ჯერარდი: “უფრო ჭკვიანურად უნდა გვეთამაშა”

ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა სტივენ ჯერარდმა ურუგვაელების წინააღმდეგ გამართული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ თავის გუნდს უფრო ჭკვიანურად უნდა ეთამაშა.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაის ნაკრებმა ინგლისელებს ანგარიშით 2:1 სძლია.

“ცხადია, ბევრი შეცდომა დავუშვით. ლუის სუარესის წინააღმდეგ უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით. როდესაც ანგარიში გავათანაბრედ, შემდეგ უფრო ჭკვიანურად და გააზრებულად უნდა გვეთამაშა, რაც სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ”, – ამბობს ჯერარდი.

ჯერარდი: “მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს”

ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა სტივენ ჯერარდმა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაფასა. ჯერარდის თქმით, დამარცხების მიუხედავად, როი ჰოჯსონის შეგირდებს მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში იტალიის ნაკრებმა ინგლისს ანგარიშით 2:1 სძლია.

“სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და ვფიქრობ, მერვედფინალში გასვლის კარში შანსი გვაქვს.

იტალიელებს კარგი გუნდი ყავთ, თუმცა ვიცოდით, როგორ ითამაშებდა ჩვენი მეტოქე. მათ ჩვენი გაკვირვება ვერ მოახერხეს”, – ამბობს ჯერარდი.

ჰონდურასელ ჟურნალისტს სტივენ ჯერარდი ფრენკ ლამპარდში აერია

როგორც იცით, 7 ივნისს, ინგლისისა და ჰონდურასის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან.

6 ივნისს, ინგლისელებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საკმაოდ კუიროზული რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჰონდურასელ ჟურნალისტს სტივენ ჯერარდი ფრენკ ლამპარდში აერია.

რას უხსნის ინგლისელთა მწვრთნელი სტივენ ჯერარდს…

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვთნელი აუხსნას სტივენ ჯერარდს რაღაც სახალისო მოძრაობებით.

ლუის სუარესის ცრემლები “კრისტალ პალასთან” მატჩის შემდეგ

როგორც იცით, 5 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “კრისტალ პალასმა” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო და ფრედ, 3:3 ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ 79-ე წუთამდე, ლივერპულელები მეტოქეს სამბურთიანი უპირატესობით ამარცხებდნენ, თუმცა მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და მეტოქეს შინ სამი ქულა არ გაატანეს.

იმის შემდეგ, რაც “ლივერპულმა” ამ მატჩში გამარჯვება ვერ მოახერხა, “მანჩესტერ სიტის” ჩემპიონობის კარგი შანსი მიეცა. ხოლო შეხვედრის შემდეგ, ეს ყოველივე “მერსესაიდელებმა” ძალიან განიცადეს.

როგორ დასცინეს სტივენ ჯერარდს

27 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში, სტივენ ჯერარდმა შეცდომა დაუშვა.

სტივენ ჯერარდი: “თუ “ჩელსის” დაამარცხებთ, “მაკდონალდსში” წაგიყვანთ”

ინგლისური “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი რამდენიმე დღის წინ კლუბი 13-წლამდელთა გუნდის ვარჯიშს დაესწრო და ფეხბურთელებს დაპირდა, რომ თუ ისინი “ჩელსის” დამარცხებას მოახერხებენ, სტივენი მათ “მაკდონალდსში” წაიყვანს. ეს ინფორმაცია გუნდის მწვრთნელმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

2Zlv1BW

პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლთა სია გამოქვეყნდა

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ოფიციალურად დაასახელა 2013-14 წლების სეზონის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელისა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის წოდების მოპოვების პრეტენდენტები. ექვსი ფეხბურთელიდან სამი „ლივერპულის“ მოთამაშეა: ლუის სუარესი, სტივენ ჯერარდი და დანიელ სტარიჯი.

მათ გარდა სიაში მოხვდნენ იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“), ედენ აზარი (ლონდონის „ჩელსი“) და ადამ ლალანა („საუთჰემპტონი“).

სტარიჯი და აზარი აგრეთვე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოზე არიან წარდგენილნი. მათ გარდა ამ სტატუსის მოპოვებისთვის იბრძვიან: რაჰიმ სტერლინგი („ლივერპული“), აარონ რემსი (ლონდონის „არსენალი“), როს ბარკლი („ევერტონი“) და ლიუკ შო („საუთჰემპტონი“).

გამარჯვებულთა ვინაობა 27 აპრილს, ლონდონში გაირკვევა.

ბექა დოგრაშვილი

ჯერარდმა “მანჩესტერ სიტისთან” გამარჯვების შემდეგ იტირა

13 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, კამერებმა საკმაოდ ემოციური მომენტი დააფიქსირეს, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მოსდის თვალებიდან ცრემლები სტივენ ჯერარდს.

ბექჰემი “ბარსელონაში” და კიდევ ექვსი დიდი შესაძლო ტრანსფერი, რომელთა შესახებ არ იცით

Bleacher Report-მა გულშემატკივრებს ის შესაძლო დიდი ტრანსფერები გაახსენა, რომლებიც დიდი შანსი იყო, განხორციელებულიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ მოხერხდა.

დევიდ ბექჰემი – “ბარსელონა”

beckham_

2003 წელს, როცა სერ ალექს ფერგიუსონმა ბექჰემის “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაშვება მოინდომა, ფეხბურთელის შეძენის სურვილი “ბარსელონამაც” გამოთქვა. Guardian-ის ცნობით, კატალონიურ გრანდს ნახევარმცველში 25 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადა.

საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა. ჟოან ლაპორტას მალე “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღო და ის გულშემატკივრების მოხიბვლას სუპერვარსკვლავების შეძენით ცდილობდა. ბექჰემმა კი თქვა: “მე პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებ”. რამდენიმე კვირის შემდეგ, ის მადრიდის “რეალს” შეუერთდა.

სტივენ ჯერარდი – “ჩელსი”

gerrard

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში “ევერტონის” გულშემატკივარი იყო, სტივენი, ცხრა წლის ასაკში, “ლივერპულში” მოხვდა.

2004 წელს, Daily Mail-ი იუწყებოდა, რომ ჯერარდი “ჩელსიში” გადასასვლელად მზად იყო. ლონდონელები “ლივერპულს” 30 მილიონ ფუნტს უხდიდნენ. საბოლოოდ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერი იმის გამო ჩაიშალა, რომ “ლივერპულის” გაბრაზებული ფანები ჯერარდის ოჯახზე ზეწოლას ახდენდნენ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – “არსენალი”

zlatan ibrahimovic fotboll

ზლატანს ჰოლანდიის, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის საუკეთესო კლუბებში თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ მას ინგლისის პრემიერ ლიგაში არასოდეს უთამაშია.

ბევრმა არ იცის, რომ როცა იბრაჰიმოვიჩი 16 წლის ასაკში, “მალმიოს” ღირსებას იცავდა, ლონდონის “არსენალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. შვედი თავდამსხმელი “არსენალის” ბაზასაც ესტუმრა და კლუბის მაისურში გამოწყობილმა ფოტოც გადაიღო.

არსენ ვენგერს იბრაჰიმოვიჩის სინჯებზე ყოფნა გადაეწყვიტა, რაც თავად ახალგაზრდა ფეხბურთელს არ მოეწონა და მან ლონდონი დატოვა.

დიეგო მარადონა – “შეფილ იუნაიტედი”

diego-maradona_1116639c

ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელსაც “შეფილდის” ფორმა მოურგია, მსახიობი შონ ბინია. თუმცა, დიეგო მარადონა, რომ “შეფილდში” გადასულიყო, მაშინ სიტუაცია სხვაგვარად იქნებოდა.

Daily Mail-ის ცნობით, 1978 წელს, როცა დიეგო 17 წლის ასაკში, “არგენტინოს ხუნიორსის” ღირსებას იცავდა, “შეფილდ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ჰარი ჰასლემს ის ძალიან მოეწონა. თუმცა, ტრანსფერი მაინც არ შედგა, ხოლო ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ინგლისელებმა არგენტინულ კლუბს 200 000 ფუნტი ვერ გადაუხადეს.

საბოლოოდ, “შეფილდმა” მალე, 176 000 ფუნტის სანაცვლოდ, “რივერ პლეიტიდან” ალექს საბელა შეიძინა, რომელმაც 76 მატჩში, 8 გოლის გატანა მოახერხა.

ზინედინ ზიდანი – “ბლექბერნი”

zinedine-zidane-real-madrid-champions-league-goal-transfer

1995 წელს, “ბლექბერნი” ზიდანის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო. გუნდის მთავარ მწვრთნელ კენი დაგლიშს “ბორდოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მოსწონდა, ამიტომ მან თავისი კლუბის ხელმძღვანებლებს მოთამაშის შეძენა სთხოვა. მაშინ, “ბლექბერნს” საკმაოდ შეძლებული პრეზიდენტი ჰყავდა, რომელმაც განაცხადა:“რატომ უნდა ვიყიდოთ ზინედინ ზიდანი, როცა ჩვენ ტიმ შერვუდი გვყავს?”

ცნობისთვის, 2008 წელს, “ბლექბერნს” რობერტ ლევანდოსვკიც უნდა შეეძინა. პოლონელი თავდამსხმელი ინგლისში ჩასასვლელად მზად იყო, სადაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებდა. თუმცა, ვულკანის ფერფლის ამოფრქვევის გამო, ის დიდ ბრიტანეთში ვეღარ ჩაფრინდა და უკან დაბრუნდა.

რობინიო – “ჩელსი”

robinho_1365464c

თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ 2008 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, რობინიო ლონდონის “ჩელსის” შეუერთდებოდა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მადრიდის “რეალის” დატოვების სურვილი არაერთხელ გამოთქვა, “სამეფო კლუბი” კი მის გასაშვებად მზად იყო.

2008 წელს, “ჩელსის” ლუიშ ფელიპე სკოლარი თავკაცობდა. რობინიომ კი თქვა: “ჩემი ოცნება, ლუიშ ფელიპე სკოლარისთან ერთად მუშაობაა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია”.

თუმცა, “მანჩესტერ სიტის” მფლობელმა შეიხებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რობინიო მათ გუნდში გადასულიყო. “სიტიმ” ბრაზილიელ ფეხბურთელში 32.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

ალან შირერი – “მანჩესტერ იუნაიტედი”

article-2015219-000B7D4900000258-566_634x436

ლეგენდარული ინგლისელი თავდამსხმელი სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღების სფეროში 1992 წელს მოექცა. მაშინ, ალანი “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემით დაინტერესებული იყო. თუმცა, მითხრეს, რომ სამი-ოთხი კვირა უნდა მომეცადა, რადგან მათ ამ დროის განმავლობაში, ფული უნდა მოეგროვებინათ. ჩემი აზრით კი, თუ მათ ჩემი შეძენა მართლაც ძალიან სურდათ, ბევრს აღარ მალოდინებდნენ”, – განაცხადა შირერმა.

საბოლოოდ, ალანმა “ბლექბერნში” გადასვლა არჩია, სადაც პრემიერ ლიგის მოგება მოახერხა. შირერმა კლუბში ჩატარებულ 138 მატჩში, 112 გოლის გატანა მოახერხა.

BBC იუწყებოდა, რომ 1996 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედმა” შირერის შეძენის სურვილი კვლავაც გამოთქვა, მაგრამ მოთამაშემ მშობლიურ გუნდში, “ნიუკასლში” გადასვლა არჩია.

დიტო ჭიჭინაძე 

სუარესი: “ჯერარდმა დამარწმუნა, რომ “ლივერპულში” დავრჩენილიყავი”

“ლივერპულის” თავდამსხმელი, ლუის სუარესი აცხადებს, რომ ის “ლივერპულში” დარჩენაში გუნდის კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა დაარწმუნა.

“ლივერპულში” რომ დავრჩი, ჯერარდის დიდი დამსახურებაა. მან ჩემი დარწმუნება მოახერხა. სტივენს ჩემს შესახებ პრესასთან არ ულაპარაკია, მაგრამ პირადად შემხვდა.

ჩემი აზრით, ჯერარდი “ლივერპულის” ნამდვილი ლეგენდაა. მან ძალიან დიდი მუხტი მომცა და საბოლოოდ, გუნდში დავრჩი, რაც მახარებს”, – ამბობს სუარესი.

ინგლისის პრემიერ ლიგის ფეხბურთელების საუკეთესო მეორე ნახევრები

პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის პრემიერ ლიგის ფეხბურთელების საუკეთესო მეორე ნახევრები გამოავლინა.

კარლა ჰიგსი – ვაინსენ კომპანი

კაია ჰოლი – ფილ ჯონსი

კრისტინ ბლექლი – ფრენკ ლამპარდი

ჩარლინ სურიკი – გაელ კლიში

ანარა ატარესი – სამირ ნასრი

ევანჯელინა ანდერსონი – მარტინ დემიკელისი

მარგარეტ ნაცუკი – შინჯი კაგავა

ბიანკა სლეიტერი – რაიან ბერტრანდი

ლორენა ბერნალი – მიკელ არტეტა

ტანია რობინსონი – ფილ ბარდსლი

ალექს კურანი – სტივენ ჯერარდი

მენდი კაპრისტო – მესუთ იოზილი

ჯორჯინა დორსეტი – ტომ ქლევერლი

ელენა გომესი – ხავი გარსია

პოლი პარსონსი – თომას ვერმაელენი

ნატალი სალიმანი – კიერან რიჩარდსონი

კაილა კოლინსი – ეშლი კოული

ელენ ფლანაგანი – სკოტ სინკლერი

აბი კლენსი – პიტერ კრაუჩი

ლუდვინ სანია – ბაკარი სანია