კოლუმბია – ინგლისი: საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია

მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო მერვედფინალის შეხვედრაში ერთმანეთს კოლუმბია და ინგლისი დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო ანგარიშით, 1-1 დასრულდა. ორ დამატებით ტაიმში გოლი არ გავიდა და ყველაფერი ტერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა: ბრიტანელებმა ანგარიშით, 4:3 იმარჯვეს და მეოთხეფინალში გავიდნენ.

საგულისხმოა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისის კაპიტანი, ჰარი კეინი დასახელდა. ის მთელი თამაშის მანძილზე აქტიურობდა. სწორედ მან გახსნა ანგარიში: გაიტანა პენალტი ლათინოამერიკელთა კარში.

გეტყვით, რომ ინგლისი მეოთხედფინალში შვედეთს დაუპირისპირდება. ეს თამაში შვიდ ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება.

კოლუმბიამ საფრანგეთს დიდებული თამაში შემოუტრიალა (ვიდეო)

ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა ამხანაგური მატჩი საფრანგეთისა და კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის, რომელიც საბოლოო ჯამში სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მე-11 წუთზე ოლივიე ჟირუმ გახსნა, 26-ე წუთზე კი ტომას ლემარმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. თითქოს, ყველაფერი უკვე გადაწწყვეტილი იყო, მაგრამ შეხვედრის 28-ე წუთზე მურიელმა თამაშში ინტრიგა დააბრუნა.

ფრანგ გულშემატკივართა გასაოცრად, კოლუმბიის ნაკრებმა საკუთარ თავში ძალა იპოვა და მთელი მეორე ტაიმი მათი უპირატესობით მიმდინარეობდა. შედეგიც სახეზეა – ჯერ ფალკაომ გაიტანა 62-ე წუთზე, ხოლო შემდეგ კინტერომ 85-ე წუთზე – 2:3.


საფრანგეთი: ჰუგო ლორისი; დინიე (ჰერნანდესი 78′), უმტიტი, ვარანი, სიდიბე; მატუიდი (პოგბა 65′), გრიზმანი (ტაუვინი 83′), მბაპე (დემბელე 65′); ოლივიე ჟირუ (ბენ იედერი 73′)

მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი

კოლუმბია: ოსპინა; არიასი, მინა, სანჩესი, ფაბრა; აგილარი (ლერმა 68′), სანჩესი; ურიბე (ბარიოსი 90′), როდრიგესი (ქინტერო 83′), მურიელი, რადამელ ფალკაო (საპატა 68′)

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე პეკერმანი


ხამესი: “ბაიერნი” “რეალის” დონის კლუბია – მე აქ დარჩენა მსურს!”

ხამეს როდრიგესი მიუნხენის “ბაიერნში” გასულ ზაფხულს ორწლიანი იჯარით მადრიდის “რეალიდან” გადავიდა. კოლუმბიელს გერმანულ გრანდში გაცილებით მეტი დრო მიეცა, რაც მის სათამაშო ფორმას და შედეგიანობასაც შეეტყო.

ხამესმა ბავარიულ კარიერაზე ისაუბრა.

“აქ თავს კარგად ვგრძნობ. ყველაფერი მაკმაყოფილებს და მაბედნიერებს. სწორედ ამიტომ, “ბაიერნში” დარჩენა მსურს. მინდა, აქ დიდ ხანს ვითამაშო. კლუბი იმავე დონეზეა, რომელზეც მადრიდის “რეალი” იმყოფება. ის უმაღლესი კვალიფიკაციისაა. “ბაიერნი” ტიტულების მოპოვებისა და შემდეგ მათი დაცვისთვის ყოველ წელს იბრძვის.”

“მიუნხენი მომწონს. ეს ცოტათი ცივი ადგილია, თუმცა მას კარგად ვეგუები. კმაყოფილი ვარ ჩემი ახალი ცხოვრებით. მიუნხენი ულამაზესი ქალაქია,” – აცხადებს კოლუმბიელი.

რასიზმში მხილების გამო, შესაძლოა, კარდონამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს (ვიდეო)

რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, თუმცა, უკვე ძალიან ახლოს ვართ რასიზმის პირველი შემთხვევის გამოაშკარავებასთან და შესაბამისად, პირველ დისკვალიფიკაციასთან.

საქმე სამხრეთ კორეასა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც ედვინ კარდონამ კორეელი ფეხბურთელის მიმართ რასისტული ჟესტი გამოიყენა.

ფიფას მიერ სპეციალურად შექმნილი სადისციპლინო კომიტეტი უკვე განიხილავს ამ საკითხს და სავარაუდოდ, კარდონას 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან ნაკრებში, რაც მისთვის მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების ტოლფასია.

კოლუმბიაში “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლა გაიხსნა

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში კატალონიის “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლა გაიხსნა. იგი ექვსიდან ჩვიდმეტწლამდე ბავშვების აღზრდას მოემსახურება.

საგულისხმოა, რომ ივნისში სწორედ ამ ქალაქში “ბარსას” ორგანიზაციის, FCBEscola-ს ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო ტურნირი, სადაც ასობით ბავშვს შეეძლო სამი დღის მანძილზე “ბლაგურნას” წესებით ევარჯიშა.

“გვინდა, კოლუმბიელ ბავშვებს უნიკალური გამოციდლება მივცეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ახალგაზრდებს ვასწავლოთ ის მეთოდები, ფილოსოფიის ის საფუძვლები, რომლებმაც “ბარსელონას” წარმატებაში გადამწყვეტი როლი შეიტანეს,” – განაცხადა დირექტორმა, ხავი კოსერამ.

“მილანმა” ოფიციალური თანხმობა განაცხადა ბაკას გაშვებაზე

დიდი ხანია იწერება იმაზე, რომ “ვესტ ჰემი” სერიოზულად არის დაინტერესებული “მილანის” ფეხბურთელით, კარლოს ბაკათი…

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა დათანხმდა 29 წლის სპორტსმენის გაშვებას. ეს ყოველივე “ვესტ ჰემის” მესვეურებმა დაადასტურეს. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ თუ ბაკა თანახმა იქნება, ფაქტობრივად, ფორმალობაღა დარჩება იქამდე, რომ მან ინგლისური კლუბის ფორმა მოირგოს.

დაველოდოთ, რას გადაწყვეტს კოლუმბიელი…

ოფიციალურად: სუნიგა ინგლისურ გუნდში გადავიდა

დიდ ხანს იწერებოდა იმის შესახებ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ხუან სუნიგა “ნაპოლის” დატოვებდა.

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურა, რომ კოლუმბიელი მოთამაშე მომდევნო ერთ წელს არენდის წესით “უოტფორდში” გაატარებს. საგულსიხმოა ის ფაქტი, რომ ინგლისელებს სუნიგას გამოსყიდვის უფლება აქვთ. აღნიშნული ფეხბურთელი მალე ჩაფრინდება ბრიტანეთში და გაივლის სამედიცინო შემოწმებას. 30 წლის განაპირა მცველის მთავარი მწვრთნელი ახალ სეზონში უოლტერ მაცარი იქნება, რომელიც სუნიგას “ნაპოლიში” 4 წლის (2009-2013) განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ამერიკის შეერთებული შტატები 0-2 კოლუმბია: სამხრეთელებმა გამარჯვებით დაიწყეს

• დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტარტი აიღო კოპა ამერიკის საიუბილეო, რიგით 45-ე გათამაშებამ.

• კოპა ამერიკა ისტორიაში პირველად იმართება სამხრეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ.

და

ტურნირის პირველი მატჩი კალიფორნიაში გაიმართა, სადაც ადგილობრივებს კოლუმბიის ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდა. ორივე გუნდი ა ჯგუფში არკვევენ ურთიერთობებს.

იურგენ კლინსმანის გუნდი საბრძოლო თერთმეტეულით თმაშობდა, ისევე როგორც ბოლივიასთან მოგებული მატჩის (4-0) მეორე ნახევარში. გუნდს მაიკლ ბრედლი კაპიტნობდა, მასთან ერთად კი გუნდის ლიდერის ფუნქციებს კლინტ დემფსი, ბრედ გუზანი და ფაბიან ჯონსონი ინაწილებდნენ.

რაც შეეხება კოლუმბიელებს, მათ ბოლო მოსამზადებელი მატჩი ჰაიტის წინააღმდეგ ჩაატარეს (3-1), რის შემდეგაც გუნდის შემადგენლობას მსხვილი კალიბრის ფეხბურთელები დაემატნენ – ხამეს როდრიგესი და ედუინ კარდონა.

“ლევის სტადიონზე” აშშ-ს გულშემატკივრები საკმაოდ აქტიურად ქომაგობდნენ საკუთარ ნაკრებს, მაგრამ კოლუმბიელებმა მატჩის დაწყებიდან მე-8 წუთზევე მოახერხეს მათი გაჩუმება – ედუინ კარდონას კუთხურს კრისტიან საპატა გამოეხმაურა, რომელმაც ფეხით ზუსტი გასროლა განახორციელა და პირველი გოლიც გაიტანა ნაკრების მაისურით.

გოლის გაშვების შემდეგ აშშ-ს გუნდი კარგა ხანს ფლობდა ბურთს, თუმცა დავიდ ოსპინაზე დიდი წნეხი ნამდვილად არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით დემფსის გასროლას 30-ე წუთზე, რაც მასპინძელთა ერთადერთი საგოლე მომენტი იყო.

პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მასპინძელთა სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა – დეანდე იედლინს ბურთი ხელზე მოხვდა, რაც რობერტო გარსიამ მაშინვე შეამჩნია და პენალტიც დანიშნა. 11-მეტრიანი მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა გოლად გარდასახა და ნაკრების მაისურით მე-15 გოლიც გაიტანა.

მართალია, მეორე ტაიმი უფრო სანახაობრივი გამოდგა, თუმცა ვერცერთმა ამერიკულმა გუნდმა ვერ მოახერხა გოლის გატანა.

Untitled-1

ამერიკის შეერთებული შტატები: გუზანი – იედლინი, ქემერონი, ბრუკსი, ფაბიან ჯონსონი – ბედოია (ზუსი 86′), ბრედლი, ჯონსი (ნაგბე 66′) – ზარდესი, დემფსი, ვუდი (პულიშიჩი 66′).

კოლუმბია: ოსპინა – არიასი, საპატა, მურილო, დიასი – პერესი (სანჩესი 86′), დანიელ ტორესი – კუადრადო, როდრიგესი (გელისი 73′), კარდონა – ბაკა (მორენო 88′).

ურუგვაელმა მეკარემ კოლუმბიის ჩემპიონატში ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა (ვიდეო)

3 ივნისს, კოლუბმიის ჩემპიონატში, “ხუნიორმა” საკუთარ მოედანზე “მილონარიოსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის 65-ე წუთზე, მასპინძელთა ურუგვაელმა მეკარემ, მარიო სებასტიან ვიერამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

მსოფლიოს ყველაზე ბინძურმა ფეხბურთელმა სამწვრთნელო კარიერის დებიუტი წითელი ბარათით აღნიშნა

ხერარდო ბედოია რეკორდსმენი ფეხბურთელია, რომელსაც ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი წითელი ბარათი აქვს მიღებული. ამ უკანასკნელმა სამწვრთნელო დებიუტი, სწორედ ამ ფერი ბარათის მიღებით აღნიშნა.

მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებულმა კოლუმბიელმა მცველმა, რომელსაც ნახევარდაცვაშიც თავისუფლად შეეძლო თამაში კარიერის მანძილზე 45 წითელი ბარათის მიღება მოახერხა. მან კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ სამხრეთ ამერიკაში გაატარა.

ბედოიას, რომელსაც “სანტა ფეს” პირველი გუნდის თავკაცობის შანსი მიეცა, პირველი მატჩის ჩატარება მთავარი მწვრთნელის, ალექისს გარსიას ასისტენტის როლში მოუწია. “სანტა ფე” “ხუნიორს” დაუპირისპირდა.

ბედოიას გუნდმა მალევე მოახერხა დაწინაურება, თუმცა ვლადიმერ ჰერნანდესმა მალევე შესძლო ანგარიშის გათანაბრება. ამ ყველაფერმა კი ბედოიას გაღიზიანება გამოიწვია, რომელიც მატჩის არბიტრსა და მის ასისტენტს, ნიკოლას როდრიგესს ადანაშაულებდა.

მსაჯებმა კოპა ამერიკის 2001 წლის გათამაშების გამარჯვებულის დამშვიდება ვერ მოახერხეს და ბოლოს გადაწყვიტეს, მისთვის მოედანზე ყოფნის უფლება წაერთმიათ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბედოიას ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ამ გუნდსი თამაშისას შეექმნა. კოლუმბიელმა “მილონარიოსის” ფეხბურთელს მხარი სახეში გაარტყა, რის გამოც მას 15-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

როგორ მოიპოვა კოლუმბიის ნაკრებმა ჯარიმა არგენტინასთან მატჩში (ვიდეო)

18 ნოემბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, კოლუმბიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (0:1), კოლუმბიელებმა ჯარიმა ასე მოიპოვეს:

ხამესი ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს

ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩს გამოტოვებს, რომელშიც მისი ნაკრები პერუსა და ურუგვაის შეხვდება.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ფეხბურთელს კუნთების პრობლემა აქვს. თავდაპირველად ის ნაკრებში გამოიძახეს კიდეც, თუმცა შემდგომ მწვრთნელებმა გადაწყვეტილება შეცვალეს.