“ლოს ანჯელეს გალაქსის” ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა ლონდონის “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა.
“აღფრთოვანებული ვარ იმით, რასაც მოურინიომ მიაღწია. არა მარტო “ჩელსიში” მოგებულ ტიტულებს ვგულისხმობ, არამედ – “პორტუში” და “ინტერშიც”. მას საოცარი კარიერა აქვს.
მოურინიო ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მას ჩემი დამატება სამჯერ სურდა, სამ სხვადასხვა კლუბში.
მიუხედავად იმისა, რომ მოურინიოს გუნდში არ მითამაშია, ჩვენ გვქონდა ურთიერთობა. ვგრძნობდი, რომ ის მაფასებდა, როგორც ფეხბურთელს. ერთ-ერთი მატჩის მიმდინარეობისას მცირე გაწევ-გამოწევა მოგვივიდა. ამის მიუხედავად, მან მე რამდენიმე რჩევა მომცა. მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ.
ჯონ ტერის შუამავლობით გადმომცა, რომ წუხს, რადგან ერთ გუნდში მუშაობა არ მოგვიწია”, – ჯერარდის სიტყვები “მირორმა” გამოაქვეყნა.