უკრაინული ფასების კატასტროფა: ესპანელი ფანების ნაწილი კიევში ვერ მიდის

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება. 26 მაისს, კიევში ერთმანეთს მერსესაიდის “ლივერპული” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან. თუმცა, ამ უკანასნელი კლუბის ფანებს დიდი სირთულეები ექმნებათ, რათა უკრაინაში ჩავიდნენ და საყვარელ მოთამაშეებს ცხადში უცქირონ.

პირველი ბარიერი აეროპორტში მისვლისთანავე იჩენს თავს. საქმე ეხება ძალიან ხანგრძლივ და რამდენიმეჯერ გაძვირებულ ფასებს საფრენ ბილეთებზე. მარტივად გეტყვით, რომ ყველაზე იაფი ფრენა (ყველა შემთხვევაში იგულისხმება, მხოლოდ ჩასასვლელი ბილეთი), ესპანელებს 791 ევრო უჯდებათ. ეს რეისი გადაჯდომითაა, რის გამოც გულშემატკივრებს ჯამში, მგზავრობა და ლოდინი 20 საათი და 50 წუთი მოუხდებათ. თვითმფრინავი 25 მაისს, პარასკევს აფრინდება და შაბათს, ფინალის დღეს, კიევში 17:50 წუთზე ჩავა. შესაბამისად, ფანებს აეროპორტის დასატოვებლად, სასტუმროში დასაბინავებლად და სტადიონზე მისასვლელად მცირე დრო, 2 საათი და 55 წუთი აქვთ.

თუ შედარებით ადამიანურ ფასს განვიხილავთ, ფინალის დღეს ფრენებს ვერ ვნახავთ. ერთადერთი ასეთი რეისი არის ის, რომელიც 15:20 წუთზე აფრინდება და უკვე 27 მაისს, 01:00 საათზე დაეშვება კიევშ ანუ მაშინ, როცა მატჩი დასრულებული იქნება. თუმცა, ვხვდებით ისეთ შემთხვევას, როცა 26 მაისსვე ესპანელებს შეუძლიათ უკრაინაში მოხვდნენ. ისინი დილის ექვს საათზე გაემგზავრებიან და შუადღისას, 13:15 წუთზე ადგილზე იქნებიან. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ მხოლოდ ერთ ფრენაში 2900 ევროს გადახდა მოუწევთ.

თუ “ბლანკოსის” ფანებმა ჩააღწიეს კიევში, ჯიბის გასქელებას მონდომებული ადგილობრივები, მათ მეორე სიურპრიზს დაახვედრებენ. საქმე ეხება სასტუმროს ფასებს, რომელზეც (ადრინდელ სიტუაციაზე) Fanebi.Com-მა სტატია უკევ შემოგთავაზათ. მარტივად გეტყვით, რომ საშუალო ფასი ერთ ღამეზე 700 ევროა. თუ ადრე ოთახი 48 ევრო ღირდა, ახლა მისი ფასი 3000 ევროს შეადგენს (26 მაისის ღამეს). ორ ან სამვარსკვლავიანმა სასტუმროებმა გუშინ თავიანთი ყველაზე იაფიანი ნომერი პოტენციურ კლიენტებს 1590-დან 2100 ევროს ფარგლებში შესთავაზეს. იმ აბსურდზეც გეტყვით, რომ სასტუმრო, რომლის ნომრის ფასი 6300 ევროს შეადგენს, ცენტრიდან ცხრა კილომეტრითაა დაშორებული.

ერთ-ერთი ფანი, რომელმაც “სანტიაგო ბერნაბეუს” სალაროში ბილეთი დააბრუნა, განაცხადა: “არსად არ მივდივარ. ეს ძალიან ძვირი დამიჯდება და თანაც, არაკომფორტული მგზავრობა იქნება. პირველად რომ ვიყოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, დავფიქრდებოდი. თუმცა, ეს ხომ უკვე ექვსჯერ მოხდა.”

ყველაზე კარგ სიტუაციაში ისინი არიან, რომლებმაც “რეალის” ფინალში გასვლამდე დაჯავშნეს საფრენი ბილეთები და სასტუმროს ნომრები. ხოლო, დანარჩენს კი დიდი ფულის გადახდა ან სახლში დარჩენა მოუწევს.

კიევის “დინამო” — “ფიორენტინას” მატჩის დროს ქომაგი ზედა იარუსიდან გადმოვარდა

უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე კიევის “დინამოსა” და “ფიორენტინას” შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას უკრაინული გუნდის ქომაგი სტადიონის ზედა იარუსიდან გადმოვარდა. შედეგად, მან ქალა-ტვინის დახურული ტრავმა მიიღო.

28 წლის ფანი ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტრავმის გარდა, მას ალკოჰოლით ინტოქსიკაციაც დაუდგინეს.

 

უეფა კიევში გასამართ მატჩზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

უეფა კიევში გასამართ მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რამოდენიმე საათში მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ხვალ ევროპა ლიგის ფარგლებში უკრაინის დედაქალაქში ერთმანეთს კიევის “დინამო” და “ვალენსია” უნდა შეხვდნნენ, მაგრამ კიევში განახლებული დაპირისპირებების გამო, აღნიშნული მატჩის ჩატარების საკითხი ბუნდოვანია.

დაძუბოლობის ეპიცენტრი ვალერი ლობანოვსკის სტადიონთან საკმაოდ ახლოს არის, თუმცა დინამო-ვალენსიას დაპირისპირება “ოლიმპიურზე” უნდა ჩატარდეს.

კიევში განახლებულს დაპირისპირებაზე 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეც.

კიევში ინგლისელ ქომაგებს თავს დაესხნენ

როგორც მოგეხსენებათ, 10 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ტურის მატჩები შედგება. კიევში უკრაინის ნაკრები ინგლისს უმასპინძლებს. „სამი ლომის“ საქომაგოდ უკრაინის დედაქალაქში უკვე ჩავიდა ინგლისელ გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი, რომელთაც არასასიამოვნო ამბავი უკვე შეემთხვათ. უკრაინელი ჟურნალისტების ცნობით, კიევში მყოფ ათ ინგლისელს დაახლოებით 30 ადამიანი დაესხა თავს.

„უკრაინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩზე დასასწრებად ჩამოვედით. იმ კაფეს ვესტუმრეთ, რომელსაც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ხშირად ვაკითხავდით ხოლმე. ერთ-ერთი ჩვენგანი მოსაწევად გავიდა. მას თავს ბრბო დაესხა და ჩხუბიც დაიწყო. ჩვენ მის საშველად გავიქეცით“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მსხვერპლმა.

სამი ინგლისელი  საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს დანით ჭრილობა აქვს მიყენებული, მეორეს თავი გაუტეხეს, მესამეს კი ძლიერი დაზიანებები აღენიშნება. თავდამსხმელთა დაკავება ვერ მოხერხდა.

ბექა დოგრაშვილი