კატალონიური “არსელონას” ექს-დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ RAC 1-თან საუბრისას დიდ ფეხბურთში განვითარებული მოვლენები განიხილა.
“რომა” vs “რეალი: “რომამ” უკეთ ითამაშა, ვიდრე “ბარსასთან”, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადაწყდა.”
მის გათავისუფლებაზე: “კლუბის პრეზიდენტთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ყველა გადაწყვეტილებას კლუბი იღებს, მათ შორის კარგ და ცუდ ტრანსფერებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსაც.”
ბრავოსა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე: “გვეგონა, რომ ვიქტორ ვალდესი ჩვენთან კიდევ დიდი ხანი დარჩებოდა, თუმცა მან სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ტერ შტეგენი ავირჩიეთ, როგორც მომავლის მეკარე, ხოლო კლაუდიო ბრავო ლუის ენრიკეს რჩეული იყო.”
ლუის სუარესზე: “ძალიან მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ შემტევი ტრიო ერთმანეთს ასე კარგად შეეწყო. სუარესს ძალიან უნდოდა ჩვენს რიგებში ყოფნა. ტრანსფერი 2014 წლის მუნდიალამდე გარკვეული მიზეზების გამო არ განხორციელდა, შემდგომ კი მოხდა ის ინციდენტი (კბენა), რაზეც ყველა საუბრობდა. მან შეცდომა დაუშვა, თუმცა ეს აღარავის ახსოვს. ჩვენ მას მეორე შანსი მივეცით.”
სერხიო აგუეროზე: ” ჩვენ გავმართეთ დისკუსია თემაზე, თუ რომელი თავდამსხმელი უნდა მოგვეყვანა. სერხიო აგუეროს საქმე ძალიან გართულდა, ამიტომაც ლუის სუარესი ჩვენი პირველი სამიზნე გახდა.”
დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავმა, ჰენრიკ მხითარიანმა “პორტოსთან” გასამართ მატჩამდე იურგენ კლოპისა და ტომას ტუხელის მმართველობა შეადარა ერთმანეთს და აღნიშნა, რომ ტუხელის ხელმძღვანელობით ისინი უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობენ.
“როდესაც კლოპი აქ იყო, ჩვენ განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობდით – მეტი ყურადღება გვქონდა გადატანილი კონტრ-იერიშებზე, პრესინგსა და სიძლიერეზე.
ტუხელის მოსვლის შემდეგ კი, სხვანაირი სტილის ფეხბურთის მიმდევრები გავხდით. ვცდილობთ, ბურთი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და მეტი პასი გავაკეთოთ. საბოლოო ჯამში, ტუხელი უფრო შემტევ ფეხბურთს გვათამაშებს.”
ინგლისური “ლივერპულის” გერმანელმა თავკაცმა, იურგენ კლოპმა ყველასთვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ ინგლისური კლუბი ევროპის ლიგაზე ხელის აღებას არ აპირებს.
“მხოლოდ რამოდენიმე კლუბს შეიძლება ჰქონდეს ევროპის ლიგის მოგებაზე პრეტენზია. ვფიქრობ, რომ “ლივერპული” მათ შორისაა. ამ ტურნირზე ძალიან ძლიერი კლუბები ასპარეზობენ, რითაც ჩემპიონთა ლიგას ძალიან გავს.”
ჟურნალისტის კითხვას, აპირებდა თუ არა ის ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას დადებითად უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ევროპის ლიგის მოგებით უფრო ადვილი იქნება.
“რამდენი ქულა გვაშორებს მეოთხე ადგილთნ? მგონი 9. ჰო, ასეთ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ევროპა ლიგის მოგებით უფრო ადვილი იქნება.”
მადრიდის “რეალის” ექს-თავკაცმა, რაფაელ ბენიტესმა პრემიერ ლიგისადმი საკუთარი სიმპატიები არ დამალა და აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით დაუბრუნებოდა ბრიტანულ ლიგას.
“პრემიერ ლიგა ძალიან მომწონს. ჩემი მომავლისთვის ეს ლიგა უფრო პრიორიტეტულია, რადგანაც ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ ვირალში ცხოვრობს.
ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მიმდინარეობისას მწვრთნელს არავინ შეცვლის. ისღა დამრჩენია, უბრალოდ ვუყურო და გავაანალიზო მატჩები.”
შეგახსენებთ, რომ ბენიტესს ინგლისში მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს – რაფა “ლივერპულს” წვრთნიდა, მან კლუბს ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.
24 წლის მცველი „წითლებს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გელზენკირხენის „შალკედან“ შეუერთდება.
მატიპი, რომელიც გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა, ახალგაზრდულ დონეზე „ვეიტმარსა“ და „ბოხუმში“ თამაშობდა, 2000 წელს კი „შალკეში“ გადავიდა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2009 წელს შეადგა.
ცენტრალურმა მცველმა კამერუნის ნაკრების მაისურით 27 მატჩი ჩაატარა და გუნდს 2010 და 2014 წლების მუნდიალებზე დაეხმარა.
Goal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “შალკეს” 24 წლის მცველი, ჟოელ მატიპი “ლივერპულის” ხელმძღვანელობას სიტყვიერად შეუთანხმდა.
წყაროს ცნობით, კამერუნელი ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგაში მოთამაშე კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, “წითლებთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მატიპმა, რომელსაც ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში, წლევანდელ სეზონში 4 გოლის გატანა მოახერხა. გერმანიაში აღიარებული მცველი “ლივერპულს” ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
რამდენიმე დღის წინ, “ლივერპულის” ხელმძღვანებლობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო სეზონიდან საშინაო მატჩზე დასასწრები ბილეთი 77 ფუნტ სტერლინგი ეღირება. ცხადია, ამ გადაწყვეტილებამ “მერსესაიდელთა” გულშემატკივრებში უკმაყოფილოება გამოიწვია და მათ “სანდერლენდთან” შეხვედრის მიმდინარეობისას ტრიბუნები 77-ე წუთზე დატოვეს.
ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ დაასახელა კლუბები, რომელთა საშინაო მატჩებზე დასწრება გულშემატკივრებს ყველაზე ძვირი უჯდებათ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე იაფი “ბორნმუთის” შეხვედრებზე დასასწრები ბილეთის ფასია (32 ფუნტ სტერლინგი). “მანჩესტერ იუნაიტედის” სტადიონზე ყველაზე ძვირადღირებული ბილეთში 58 ფუნტ სტერლინგი უნდა გადაიხადოთ.
“ვესტ ჰემის” თავკაცს, სლავენ ბილიჩს სჯერა, რომ იურგენ კლოპის რეპუტაცია, როგორც მძვინვარე მეტოქის, უახლოეს მომავალში აღდგება.
“კლოპი დაბრუნდება, რაც მასზე არსებული ზეწოლით არ იქნება გამოწვეული. ის უბრალოდ ასეთია. ეს ადამიანი ნამდვილი ლიდერია.
ის არის იურგენ კლოპი და არის წარმატებული ადამიანი. მისთვის ეს ყველაფერი ბუნებრივი რამ არის.”
ბილიჩმა სამშაბათს გასამართ მატჩზეც ისაუბრა:” ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, მიუხედავად იმისა, თუ რა შემადგენლობით ითამაშებს “ლივერპული”. ჩვენ ეს ერთი საათით ადრე გვეცოდინება, ასე რომ, მსგავსი რამ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.”
„ლივერპულის“ ხელმძღვანელობის მხრიდან მატჩების ბილეთებზე ფასების აწევამ კლუბის ფანების უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ცნობილია, მესესაიდელთა ფანები „სანდერლენდთან“ შაბათს დანიშნული მატჩისთვის ბოიკოტს აპირებენ. ცნობისთვის, ერთ შეხვედრაზე ბილეთის ფასმა 59 ფუნტიდან 77 ფუნტამდე აიწია, ამიტომ ფანები ტრიბუნას სწორედ 77-ე წუთზე დატოვებენ. „ლივერპულის“ სხვადასხვა ფანდაჯგუფების თქმით, ლიგაში ყველაზე ძვირი სწორედ მათი საყვარელი გუნდის აბონემენტი ღირს (სეზონში 1029 ფუნტი).
„რისი საშუალებაც ერთ ადამიანს აქვს, იმის საშუალება, შესაძლოა, მეორეს არ გქონდეს. შევეცადეთ, ახალი ინიციატივით გამოვსულიყავით და, ყველა გულშემატკივრის სურვილის გათვალისწინებით, გარკვეული ფასი დაგვეწესებინა“, – ციტირებს „ლივერპულის“ აღმასრულებელ დირექტორ იან ეირს ბრიტანული „The Guardian“-ი.
Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორამციის თანახმად, პეპ გუარდიოლა “ეტიჰად სტედიუმზე” ლეროი სანეს მიყვანით არის დაინტერესებული.
20 წლის სანემ, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთლად მიიჩნევა, “სიტისთან” ერთად კიდევ რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღებაც მიიპყრო (“არსენალი”; “ლივერპული”).
პეპ გუარდიოლა არასდროს სცდილობდა დაემალა მისი სიმპატიები 40 მილიონად შეფასებული ნახევარმცველის მიმართ: “ ლეროი შესანიშნავი მოთამაშეა. ისღა დამრჩენია მივულოცო გერმანიის ნაკრებს, რომ ასეთი ფეხბურთელი ჰყავთ.”
“ლივერპულის” ყოფილმა თავკაცმა, ბრენდან როჯერსმა აღნიშნა, რომ ის იურგენ კლოპს საკუთარ სახლში შეხვდა, სადაც ორმა სპეციალისტმა საკმაოდ თბილად ისაუბრეს.
“თავდაპირველად, როდესაც მე წავედი და მწვრთნელის პოსტი კლოპმა ჩაიბარა, ჩვენ ერთად დავჯექით და ბევრი ვისაუბრეთ.
იურგენი ნამდვილად კარგი “ტიპია”. მე მზად ვარ, რომ მას ყველაფერში დავეხმარო.
ჩვენ რობერტ ლევანდოვსკიზეც ვისაუბრეთ: ” პრემიერ ლიგაში მას ისეთი შანსი ვერ ექნებოდა, როგორიც გერმანიაში ჰქონდა. პირველ სეზონში მან 8 გოლი გაიტანა. წარმოგიდგენიათ, მსგავსი რამ ინგლისში რომ გაეკეთებინა?”
მე კი ვურჩიე, რომ ბენტეკესთვის დრო მიეცა: “ობამეიანგი სამი წლის განმავლობაში ძლიერდებოდა, საბოლოოდ კი მშვენიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მიეცი დრო ბენტეკესაც და ის დაამტკიცებს, რომ მსოფლიოს დონის თავდამსხმელია”, – თქვა როჯერსმა.
გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომელთაც საკუთარი გუნდისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ.
#10 რიჩარდ რაიტი – “მანჩესტერ სიტი”
რიჩარდ რაიტი – ეს სახელი და გვარი არც “არსენალის” ფანებისთვის არის ცნობილი და არც “მანჩესტერ სიტის” ქომაგთათვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი წარსულში “მეთოფეთა” ღირსებას იცავდა, ახლა კი “მანჩესტერ სიტის” რიგებში ირიცხება.
თავდაპირველად ინგლისელ კარის დარაჯზე ლონდონის “არსენალი” საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა რამოდენიმე უპატიებელმა შეცდომამ და მძიმე ტრავმებმა ის კლუბი მესამე მეკარე გახადა.”არსენალის” მაისურით, მან მხოლოდ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ასე რომ, შესაძლებელია აიხსნას ის თუ რატომ შეიძინა რაიტი “არსენალმა”, თუმცა ვერავინ ვერ ახსნის იმ ფაქტს, თუ რატომ იღებს ის წელიწადში 350 000 ფუნტს “სიტისაგან”, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მანჩესტერული კლუბის მაისური ერთხელაც არ მოურგია.
#9 კეირისონი – “ბარსელონა”
როდესაც ისეთი გუნდი, როგორიც “ბარსელონაა” 14 მილიონს ხარჯავს 20 წლის ფეხბურთელზე, მაშინ ყველა ფიქრობს, რომ ეს ფეხბურთელი უნიკალური იქნება. თუმცა ერთადერთი უნიკალური რამ, რითაც კეირისონმა თავი დაგვამახსოვრა არის ის, რომ მას არასოდეს მოურგია “ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისური.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა მის ‘გასაშვილებლად’, გაანათხოვრა რა, “ბენფიკაში”, “ფიორენტინაში”, “სანტოსში”, “კრუზეიროსა” და “კორიბიტაში”. თუმცა მისგან მაინც ვერაფერი ვერ გამოვიდა. ახლა კი 27 წლის ფეხბურთელი უკლუბოდ იმყოფება.
#8 მარკო მარინი – “ჩელსი”
‘გერმანელ მესიდ’ წოდებული მარინი “ჩელსიში” ბრემენის “ვერდერიდან” გადაბარგდა, სადაც მას ბრწყინვალების ხანასთან შერეული იმედგამაცრუებელი მომენტებით სავსე კარიერა ჰქონდა.ნაცვლად იმისა რომ არიენ რობენს დამსგავსებოდა, მარკომ პირველი სეზონის უმეტესი ნაწილი ლაზარეთში გაატარა, რამაც მის კარიერას დაღი დაასვა.
არასახარბიელო თამაშის შემდგომ, ეს ფეხბურთელი იჯარით გადავიდა “სევილიაში”, შემდეგ კი “ფიორენტინაში”, რასაც “ანდერლეხტური” კარიერა მოჰყვა. სამივე ამ კლუბს ჰქონდა საშუალება,გამოესყიდათ მარკო, თუმცა მასში განსაკუთრებული ვერავინ ვერაფერი ვერ დაინახა. ასე რომ ის კვლავ “არისტოკრატთა” რიგებში ირიცხება.
#7 ანტონიო კასანო – მადრიდის “რეალი”
როგორც იცით, ანტონიო კასანოს სახელი შესანიშნავ ტექნიკურ შესაძლებლობებთან და მშვენიერი სათამაშო სტილთან ასოცირდება. ფრანჩესკო ტოტისთან უთანხმოებამ ეს უკანასკნელი აიძულა “რომა” დაეტოვებინა და “ბლანკოსის” რიგებში ჩარიცხულიყო.
“თეთრების” მაისურით ასპარეზობის პირველ 4 თვეში კასანომ წონაში ძალიან მოიმატა, გარდა ამისა დისციპლინის დარღვევის გამო ის ძალიან ხშირად ისჯებოდა. საბოლოოდ კი ის ფაბიო კაპელოსთან უთანხმოების გამო კლუბიდან გაუშვეს და უკან, “სამპდორიაში” დააბრუნეს.
#6 იაგო ასპასი – “ლივერპული”
როდესაც თავდამსხმელი ხარ და მიდიხარ კლუბში, სადაც ლუის სუარესი და დანიელ სტარიჯი ირიცხება, დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენი ჰობებისთვის დრო ბლომად გექნება. “სელტადან” 7-9 მილიონად გადაბარგებულმა ასპასმა მხოლოდ 14 მატჩის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოახერხა “წითლების” მაისურით.
აღსანიშნავია, რომ ის 1 გოლიც ასოციაციის თასში გაიტანა, “ოლდჰემ ატლეტიკის” კარში. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ “სელტაში” დაბრუნებული შემტევი, დღეს-დღეობით, მართლაც რომ მშვენივრად გამოიყურება.
#5 კიმ კელსტრიომი – “არსენალი”
“არსენალის” ხელმძღვანელობისთვის კიმის ტრავმის ისტორია ნამდვილად ტრაგიკულია . ცენტრალური ნახევარმცველის ძებნაში გართულმა არსენმა გადაწყვიტა, რომ შანსი მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელისთვის, კიმ კელსტიორმისთვის მიეცა. მან მხოლოდ ტრანსფერი განხორციელების შემდგომ გაიგო ,რომ მას ზურგი ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც 6 თვე დაჰყო ნახევარმცველმა ლაზარეთში.
მისი დებიუტი “სუონსისთან” მატჩში შედგა (2-2), რის შემდგომაც მხოლოდ 3-ჯერ მოახერხა “მეთოფეთა” მაისურის მორგება. მას კლუბში დარჩენა სურდა, თუმცა ვენგერმა მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და ის რუსეთში გააბრუნა.
#4 ბებე – “მანჩესტერ იუნაიტედი”
ბებე – ის სახელია, რომლის დავიწყებაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა ფანს სურს. პორტუგალიაში “უსახლკარო ფეხბურთელის” სახელის მქონე ფეხბურთელი “მანჩესტერმა” 2010-ში აიყვანა. მან 7 მატჩის ჩატარება მოახერხა, რომლის დავიწყებაც “წითელ ეშმაკებს” ნამდვილად გაუჭირდებათ.
სერ ალექს ფერიგუსონმა მისგან ახალი კრიშტიანო რონალდოს გამოძერწვა დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც ვერ მოახერხა და სამშობლოში, კერძოდ კი “ბენფიკაში” გაუშვა. მათდა სამწუხაროდ, ერთადერთი რაც ბებესა და კრიშტიანოს საერთო ჰქონდათ ეროვნება აღმოჩნდა.
#3 პაპი ჯილობოჯი – “ჩელსი”
ერთადერთი რამ, რაც მისი სახელის წარმოთქმაზე რთულია არის იმის გაგება, თუ რისთვის სჭირდებოდა ის რომან აბრამოვიჩს. სენეგალელი ფეხბურთელი მას შემდეგ გადმობარგდა ინგლისში, რაც “ჩელსიმ” სტოუნზის გაფორმება ვერ მოახერხა. ჯილობოჯიმ მთელი სეზონის მანძილზე მხოლოდ ერთი წუთი ითამაშა.
ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ჟოზე მოურინიოს საჯაროდ მოუწია იმის აღიარება, რომ პაპის შეძენა მისი სურვილისამებრ არ მომხდარა. პაპი ამჯამად კვლავ “ვერდერის” ღირსებას იცავს.
#2 ჟულიენ ფობერი – მადრიდის “რეალი”
საკმაოდ კომიკურია ჟიულიენისა და მადრიდული გრანდის ისტორიაც. როგორც წესი, მადრიდულ გრანდში ყველას სურს თამაში და ამისათვის თავს არ ზოგავენ. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც პოტენციალის გამოჩენას ვერ ახერხებენ, ან საერთოდ ეგეც არ გააჩნიათ.
ფობერტი მადრიდში ყოფნისას არაერთხელ მოხვდა კომიკურ სიტუაციაში: ერთ მშვენიერ დღეს მან ვარჯიში გამოტოვა, მიზეზად კი დაასახელა, რომ მას დასვენების დღე ეგონა.
თუმცა მათ შორის ყველაზე გამოსარჩევია “ვილიარეალთან” გამართული მატჩი, რომელშიც ფობერტს ჩაეძინა –
#1 ვიქტორ ვალესი – “მანჩესტერ იუნაიტედი”
ყველა კლუბი ეძებს ფეხბურთელს, რომელიც ძირეულად, უკეთესობისკენ შეცვლის კლუბის კურსს. ასეთები არიან: ერიკ კანტონა, დენის ბერგკამპი და დიდიე დრობა. მათ კლუბისთვის მართლაც რომ დიდი სამუშაო გასწიეს.
თუმცა არის შემთხვევები, რომ შენს მიერ შეძენლი ფეხბურთელი ნორმალურად ‘სკამსაც კი ვერ ათბობს’. მსგავსი რამის თქმა შეიძლება ვიქტორ ვალდესზე, რომელსაც “ბარსელონას” რიგებში ყველანაირი ტიტული აქვს მოგებული. თუმცა მისი მანჩესტერული კარიერა მხოლოდ 21-წლამდელთა გუნდში თამაშით შემოიფარგლა.