ლოთარ მათეუსი: “შესაძლოა, მარიო გიოტცე ჩინეთში აღმოჩნდეს”

გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა მარიო გიოტცეზე ისაუბრა, რომლის მიერ 2014 წლის მუნდიალის ფინალში გატანილმა გოლმა გერმანიის ნაკრებს უდიდესი წარმატება მოუტანა.

“მჯერა, რომ თუ გიოტცეს აქ არაფერი გამოუვა, ის კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. რა თქმა უნდა, ფულის შოვნა მის გეგმებშიც შედის.

ის არ წავა “შალკეში”, არ წავა “ლევერკუზენში”, “გლადბახი” კი მას ვერ გასწვდება. რაც შეეხება უცხოურ გრანდებს, მათ უკვე აღარ აინტერესებთ გიოტცე.

თუ “დორტმუნდში” ყველაფერი ისე არ აეწყობა, როგორც მას უნდა, ჩინეთისკენ მოუწევს გეზის აღება, რაც 24 წლის ფეხბურთელისთვის ნამდვილად რთული გამოცდა იქნება,” – აცხადებს მათეუსი.

ლოთარ მათეუსს არ უნდა, რომ ლიოვმა მიულერი კონფედერაციის თასზე ათამაშოს

გერმანიის ნაკრების ექს-კაპიტანი, ლოთარ მათეუსი თვლის, რომ “ბუნდესნაკრების” მთვარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა თომას მიულერი კონფედერაციის თასზე არ უნდა ათამაშოს.

“მიულერმა კონფედერაციის თასზე არ უნდა ითამაშოს, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება,” – განუცხადა ბუნდესლიგის 7-გზის ჩემპიონმა გერმანულ ტაბლოიდ Bild-ს.

“მისგან (ლიოვისაგან) ველი, რომ სწორ სვლას გააკეთებს და ტომასსა და სხვა მნიშვნელოვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას მისცემს – წინ მსოფლიო ჩემპიონატია.”

ლოთარ მათეუსი: “ბაიერნს” ბევრს დასცინებენ, ჩემპიონატს თუ ვერ მოიგებს”

ლოთარ მათეუსს სჯერა, რომ კარლო ანჩელოტისა და მიუნხენის “ბაიერნს” ბევრი დასცინებს, თუ “რეკორდმაისტერი” წლევანდელ სეზონში ჩემპიონობის მოპოვებას ვერ მოახერხებს.

“გერმანიაში “ბაიერნს” ბევრს, ძალიან ბევრს დასცინებენ, თუ “ბაიერნი” ბუნდესლიგის ტიტულის მოგებას ასეთი გუნდით ვერ შეძლებს.

ამით ანჩელოტი ვერ შეძლებს იმის გაკეთებას, რაც პეპმა უკვე მოახერხა. სწორედ ამიტომ არის ბუნდესლიგის ტიტული “ბაიერნის” ტოპ-პრიორიტეტი.

სეზონის მეორე ნახევრის დაწყებას მოუთმენლად ველი – როგორც იქნა, ბუნდესლიგის გამარჯვებულის ვინაობა ზამთარში არაა ცნობილი.”

მათეუსი: “ობამეიანგი პოგბაზე მეტი, გაცილებით მეტი ღირს”

ლოთარ მათეუსი თვლის, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომელმაც ბუნდესლიგის გასულ სეზონში 25 გოლი გაიტანა, უფრო მეტი ღირს, ვიდრე “ოლდ ტრაფორდელთა” ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა.

“თუ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც პოგბაა 105 მილიონ ევროდ ფასობს, მაშინ “დორტმუნდმა” ობამეიანგის სანაცვლოდ მეტი, 150 მილიონი უნდა მოითხოვოს.

ობამეიანგი ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. პოგბას კი ეს არ შეუძლია.

ობამეიანგი ბოლო დროს ძალიან განვითარდა. იმედი მაქვს, რომ მას ბუნდესლიგაში კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვიხილავთ.” – განაცხადა მათეუსმა.

მათეუსი: “სანემ “მანჩესტერი” მხოლოდ ფულის გამო აირჩია”

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, ლოთარ მათეუსი თვლის, რომ ლეროის სანემ “შალკე” “მანჩესტერ სიტიში” მხოლოდ ფულის გამო გაცვალა. ცნობისთვის გეტყვით, რომ “სიტიმ” 20 წლის გერმანელი 45 მილიონ ევროდ შეიძინა.

“სანეს ხელფასი ახლა გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე ეს “შალკეში” იყო. სწორედ ამან იქონია უდიდესი გავლენა მის გადაწყვეტილებაზე.

სხვა მიზეზს უბრალოდ ვერ ვპოულობ. ის ნამდვილი ტრადიციების მქონე კლუბში თამაშობდა. პირადად მე ვურჩევდი, რომ “შალკეში” კიდევ ერთი სეზონი მაინც დარჩენილიყო. “სიტიში” სანეს გაუჭირდება.

ეჭვიც არ მეპარება, რომ მას ყველაფერი აქვს კარგი კარიერის საწარმოებლად. ის სწრაფია, ტექნიკური და ზეწოლას არ იმჩნევს. თუმცა, მას წარმატების მიღწევა “შალკეშიც” შეეძლო, სადაც ხალხს მხოლოდ მისი იმედი ჰქონდა.

ამიერიდან, მას განსაკუთრებულ ყურადღებას ვეღარ მიაქცევენ. პეპ გვარდიოლა მთელ დროს იმის ცდაში გაატარებს, რომ მისი ფილოსოფია “სიტის” მოარგოს. თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით ვერ წავა, სანეს ყურადღებას არავინ მიაქცევს.”

მათეუსი: “მესი ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც “ოქროს ბურთს” იმსახურებს”

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ იმსახურებს 2015 წლის “ოქროს ბურთს”.

“მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, ვინც ამ ჯილდოს იმსახურებს. ეს ლიონელ მესი გახლავთ.

საკლუბო ფეხბურთში ის კვლავ დაბრუნდა საოცარ დონეზე და მოიგო არამხოლოდ ჩემპიონთა ლიგა, არამედ ესპანეთის თასი და ჩემპიონატი. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში ტიტულებს ვერ იგებს, მისი გოლების მაჩვენებელი ყველაფერზე მეტყველებს.

ექსტრაორდინალური კლასი აქვს. იგი მუდმივად ამტკიცებს თავის უნიკალურობას და ძალიან გამიკვირდება, თუ “ოქროს ბურთს” მესის არ მისცემენ”, – ციტირებს მათეუსის სიტყვებს Goal.com-ი.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 11 იანვარს გაიმართება.

 

საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა ლოთარ მათეუსს სურს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ პირველ არხზე გადაცემა “არენაში” სტუმრობის დროს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატის ვინაობა დაასახელა.

არველაძის თქმით, ჩვენს ეროვნულ გუნდში მუშაობის სურვილი ვეტერან გერმანელ ფეხბურთელს, ლოთარ მათეუსს აქვს. თუმცა, ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია.

წარმატებული საფეხბურთო კარიერის შემდეგ მათეუსი სამწვრთნელო ასპარეზზე დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის. ბოლოს გერმანელი 2010-2011 წლებში ბულგარეთის ნაკრებს თავკაცობდა.

ლოთარ მათეუსი საბურთალოს სკოლას ესტუმრა

“ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ ამდენი ბავშვის გახარებულ სახეებს ვხედავ, ალბათ ეს თარიღი მათ არასოდეს დაავიწყდებათ. ქართული ფეხბურთის მომავალი სწორედ ამ თაობაშია. ფეხბურთი მასიური სპორტია და როგორც ჩანს საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. პატარა ფეხბურთელებს სწორი მიმართულება სჭირდებათ, რათა მომავალში თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობა გამოავლინონ”, – აღნიშნა ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა საფეხბურთო სკოლა “საბურთალოში” სტუმრობისას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ჩვენს დედაქალაქში ლუდის კომპანია “ზედაზენის” მეშვეობით ჩამოვიდა, სკოლაში კი როგორც საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და მოწინავე სკოლა, ისე ეწვია. გერმანელის სტუმრობა ასევე სკოლის ხელმძღვანელებისა და “ზედაზენის” წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობა გახდა.

მათეუსს “ბენდელაზე” მრავლად ელოდნენ საფეხბურთო სკოლის ნორჩი ფეხბურთელები, ასევე იყვნენ ჟურნალისტები. ჩვენს არენაზე რიგითი გულშემატკივრებიც დიდი რაოდენობით შეიკრიბნენ და შეიძლება ითქვას სტადიონზე სრული ანშლაგი იყო.
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის “ბენდელაზე” გამოჩენას ქომაგი ოვაციებით შეხვდა, პატარა ბავშვები კი სტუმარს შეძახილებით – მათეუს, მათეუს დახვდნენ. ყოფილი “ათიანი” “საბურთალოს” კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად მინდორზე შევიდა და ბავშვებს მიესალმა, შემდეგ კი ჩვენი ნორჩი მეკარეების ოსტატობაც შეამოწმა და რამდენიმე პენალტიც დაარტყა. ამ ყველაფერმა დაახლოებით 15-20 წუთს გასტანა, რის შემდეგ ბავშვებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფები დაარიგა.
ვეტერანმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებისთვისაც მოიცალა და მცირე ხნით მათ კითხვებსაც უპასუხა. მართალია, მასმედიის წარმომადგენლებს დიდი დრო არ დაუთმო, რადგან წინ კიდევ მრავლად ჰქონდა შეხვედრები დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე კითხვას მაინც უპასუხა. ბოლოს კი “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გერმანიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს სამახსოვროდ კლუბის ათ ნომრიანი მაისურა გადასცა, მეორე მაისურზე კი სტუმარმა ავტოგრაფი დატოვა და ის კლუბის მუზეუმში დაიდებს ბინას.

fcsaburtalo.ge 

ლოთარ მათეუსი ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი – ლოთარ მათეუსი დღეს ფეხბურთის ფედერაციას ეწვია. სტუმარს პირადად უმასპინძლეს სფფ-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა.

მათეუსმა დაათვალიერა სფფ-ის ოფისი და კარგა ხნის განმავლობაში მეგობრულად ისაუბრა მასპინძლებთან.

სფფ-ში მათეუსი ასევე შეხვდა შოთი და არჩილ არველაძეებს, გიორგი ქინქლაძეს, გიორგი ღუდუშაურს… სფფ-ის პრეზიდენტმა სტუმარს საჩუქრად საქართველოს ნაკრების მაისური გადასცა.

„ძალიან ლამაზი ქვეყანა გაქვთ, უმშვენიერესი ბუნებით. სიამოვნებით ჩამოვალ კიდევ. მითუმეტეს, საქართველოსა და გერმანიის ნაკრებები ერთ ჯგუფში ითამაშებენ. სიამოვნებით ვისაუბრე ბატონ პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან სხვადასხვა საფეხბურთო საკითხებზე. წარმატებებს გისურვებთ და მადლობა მასპინძლობისთვის“ – განაცხადა მათეუსმა.

სფფ-ის პრესსამსახური

ლოთარ მათეუსი თბილისშია!

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი ლუდის კომპანია “ზედაზენის” მეშვეობით თბილისში ჩამოვიდა – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჩვენს დედაქალაქს გამთენიისას ესტუმრა. ვეტერანი ფეხბურთელი საქართველოში ორ დღეს დარჩება, ამ ხნის განმავლობაში ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობა, დაათვალიერებს ქალაქს, მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით გერმანიის ფან-კლუბის პრეზენტაციაშიც მიიღებს მონაწილეობას და რაც ყველაზე მთავარია, საფეხბურთო სკოლა “საბურთალოს” ეწვევა და სავარაუდოდ ერთი საათის განმავლობაში ნორჩ ბავშვებთან სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებს, უხვად დაარიგებს ავტოგრაფებს და შესაძლოა მცირე დროით მათთან ბურთიც გააგოროს.

ხვალ “ბენდელაზე” მათეუსის სტუმრობა 10:30 საათისთვისაა დაგეგმილი.

fcsaburatlo.ge

მათეუსი: „იმობილე ლევანდოვსკის სრულფასოვნად ვერ შეცვლის“

ცნობილი გერმანიელი ექს-ფეხბრუთელი და ამჟამად საფეხბრუთო ექსპერტი ლოთარ მათეუსი ჩირო იმობილეს დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადასვლას სკეპტიკურად უყურებს.

„იმობილეს პოტენციალი აქვს, თუმცა, სამწუხაროდ, ლევანდოვსკის სრულფასოვნად შეცვლას იგი მაინც ვერ შეძლებს. ჩირო რობერტის მსგავსი ფორვარდი არ არის, მას დიდი დისტანციების დაფარვა არ შეუძლია. იმობილე უფრო ხშირად ცენტრში დგას, ხოლო ლევანდოვსკი კლასიკური ფორვარდის ფუნქციას ასრულებს“, – განცხადა მათეუსმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მათეუსი: „რიბერიმ „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა“

წარსულში ცნობილი მოთამაშისა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტის ლოთარ მათუსის აზრით, 2013 წლის „ოქროს ბურთის“ მოგება მიუნხენის „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ დაიმსახურა.
„ფრანკმა უეფასგან ევროპის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიიღო, რაც მის „ოქროს ბურთის“ მოგების შანსებსაც ზრდის. რა თქმა უნდა, მან ეს ჯილდო დაიმსახურა. იგი ბევრს მუშაობს და მას „ბაიერნისთვის“ მხოლოდ სარგებელი მოაქვს. ჩემი აზრით, სამეულში რიბერი, ლამი და ლევანდოვსკი უნდა შევიდნენ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ტიტული კვლავ მესის გადასცენ“, – განაცხადა მათეუსმა.
ალექსანდრე მატევოსოვი