რეალი სუარესის გადაბირებას აპირებს

ესპანური პრესის ცნობით მადრიდის “რეალის” მთავარი სატრანსფერო მიზანი ლუის სუარესის გადაბირება იქნება.

გასულ სეზონში ურუგვაელმა “ლივერპულის” შემადგენლობაში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და პრმეირლიგაში 31 გოლის გატანა მოახერხა.

ესპანელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ სუარესის სანაცვლოდ “რეალი” “ლივერპულს” 70 მილონ ევროს გადაუხდის.

“ლივერპულის” პოზიცია ჯერ უცნობია, თუმცა ადრე ინგლისური კლუბის ბოსებმა კატეგორიულად გამორიცხეს სუარესის სხვა გუნდში წასვლა.

სუარესი: “ნუ ღელავთ, მუდნიალზე ვითამაშებ”

“ლივერპულის” და ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა ოპერაციის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“ნუ ღელავთ, მუნდიალზე ვითამაშებ. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის.

ბოლომდე დავიხარჯები, რათა მსოფლიო ჩემპიონატს ასი პროცენტით მომზადებული შევხვდე” – განაცხადა სუარესმა.

შეგახსენებთ, რომ სუარესს ოპერაცია რამდენიმე საათის წინ წარმატებით ჩაუტარდა.

სუარესს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

“ლივერპულის” და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელს ლუის სუარესს მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ფეხბურთელმა დაზიანება დღევანდელ ვარჯიშზე მიიღო.

ცნობილია, რომ სუარესი ურუგვაის ნაკრების ამხანგარუ მატჩებს გამოტოვებს. თუმცა, არსებობს მუნდიალის გამოტოვების რისკიც.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში 12 ივნისიდან აიღებს სტარტს. ურუგვაელები ჯგუფურ ეტაპზე ინგლისს, იტალიას და კოსტა-რიკას დაუპირისპირდებიან.

სუარესმა ტრავმა მიიღო

ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა ლუის სუარესმა ეროვნული გუნდის ვარჯიშზე მენისკის ტრავმა მიიღო და ჟურნალისტ მარტინ ჩარკერო ინფორმაციით უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს.

გავრცელებული ცნობებით, სუარესი მსლოფიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას დაუბრუნდება მოედანს. სარეაბილიტაციო კურსი 4-6 კვირას შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაი კოსტა-რიკას, ინგლისს და იტალიას შეხვდება.

სუარესი: „მესი და რონალდუ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოთამაშეები არიან“

„ლივერპულის“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ დაახასიათა, თუმცა მათ შორის უკეთესი ვერ აარჩია.

„მესი და რონალდუ სრულიად განსხვავებული ტიპის მოთამაშეები არიან. ვერ გეტყვით, რომელია მათ შორის უკეთესი. მესი ლამაზი ტექნიკით გამოირჩევა, ბევრ გოლს იტანს, დაბალი სიმაღლის წყალობით დრიბლინგიც გამოსდის. რონალდუ მანქანას მაგონებს. მასში ძალა და საფეხბურთო ინტელექტი ერთიანდება. ბურთს ყოველთვის იდეალურად არტყამს. ისინი ერთ დონეზე დგანან.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ანდრეს ინიესტაც ძალიან მომწონს. ის იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც სხვებზე სწრაფად ფიქრობენ და წარმოუდგებელ გადაცემებს იძლევიან. ანდრესი აკეთებს იმას, რასაც არ მოელი. მის მსგავსად მოედანს ვერავინ ვერ ხედავს. ეს მისი სათამაშო სტილია, თუმცა ინიესტას ცხოვრების გზაც გამორჩეულია. ის ყოველთვის წყნარია“, – სუარესის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

სუარესი: „თუ მუნდიალზე ჯერარდი ცუდს გამიკეთებს, საპასუხოდ იგივეს მიიღებს“

„ლივერპულის“ თავდამსხმელის ლუის სუარესის თქმით, მსოფლიოს ჩემპიონატზე იგი ყურადღებას არ მიაქცევს იმას, რომ ურუგვაის ნაკრების მეტოქეთა რიგებში მისი თანაკლუბელები ითამაშებენ.

„ყველაფერი არც ისე ადვილი იქნება, რადგან, მსურს, საკუთარ ქვეყანას დავეხმარო, ისევე, როგორც ჯერარდს, რომელიც ინგლისზე ფიქრობს. ყველასთვის ცნობილია, რომ სტივი ჩემ კარიერაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „ლივერპულის“ ისტორიაში იგი საუკეთესო ფეხბურთელია და ჩემთვის იგი საუკეთესო პარტნიორად სამუდამოდ დარჩება. ჯერარდი კაპიტანია, რადგან მთელ გუნდს ეხმარება.

ასევე ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში იმიტომაც გაგვიჭირდება, რომ მოედნის გარეთ მეგობრები ვართ. თუმცა თამაშის დროს ყველაფერს ვივიწყებთ. თუ იგი რამე ცუდს გამიკეთებს, საპასუხოდ იგივეს მიიღებს. ამაში გასაკვირი არაფერია.

ურუგვაის ნაკრებს ჩინებული გუნდი ჰყავს. წინა ტურნირზე ცუდად არ გვითამაშია. თუ მუნდიალისთვის მშვიდად მოვემზადებით, მაშინ ნახევარფინალამდე მისვლას კვლავ შევძლებთ. მაგრამ, თუ ყველა იყვირებს, რომ ურუგვაი საუკეთესოა, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ“, – განაცხადა სუარესმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლუის სუარესი: „სამწუხარო იქნება, თუ კრიშტიანუ რონალდუ გაიტანს“

ინგლისური „ლივერპულისა“ და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ ახლა მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატზე გადაერთვება. გარდა ამისა, ურუგვაელმა ფორვარდმა მადრიდის „რეალში“ ან „ბარსელონაში“ მისი შესაძლო გადასვლის შესახებ გაჩენილი ჭორები უარყო.

„ბოლო პერიოდში პრესაში ბევრი ჭორი იწერება ჩემი მომავლის შესახებ. ახლა მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარ ფოკუსირებული. „ლივერპულთან“ ერთად შესანიშნავი სეზონი მქონდა. დრო მოვიდა, ნაკრებზე ვიფიქრო“, – ციტირებს სუარესის სიტყვებს ბრიტანული „გარდიანი“.

— მართლა არსებობს თქვენს კონტრაქტში პუნქტი, რომელიც „რეალში“ ან „ბარსელონაში“ გადასვლის შესაძლებლობას გაძლევთ?
— არა, ასეთი რამ არ არის. რამდენადაც ვიცი, შეთანხმებაში არ არის პუნქტი, რომელიც რომელიმე კლუბს ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვის უპირატესობას აძლევს.

— ისურვებდით ნეიმართან და მესისთან ერთად თამაშს?
— ყველამ იცის, რომ ისინი დიდებული ფეხბურთელები არიან.

— სჭირდება „ბარსელონას“ ტიპიური მე-9 ნომერი? რამდენად მოერგება ასეთი ფეხბურთელი კატალონიელთა სქემას?
— მე მწვრთნელი არ ვარ, ამაზე რომ გიპასუხოთ. „ბარსელონაში“ კარგად იციან, რა არის საჭირო. მე „ლივერპულთან“ მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს.

— რას აკეთებთ, როდესაც თქვენი შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას კითხულობთ?
— შემდეგ გვერდზე გადავდივარ. კარგად იცით, პრესას ჭორის აგორება რომ შეუძლია. ვცდილობ, ამას ყურადღება არ მივაქციო. ვიცი, რა მინდა. ჩემს აგენტს შეუძლია თქვას, რა არის სიმართლე და რა ჭორი.

— ამ სეზონში 31 გოლი გაიტანეთ და „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში გალიდერდით. კრიშტიანუ რონალდუს ამდენივე გოლი აქვს გატანილი, თუმც ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ტურია სათამაშო. ამაზე რას ფიქრობთ?
— იმდი მაქვს, ვერ გაიტანს. კრიშტიანუ რონალდუ მესისთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მე თავს ვიკლავ, გოლი რომ გავიტანო, მათ კი ეს ადვილად გამოსდით. სამწუხარო იქნება, თუ გოლის გატანას მოახერხებს.

ბექა დოგრაშვილი

„რეალი“ სუარესის შესაძლო ტრანსფერისთვის ემზადება

მადრიდის „რეალი“ „ლივერპულის“ თავდამსხმელ ლუის სუარესის შესაძლო ტრანსფერის გასაჩარხად 73,5 მილიონ ევროს ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბრის თვეში ურუგვაელმა ფეხბურთელმა მერსისაიდულ კლუბთან ხელშეკრულება 2018 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა არ არის გამორიცხული, ეს იმიტომ მომხდარიყო, რომ „წითლებს“ სუარესის სატრანსფერო ღირებულება მაქსიმალურად ძვირად შეეფასებინათ. გარიგების ბედი იმაზეც არის დამოკიდებული, გაყიდის თუ არა „რეალი“ კარიმ ბენზემას.

ლუის სუარესმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 32 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა. ურუგვაელი ფორვარდი პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

ბექა დოგრაშვილი

ლუის სუარესი: „ერთ მშვენიერ დღეს „აიაქსში“ დავბრუნდები“

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამსტერდამის „აიაქსში“ სიამოვნებით დაბრუნდება.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ოდესმე „აიაქსში“ დავბრუნდები. თუ მწვრთნელი ჩემს ნახვას არ ისურვებს, იქ მაინც გადავალ. „აიაქსი“ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია. მე და ჩემს ცოლს ამსტერდამი და მისი ცხოვრების სტილი ძალიან მოგწონს. იქ კარგი ცხოვრება გვქონდა.

„აიაქსი“ ჩემთვის იდეალური კლუბი იყო. იქ ბევრი რამ ვისწავლე. ზუსტად ამ გუნდში ორივე ფეხით თამაში ვისწავლე, ვისწავლე ის, თუ როგორია გუნდური თამაში“, – განაცხადა ურუგვაელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჟურნალისტთა ასოციაციამ სუარესი სეზონის ფეხბურთელად აღიარა

ინლიგის საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად “ლივერპულის” ურუგვაელი შემტევი ლუის სუარესი აღიარა.

ფეხბურთელმა ხმათა 52 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილს სტივენ ჯერარდი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია იაია ტურეს ერგო.

სუარესმა მიმდინარე ჩემპიონატში 30 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირთა დავასაც დამაჯერებლად ლიდერობს.

სუარესი “ლივერპულიდან” წასვლას არ აპირებს

“ლივერპულის” ფორვარდმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კლუბის გამოცვლას არ აპირებს.

“ნუ ღელავთ, წასვლას არ ვაპირებ. “ლივერპულში” მეც და ჩემი ოჯახიც ძალიან ბედნიერები ვართ. პრემიერლიგის მოგება ძალიან კარგი იქნებოდა. ეს ჩემი ოცნბაა” – განუცხადა ურუგვაელმა Sky Sports-ს. 

სუარესმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 31 ჩატარებულ შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა.

პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე დასახელდნენ

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა. საუკეთესო მოთამაშედ „ლივერპულის“ თავდამსხმელი ლუის სუარესი დასახელდა, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი – ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი.

ურუგვაელმა ფორვარდმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 31 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა, რაც მერსისაიდულ გუნდს ლიდერობის დაბევებაში დიდად დაეხმარა.

წლის ჯილდოსთვის ბრძოლაში სუარესმა თანაკლუბელებს – დანიელ სტარიჯსა და სტივენ ჯერარდს, აგრეთვე ადამ ლალანას („საუთჰემპტონი“), იაია ტურეს („მანჩესტერ სიტის“) და ედენ აზარს აჯობა („ჩელსი“).

რაც შეეხება აზარს, 23 წლის ბელგიელი ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს გუნდის ლიდერად მოგვევლინა. როგორც მოგახსენებთ, აზარი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა. მეორე ადგილზე „ლივერპულის“ თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი გავიდა, მესამე პოზიციაზე კი – „საუთჰემპტონის“ ფეხბურთელი ლიუკ შოუ.

შეგახსენებთ, რომ შარშან ორივე ჯილდო „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ნახევარმცველმა გარეტ ბეილმა მიიღო, რომელიც ამჟამად მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავს.

ბექა დოგრაშვილი