“რეალი” რონალდუს 2015 ან 2016 წელს შეელევა

ესპანური ინტერნეტ-გამოცემა Sport-ის ცნობით, “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვა კონტრაქტის დასრუებამდე სურს.

წყაროს ინფორმაციით პორტუგალიელი ფეხბურთელის საკითხი გადაწყვეტილია: “სამეფო კლუბი” მას 2015 ან 2016 წლის ზაფხულში შეელევა.

პერესი ხვედბა რომ 2018 წელს, როცა რონალდუს კონტრაქტი დაუმთავრდება, ის 34 წლის იქნება. ამასთან ერთად ბოლო დროს გახშირდა ტრავმები, რაც ქრონიკულ ხასიათს იძენს. ამის გამო რონალდუ ტკივილებით თამაშობს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პორტუგალიელის სატრანსფერო ფასი კლებას იწყებს.

დღის დებატი: მესი თუ რონალდუ?

უკვე ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლიონელ მესის „ბარსელონას“ რიგებში დებიუტი შედგა. მას შემდეგ მთელი მსოფლიო მას მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს ადარებს. ამის შესახებ Team Talk-ის ორმა ექსპარტმა მეტ სტიდმა და მარკ ჰოლმსმა ისაუბრეს.

Lionel Messi

მეტ სტიდი: „ორივე ამ მოთამაშის შედარებისას, ობიექტური დასკვნის გამოტანა საკმაოდ რთულია და, დიდი ალბათობით, იგი მხოლოდ პირად სიმპატიებზეა დამოკიდებული. როგორც მესი, ისე რონალდუ, დღეს, მსოფლიოს ფეხბურთი ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, რაც მოგებული ტიტულებიდან და მიღწეული რეკორდებიდან გამომდინარე, ლოგიკურია.

ერთ მხვრივ, გვყავს ლიონელ მესი, რომელსაც ხუთი „ოქროს ბურთი“ აქვს მოგებული და თავისი ტექნიკით მას ნოკაუტში ნებისმიერი დაცვის დატოვების უნარი აქვს.

სხვა მხვრივ, რონალდუ ფიზიკურად მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი ფეხბურთელია და წარმატებას იგი სწორედ ამის წყალობით აღწევს. პორტუგალიელს თავისი მაქსიმუმის საჩვენებლად უამრავი ვარჯიში სჭირდება, მაშინ, როდესაც მესის კარგად თამაში ცუდ ფორმაში ყოფნის შემთხვევაშიც შეუძლია.

დღევანდელი „ბარსელონას“ თამაში მესიზე პირდაპირაა დამოკიდებული. ამას იგი ყოვეწლიურად ამტკიცებს. თუმცა, ვაღიაროთ, გასულ სეზონთან შედარებით, ლეო წელს უკეთესად გამოიყურება. შარშან მას მცირე ჩავარდნა ჰქონდა, წელს კი თავისი თამაში სწორედ გუნდური ფეხბურთის დახმარებით გამოასწორა, რაშიც თავისი წვლილი ნეიმარმაც შეიტანა“.

Cristiano Ronaldo

მარკ ჰოლმსი: „მეტი აბსოლიტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ მესისა და რონალდუს შორის საუკეთესოს არჩევისას ყოველთვის პირად სიმპატიებზე ვსაუბრობთ. ორივე ეს მოთამაშე იმდენად კარგი და წარმატებულია, რომ ამ დებატებს ბოლომდე ვერანაირი სტატისტიკა მიიყვანს.

ასეა თუ ისე, პირადად ჩემთვის, რონალდუ უფრო უნივერსალური ფეხბურთელია. ჩვენ არ ვიცით, როგორ ითამაშებდა მესი სხვა ლიგაში, მაგრამ რონალდუმ აქამდეც დაამტიცა, რომ წარმატების მიღწევა ესპანეთის გარეთაც შეუძლია. მისი დრიბლინგი და დაცვაში პარტნიორების დახმარების უნარი, ჩემი აზრით, ყველაზე საუკეთესოა.

როგორც არგენტინაში, ასევე კატალონიაში, ლეოს ძალიან აფასებენ. თუნდაც ჩემპიონთა ლიგაში მის გვერდით თითქმის არავის დაყენება შეიძლება, მაგრამ ჩემთვის კრიშტიანუ საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის თამაშიც ოდესმე მინახავს“.

რონალდუ ოცდაათზე მეტ გოლს ზედიზედ მეხუთე სეზონში იტანს

„ვილიარეალთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 25-ე ტურის მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი გოლი გაიტანა.

ესპანეთის პირველობის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში პორტუგალიელისთვის ეს 30-ე გოლია. აქედან გამომდინარე, კრიშტიანუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებში მინიმუმ 30 გოლი ზედიზედ მეხუთე სეზონში გაიტანა.

იხილეთ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

ანრი: „პატივისცემის მიუხედავად, მესის რონალდუზე წინ ვაყენებ“

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიერი ანრის აზრით, „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი მადრიდის „რეალის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს სჯობს.

„ამ ორ მოთამაშეს შორის მესის გამოვყოფ, რომელთან ერთადაც ვთამაშობდი. რონალდუს პატივს ვცემ, იგი რამდენიმე წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზეა. ერთი სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებაც საქმეა, რამდენიმე წელი კი უკვე განუმეორებელი შედეგია. მომავალში ადამიანები ამ სტაბიულორობას ყურადღებას აუცილებლად მიაქცევენ. ასე რომ, რონალდუს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ლეოსთან ჩინებული წლები გავატარე. ერთად საკმარისი რაოდენობის ტიტულები მოვიგეთ“, – განაცხადა ანრიმ.

“ვან გაალმა იანვარში რონალდუს დამატებაზე უარი თქვა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა იანვარში მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს დამატებაზე უარი თქვა.

ამ ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი ალფრედო დურო ავრცელებს. მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ სკაუტ მარტინ ფერგიუსონს შეხვდა და რონალდუს ტრანსფერის შესაძლებლობა განიხილა.

აღნიშნული მოლაპარაკების შემდეგ ფერგიუსონმა ვან გაალთან სცადა საკითხის განხილვა, თუმცა “წითელი ეშმაკების” ჰოლანდიელმა თავკაცმა რონალდუს ტრანსფერზე უარი თქვა.

 

რონალდუ, მესი, რაული: გოლები და ტიტულები ევროთასებზე

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ გელზენკირხენის “შალკეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში გაიტანა. პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის ეს ევროთასებზე გატანილი 76-ე გოლია, რითაც ის “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის და “რეალის” ყოფილ თავდამსხმელ რაულს დაეწია.

scorers

პეპემ რონალდუ შეაქო

მადრიდის „რეალის“ მცველი პეპე არ ეთანხმება იმას, რომ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ირინა შეიკთან დაშორების შემდეგ კრიზისშია.

„კრიშტიანუ ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ადრე. მას სიხარული ეტყობა, რითაც იგი თანაგუნდელებს აოცებს. ეს ის არის, რისი ნახვაც გვინდა. გვიხარია, რომ მან ისევ გაიტანა. მან იცის, რომ „რეალის“ ღირსებას იცავს და მასზე აქ დიდ იმედს ამყარებენ“, – განაცხადა პეპემ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ გუშინ „შალკესთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში გაიტანა და ახალი რეკორდი დაამყარა, მადრიდელებმა კი ანგარიშით 2:0 იმარჯვეს.

რონალდუ მესის და რაულს დაეწია

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “შალკეს” კარში გატანილი გოლი კრიშტიანუ რონალდუსთვის ამ ტურნირზე “რეალის” შემადგენლობაში 58-ე შეხვედრაში შესრულებული 58-ე შედეგიანი დარტყმა აღმოჩნდა.

საერთო ჯამში კი რონალდუს ანგარიშზე ევროტურნირებზე განატილი 76-ე გოლია და ამ მაჩვენებლით პორტუგალიელი ფეხბურთელი მის მთავარ კონკურენტ ლეო მესის და მადრიდული კლუბის ლეგენდარულო ფორვარდს, რაულს გაუთანაბრდა.

შეგახსენებთ, რომ გელზენკირხენში ჩატარებული მატჩი “რეალის” გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

კაპელო: „რონალდუ ახლა ფორმაში არაა“

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფაბიო კაპელოს აზრით, მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ახლა კარგ ფორმაში არ არის.

„მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ რონალდუ თავის საუკეთესო კონდიციებში ახლა აშკარად არაა. თუ გასულ წელს გავიხსენებთ, მაშინ კრიშტიანუს ყოფნა „რეალს“ ავტომატურად გოლების რაოდენობით ფორას აძლევდა. ვფიქრობ, ექიმების ჩარევა მნიშვნელოვანია, მაგრამ კრიშტიანუ ძველ ფორმას მაინც მალე დაუბრუნდება“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

ბეკენბაუერი და მენოტი კრიშტიანუ რონალდუს გამოექომაგნენ

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდარული ფიგურები — ფრანც ბეკენბაუერი და სეზარ ლუის მენოტი მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს გამოქომაგნენ. შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოსთან” განადგურების (0:4) შემდეგ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 30-ე იუბილე პომპეზურად აღნიშნა, რის გამოც საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

“მას ყველაფრის უფლება აქვს, რასაც მოისურვებს”, – აღნიშნა მენოტიმ.

რაც შეეხება ბეკენბაუერს, მან განაცხადა, რომ რონალდუმ დღესასწაული ადრევე დაგეგმა და ბუნებრივია, წინასწარ ვერ ეცოდინებოდა, რომ მისი გუნდი ანგარიშით 0:4 განადგურდებოდა.

 

მესი პრიმერაში ჰეთთრიკების რაოდენობით რონალდუს გაუთანაბრდა

„ლევანტესთან“ ესპანეთს პრიმერა დივიზიონის 23-ე ტურის მატჩში ლიონელ მესიმ ჰეთთრიკი შეასრულა.

არგენტინელი ფორვარდისთვის აღნიშნული ჰეთთრიკი კარიერაში 34-ე აღმოჩნდა. აქედან 23 ჰეთთრიკი მან ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებში შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით იგი მადრიდის „რეალის“ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა.

ზიდანი: „ნოიერი „ოქროს ბურთს“ იმსახურებდა“

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული მოთამაშის ზინედინ ზიდანის აზრით, მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი „ოქროს ბურთს“ მიიღებდა, თუ მის კონკურენტებს შორის კრიშტიანუ რონალდუ არ იქნებოდა.

„მესმის, რომ გერმანელების აზრით, „ოქროს ბურთი“ სწორედ ნოიერს უნდა მოეგო. კამათი იმაზე, იმსახურებს თუ არა იგი რონალდუზე უფრო მეტად ამ ტიტულს არამხოლოდ გერმანიაში, არამედ საფრანგეთსა და ესპანეთშიც იყო. ვფიქრობ, მანუელმა „ოქროს ბურთი“ ნამდვილად დაიმსახურა, რადგან იგი ფანტასტიკური მოთამაშეა და მან მეკარეთა თამაშის ახალი სტანდარტი დაამყარა.

ამავდროულად, რონალდუ სხვა პლანეტიდან ჩამოსული ფეხბურთელია. სინამდვილეში, ნოიერს იმედიც კი არ ჰქონდა, რადგან მისი კონკურენტი კრიშტიანუ იყო“, – ციტირებს ზიდანს გერმანული პრესა.