ტურინის “იუვენტუსის” დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გუნდი ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებას აპირებდა და აქვე აღნიშნა, რომ კლუბი მაქსიმალურად ეცდება ალვარო მორატას შენარჩუნებას.
“იბრაჰიმოვიჩი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა ჩვენ გაგვაჩნია ფილოსოფია, რომლის საფუძველზეც ვაწარმოებთ სატრანსფერო პოლიტიკას.
ჩვენ კონცენტრირებული ვართ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. იბრაჰიმოვიჩს მასიური ფინანსები დასჭირდება, რომლის უზრუნველყოფასაც არცერთი იტალიური კლუბი არ ისურვებს.”
მორატაზე საუბრისას მან აღნიშნა:”უკვე არაერთხელ აღვწერე მორატას გარშემო არსებული სიტუაცია. მორატას ჩვენთან დარჩენა სურს, თუმცა მთავარი სიტყვა მაინც “რეალზეა”.”