ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა თავისი სათამაშო სტილის შესახებ ისაუბრა.
„საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები, რა უნდა გავაკეთო, რათა მესისა და რონალდუს მსგავსად, სეზონში 50-60 გოლი გავიტანო. რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკეთებას ვცდილობ, მაგრამ დაბადებიდან თავდამსხმელი არ ვარ. „მკვლელის ინსტიქტით“ ვერ გამოვირჩევი. გოლის გატანის შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ანგარიში კომფორტულია, მგონია, რომ ეს საკმარისია“, – განაცხადა ბელგიელმა.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ბელგიელმა ყველა ტურნრიზე, ჯამში, 19 გოლი გაიტანა.