისათვის ხუთკაციანი გუნდი შეადგინა, რომელშიც მისი ყოფილი თანაგუნდელები მოხვდნენ.
ჯანლუიჯი ბუფონი
პაოლო მალდინი
ალესანდრო ნესტა
ანდრეა პირლო
რონალდო
26 აპრილს, იტალიის სერია A-ში, “ტორინომ” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელი “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე ანდრეა პირლომ გახსნა, რომელმაც მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.
იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში ტურინული დერბი შედგა — “ტორინომ” “იუვენტუსი” მიიღო და მრისხანე მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ტურინულ დერბიში “ტორინომ” პირველად იმარჯვა.
35-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ანგარიში ანდრეა პირლომ გახნა, თუმცა შესვენებამდე მატეო დარმიანიმ გაათანაბრა, ხოლო 57-ე წუთზე ფაბიო კვალიარელამ გამარჯვების გოლი გაიტანა
“იუვენტუსი” 73 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობას განაგრძობს. “ტორინოს” 47 ქულით მერვე პოზიცია უკავია.
იტალიის სერია A
32-ე ტური
“ტორინო” — “იუვენტუსი” 2:1 (1:1)
გოლები: დარმიანი 45′, კვალიარელა 57′ — პირლო 35′
გაფრთხილებები: გაცი 59′, მორეტი 70′, ვივესი 88′ — ბონუჩი 77′.
ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ შესაძლოა, პოლ პოგბამ მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ თამაში შეძლოს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “რეალი” და “იუვენტუსი” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 5, ხოლო მეორე შეხვედრა 13 მაისს გაიმართება.
“არსებობს იმის შანსი, რომ პოგბამ “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ მოედანზე გამოსვლა მოახერხოს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მან “რეალთან” განმეორებით შეხვედრაში თამაში შეძლოს”, – ამბობს ალეგრი.
„იუვენტუსის“ ნახევარმცველი პატრის ევრა „ტორინსოთან“ იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მოახლოებულ მატჩს გამოტოვებს.
ფრანგმა ტრავმა „მონაკოსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მიიღო, ტურინული დერბისთვის გამოჯანმრთელება კი ვერ მაოსწრო.
ასეა თუ ისე, როგორც გაირკვა, შემდეგი შეხვედრისთვის ვეტერანი მზად უნდა იყოს.
“იუვენტუსის” ფრანგი მცველი, პატრის ევრა ტრავმის გამო ვერ შეძლებს “ტორინოსთან” თამაშს.
ვეტერანმა მცველმა ოთხშაბათს “მონაკოსთან” მატჩში ბარძაყი დაიზიანა, ექიმების თქმით ტრავმა არასერიოზულია, მაგრამ ოფიციალური გვერდის ცნობით, ის მაინც ვერ დაეხმარება გუნდს მნიშვნელოვან მატჩში.
33 წლის ევრას ანგარიშზე ამ სეზონში 19 მატჩი და ერთი გოლია.
ტურინული დერბი “ტორინოსა” და “იუვენტუსს” შორის კვირას გაიმართება.
დღეს, 24 აპრილს, გაირკვა, თუ რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე.
“ბარსელონა” – “ბაიერნი”
“იუვენტუსი” – “რეალი”
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები 5 და 6 მაისს გაიმართება.
“იუვენტუსის” გამოცდილი ნახევარმცველი ბევრ ფულს არ დახარბდა.
36 წლის ნახევარმცველს “ბიანკონერებთან” კონტრაქტის ვადა 2016 წელს ეწურება და ნაკლებად სავარაუდოა, მათი თანამშრომლობა გაგრძელდეს.
Calciomercato-ის ინფორმაციით, ყატარული “ალ-ჯაიში” იტალიელს ეპატიჟებოდა და წელიწადში 7,5 მილიონს სთავაზობდა.
ერთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, ანდრეა პირლომ კი უარი განაცხადა იტალიის დატოვებაზე.
ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში შესაძლო მეტოქეებზე საუბრისას აღნიშნა, რომ არც ერთი მატანის არ ეშინია.
შეგახსენებთ, რომ ტურინელთა გარდა, ტურინირის 1/2 ფინალში „ბაიერნი“, „ბარსელონა“ და „რეალი“ გავიდნენ.
„მე არავის მეშინია. ვფიქრობ, ყველა გუნდი ძლიერია. ჩვენი მეტოქის ვინაობა პარასკევს გაირკვევა. ჩემი აზრით, „იუვენტუსი“ არავის უთმობს. ჩვენი გუნდი გაძლიერდა და უფრო სახიფათოც გახდა“, – განაცხადა ჩილელმა.
ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ნახევარფინალში გასვლის შესახებ ისაუბრა.
„ნახევარფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება ადვილი არასდროსაა, თუმცა ეს მაინც გამოგვივიდა, რისთვის ფეხბურთელები აპლოდისმენტებს იმსახურებენ. ჩვენ ნამდვილი გუნდი ვართ და დღეს მოედანზე მთელი ჩვენი ძალა გამოვიყენეთ. დღეს იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მოედანზე ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყავით. გუნდმა ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა.
დღეს წარმატების აღნიშვნა გულშემატკივრებთან ერთად მსურს. „იუვენტუსისთვის“ ეს განუმეორებელი წელია. ჩვენ ამ კლუბის ევროპულ გრანდებს შორის დასაბრუნებლად საჭირო ნაბიჯები გადავდგით. ცოტა საგოლე მომენტი გვქონდა, სამაგიეროდ, თავს კარგად ვიცავდით. „მონაკო“ კარგად როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში თამაშობდა“, – განაცხადა ალეგრიმ.
22 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “მონაკოსა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ შეხვედრაში, ჯორჯო კიელინიმ თავისი შეცდომის შემდეგ, მეტოქის შეტევა ხელით ჩაშალა.
ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მონაკოსთან“ განმეორებითი მატჩის შესახებ ისაუბრა.
„ზუსტად არ ვიცი, თუ რა ტაქტიკას აირჩევს „მონაკო“. ამ გუნდის თვისებების გათვალისწინებით, გოლის გატანას შევეცდებით. ჩვენი მეტოქე თავს ძალიან კარგად იცავს, „მონაკოს“ ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომაც ეს შეხვედრა, პირველი მატჩის მსგავსად, რთული იქნება.
დაპირისპირების ბედი, შესაძლოა, მცირე დეტალებმაც კი გადაწყვიტონ. ნახევარფინალში გასვლის შანსი გვაქვს და ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. თუმცა, მოდით, ჯერ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ“, – განაცხადა ტურინელთა დამრიგებელმა.