მადრიდის “რეალის” შემტევი, კრიშტიანუ რონალდუ, თვლის, რომ მისი და ლეო მესის შედარება სავსებით ნორმალურია. პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელთან მეტოქეობა მხოლოდ მოედანზე აქვს.
“ნორმალურია, რომ მე და მესის ერთმანეთს გვადარებენ. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჩვენი მეტოქეობა პოზიტიურია. მოედნის ფარგლებს გარეთ ურთიერთობა არ გვაქვს, თუმცა კოლეგები ვართ” – განაცხადა რონალდუმ.
გარდა ამისა, მადრიდელთა ბომბარდირმა აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება კვლავ სურს:
“მეათე გამარჯვების შემდეგ მიმდინარე სეზონში გაცილებით მშვიდად ვგრძნობთ თავს. “რეალის” დონის კლუბს უნდა სჯეროდეს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ ორჯერ შეუძლია”.