ზიდანი: „ლოგიკურია, რომ „რეალი“ პოგბათი ინტერესდება“

„Canal+“-ის ეთერში საუბრისას მადრიდის „რეალის“ დუბლების მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მას ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებული ინფორმაცია არ აკვირვებს.

„როდესაც საუბარი პოგბაზეა, სავსებით ლოგიკურია, რომ მისით „რეალის“ დონის კლუბი ინტერესდება. პოლს უდიდესი პოტენციალი აქვს, რისი წყალობითაც, მას პროგრესი მომავალშიც შეუძლია.

სად ითამაშებს პოგბა შემდეგ სეზონში? არ ვიცი, სჯობს ამის შესახებ თავად მას ჰკითხოთ“, – განაცხადა ზიზუმ.

გატუზო: „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“

„მილანის“ ყოფილი ნახევარმცველის ჯენარო გატუზოს აზრით, ტურინის „იუვენტუსს“ მიმდიანე სეზონში ჩემპიონთა ლოიგის მოგება შეუძლია.

„იუვენტუსს“ ტურნირის მოგება შეუძლია, მაგრამ გუნდს საამისოდ იღბალიც დასჭირდება. ვისხენებ, თუ როგორ მოახერხა „მილანმა“ 2003 წელს „აიაქსის“ დამარცხება. მაშინ გოლი 94-ე წუთზე გავიტანეთ. ეს ნამდვილი სასწაული იყო.

„მონაკო“ ძლიერი მეტოქეა. ამ გუნდის არ დაფასება უბრალოდ გამორიცხულია, რადგან მან „არსენალს“ სძლია“, – განაცხადა იტალიელმა.

“ბარსელონა” ლიორენტეთი დაინტერესდა

“იუვენტუსის” ფოვარდი, ფერნანდო ლიორენტე “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ესპანური გაზეთის, Sport-ის ცნობით ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 12 მილიონი ევროა. ტურინულ კლუბთან ლიორენტესმიმდინარე კონტრაქტი კი 2017 წლამდეა გათვლილი.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ლიორენტემ 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 5 გოლის გატანა შეძლო.

“იუვენტუსი” მზადაა, ვიტსელში 20 მილიონი გადაიხადოს

“ბებერი ქალბატონები” ნახევარდაცვის გაძლიერებას “ზენიტის” ფეხბურთელით აპირებენ.

“იუვენტუსის” ხელმძღვანელობის ყურადღება აქსელ ვიტსელმა მიიპყრო, რომელიც ამჟამად რუსეთში თამაშობს.

წყაროს თანახმად, იტალიელები მზად არიან ბელგიელში 20 მილიონი გადაიხადონ, ხოლო რუსები 26 წლის ფეხბურთელის გაშვებას 40 მილიონზე ნაკლებად არ აპირებენ.

აქსელ ვიტსელმა მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში 19 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

დღის სატრანსფერო სიახლეები

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ

“ტოტენჰემი” სერხი რობერტოს გადაბირებას ეცდება

„ტოტენჰემის“ ინტერესთა სფეროში „ბარსელონას“ ნახევარმცველი, სერხი რობერტო მოხვდა. თუმცა, კატალონიელებს ამ ეტაპზე მოთამაშესთან განშორება არ სურთ.

ჩეხი “არსენალში” გადავა

ლონდონის „ჩელსის“ მეკარე, პეტრ ჩეხი, შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ „არსენალში“ გადაბარგდეს. საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელის ოჯახს ლონდონში სურს დარჩენა.

ლიორენტე “იუვენტუსს” ტოვებს

იტალიური პრესის ცნობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფერნანდო ლიორენტემ, შესაძლოა, „იუვენტუსი“ დატოვოს. ფოვარდის გადაბირებით „ვალენსია“, „სევილია“, „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებულები.

“ბარსელონა” “ოსასუნას” მეკარეს გადაიბირებს

„ბარსელონა“ „ოსასუნადან“ 18 წლის მეკარეს, იოკინ ესკიეტას გადაიბირებს. ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა მოთამაშე კატალონიურ კლუბთან 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

კასილიასი “რეალს” ტოვებს?

მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯმა, იკერ კასილიასმა, შესაძლოა, კლუბი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს გამოიცვალოს. მის შეცვლელად კი მადრიდში კვლავ დავიდ დე ხეას მოიაზრებენ.

მაროტა: “თუ პოგბა წასვლას დააპირებს, მას ვერ დავაკავებთ”

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გუნდის ნახევარმცველი პოლ პოგბა სხვა კლუბში გადაბარგებას გადაწყვეტს, “ბებერი ქალბატონი” მის შენარჩუნებას ვერ შეძლებს.

“ყველამ კარგად იცის, რომ არიან კლუბები, რომლებსაც პოგბასთვის ჩვენზე გაცილებით შთამბეჭდავი ფინანსური პირობების შეთავაზება შეუძლიათ. პოგბა თავად წყვეტს საკუთარ ბედს და თუ წასვლას მოინდომებს, ჩვენ ვერ გადავეღობებით მას. თუმცა, ჯერჯერობით, ფეხბურთელს მსგავსი სურვილი არ გამოუხატავს, პრობლემები მაშინ დაიწყება, როდესაც კონკრეტულ შეთავაზებას მიიღებს, რომლის მიხედვითაც “იუვენტუსზე” 3-ჯერ მეტ ხელფასს შეთავაზებენ,”-აღნიშნა მაროტამ.

მორატა: „როდესაც ვნერვიულობდი, პირველი, ვინც მაწყნარებდა, კრიშტიანუ რონალდუ იყო“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა და ტურინის „იუვენტუსის“ ამჟამინდელმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ჟოზე მოურინიოს შანსის მციემისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოურინიოს არჩევანის გაკეთება სხვა ფეხბურთელის სასარგებლოდაც შეეძლო, მაგრამ ის მაინც მენდო. ამიტომაც, მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი მადლიერი ვიქნები.

კრიშტიანუ რონალდუ თავის დამკვირდებაში ძალიან დამეხმარა. როდესაც ვნერვიულობდი, კრიშტიანუ პირველი იყო, ვინც მაწყნარდებდა“, – განაცხადა მორატამ.

მორატა: “ბევრი თვლიდა, რომ ნაკრებში შანსი არ მქონდა”

“იუვენტუსის” ნახევარმცველი, ალვარო მორატა მოხარულია ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებით.

“მოხარული ვარ, რომ ნაკრებში დამსახურებისამებრ მოვხვდი, მიუხედავად სხვა ქვეყანაში გადასვლისა. მადრიდიდან პრაქტიკის უქონლობის გამო წამოვედი. ვგრძნობდი, იქ დარჩენის შემთხვევაში, ადგილს ნაკრებშიც დავკარგავდი”.

“მსურს ფურია როხასთან ერთად წარმატების მიღწევა, აქ სწორედ ამიტომ მოვიდვარ,”-განაცხადა მორატამ.

ამას გარდა, ალვარომ არ განმარტა, თუ რატომ არ აძლევდა ანჩელოტი შანსს.

“ვერ ვაცნობიერებ რა მოხდა. გოლების გატანა დავიწყე და უცებ, სკამზე აღვმოვჩნდი. ყველას აქვს ჩავარდნა, მაგრამ ამის გამო პრობლემები არ ექმნებათ. ანჩელოტისთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს”.

ბარძალი: „იუვენტუსს“ უნდა სჯეროდეს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა“

ტურინის „იუვენტუსის“ მცველის ანდრეა ბარძალის აზრით, მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიმდიანრე სეზონის გათამაშების ფინალში მოხვედრაზე ფიქრის საფუძველი გააჩნია.

„ჩემპიონთა ლიგაზე გამართლება დიდ როლს თამაშობს. ამიტომაც, არ ვიცი, რამდენად შორს გავალთ. ფინალი? უნდა გვჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია. რატომაც არა? მოედანზე თავდაჯერებულები გავდივართ, თუმცა, სხვა მხვრივ, გვესმის, რომ ჩვენზე ძლიერი გუნდებიც არიან“, – განაცხადა იტალიელმა.

“იუვენტუსს” “პალერმოს” შეტევის დუეტი სჭირდება

იტალიის ჩემპიონები ფრანკო ვასკესისა და პაულო დიბალას გაფორმებას ეცდებიან.

26 წლის ვასკესი დაიბადა არგენტინაში, რომელმაც უკვე მიიღო გამოძახება იტალიის ეროვნულ ნაკრებში. მან გაიტანა შვიდი გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა.

პაულო არ აპირებს იტალიაში თამაშს, თუმცა მან უკვე მიიპყრო ევროპული გიგანტების ყურადღება, ერთ-ერთია “არსენალი”.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “იუვენტუსის” ხელმძღვანელმა, ჯუზეპე მაროტამ უკვე დაიწყო მოლაპარაკება “პალერმოს” პრეზიდენტ, მაურისიო ძამპარინისთან და დიდი ალბათობით, სიცილიელთა ორი ლიდერი ზაფხულში გუნდს შეიცვლის.

ცნობილია, რომ დიბალას გუნდიდან წასვლა “პალერმოს” 40 მილიონით გააძლიერებს.

ტევესი: „ჩემპიონები რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ“

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა „ჯენოასთან“ იტალიის სერია ა-ს ანგარიშით 1:0 მოგებული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა სერია ა რაც შეიძლება მალე უნდა მოიგოს.

„რაც მთავარია, ჩინებულ ფორმაში ვიმყოფებით. ჩემპიონის ტიტული მაქსიმალურად სწრაფად უნდა გავინაღდოთ, რათა ჩემპიონთა ლიგაზე ვიფიქროთ.

ვერ შესრულებული პენალტი? „ნაპოლისთან“ მატჩში იგივე მომივიდა. ყველაზე მნიშვნალოვანი აქტივში სამი ქულის ჩაწერაა“, – განაცხადა არგენტინელმა.

“იუვენტუსი” ფალკაოსთან მოლაპარაკებას ცდილობს

იტალიის ჩემპიონები სამომავლოდ თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ.

კოლუმბიელი “მანჩესტერ იუნაიტედში” საიჯარო ვადას კრახით ასრულებს, ამიტომ, ცხადია, რომ ინგლისელები ფალკაოს კონტრაქტს არ გამოისყიდიან.

Tuttosport-ის ინფორმაციით, “იუვენტუსის” აღმასრულებელი დირექტორი, ჯუზეპე მაროტა შეეცდება რადამელ ფალკაოსთან მოლაპარაკებას.

ტურინელები ასევე მზად არიან არენდის წესით აიყვანონ 29 წლის წინახაზელი, რომლის საიჯარო თანხა 12 მილიონია.