ფრედმა ლუის სუარესი დაიცვა

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ფრედმა ლუის სუარესის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინის კბენისთვის ფიფა-მ ურუგვაელს ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

„არ შეიძლება იმის უარყოა, რომ ლუისი შეცდა. თუმცა, როგორც ფეხბურთელსა და ადამიანს, მისი კარგად მესმის. იგი ემოციებს აყვა, როდესაც თავისი გუნდისთვის წარმატების მოტანა სურდა.

სუარესი უნდა დაისაჯოს, თუმცა ოთხი თვე საკმაოდ ბევრია. მისი კარიერა, შესაძლოა, დასრულდეს. პირადად მე, მსურს, რომ მან მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ითამაშოს“, – განაცხადა ფრედმა.

კიელინი: „სუარესის ოთხი თვით დასჯა საჭირო არ იყო“

იტალიის ნაკრების მცველს ჯორჯო კიელინის ლუის სუარესის ოთხთვიანმა დისკვალიფიკაციამ არ გაახარა.

„სუარესის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს. ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ მას ოჯახთან ერთად რთული დროის გადატანა მოუწევს.

მსგავს სიტუაციაში ფეხბურთელის დისკვალიფიკაციას მივესალმები, თუმცა ლუისის ოთხი თვით დასჯა, ვფიქრობ, საჭირო არ იყო“, – განაცხადა კიელინიმ.

4-თვიანი დისკვალიფიკაციით დამწუხრებული სუარესი

იმის გამო, რომ ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, ლუის სუარესი საკმაოდ მკაცრად დაისაჯა და ის მოედანზე გასვლას ოთხი თვის განმავლობაში ვეღარ შეძლებს.

Daily Mail-მა მოიპოვა ფოტოები, რომლებიც მას შემდეგ არის გადაღებული, რაც ურუგვაელმა დისკვალიფიკაციის შესახებ გაიგო.

article-2670831-1F2925DD00000578-71_634x418

article-2670831-1F29659000000578-449_634x424

article-2670831-1F2957BF00000578-83_634x389 (1)

article-2670831-1F2957BF00000578-83_634x389

ფიფამ სუარესს მკაცრი განაჩენი გამოუტანა

ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა ლუის სუარესი მკაცრად დასაჯა. ჯორჯო კილეინის კბენისთვის ურუგვაელთა ლიდერს 9-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეასაჯა. ასევე, ფეხბურთთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობისგან სუარესი ოთხი თვით მოკვეთეს.

განაჩენის შედეგად სუარესი “ლივერპულს” ოქტომბრამდე ვერ დაეხმარება. ინგლისურ კლუბს მის გარეშე 9 შეხვედრის ჩატარება მოუწევს. მათ შორის გასვლას “მანჩესტერ სიტისთან” და “ევერტონთან” გასამართ მნიშვენლოვან დერბის.

სუარესი მოედანს პირველ ნოერმბერს “ლივერპულისა” და “ნიუკასლის” მატჩში დაუბრუნდება, თუ რა თქმა უნდა ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში დარჩება.

მკაცრი სანქციების გარდა სუარესს ფულადი ჯარიმაც დაეკისრა. ურუგვაელს 100,000 შვეიცარული ფრანკის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, ურუგვაის და იტალიის ნაკრებებს შორის მატჩის დროს უსიამოვნო ინტიდენტი შეხვედრის 79-ე წუთზე მოხდა, თუმცა მსაჯს ეს ეს ეპიზოდი გამოეპარა.

ფაულერი: „სუარესი „ლივერპულის“ სახელის ტალახში ამოსვრას განაგრძობს“

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობი ფაულერმა ამავე კლუბის თავდამსხმელის, ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გუშინ გამართულ მატჩში (1:0) ჯორჯო კიელინისთვის კბენაში სდებენ ბრალს. ფაულერი ურუგვაელ ფორვარდს საქციელს არ უწონებს. მეტიც, ინგლისელი ფეხბურთელი ამბობს, რომ სუარესმა კიდევ ერთხელ მოსვარა ტალახით „ლივერპულის“ სახელი და გასაკვირი არ იქნება, თუ ის „ენფილდს“ დატოვებს.

„როგორც ფეხბურთელი, სუარესი „ლივერპულის“ ბევრ ქომაგს უყვარს, მაგრამ ის კლუბის სახელის ტალახში ამოთხვრას განაგრძობს. მისი მხრიდან ეს არასწორი საქციელია. არადა, მან ბოლო ინციდენტის დროს დიდი მხადაჭერა მიიღო.

არ გამიკვირდება, თუ სუარესი გუნდიდან წავა. მან „ლივერპულის“ სახელი კვლავ მოსვარა ტალახით. ეს დაუშვებელია. მისი დაცვა არ შეიძლება. კი ბატონო, როგორც ფეხბურთელი, ძალიან მომწონს, მაგრამ ასეთ ქმედებებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება“, – აღნიშნა ფაულერმა.

 

გუშინდელ ფაქტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა „ლივერპულის“ ადმინისტრაცია.

„საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“ ამ ეტაპზე არ აპირებს, რაიმე განცხადების გაკეთებას ლუის სუარესთან მიმართებაში, რადგან საქმე განსახილველად ფიფაშია. დადგენილი წესით უნდა მოხდეს მოთამაშისა და ურუგვაის ნაკრების მიმართ რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფიფა აღნიშნული ინციდენტის განხილვას დღეს დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, თუ სუარესს ბრალდება დაუმტკიცდება, მას მინიმუმ ორმატჩიანი, მაქსიმუმ კი — 24-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ვრცელდება ცნობაც იმის შესახებ, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი ფიფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

 

როგორ გამოიყურება ჯორჯო კიელინის მხარი კბენის შემდეგ

როგორც იცით, 24 ივნისს, იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის უკბინა.

ვამპირი დაბრუნდა

ლუის სუარესმა მეტოქეს ისევ უკბინა. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩის მსველობისას ურუგვაელთა ლიდერმა იტალიის ნაკრების მცველს ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, თუმცა შეხვედრის მთავარ არბიტრს ეს ეპიზოდი გამოეპარა.

შეგახსენებთ, რომ ადრე ანალოგიური შემთხვევა სუარესსა და ბრონისლავ ივანოვიჩს შორის მოხდა.

ურუგვაი — ინგლისი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ურუგვაელთა თავდამსხმელი ლუის სუარესი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

„ელ პისტოლერომ“ მოედანზე 88 წუთი დაჰყო, გააკეთა 35 გადაცემა და კარში 6-ჯერ დაარტყა.

 

ლუგანო: „სუარესი ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნეიმარი ბრაზილიისთვის ან მესი არგენტინისთვის“

ურუგვაის ნაკრების მცველი დიეგო ლუგანო იმედს გამოთქვამს, რომ ლუის სუარესი მუხლის ოპერაციის შემდეგ სრულად მომჯობინდება და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებას მისთვის ჩვეული ჟინით შეხვდება.

„ლუისი ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნეიმარი ბრაზილიისთვის ან მესი არგენტინისთვის. მთელი წელი იმის შიშით გავატარე, რომ მას რამე არ მოსვლოდა. მთელი წლის განმავლობაში ვლოცულობდი, რომ ის ტურნირს სრულ მზადყოფნაში შეხვედროდა, თუმცა ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში მან ტრავმა მიიღო. ეს ყველაზე ძლიერი დარტყმა იყო, რაც შეიძლებოდა მიგვეღო. როგორც ჩანს, განგებამ გადაწყვიტა, რომ მუნდიალის წინ ჩვენთვის სერიოზული გამოცდა მოეწყო“, – ლუგანოს სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ურუუგვაის მეტოქეებად ინგლისის, იტალიისა და კოსტა რიკის ნაკრებები ჰყავს. ურუგვაელები ტურნირის პირველ შეხვედრას 14 ივნისს კოსტა რიკელების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ბექა დოგრაშვილი

Marca: სუარესს „რეალთან“ მოლაპარაკებების დაწყება სურს, „ლივერპულს“ – არა

ლუის სუარესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით სპეკულაციები გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, ურუგვაელი ფეხბურთელის თავისთან გადაბირება მადრიდის „რეალს“ სურს.

ესპანური გამოცემა „მარკა“ წერს, რომ თავად სუარესს „სამეფო კლუბთან“ მოლაპარაკებების დაწყების სურვილი აქვს, თუმცა „ლივერპულს“ მთავარი გოლეადორის გაშვება არ უნდა.

შეგახსენებთ, რომ სუარესმა შარშან მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გახანგრძლივა. ფეხბურთელს წლიური ჯამაგირი 10 მილიონ ევრომდე გაეზარდა. კონტრაქტის მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 92 მილიონ ევროს უტოლდება.

„რეალი“ მზად არის, სუარესის სანაცვლოდ 90-დან 100 მილიონ ევრომდე გაიღოს.

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ერთ-ერთ შეხვედრაზე გუნდში სუარესის შესაძლო მოსვლის შესახებაც ესაუბრა.

„მარკას“ თანახმად, „სამეფო კლუბი“ მზად არის, ჯიბეზე ლაღად გაიკრას ხელი, თუმცა მადრიდში ისიც კარგად ესმით, რომ ტრანსფერის გაჩარხვა ძალიან რთული საქმე იქნება.

ბექა დოგრაშვილი

რეალი სუარესს კვირაში 250 ათასს სთავაზობს

“რეალის” ხელმძღვანელობა “ლივერპულის” ფორვარდის ლუის სუარესის გადაბირებას ცდილობს. მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან ურუგვაელს კვირაში 250 ათასი გირვანქა გადაუხადონ.

მიუხედავად იმისა, რომ სუარესის თქმით ის “ლივერპულში” თავს კარგად გრძნობს. ასეთ წინადადებაზე უარის თქმა ძალიან ძნელი იქნება.

ამჟამად სუარესი ურუგვაის ნაკრებთან ერთად მუნდიალისთვის ემზადება. მისი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ინგლისს, კოსტა-რიკას და იტალიას დაუპირისპირდება.

სუარესი, დიდი ალბათობით, კოსტა-რიკასთან მატჩს გამოტოვებს

ურუგვაის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გარისკვას არ აპირებს, რის გამოც, 14 ივნისს, კოსტა-რიკასთან მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ლუის სუარესს დაასვენებს.

დიდი ალბათობით, „ლივერპულის“ თავდამსხმელი აღნიშნულ შეხვედრას გამოტოვებს და ეროვნულ ნაკრებს 19 ივნისს ინგლისთან შეხვედრაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ათი დღის წინ სუარესს მუხლის ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო ორშბათს ლუისმა ქირურგიული ჩარევის შემდეგ პირველად ივარჯიშა.

ალექსანდრე მატევოსოვი