კარიკატურა: შვაინშტაიგერი “ოლდ ტრაფორდს” დაუბრუნდა (ფოტო)

გუშინ ინგლისის ლიგის თასის 1/4 ფინალის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ვესტ ჰემს” უმასპინძლა და მეტოქე, ანგარიშით, 4-1 დაამარცხა. 86-ე წუთზე მოედანზე ანტონი მარსიალის ნაცვლად ბასტიან შვაინშტაიგერი შემოვიდა. მოგეხსენებათ, გერმანელი მას შედმეგ დააქვეითეს ახალგაზრუდლ გუნდში, რაც “წითელ ეშმაკებს” ჟოზე მოურინიო ჩაუდგა. ეს უკანასკნელი გუშინ, დისვალიფიკაციის გამო, ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს მატჩს.

ომარ მომანიმ ეს ბასტიანის შემოსვლა ასე დაინახა

 

კარიკატურა: მესისთვის, რობენისთვის და სხვა ვარსკვლავებისთვის რუსეთი 2018-ის გზა არც ისე იოლი გასავლელია (ფოტო)

2018 წლის რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად რამდენიმე ვარსკვლავის ნაკრებს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს. მესისა და იგუაინის არგენტინამ, ბეილის უელსმა საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში მოგება ვერ შეძლეს. მესამე ტურში რობენის ჰოლანდია საფრანგეთთან დამარცხდა.

ომარ მომანიმ ეს სიტუაცია ასე წარმოგვიდგინა

 

კარიკატურა: მოურინიოს ღამის ავტობუსი (ფოტო)

გუშინ “ენფილდზე” “ლივერპულისა” და “მანჩეტსერ იუნაიტედის” დაპირისპირება შედგა, რომელიც უგოლო ფრით დასრულდა.

მეორე ტაიმში კლოპის შეგირდები გააქტიურდნენ, რის გამოც მოურინიოს “წითელ ეშმაკებს” უკან დახევა მოუწიათ; ისინი უკან იდგნენ და კონტრშეტევისთვის მომენტს ელოდებოდნენ. ეს ყველაფერი მაშინვე მოურინიოს ცნობილ “ავტობუსთან” გააიგივეს.

ომარ მომანმა ეს ფაქტი ასე გადმოგვცა

კარიკატურა: როგორ მოუბოდიშა ტურემ გვარდიოლას? (ფოტო)

“მანჩესტერ სიტიში” პეპ გვარდიოლას მისვლის შემდეგ, იაია ტურეს საქმეები ძალიან ცუდად წავიდა. კატალონიელი სპეციალისტის გეგმებში აფრიკელი მოთამაშე არ შედის. ამის გამო ნახსენებ ორ პერსონას შორის დაპირისპირება მოხდა. ბოლოს ტურემ უარყოფითად მოიხსენია პეპი. გვერდიოლამ იაიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ომარ მომანის აზრით, ფეხბურთელმა მის მწვრთნელს ასე მოუხადა ბოდიში.

კარიკატურა: ობამეიანგი “ბორუსიას” მხოლოდ ზიდანის გუნდის სანაცვლოდ დატოვებს

სულ ცოტა ხნის წინ დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელმა მოთამაშემ, პიერ ემერიკ-ობამეიანგმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ მის ახლანდელ გუნდს მხოლოდ “რეალში” გაცვლიდა.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი სახალისო კარიკატურას გვთავაზობს.

კარიკატურა: ბრძოლა ინგლისის ნაკრების მწვრთნელობისთვის

“ევრო 2016”-ზე ინგლისის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, ისლანდიის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. მთავარი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი გაათავისუფლეს თანამდებობიდან. არ წყდება მითქმამოთქმა, ვინ უნდა დაიკავოს ეს პოსტი.

ნახენებ თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტები მძიმეწონიანები: სემ ელარდაისი და სტივ ბრიუსი არიან. ამასთან დაკავშირებით ომან მომანი საინტერესო  კარიკატურას გვთავაზობს…

cartoon-20716_dfi2kbrnzhjs18wiscblqr34m

კარიკატურა: “რონალდოს ვნებანი”

“ევრო 2016”-ის ფინალში პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ დიმიტრი პაიესთან შეჯახების დროს ტრავმა მიიღო და, ფაქტობრივად, მთელი მატჩის გამოტოვება მოუხდა. “რონიმ” ძალიან განიცადა ეს ამბავი. საგულისხმოა, რომ ამ ყველაფერს კრიშტიანოს დამ “ჯვარცმა” უწოდა.

ნახსენებთან დაკავშირებით ომან მომანი საინტერესო კარიკატურას გვთავაზობს…

cartoon-passion-of-the-cristiano_epcbokf5t3dj1m9z862ll6gis

კარიკატურა: ადრიანა ლიმა და სამი ხედირა

გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ბრაზილიელი სუპერმოდელი, ადრიანა ლიმა და გერმანელი ფეხბურთელი, სამი ხედირა ერთად ისვენებენ. ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში ომარ მომანის ძალიან სახალისო კარიკატურა ვრცელდება…

khedira

სახალისო კარიკატურა რონალდოს გამარჯვებასთან დაკავშირებით

გუშინ პორტუგალიის ნაკრებმა ედერის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა საფრანგეთის ეროვნული გუნდი და “ევროპის ჩემპიონის” ტიტულს დაეუფლა. პორტუგალიელთა ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ 2004 წლის ფინალი წააგო, მაგრამ ახლა შეძლო თასის აწევა.

ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში სახალისო კარიკატურა ვრცელდება…

cartoon ronaldo

კარიკატურა: რატომ ვერ აღწევს მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად წარმატებას?

უცხოური გამოცემა Cartoon აქვეყნებს საინტერესო კარიკატურას, რომელიც ასახავს იმ მიზეზს, რის გამოც ლეო მესი არგენტინის ნაკრებში ძალიან ცუდად თამაშობს.

11692526_1494788510561360_7653593230007947782_n

ჟერვინიო: „ბურთით უსეინ ბოლტსაც გავუსწრებ“

„რომას“ თავდამსხმელი ჟერვინიო საკუთარ თავს კარგ მორბენალს უწოდებს.

მოგეხსენებათ, კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში, რომელშიც „რომამ“ „ნაპოლი“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა, ჟერვინიომ დუბლი შეასრულა. შეხვედრის შემდეგ 26 წლის თავდამსხმელი ხუმრობის ხასიათზე დადგა და თქვა, რომ ბურთით 100 და 200-მეტრიან დისტანციაზე მსოფლიოს ჩემპიონს, სახელგანთქმულ სპრინტერ უსეინ ბოლტსაც გაუსწრებს.

„ბურთით ბოლტსაც კი გავუსწრებ. ბურთის გარეშე ის ჩემზე სწრაფი იქნება“, – აღნიშნა კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა.

ჟერვინიოს ეს განცხადება ცნობილი კარიკატურისტის, ომარ მომანის შთაგონების წყაროდ იქცა და მხატვარმა ამ ფრაზას კარიკატურაც მიუძღვნა. აქ ამ ნახატის გარჩევას არ დავიწყებთ, თუმცა მომანმა ჟერვინიოს ხუმრობას ხუმრობითვე უპასუხა და სარბენ ბილიკზე მისი უპირატესობა არა ბურთის ფლობით, არამედ წაგრძელებული კისრითა და თავსაბურავის ფორმით გამოხატა.

ჟერვინიო მანამდე ლონდონის „არსენალის“ ღირსებას იცავდა, თუმცა პრემიერლიგაში ფეხი ვერ მოიკიდა და იტალიურ „რომაში“ გადაბარგება არჩია. ფეხბურთელმა სერია А-ს მიმდინარე გათამაშებაში 18 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი მიითვალა.

ბექა დოგრაშვილი

იუბილარი რუნი – ხუთი კარიკატურა

დღეს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელ უეინ რუნის 28 წელი შეუსრულდა. Fanebi.Ge გთავაზობთ იუბილარის კარიკატურულ გალერეას.

მეტსახელად შრეკი:

საინტერესოა, პირველმა ვინ შეადარა რუნი შრეკის. ალბათ, ამას ვერასდროს გავიგებთ. ერთი რამ ფაქტია, ინგლისელს ეს მეტსახელი მოუხდა, განსაკუთრებით ფანებში იყო გავრცელებული რუნის შრეკთან შედარება. თმის ტრანსპლანტაციის შემდეგ, უეინს უფრო ნაკლებად ამსგავსებენ ანიმაციურ პერსონაჟს.

„სარკევ, ვინ არის ყველაზე ლამაზი?“

რუნისა და კრიშტიანო რონალდუს განსხვავებულ წლებში ჰქონდათ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დებიუტი. ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ვარსკვლავი. რონალდუ – გლამურული პერსონა. იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით რუნიზე. ომარ მომანის ცნობილ კარიკატურაზე კლუბის გასახდელია გამოსახული. იმ დროს, როდესაც ალექს ფერგიუსონი დაფაზე ჯვარსა და ნოლიანს ხატავს (ნეტავ რატომ?), რონალდუ სარკეში საკუთარ თავს უღიმის. პორტუგალიელ ფეხბურთელს გვერდით რუნი უზის, რომელსაც სრულიად განსხვავებული გამომეტყველება აქვს. სხვათა შორის, ეს კარიკატურა რეალობას მოკლებული სულაც არ გახლავთ. რუნი თავის ერთ-ერთ წიგნში ასეთ რამეს წერს: „ყოველი შეხვედრის წინ ის ამგვარ ცერემონიალს აწყობდა: იცვამდა ფორმას, ბუცებს და იყურებოდა სარკეში. ასეთი თავდაჯერებული ადამიანი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს“.

ვირივით ჯიუტი

მიმდინარე წლის 22 სექტემბერი: „მანჩესტერ სიტი“ თანაქალაქელ „იუნაიტედს“ ანგარიშით 4:1 ანადგურებს. თუ დევიდ მოიესის გუნდი იმ მატჩში ზარმაც ვირს შეადარეს, მანუელ პელეგრინის „სიტი“ მოედანზე მორბენალ უსწრაფეს ცხენს ჰგავდა. „იუნაიტედის“ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მეტოქის კართან ჯიუტად ქმნიდა მომენტებს, ეს სწორედ რუნი გახლდათ.

ახალგაზრდა მელოტი

ერთ მშვენიერ დღეს რუნი მიხვდა, რომ მისი ასაკისთვის ზედმეტად მელოტი იყო და თმის გადანერგვა გადაწყვიტა. ინგლისელი ფეხბურთელის თქმით, ეს სიამოვნება 20 ათასი ფუნტი დაჯდა. და აი, რუნი კლავ დამშვენდა თმით, თუმცა არც ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

ბეწვზე გადარჩენილი

ამ გალერეას ვიდეო აგვირგვინებს. ამ სცენამ, რომელშიც რუნი მონაწილეობს, ორი წლის წინათ სარეკლამო რგოლების პოპულარული ფესტივალის – „კანის ლომების“ გრან-პრი მიიღო. რგოლში ნაჩვენებია გამოგონილი სათამაშო მომენტები, სუპერვარსკვლავთა წარმატება და უიღბლოთა მარცხი. უეინი არაზუსტ პასს აკეთებს, რის გამოც მის გუნდს მარცხი, რუნის კი ფეხბურთიდან წასვლა ემუქრება. თუმცა, დღევანდელი იუბილარის ისტორია ამ კლიპში ჰეფი ენდით სრულდება.

ბექა დოგრაშვილი