რონალდო: “რონალდუმ მესის წელსაც აჯობა”

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რონალდომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის გაჩაღებული მეტოქეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“რონალდუს აქვს სისწრაფე, ძალა, თან ბევრ გოლს იტანს. ჩემი აზრით, შარშანდელის მსგავსად, მან წელსაც აჯობა ლეო მესის. როგორც იჩანს, რონალდუ კიდევ ერთხელ მოიგებს “ოქროს ბურთს”, – ციტირებს რონალდოს სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.

ბრაზილიელს იმის შესახებაც ჰკითხეს, აჯობა თუ არა კრიშტიანუ რონალდუმ მას მიღწევებით, რაზეც რონალდომ ასე უპასუხა:

“რთულია, სხვადასხვა პერიოდებში მოთამაშე ფეხბურთელების ერთმანეთთან შედარება. მე ჩემი საქმე დიდი ხნის წინათ გავაკეთე”.

 

პეპემ კრიშტიანუ რონალდუს გარეთ ბეილის „ცემის“ უფლება არ მისცა (ვიდეო)

მოგებათა 15-მატჩიანი სერია მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების ხასიათზე კარგად მოქმედებს. ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე კრიშტიანუ რონალდუ გარეთ ბეილის „ცემას“ აპირებდა, თუმცა ამაში ხელი მას პეპემ შეუშალა.

წარმოგიდგენთ ამ სახალისო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

“რეალის” ვიცეპრეზიდენტი: “მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ის არ არის რონალდუ”

მადრიდის “რეალის” ვიცეპრეზიდენტი ფერნანდო ტაპიასი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მის კლუბს “ბარსელონადან” ლიონელ მესის გადმობირება სურს.

“მესი “რეალში” რომ გადმოვიდეს, ახალი ლიგის შექმნა გახდება საჭირო. მაგალითად, ევროპულ-ამერიკული ლიგის, სადაც ყველა გუნდი “რეალის” წინააღმდეგ გამოვა. ჩვენ კმაყოფილები ვართ არსებული ვითარებით. რაც უფრო მეტ გუნდს ეყოლება თავის რიგებში ბევრი ძლიერი მოთამაშე, მით უკეთესი იქნება.

კრიშტიანუ რონალდუ გენიალური ფეხბურთელია. ის სხვა პლანეტიდან მოსული მოთამაშეა. ასეთები 50 წელიწადში ერთხელ იბადებიან. ის ყველაფერს მიაღწევს, რასაც მოისურვებს. კი ბატონო, მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ის არ არის რონალდუ”, – ციტირებს “რეალის” ვიცეპრეზიდენტის სიტყვებს Tribalfootball-ი.

 

ჩაბი ალონსომ კრიშტიანუ რონალდუს მოუბოდიშა

რამდენიმე დღის წინ ჩაბი ალონსომ „ოქროს ბურთის“ ფავორიტად თავისი ამჟამინდელი გუნდის მეკარე მანუელ ნოიერი დაასახელა, რასაც პრესაში ბევრი საუბარი მოჰყვა. არაერთმა გამოცემამ იმის შესახებაც დაწერა, რომ ამ ინტერვიუს გამო რონალდუ ალონსოზე განაწყენდა.

როგორც გაირკვა, გუშინ 32 წლის ნახევარმცველმა პორტუგალიელს დაურეკა და მოუბოდიშა. გარდა ამისა, ყოიფილ თანაგუნდელს ალონსომ აუხსნა, რომ ნოიერი მხოლოდ „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად მოიხსენია.

თავის მხვრივ, კრიშტიანუმ აღნიშნა, რომ ალონსოს სიტყვების გამო იგი გაბრაზებული არ არის, რისი წყალობითაც, ორივე ფეხბურთელმა შესაძლო კონფლიქტი თავიდან მოიცილა

ინტერვიუში ალონსომ ისიც აღნიშნა, რომ მანუელ ნოიერი საუკეთესო მეკარეა, რომელთან ერთადაც მას თამაში მოუწია. როგორც „მარკა“ წერს, ამ თემაზე ჩაბი იკერ კასილასთან საუბარს არ აპირებს.

რონალდუ ჩაბი ალონსოზე განაწყენდა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ჩაბი ალონსოს განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, “ოქროს ბურთი” ბავარიელთა მეკარე მანუელ ნოიერს უნდა გადაეცეს, მადრიდის “რეალის” ბანაკში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

პირველ რიგში, საუბარია კრიშტიანუ რონალდუზე, რომელიც “ოქროს ბურთის” მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

რადიოსადგურ Cadena Cope-ს ცნობით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ახლო წრეში საუბრისას განაცხადა, რომ ჩაბი ალონსოს სიტყვებმა გაანაწყენა. რონალდუს წყენის მიზეზი ის გახლავთ, რომ ბასკი ნახევარმცველი გასული წლების განმავლობაში “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში რონალდუს გულმხურვალედ ქომაგობდა, ახლა კი მან პოზიცია შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

პეპე: “ეს ნამდვილი სკანდალი იქნება”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მცველი პეპე გადაჭრით ამბობს, რომ “ოქროს ბურთი” მისმა თანაგუნდელმა კრიშტიანუ რონალდუმ უნდა მიიღოს. მისი თქმით, სხვა ფეხბურთელის დაჯილდოება სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება იქნება.

“თუ “ოქროს ბურთს” რონალდუს არ მისცემენ, ეს ნამდვილი სკანდალი იქნება. ვერავინ ვერ იტყვის, რომ 2014 წლის მიხედვით, ის ამ ჯილდოს არ იმსახურებს. ნამდვილად სამარცხვინო ამბავი იქნება, თუ “ოქროს ბურთს” სხვა მოთამაშეს მისცემენ და არა კრიშტიანუს, რომელმაც საოცარ შედეგებს მიაღწია: ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში 17 გოლი, ბოლო სამ თვეში კი 23 ბურთი გაიტანა.კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ “ოქროს ბურთი” მისცენ?” – პეპეს სიტყვებს bundesligapremier-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

რონალდუ, ბეილი, ნეიმარი, ლამი და დროგბა ებოლას წინააღმდეგ (ვიდეო)

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა ებოლას ვირუსის წინააღმდეგ სპეციალურ ვიდეორგოლში მონაწილეობა მიიღეს და საზოგადოება მისი არსებობის შესახებ გააფრთხილეს.

აღნიშნული აქცია ფიფა-მ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციასთან ერთად ჩაატარა. აქციაში მონაწილეობა კრიშტიანუ რონალდუმ, ნეიმარმა, დიდიე დროგბამ, გარეთ ბეილმა, ფილიპ ლამმა და სხვა ცნობილი ფეხბურთელებმა მიიღეს.

ბეკენბაუერმა რონალდუ და მესი ერთმანეთს შეადარა

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ფრანც ბეკენბაუერმა მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” ლიდერები — კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ერთმანეთს შეადარა.

“რთული სათქმელია, რომელია მათ შორის უკეთესი. ორივე ეს ფეხბურთელი ერთ დონეზეა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მესიმ ზედიზედ ოთხჯერ მოიგო “ოქროს ბურთი”, რომელიც პლანეტის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა”, – ციტირებს ბეკენბაუერის სიტყვებს პორტუგალიური გამოცემა А Bola.

 

ვენგერი: “რონალდუს შედეგიანობა მესიზე უარყოფით გავლენას ახდენს”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შორის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი ამბობს, რომ რონალდუს შედეგიანობა “ბარსელონას” ლიდერის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს.

Messi - Ronaldo

“როცა მესი ხედავს, რომ რონალდუ მასზე მეტ გოლს იტანს, ეს არგენტინელის ფსიქოლოგიურ განწყობილებაზე მოქმედებს. ლეოს ფლანგზე ათამაშებენ და ასე მას არ შეუიძლია სტატისტიკის გამოსწორება. გუნდის საუკეთესო ფეხბურთელს დიდი ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს. თუ მასსა და მწვრთნელს შორის კარგი ურთიერთობაა, მესის შეუძლია გუნდის თავკაცის სამუშაოს გაუმჯობესება. თუ ლეო ამ სათამაშო პოზიციაზე შესაძლებლობებს სრულად ვერ ავლენს, შესაძლოა, ამან მთლიანი “ბარსელონა” დაასუსტოს”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Goal.com-ი.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუს 25 გოლი აქვს გატანილი, მესის აქტივში კი 11 გატანილი ბურთია.

პოგბამ “ოქროს ბურთის” ნომინანტებს შორის ფავორიტი დაასახელა

ტურინის “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ საკუთარი ვარაუდი გამოთქვა, თუ ვის გადასცემენ “ოქროს ბურთს”. ფრანგი ფეხბურთელის თქმით, წელს საუკეთესო მოთამაშის წოდებას მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს.

“მგონია, რომ “ოქროს ბურთს” რონალდუს მისცემენ. ჩემი აზრით, ეს ყველაზე ლოგიკური არჩევანი იქნება. ასე ვთვლი მე და ასე თვლის ბევრი სხვა”, – ციტირებს პოგბას სიტყვებს L’ Equipe-ი.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთზე” წარდგენილ 23 ფეხბურთელს შორის პოლ პოგბაც მოხვდა.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

რონალდუ: „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნება განსაკუთრებული იქნება“

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ არგენტინასთან ამხანაგურ მატჩზე ისაუბრა, რომელიც 18 ნოემბერს მანჩესტერში „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართება.

„ეს ამხანაგური მატჩი იქნება. თუ ეს რომელიმე ტურნირის შეხვედრა იქნებოდა, მაშინ მას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა ექნებოდა.

თუმცა, „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნება პირადად ჩემთვის, განსაკუთრებული და ამაღელვებელი მომენტი იქნება“, – ციტირიებს კრიშტიანუს ესპანური პრესა.

კრიშტიანუს მორიგი რეკორდი

პორტუგალიის ნაკრების შემტევის კრიშტიანუ რონალდუს მიერ სომხეთის კარში გატანილი გოლი სარეკორდო აღმოჩნდა.

პორტუგალიელმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო და ფინალურ ეტაპეპზე 23-ე შედეგიანი დარტყმა შეასრულა და ამ კომპონენტში ლიდერი გახდა.

“რა უნდა ვთქვა? ეს კიდევ ერთი რეკორდია. ვიცოდი, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებდი.

ნაკრებში კიდევ ბევრი მატჩი უნდა ჩავატარო. მიხარია, რომ რეკორდის დამყარება ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ შევძელი” – აღნიშნა რონალდუმ.